კელი დეგნანი: ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რეფორმებისადმი საქართველოს ერთგულებით

კელი დეგნანი
ფოტო: აშშ-ის სენატი
ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი საქართველოს ერთგულებით რეფორმებისადმი, რომელთა გატარებაც აუცილებელი იყო და მის მიერ სამხედროების გაძლიერებით. ეს ერთგულება კიდევ ერთხელ დავინახეთ ავღანეთში, სადაც საქართველო სამხედრო ძალის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს ეს 32 ჯარისკაცის სიცოცხლედ და 200-ზე მეტ დაჭრილ სამხედროდ დაუჯდა. ისინი დღესაც ავღანეთში არიან ჩვენთან ერთად და 900 სამხედრო მონაწილეობს ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ავღანეთში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კელი დეგნანმა საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია რეფორმებისადმი საქართველოს ერთგულებით.
„ჯერ არ მქონია საშუალება, ვყოფილიყავი საქართველოში. 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მე თურქეთში ვიმყოფებოდი. ერთ წლის შემდეგ გახლდით ნატო-ს შტაბბინაში, როდესაც საქართველო აღიარებული იყო და დღემდე რჩება ნატოს ღირებულ პარტნიორად. მოკავშირეებმა გასულ წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი საქართველოს ერთგულებით რეფორმებისადმი, რომელთა გატარებაც აუცილებელი იყო და მის მიერ სამხედროების გაძლიერებით. ჩვენ ეს ერთგულება კიდევ ერთხელ დავინახეთ ავღანეთში, სადაც საქართველო სამხედრო ძალის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. საქართველოს ეს 32 ჯარისკაცის სიცოცხლედ და 200-ზე მეტ დაჭრილ სამხედროდ დაუჯდა. ისინი დღესაც ავღანეთში არიან ჩვენთან ერთად და 900 სამხედრო მონაწილეობს ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ავღანეთში. ჩემს წინა თანამდებობაზე მუშაობისას დავრწმუნდი, რომ საქართველო ასევე არის ღირებული და ერთგული პარტნიორი აშშ-ისთვის და ნატოსთვის შავ ზღვაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა კანდიდატმა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემისა და მედიაპლურალიზმის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მზად არის, იმუშავოს ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დარწმუნდეს, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი.
„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული კანონმდებლობის წინ წაწევას, დამოუკიდებელ მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებას და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კანდიდატი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხს შეეხო და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს. საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარდგენილ კელი დეგნანს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უსმენენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კელი დეგნანი საქართველოში ელჩის პოზიციაზე 4 სექტემბერს დაასახელა. კელი დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია.
საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტი 2018 წლის მარტიდან ვაკანტურია. 2015 წლიდან 2018 წლამდე ამ პოსტს იან კელი იკავებდა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.
ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2023, 13:41
ტაბლოიდი
ლოს-ანჯელესში კინემატოგრაფიის აკადემიის მუზეუმის გალა საღამო გაიმართა. ფოტოგალერეა
ლოს-ანჯელესში კინემატოგრაფიის აკადემიის მუზეუმის გალა საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს. საღამოზე წითელ-ვარდისფერ ხალიჩაზე ისეთი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, როგორებიც არიან ოპრა ვინფრი, სელენა გომესი, ბილი აილიში, ჰეილი ბიბერი და სხვები.

05 დეკემბერი 2023, 13:33
ტექნოლოგიები
ვიდეოთამაშ GTA 6-ის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა
10 წლის შემდეგ ვიდეოთამაშ GTA 6-ის პირველი ტრეილერის პრემიერა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. დეველოპერების თქმით, თამაშის მეექვსე ნაწილი 2025 წელს გამოვა. ტრეილერმა 32 მილიონ ნახვაზე მეტი სულ რამდენიმე საათში დააგროვა.

05 დეკემბერი 2023, 13:21
რეგიონი
რუსთავის მედიათეკაში, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი ,,ნარინჯისფერი კამპანიის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
,,გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება არის სწორედ ამ 16 დღიანი კამპანიის მთავარი აქცენტი. ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებს შევხვდით, ვესაუბრეთ გენდერული ძალადობის ნიშნით შინაარსზე და განსაკუთრებული აქცენტით - კიბერძალადობაზე. დღევანდელ სამყაროში, როდესაც ძირითადად ყველა საქმიანობის სფერო ონლაინ რეჟიმზეა გადასული და განსაკუთრებით აქტიურად არიან ბავშვები ონლაინ სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ინფორმაციის მიწოდება იმაზე თუ ძალადობის რა ფორმები არსებობს“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

05 დეკემბერი 2023, 13:10
საზოგადოება
ნანა გაბელია: სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათ განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებს ხმის ჩამწერი სტუდიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა გადაეცათ.

05 დეკემბერი 2023, 13:06
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ამერიკული გამოცემა Axios გლობალური ინტრიგებისგან დატანჯული უკრაინელი ხალხისთვის საკმაოდ მძიმე მიმოხილვას აქვეყნებს- „უკრაინის ომის მცდელობა ჩიხების ქარიშხალს წააწყდა, რაც ქვეყნის მომავალს კრიზისს უქმნის“
ანალიტიკოსი გვთავაზობს სტატიიდან ამონარიდს, სადაც აღნიშნულია, რომ „ამერიკის მკაცრ სასაზღვრო პაკეტზე სენატის ორპარტიული მოლაპარაკებები, რომელიც დაწყვილებულია უკრაინის დაფინანსებასთან, მიაღწია წყვეტილ წერტილს. ამჟამად დაგეგმილი არ არის შემდგომი შეხვედრები“.

05 დეკემბერი 2023, 12:58
LIVE ისრაელი
WSJ: „ცაჰალი“ ღაზის სექტორში მდებარე გვირაბების დასატბორად ემზადება
ისრაელელი სამხედროები ღაზის სექტორში მდებარე გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავს, რომელსაც რადიკალური მოძრაობა „ჰამასი“ იყენებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

05 დეკემბერი 2023, 12:36
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ჯარში კვების შესახებ აბსურდული ბრალდებით დაბალი დონის „ფეიკ ნიუსის" შექმნა, მხოლოდ ანტიეროვნულ, რადიკალურ-ოპოზიციურ ტელევიზიაში თუ მოუვიდოდათ აზრად; როდესაც, რეალურად ჯარში კვების უმაღლესი ხარისხია
ნოდარ მელაძის „ფეიკ“ ქარხანა ამჯერად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების უმთავრესი გარანტის - ქართული ჯარს დისკრედიტაციას ეცადა, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

05 დეკემბერი 2023, 12:35
საზოგადოება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამ ეტაპზე დაგეგმილია საახალწლო ილუმინაციების დასამონტაჟებლად საჭირო ბაგირების მოწყობაც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 12:17
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა
„მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს ნორვეგიის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), როგორც ყველაზე ეფექტიანი პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობა“.

05 დეკემბერი 2023, 12:08
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნოემბერში უკანონო ტყით სარგებლობის 393 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 393 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 324 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 69 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 12:05
მსოფლიო
ფიდელ და რაულ კასტროების და გარდაიცვალა, რომელიც კუბაზე რეჟიმის შეცვლის მცდელობის მიზნით, ამერიკულ დაზვერვასთან თანამშრომლობდა
„განსაკუთრებული ქალი და დაუღალავი მებრძოლი კუბისთვის, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა“, - დაწერა მისი ბიოგრაფიის თანაავტორმა, მარია ანტონიეტა კოლინზმა Instagram-ზე.

05 დეკემბერი 2023, 11:51
საზოგადოება
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსისთვის ბათუმში 70-ზე მეტი სტუდენტი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა. შეხვედრაზე მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს და BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს გაეცნენ.

05 დეკემბერი 2023, 11:28
მსოფლიო
ინდოეთის ქალაქ ჩანიში ციკლონს მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთის ქალაქ ჩანიში ციკლონს მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა. გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები და აეროპორტის საფრენი ბილიკებიც დატბორა. კიდევ ორ შტატში კი, ციკლონის გამო, ელექტრომომარაგება შეწყდა. საგანგებო სამსახურები მოსახლეობას მდინარის ადიდების რისკის შესახებ ატყობინებენ და ევაკუაციისათვის მზადყოფნას ურჩევენ.

05 დეკემბერი 2023, 11:25
მსოფლიო
ოქსფორდის ლექსიკონმა 2023 წლის სიტყვა დაასახელა
Rizz ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს სტილი, ქარიზმა და მიმზიდველობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს მოხიბლოს სექსუალური პარტნიორი. უფრო კონკრეტულად კი, Rizz სიტყვა ქარიზმის შემოკლებული ვერსიაა.

05 დეკემბერი 2023, 11:22
კულტურა
ხელოვნების სასახლეში სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, პერსონალური გამოფენა გაიხსნა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, პერსონალური გამოფენა და გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული მხატვრის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 11:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.

05 დეკემბერი 2023, 11:09
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: საქართველო მსოფლიო კონკურენციის დღეს მესამე წელია საერთაშორისო კონფერენციის ფორმატით უერთდება
5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე სხვადასხვა აქტივობით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელსაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში, უკვე მესამე წელია უერთდება.

05 დეკემბერი 2023, 11:02
საზოგადოება
ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 200 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობია გამოკვლეული
მონაცემების დამუშავებისთვის ლაბორატორია ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშროლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიებს იყენებს.

05 დეკემბერი 2023, 11:00
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ნოემბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 10:54
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ყველა პარტიას, რომელიც პოლიტიკურ ველზე შემოდის, „ნაცმოძრაობა“ „ჭამს“
მოსახლეობას მივანდოთ, რამდენი და რომელი პარტია სურს პარლამენტში, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.