Imedi /  04 ნოემბერი 2019, 18:53 / სანდო წყარო

საგარეო უწყება ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს

ლაშა დარსალია

ლაშა დარსალია

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედდეს“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ, 4 ნოემბერს ოკუპირებულ ახალგორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც 60 წლამდე ქალი დაშავდა და მკურნალობის მიზნით, მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა გახდა საჭირო. 

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების შედეგად, ადგილზე საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი.

„მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება და ხშირ შემთხვევაში ამის გამო არ ეძლევა, მათ შორის, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - აღნიშნა დარსალიამ. 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას ახდენენ.

„ქართული მხარე ყველა საერთაშორისო ფორმატში ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების სტატუს ნეიტრალური მიდგომებით განხილვის აუცილებლობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განვაგრძობთ პარტნიორებთან, პირველი რიგში ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარებთან, რომ გაიხსნას საოკუპაციო ხაზი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია და მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეს“, - აღნიშნა დარსალიამ.

ახალგორში 60 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა. მძიმედ დაშავებულის ოჯახი პაციენტის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას ითხოვს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო პრობლემა ექმნებათ. ოკუპირებულ ახალგორში ქალს სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს და ის 29 ოქტომბერს გარდაიცვალა

მას შემდეგ, რაც დეფაქტო ცხინვალმა ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა, პაციენტების მცხეთასა და თბილისში გადმოყვანა შეუძლებელი გახდა. მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა. როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, ვიდრე ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 573 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 573 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 242 ადამიანი გარდაიცვალა.

04 მარტი 2021, 20:25

COVID19

ევროპის წამლის სააგენტომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის ექსპერტიზის პროცედურა დაიწყო

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის ექსპერტიზის პროცედურა დაიწყო.

სერგო ჩიხლაძე

04 მარტი 2021, 20:22

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის გაერთიანებულ შეხვედრაზე „ნაციონალურ მოძრაობა“ ამბობდა, რომ პლებისციტი იქნებოდა მიღწევა

პლებისციტის იდეის უარყოფა „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო დიდ ჩიხში შესვლას გულისხმობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის გაერთიანებულ შეხვედრაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ კვლავ იგივე პოზიცია ჰქონდა, რომ დიახაც, თუ პლებისციტი დადგება ეს იქნება მიღწევა ოპოზიციისთვის. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადათქვამს, გაიზიარებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მათი პოზიცია შეიცვლება და ის იქნება ჩვენგან განსხვავებული“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ზაალ უდუმაშვილი

04 მარტი 2021, 20:21

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: პლებისციტის იდეა აზრს კარგავს, ჩვენი მოთხოვნა ახალი არჩევნებია

„პლებისციტი მაშინ იყო შეთანხმების საგანი, როდესაც ჩვენ ამას ვთავაზობდით ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ. ახლა თუ დროულად არ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, აღარც პლებისციტს ექნება აზრი და არანაირ შემოვლით გზებს. ჩვენი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, ახალ არჩევნებამდე რა გზით მივალთ, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, მაგრამ ახალი არჩევნები რომ არ გადაიხედება, ფაქტია“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

თენგიზ ცერცვაძე

04 მარტი 2021, 20:01

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერილს ავრცელებს, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს სერგო ჩიხლაძეს მიმართავს. მისი თქმით, სერგო ჩიხლაძე თანდათან კარგავს რეალობის შეგრძნებას და სულ უფრო და უფრო ღრმად ტოპავს, მის მიერვე გამოგონილი ბოროტი ფანტაზიების სამყაროში.

არჩილ თალაკვაძე
დავიდ სასოლი

04 მარტი 2021, 20:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. დავიდ სასოლიმ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძალისხმევით პოლიტიკური დიალოგის განახლების საჭიროებას და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები დაძაბულობის შემცირებას შეძლებენ.

04 მარტი 2021, 19:57

საზოგადოება

5 მარტიდან მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

5 მარტიდან გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, კერძოდ გურიის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტით მოძრაობა ნოზაძის ქუჩიდან გამარჯვების ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბორის ჯონსონი

04 მარტი 2021, 19:55

მსოფლიო

ბორის ჯონსონი: შეძრწუნებული ვარ მიანმარში ძალადობის ესკალაციით და დემოკრატიული პროტესტის მონაწილეების მკვლელობით

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შეძრწუნებულია მიანმარში ძალადობის ესკალაციით და დემოკრატიული პროტესტის მონაწილეების მკვლელობით.

04 მარტი 2021, 19:42

მსოფლიო

თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

04 მარტი 2021, 19:41

საზოგადოება

წყალმომარაგების მაგისტრალის მილის დაზიანების გამო, თბილისში წყალმომარაგება რამდენიმე რაიონსა და ქუჩას შეუწყდება

დღეს, 4 მარტს, ნაძალადევის რაიონში, ქუთათელაძის ქუჩა N15-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული დადაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ხვალ, 5 მარტს განხორციელდება.

04 მარტი 2021, 19:30

ეკონომიკა

აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21,4%-ით გაიზარდა და 3,93 მილიონ დოლარს მიაღწია

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა და 3.93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მონაცემებით, 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა. იმპორტის შემცირების პირობებში, საქართველო წინსვლას და იმპორტის ზრდას აგრძელებს, - აღნიშნულია ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) ინფორმაციაში.

04 მარტი 2021, 19:09

საზოგადოება

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი რამდენიმე ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების შესაქმნელად დასრულდა

რამდენიმე ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების შესაქმნელად, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკონკურსო წინადადებების მიღება გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების, ასევე, ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზების შექმნას ითვალისწინებდა.

04 მარტი 2021, 19:05

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, უნგრეთის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმს ამკაცრებს

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, უნგრეთის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმს ამკაცრებს. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა.

04 მარტი 2021, 19:00

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოადგილეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლი იენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, პანდემიით გამოწვეული სირთულეების გათვალისწინებით, იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს, სადაც ჩინური კომპანიები მუშაობენ.

04 მარტი 2021, 18:58

საზოგადოება

პარლამენტის გენდერული და ბავშვთა უფლებების საბჭოები: შემზარავია ბავშვებზე ნებისმიერი ფორმის, მათ შორის - სექსუალური ხასიათის ძალადობა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრები გმობენ 13 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

04 მარტი 2021, 18:56

ტაბლოიდი

„მანგუსტების სარეცხი“ - სოციალურ ქსელში თბილისის ზოოპარკში გადაღებული სახალისო ვიდეო ვრცელდება

„მანგუსტების სარეცხი“ - სოციალურ ქსელში თბილისის ზოოპარკში გადაღებული, მანგუსტების სახალისო ვიდეო ვრცელდება, სადაც ვოლიერში გაჭიმულ თოკზე ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები ხორცია ჩამოკიდებული. როგორც Imedinews-ს თბილისის ზოოპარკის წარმომადგენელმა ია სამადაშვილმა განუცხადა, ხშირად ცხოველებთან „ენრიჩმენტი“ ტარდება, რაც ვოლიერში გარემო პირობების გამდიდრებას გულისხმობს.

ანდრია ბასილაია

04 მარტი 2021, 18:51

ეკონომიკა

თბილისის მერის მოადგილემ განმარტა, რას ითვალისწინებს სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა

მომდევნო დღეებში დაიწყება აპლიკაციის მიღების პროცესი და ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში იქნება ეს კომპენსაციები გაცემული, რათა რესტორნებმა შეძლონ ოპერირება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო კრიტერიუმები დაკავშირებული იქნება რესტორნების ბრუნვასა და სკამების რაოდენობასთან. მისივე თქმით, სუბსიდიების მისაღებად დადგენილ კრიტერიუმებს, დაახლოებით, 400 რესტორანი დააკმაყოფილებს.

04 მარტი 2021, 18:47

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

04 მარტი 2021, 18:46

ეკონომიკა

აფბამ ესკოს იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბამ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ესკო) 2016-2021 წლის განმავლობაში იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა.

ანდრია ბასილაია

04 მარტი 2021, 18:38

ეკონომიკა

ანდრია ბასილაია: პანდემიის პირობებში ბიზნესის გადასარჩენად მუნიციპალიტეტმა ყველა არსებული ინსტრუმენტი გამოიყენა

პანდემიის პირობებში ბიზნესის გადასარჩენად ყველა ის ინსტრუმენტი, რაც იყო დამოკიდებული მუნიციპალიტეტზე, ჩვენ გამოვიყენეთ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ისაუბრა. „ჩვენ მოვუხსენით საიჯარო გადასახადები იმ ბიზნესებს, რომელთაც ჰქონდათ მუნიციპალიტეტისგან ნაქირავები ფართები. ჩვენ შევთავაზეთ მუნიციპალიტეტის ფართობთ სარგებლობა, რათა შეძლონ რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრებისთვის ემასპინძლათ. ასევე განვიხილეთ რამდენიმე ინდივიდუალური ვალდებულების გადადება, რომლის საჭიროებაც დადგა პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში და გავაგრძელებთ ამ კომუნიკაციაშა და ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.