EMC-მა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმები გამოაქვეყნა

თემირლან მაჩალიკაშვილი
ფოტო: არქივი
„ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმები გამოაქვეყნა.
სუს-ის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი მიმდინარე წლის 20 აგვისტოთია დათარიღებული და მასში გომელაური რამდენიმე შეკითხვას პასუხობს:
„ვახტანგ გომელაური აღწერს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.
მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, კტც-მა დაიწყო გამოძიება და ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინათ ჩხრეკა და დაკავება. ვინაიდან ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე მობილიზებულიყო სუს-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია და გაგრძელდა შემდგომი გამოძიება, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სხვა თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ {სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე} მიაწოდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს და დაიგეგმა აღნიშნული პირების, მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. დასაკავებული პირების ა. ჩატაევთან კავშირის გათვალისწინებით არსებობდა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ვარაუდი, ამიტომ გომელაურმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო ჯგუფს დახმარებოდა სოდ-ი, რომლის დეპარტამენტის უფროსს აუხსნა საქმის ზოგადი ვითარება. თუმცა დეპარტამენტის უფროსს დეტალური ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიაწოდა. ვ. გომელაურის განმარტებით, მან ზეპირად მიუთითა სოდ-ის უფროსს, რომ ოპერაცია უსაფრთხოდ უნდა ჩატარებულიყო, დასაკავებელ პირთა დაზიანება, დაჭრა ან ლიკვიდაცია არ უნდა მომხდარიყო. მისი განმარტებით, ოპერაცია 26 დეკემბერს გამთენიისას უნდა ჩატარებულიყო. ვ. გომელაური აღნიშნავს, რომ 26 დეკემბერს დუისში არ იყო, მას ინფორმაციას სპეცოპერაციის შესახებ ი. გოგაშვილი და ჩიმაკაძე აწვდიდნენ. ამასთან ერთად, ოპერაციის დასრულების შემდგომ ზეპირი ინფორმაცია მიაწოდა სოდ-ის უფროსმა“, - ორგანიზაციის ინფორმაციით, ნათქვამია გომელაურის გამოკითხვის ოქმში.
ამასთან, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, შეკითხვაზე: რა ნორმატიული აქტებით ხელმძღვნელობს სოდ-ი და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მათი მონაწილეობის დროს დგება თუ არა რამე დოკუმენტი, გომელაური აღნიშნავს: „ძირითადად ზეპირი ფორმით ვავალებ სოდი-ს უფროსს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად უზრუნველყოს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების უსაფრთხოდ ჩატარება“. რაც შეეხება კიდევ ერთ შეკითხვას: 2017 წლის 26 დეკემბერს შედგა თუ არა საგამოძიებო გეგმა ან რამე წერილობითი დოკუმენტი ღონისძიებაში მონაწილე პირებისათვის, სუსი-ის ყოფილი უფროსის თქმით, „რაიმე მსგავსი დოკუმენტი არ შედგენილა“.
გომელაურს ეკითხებიან იმაზეც, თუ რატომ ჩატარდა ღამით სპეცოპერაცია და რატომ არსებობდა ამის გადაუდებელი აუცილებლობა, რაზეც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ასე პასუხობს: „პანკისის ხეობა განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა და სპეცრაზმის დღისით შესვლას შესაძლოა, მოსახლეობის აგრესია გამოეწვია. ამასთან, დაკავების გარდა საჭირო იყო ჩხრეკის ჩატარება და ამ ორი საგამოძიებო მოქმედების სხვადასხვა დროს ჩატარებას შესაძლოა ხელი შეეშალა გამოძიებისთვის“.
გარდა ამისა, კითხვაზე: განხორციელდა თუ არა რამე შიდა სამსახურებრივი შემოწმება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გომელაურის თქმით, „შიდაუწყებრივი შემოწმება არ ჩატარებულა“.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე, სოსო გოგაშვილს, მისი გამოკითხვის ოქმში, რომელიც 19 აგვისტოს არის შედგენილი, წერია, რომ სპეცრაზმელმა, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, პროპორციული ძალა გამოიყენა.
ამასთან, გოგაშვილი აღწერს, რომ 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო სუს-ის უფროსის მოადგილე და მის საკურატორო სფეროში შედიოდა კონტრტერორისტული დეპარტამენტი. გოგაშვილის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში ჩატარდა სპეცოპერაცია და ამ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მითითებას, შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას, რის გამოც სპეცრაზმელმა გამოიყენა პროპორციული ძალა.
გოგაშვილი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს იმყოფებოდა თბილისში, სამსახურში და დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ სუს-ის მაღალჩინოსნის, ირაკლი ჩიმაკაძისგან იღებდა ინფორმაციას.
სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვის ოქმი კი დათარიღებულია მიმდინარე წლის 14 აგვისტოთი და ის ასეთი შინაარსისაა: „ჩიმაკაძე აღნიშნავს, რომ არის სუს-ის კტც-ს უფროსი და მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის ტერორიზმთან ბრძოლა, ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. ის აღნიშნავს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სუს-მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ეთნიკურად ჩეჩენი პირები, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით კტც-მ დაიწყო გამოძიება და ადგილზე გავიდა საგამოძიებო ჯგუფი, რათა ჩაეტარებინა ჩხრეკა და დაკავება, ვინაიდან ინფორმაცია ცეცხლსასროლ იარაღს ეხებოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილზე მობილიზებულიყო სუს-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. ჩატარდა ოპერაცია და გაგრძელდა შემდგომი გამოძიება, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ 21 ნოემბერს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევის ჯგუფს სხვა თანამზრახველებიც ჰყავდა, რომლებიც სოფელ დუისში ცხოვრობდნენ. ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ი. ჩიმაკაძემ მიაწოდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს და დაიგეგმა აღნიშნული პირების, მათ შორის თ. მაჩალიკაშვილის დაკავება, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები. 21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების გათვალისწინებით, ლიკვიდირებულ პირთა ვინაობების გათვალისწინებით, ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით დაიგეგმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მონაწილეობა. ამ დეპარტამენტის უფროსს ზურაბ ზურაბიშვილს აუხსნა ი. ჩიმაკაძემ საქმის ვითარება და ვინაიდან არსებობდა საფრთხე რომ დასაკავებელ პირებს შესაძლოა ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღი (ჩატავეთან კავშირისა და 21 ნოემბრის ამბების გათვალისწინებით) საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე უსაფრთხო გარემოს დაკავების ადგილზე სოდ-ის წევრები უზრუნველყოფდნენ. ი. ჩიმაკაძე იყო თბილისში, ოპერაციას თბილისიდან ხელმძღვანელობდა, პანკისში იყო მისი მოადგილე პაატა ჯაჭვაძე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას ტელეფონით. მისგანვე შეიტყო, რომ თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს და მან გამოიყენა პროპორციული ზომა. ი. ჩიმაკაძე ინფორმაციას აწვდიდა ი. გოგაშვილსა და ვ. გომელაურს. ი. ჩიმაკაძის მიმართ სხვა რელევანტური კითხვები არ არის დასმული“, - ნათქვამია ჩიმაკაძის დაკითხვის ოქმში.
2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ.
1 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
ყველა სიახლე

11 თებერვალი 2025, 21:36
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი
როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს ისეთი პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ არჩევნების შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ.

11 თებერვალი 2025, 21:36
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამერიკული სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამერიკული სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

11 თებერვალი 2025, 21:11
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ონდრეი დოსტალი: ევროპარლამენტში უმრავლესობას ერჩივნა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს მოეგო, თუმცა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა
ევროპარლამენტში უმრავლესობას ერჩივნა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს მოეგო, თუმცა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ონდრეო დოსტალიმ.

11 თებერვალი 2025, 21:09
მსოფლიო
თეთრი სახლის შტაბის უფროსი USAID-ზე: ეს „დიფ სთეითის“, ანუ ჭაობის სათამაშო მოედანია
„USAID-ი გამოაშკარავდა როგორც რადიკალ მემარცხენეთა დაფინანსების მექანიზმი როგორც შტატებში, ასევე საზღვარგარეთ. USAID-ი მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში აფინანსებს კომუნისტურ სისულელეებს, რეჟიმის ცვლილებისა და სხვა ქვეყნის მთავრობების დესტაბილიზაციის გიჟურს სცენარებს. ეს „დიფ სთეითის“, ანუ ჭაობის სათამაშო მოედანია“, - აღნიშნავს სტივენ მილერი.

11 თებერვალი 2025, 21:05
პოლიტიკა
კორუფციის აღქმის ინდექსი და საქართველოს ლიდერის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში კვლავ ლიდერობს.

11 თებერვალი 2025, 21:01
მსოფლიო
ევროპარლამენტარი: სამშვიდობო მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის იგეგმება და ევროკავშირი განზე რჩება. ვშიშობ, ევროკავშირს ის როლი დაეკისრება, რომ უკრაინაში კრახით დასრულებული პოლიტიკის საზღაური გადაიხადოს
ევროკავშირი უნდა ისწრაფოდეს უკრაინაში მშვიდობისკენ და ომში ჩართულ ყველა მხარესთან ეკონომიკური თანამშრომლობის განახლებაზე. ეს აუცილებელია ჩვენი კეთილდღეობისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ონდრეი დოსტალიმ.

11 თებერვალი 2025, 20:58
მსოფლიო
მაიკ ბენცი USAID-ზე: ეს სააგენტო არავის ეხმარება - ეს იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული იარაღი
„ის ხალხი,ვინც ახლა USAID-ს იცავს, უმძიმეს მდგომარეობაშია. ამბობენ, რომ პროგრამები დემოკრატიის მხარდაჭერას ხმარდება. მაშინ არჩევნებს რატომ აუქმებენ?! USAID-ის ყველა პროგრამა ასე მუშაობს - აცხადებენ, რომ აქვთ ჰუმანიტარული ან პრო-დემოკრატიული პროგრამები, თუმცა აშკარაა, რომ მსოფლიოს არაერთ წერტილში ამ სააგენტომ უამრავი ზიანი მოიტანა. ეს სააგენტო არავის ეხმარებოდა. ეს იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ინსტრუმენტი“, - აღნიშნა მაიკ ბენციმ.

11 თებერვალი 2025, 20:55
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ონდრეი დოსტალი: ევროპარლამენტის რეზოლუციები სამართლებრივად სავალდებულო ეფექტის მქონე არ არის. ევროპარლამენტარები თუ შეთანხმდებიან, რომ ცა მწვანეა და არა ლურჯი, ასეთ რეზოლუციასაც დაამტკიცებენ
ოფიციალურად, ევროპარლამენტმა აღიარა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ზოგადად ლეგიტიმური იყო, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ონდრეო დოსტალიმ.

11 თებერვალი 2025, 20:44
პოლიტიკა
USAID-ი, როგორც ჰუმანიტარულ ფასადსა და პრო-დემოკრატიულ ნარატივს ამოფარებული სტრატეგიული იარაღი - რისთვის დახარჯა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 15 მილიონ დოლარზე მეტი საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
USAID-ი, როგორც ჰუმანიტარულ ფასადსა და პრო-დემოკრატიულ ნარატივს ამოფარებული სტრატეგიული იარაღი - რისთვის დახარჯა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 15 მილიონ დოლარზე მეტი საქართველოში? ირკვევა, რომ USAID-იმ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 1 თვით ადრე, საქართველოში სწორედ არჩევნების მიმართულებით მოქმედ ერთ-ერთ პროგრამაზე მილიონ 800 00 დოლარი გადარიცხა.

11 თებერვალი 2025, 20:40
პოლიტიკა
რადიკალიზმის წახალისება - „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ დონორები შვედეთიდან და შვედი პარლამენტარის მოწოდება თბილისური მაიდანისკენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რადიკალური დღის წესრიგით მოქმედი არასამთავრობოების მიზნის ლუსტრირებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე ერთ-ერთი დონორი ქვეყნის პარლამენტის წევრის მხრიდან თბილისური მაიდანისკენ ღია მოწოდებას ავრცელებს.

11 თებერვალი 2025, 20:36
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-ის ხაზინის მდივანი უკრაინას ეწვევა, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს
მიმდინარე კვირაში უკრაინას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ეწვევა, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 თებერვალი 2025, 20:33
პოლიტიკა
„ენჯეოების“ შტურმი „ტელეიმედზე“ - ვინ აფინანსებს მსგავს კამპანიას და რატომ არ პასუხობს არცერთი საელჩო „ქრონიკის“ კითხვებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დონორების გამოაშკარავება, გაღიზიანებული ბენეფიციარები და თავდასხმა „იმედზე“. რისთვის ირიცხება საქართველოში მესამე სექტორის ნაწილისთვის ფინანსები? „ქრონიკის“ კითხვას არც ამერიკის, არც ევროკავშირის და შვედეთის საელჩო არ პასუხობს.

11 თებერვალი 2025, 20:31
პოლიტიკა
სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლსდაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და საბოტაჟის მცდელობა - პროკურატურამ გამოკითხვა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლსდაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და საბოტაჟის მცდელობა - პროკურატურამ გამოკითხვა დაიწყო. გამოძიებას ცნობები უკვე მიაწოდეს „ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენლებმა. საქმე სწორედ მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღიძრა.

11 თებერვალი 2025, 20:19
პოლიტიკა
რთული გეოპოლიტიკური გარემო და საქართველოს მთავრობის უცვლელი კურსი - პრემიერ-მინისტრის გზავნილები დუბაის 6 ათასამდე მნიშვნელოვანმა სტუმარმა მოისმინა. სოფო ბერიძის ჩართვა „ქრონიკაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან
რთული გეოპოლიტიკური გარემო და საქართველოს მთავრობის უცვლელი კურსი.

11 თებერვალი 2025, 20:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ
„ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის მჭიდრო მეგობრობისა და თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ. ამ კონტექსტში განვიხილეთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზები სხვადასხვა სფეროში, რაც ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება”,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

11 თებერვალი 2025, 20:03
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ტრამპი შეძლებს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, ის პუტინს შესთავაზებს ტერიტორიების გაცვლას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეძლებს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, ის ვლადიმირ პუტინს შესთავაზებს ტერიტორიების გაცვლას.

11 თებერვალი 2025, 20:01
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილს დასავლეთში უკვე ექს-პრეზიდენტს უწოდებენ
„დიდი ესპანური ენის ცოდნა არ ჭირდება იმას, რომ ამოიკითხო დასავლეთში თანდათანობით დამკვიდრებული ზურაბიშვილის რეალური სტატუსი - ექს-პრეზიდენტი. ქართველ ექს-პოლიტიკოსების გასაგონად“, - წერს ქართველიშვილი.

11 თებერვალი 2025, 19:33
მსოფლიო
ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე არ არის უსაფრთხოების რეალური გარანტიები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე არ არის უსაფრთხოების რეალური გარანტიები.

11 თებერვალი 2025, 19:33
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: საქართველოს და ქუვეითის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით კონკრეტულ საკითხებს დაამუშავებს
საქართველოს და ქუვეითის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ორივე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით, ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური თანამშრომლობა შეიძლება გამოვიდეს უკვე უახლოეს ხანებში, - განუცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დუბაიში ჟურნალისტებს.

11 თებერვალი 2025, 19:05
მსოფლიო
The Washington Post: პიტ ჰეგსეტი „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გამოცხადებას არ გეგმავს
აშშ-ის ახალი თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი 12 თებერვალს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის - „რამშტაინის ფორმატის“ - შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, არ აპირებს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გამოცხადებას. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.