Financial Times: აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა

ფოტო: Financial Times
აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა, - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Financial Times-ი აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სირიიდან ამერიკის სამხედრო შეიარაღების უცაბედი და წინასწარ გაუთვლელი გამოყვანის დროს, როდესაც ყოველდღიურად იზრდება გაურკვევლობა იმაში, თუ რამდენად სურს შეერთებულ შტატებს იმათი მხარდაჭერა, ვინც ამერიკის გვერდით იდგა ახლო აღმოსავლეთში, დგება იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ გაძლიერდეს აშშ-ის კავშირები ქვეყნებთან შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე გზაჯვარედინზე მყოფ საკვანძო რეგიონში. ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველო, ხოლო რეგიონში ასეთი პოზიტიური და განგრძობადი წარმომადგენლობის განმტკიცების გზა და საშუალებაა აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.
„სტრატეგიულად, კომერციულად და - არანაკლებ მნიშვნელოვნად - მორალურად, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკების დაწყების თაობაზე საქართველოს მიერ ხშირად გაჟღერებულ სურვილზე რეაგირება ახლა ძალიან ლოგიკური იქნებოდა შეერთებული შტატებისთვის. ეს არა მხოლოდ განამტკიცებდა ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, არამედ ის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც განუმტკიცებდა რწმენას იმაში, რომ აშშ აგრძელებს ალტერნატივების შეთავაზებას იმ ავტორიტარულ რეჟიმებთან შეგუების ნიშნად, რის გარემოცვაშიც და რის საფრთხის ქვეშაც იმყოფებიან.
სტრატეგიულად საქართველო უხეში შეცდომით მოიაზრება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საჯილდაო ქვად, დასავლეთიდან - ევროკავშირით, ჩრდილოეთიდან - რუსეთით, სამხრეთიდან - თურქეთით და ირანით, ხოლო აღმოსავლეთიდან - ჩინეთით. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1991 წლიდან ქართველები ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისკენ იხედებიან მომავლისთვის შთაგონების მისაღებად.
ამის კეთება იოლი არ არის ამ სამეზობლოში. რუსეთის სამხედრო შემოტევა 2008 წელს საქართველოს ძვირად დაუჯდა - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფასად. ჩრდილოეთიდან ამ რეგიონებით ესაზღვრება ქვეყანა რუსეთს და ეს ფასი გამოიხატება ქვეყნის ეროვნული ტერიტორიის 20 პროცენტით. რუსეთის მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. მათ მსგავსად, თურქები და ირანელებიც ცქმუტავენ, თავდაჯერებულები და თან არც ისე შორს არიან. ამ ყველაფრის მორევში, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თუ გაფორმდება ეს ძლიერ გზავნილად იქცევა იმის დასტურად, რომ ამერიკას ვალდებულება გააზრებულად აქვს ნაკისრი ამ კრიტიკულ გზაჯვარედინზე მისი წარმომადგენლობის გაფართოებასთან დაკავშირებით.
კომერციულად, უამრავი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში იმისთვის, რომ ამერიკელმა მეწარმეებმა და პერსონალმა დიდად იხეირონ. საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ამ უწყების წესების ჩარჩო სისტემის ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა ეკონომიკის გახსნისა და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციისთვის. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს პოზიცია 124-ე ადგილიდან მე-16 ადგილამდეა დაწინაურებული ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, რომელსაც „Heritage Foundation“ აქვეყნებს. ეს უშველებელი ნახტომია, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონია ამ რეიტინგული შეფასების არსებობის ისტორიაში. კომუნისტური წარსულის ეკონომიკური ინერციიდან გამოსული ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებში აღარ მოიხსენიება როგორც „ეკონომიკურად რეპრესირებული“, არამედ „ეკონომიკური თავისუფლების მქონე“ ქვეყნად წარმოჩინდება.
ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით მისი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. 2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეგიონში ყველაზე სწრაფად იზრდებოდა - წელიწადში 4.8 პროცენტით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მდგრადი მშპ ზრდის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად დაახლოებით 4.9 პროცენტი იქნება 2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში. ამავდროულად, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 39 პროცენტიდან 22 პროცენტამდე და ეს ყველაფერი ერთ ათწლეულში მოხერხდა.
საქართველო, ევრაზიაში თავისი ცენტრალური ადგილმდებარეობით, კიდევ უფრო მეტად გახსნილი ეკონომიკითა და საინვესტიციო რეჟიმით შეიძლება ამერიკული კომპანიებისთვის გახდეს ნახევარი მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრის კარიბჭე და აქედან განხორციელდეს მათი პროდუქციის ექსპორტი. ქართველები მოწადინებულნი არიან ორმხრივი ვაჭრობა გააფართოვონ შეერთებულ შტატებთან და მეტი ამერიკული ინვესტიციის სტიმულირება მოახდინონ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის გზით.
ახალი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სრულად უჭერს მხარს შეთანხმების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გასულ თვეს ბრძანა: „სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელებაა. ურთიერთობები განვავითარეთ და იმ დონემდე ავიყვანთ, რომ უკვე შეგვიძლია მეტი ამერიკული კომპანია მივიღოთ საქართველოში. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად არის ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონალური ცენტრი ევრაზიის უფრო მსხვილ ბაზრებზე გასასვლელად. სავაჭრო შეთანხმება წინ წაწევს უსაფრთხოების სფეროში ამერიკისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, რაც ბევრ ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელსაც მოგვიტანს.“
მორალურადაც ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყოს მუშაობა. საქართველო აგრძელებს შეერთებული შტატების ერთგულ და სანდო პარტნიორობას. მას წლების განმავლობაში დიდი წვლილი მიუძღვის ავღანეთში ამერიკული მისიის დახმარებაში. ქართველები კვლავ მსახურობენ ხსენებულ ბაზაზე. ავღანეთში ჩვენი კოალიციის წევრებს შორის და მოსახლეობის სულადობრივად ყველაზე მაღალია მსხვერპლთა რაოდენობა ქართველებს შორის. როდესაც სხვა ქვეყნის ხალხი ჩვენს გვერდით დგას ბრძოლაში, ამერიკელებს მინიმუმ თავისუფალი ვაჭრობა მაინც უნდა გვინდოდეს მათთან.
საქართველო ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს განსაზღვრული ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებისთვის. წინა მოწვევის კონგრესში, 2018 წელს წარმომადგენელთა პალატამ კანონი მიიღო, რომლითაც საქართველოს დავუჭირეთ მხარი და აშშ სავაჭრო წარმომადგენელი დავავალდებულეთ რეალური ნაბიჯები გადაედგა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს კანონი ამ მოწვევის კონგრესში უნდა დამტკიცდეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ, ხოლო ხელი მოეწეროს პრეზიდენტის მიერ.
მსოფლიოში მზარდი არეულობის პირობებში შეერთებული შტატების სანდოობის, საიმედოობისა და უსაფრთხოების გამო, სწორედ ახლა დგება ამ ნაბიჯის დრო“, - წერს სტატიის ავტორი ჯეიმს ბაქჰუსი.
ყველა სიახლე

15 თებერვალი 2025, 01:23
მსოფლიო
თეთრმა სახლმა Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე წვდომა აუკრძალა - მიზეზად კი სააგენტოს მიერ „ამერიკის ყურის“ ტერმინის გამოყენებაზე უარის თქმა დასახელდა
თეთრმა სახლმა Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე წვდომა აუკრძალა, ამის მიზეზად კი სააგენტოს მიერ „ამერიკის ყურის“ ტერმინის გამოყენებაზე უარის თქმა დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

15 თებერვალი 2025, 01:01
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს შეხვდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერს, ალის ვაიდელს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

15 თებერვალი 2025, 00:46
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კარგი შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კარგი შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.

15 თებერვალი 2025, 00:28
კულტურა
Guns N Roses შეკვეთილში - 30 მაისის გრანდიოზული შოუსთვის სამზადისი დაწყებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
Guns N Roses შეკვეთილში - ლეგენდარული როკ-ჯგუფის კონცერტამდე სამ თვეზე ცოტა მეტი რჩება. 30 მაისის გრანდიოზული შოუსთვის სამზადისი დაწყებულია. პარალელურად, „სტარინგ ჯორჯიას” ფარგლებში ახალი კამპანია მიმდინარეობს.

15 თებერვალი 2025, 00:15
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯი გადადგას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით
ჩვენ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯი გადადგას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

15 თებერვალი 2025, 00:04
საზოგადოება
დღეს მირქმაა
მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.

15 თებერვალი 2025, 00:03
კულტურა
„ოსკარის“ 97-ე ცერემონია 2 მარტს გაიმართება - ცერემონიას ტრადიციულად, „იმედის“ მაყურებელიც ნახავს
„ოსკარის“ 97-ე ცერემონიას წელს პირველად, ცნობილი ამერიკელი წამყვანი და კომიკოსი კონან ო’ბრაიენი წაიყვანს. ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ორჯერ გადადებული ცერემონია, წელს 2 მარტს გაიმართება. 1968 წლის შემდეგ პირველად, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ორი მიუზიკლია ნომინირებული - „ალქაჯი“ და „ემილია პერესი“, რომელმაც ყველაზე მეტი, 13 ნომინაცია მიიღო.

14 თებერვალი 2025, 23:35
კულტურა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ანა კალანდაძის დაბადებიდან ასი წლისთავი აღინიშნა
საღამოზე ნაჩვენები იყო ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტები. პოეტის ლექსები წაიკითხეს მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

14 თებერვალი 2025, 23:26
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ევროპას არ შეუძლია ჩათვალოს, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა კონტინენტზე სამუდამოდ გაგრძელდება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ევროპას არ შეუძლია ჩათვალოს, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა კონტინენტზე სამუდამოდ გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 23:05
მსოფლიო
ზელენსკი: გულწრფელები ვიყოთ, აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოში - ისინი მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოს წევრად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 22:57
სამართალი
პენიტენციური სამსახური: გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებული კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომელიც მსჯავრდებულ დ.გ.-ს გარდაცვალებას უკავშირდება.

14 თებერვალი 2025, 22:45
საზოგადოება
„10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ - რას წერენ საქართველოს დედაქალაქის შესახებ ავიაკომპანია „იზიჯეტის“ საბორტო ჟურნალში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ საბორტო ჟურნალ „თრეველერში” საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

14 თებერვალი 2025, 22:36
მსოფლიო
კაია კალასი მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე: ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვაშინგტონი ევროპასთან წაჩხუბებას ცდილობს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლას უპასუხა და აღნიშნა, რომ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვაშინგტონი ევროპასთან წაჩხუბებას ცდილობს.

14 თებერვალი 2025, 22:11
სპორტი
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო საბჭოს წევრი „ბაკურიანი 2025“-ზე: საქართველო არის ადგილი, სადაც მსგავსი დონის ტურნირების ჩატარება და ამ ქვეყნისთვის ნდობის გამოცხადება ნებისმიერ დროს შეიძლება
„პირადად ჩემთვის სიურპრიზი იყო ასეთი მაღალი დონის ორგანიზება. თითოეულ, მცირე ასპექტშიც კი იგრძნობა, რომ სამუშაოები ჩატარებულია ქვეყნის მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობის მჭიდრო კოორდინაციის ფონზე“, - აღნიშნა ფლორინ მიშკამ.

14 თებერვალი 2025, 22:09
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გვინდა მდგრადი მშვიდობა, რომელიც არ მიგვიყვანს კონფლიქტამდე რამდენიმე წელიწადში
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს მიაღწიოს ომის გრძელვადიან დარეგულირებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 21:56
პოლიტიკა
კარმა... კარმა... - შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება. „კარმა... კარმა..“ - წერს შალვა პაპუაშვილი.

14 თებერვალი 2025, 21:42
საზოგადოება
საყოველთაო ნათლობის 71-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
იწყება 71-ე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

14 თებერვალი 2025, 21:05
მსოფლიო
ალექსეი გონჩარენკო: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპა და სიტყვაც არ უთქვამს რუსეთსა და მის ომზე უკრაინის წინააღმდეგ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპა და სიტყვაც არ უთქვამს რუსეთსა და მის ომზე უკრაინის წინააღმდეგ, - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ.

14 თებერვალი 2025, 20:58
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელთა გამოკითხვა დასრულებულია - პროცესი შემდეგ ეტაპზე გადადის და არც ის გამოირიცხა, რომ საქმე დამძიმდეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საბოტაჟი და მტრულ საქმიანობაში დახმარება - სკანდალური საქმის ძიება გრძელდება, „ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელთა გამოკითხვა დასრულებულია, პროცესი შემდეგ ეტაპზე გადადის და არც ის გამოირიცხა, რომ საქმე დამძიმდეს.

14 თებერვალი 2025, 20:55
მსოფლიო
ზელენსკი: მე მხოლოდ პუტინს შევხვდები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ გეგმავს შეხვედრებს რუს ოფიციალურ პირებთან, გარდა ვლადიმირ პუტინისა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.