მეუფე იაკობი: ევროპამ ტოლერანტობა ჩვენგან უნდა ისწავლოს

მეუფე იაკობი
ფოტო: ქეთევან ქარდავა
ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ევროპარლამენტში სემინარზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მას ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.
„ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით ეს ხანგრძლივი პროცესია. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი. ეს იყო რუსეთ - საქართველოს ომი. ამას მოჰყვა საქართველოს დიდი ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს არ სურს, რომ საქართველო ძლიერი იყოს და უნდა ისეთი ზემოქმედება მოახდინოს, რომ ზოგი რუსეთისკენ გაახედოს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ევროპელად მიიჩნევს და ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ. ეს არასდროს მოხდება. ჩვენი საფლავები მოსპეს აფხაზეთში და აღარ გვაქვს შესაძლებლობა ჩავიდეთ. არ გვეძლევა საშუალება მოვილოცოთ ჩვენი სალოცავები. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველა, თუ დაგვეხმარებით. ჩვენ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ. რაც შეეხება დავით გარეჯის კომპლექსს, ესეც რუსეთიდან მომდინარეობს. ჩვენ ველოდებით სახელმწიფოს. ვნახოთ რას მიაღწევს სახელმწიფო მოლაპარაკებებით აზერბაჯანთან. ჩვენ შევხედავთ ამ ყველაფერს. შეგვიძლია, გვაქვს ურთიერთობები არამარტო სასულიერო, არამედ ქვეყნის პირველ პირებთან. სტატუს - კვოს აღდგენაზე ვიზრუნებთ. ვფიქრობ მიღწევადია. რაღაცებში ჩახედულები ვართ და რაღაცებს ვერ ვიტყვით ხმამაღლა“, - განაცხადა მეუფემ.
მეუფე იაკობმა სემინარზე აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაყინულია და კარგი იქნება, თუ ევროკავშირი საქართველოს საკითხს ხშირად განიხილავს.
„ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები გაყინულია. არც ფიქრობენ ჩვენთან დალაპარაკებას. ჩვენი მიწა იყო და არის ისტორიული. რუსეთმა ზევიდან არ უნდა გვიყუროს და როგორც პარტნიორს, ისე უნდა გვიყუროს. ამ საკითხში ჩვენი ჩართულობა კარგი იქნება. დიდ მადლობას მოგახსენეთ, რომ ყოველთვის აღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან კარგია. უკრაინაზე ხშირად არის ლაპარაკი და ხშირად საქართველოს საკითხი გამოტოვებულია. გთხოვთ გაითვალისწინოთ და ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო. ჩვენც მშვიდობიანაც გვინდა გადაწყდეს. ისე, რასაც უფალი დაუშვებს, ჩვენ მზად ყველაფრისთვის ვართ. ამერიკაშიც ვიყავით. დღეს ბრიუსელში ვართ და ხედავთ ჩვენს მეგობრობას. მრევლიც ისეა, რომ პრობლემებამდე საქმე არ მიგვყავს, თუ შენდობას ვითხოვთ. ტოლერანტობა ალბათ ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ. შეგვიძლია ტოლერანტობაში მაგალითი მოგცეთ. მრავალი საუკუნეა თბილისის ცენტრში ყველა სალოცავია. გენეტიკურად ტოლერანტები ვართ. ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით. მეც რომ ცუდი საქმე გავაკეთო, მაშინ ესეც დასაძრახია. სხვებზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. ჩემი საქმე არაა სხვას მოვუწოდო როგორ იცხოვროს და თავად თუ მკითხავს, მაშინ მოვახსენებ ჩემს აზრს. მოლდოვასაც, უკრაინასაც და საქართველოსაც დაუჭირეთ მხარი. გავა დრო და ჩვენ ღირსეულად მოვემზადებით. ჩვენი სახით ერთი ღირსეული წევრი შეგემატებათ ევროკავშირში. ეს არის თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი კავშირი. როგორც მრავალშვილიანი ოჯახია ძალიან კარგი, ასევე საქართველოს და უკრაინის შეერთებაც კარგი იქნება. ნატო არის ჩვენი არჩევანი. მოსახლეობის უმრავლესობას სურს გაწევრიანება ნატოში. მთავარია ნატოც ჩამოყალიბდეს. იქაც დაიხვეწება ყველაფერი და კითხვებს ჩვენთანაც არ დატოვებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
19 ნოემბერს ევროპარლამენტში სემინარი გაიხსნა, რომლის მომხსენებლებიც იქნებიან ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობ იაკობიშვილი; საპატრიარქოს წარმომადგენელი ინტერრელიგიურ საბჭოში თეა გოგოტიშვილი; საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი; სომხური ეკლესიის ვიკარი, მამა კირაკოს დავთიანი; კათოლიკური ეკლესიის ვიკარი გაბრიელე ბრაგანტინი; თბილისის დიდი სინაგოგის საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი.
მთავარი თემაა მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში ეკლესიის როლი. დელეგაციის ვიზიტი რონდელის ფონდის ორგანიზებით იმართება. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ევროპარლამენტარებს, ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლებს.
ყველა სიახლე

30 მაისი 2023, 21:40
საზოგადოება
წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
„აღნიშნულ ორ ქუჩაზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს, გადაადგილება უჭირდათ. შესაბამისად, ეს პრობლემა მალე მოეხსნებათ. ჯამში, 10 000 კვ მ. ფართობზე დაიგება ასფალტი და მოვიცავთ ყველა ჩიხს. გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, სანიაღვრე ქსელს ვაწყობთ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვგეგმავთ ასევე წავკისში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციასაც“, - განაცხადა კირკიტაძემ.

30 მაისი 2023, 21:17
მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საკუთარ საზღვრებს მიღმა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საკუთარ საზღვრებს მიღმა.

30 მაისი 2023, 21:00
რეგიონი
სოხუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწებისა და უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სოხუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - დემონსტრანტები ე.წ. მთავრობას მოუწოდებენ, არ დაუშვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწებისა და უძრავი ქონების გასხვისება.

30 მაისი 2023, 20:52
მსოფლიო
თეთრი სახლი: ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აშშ ინფორმაციას აგროვებს მოსკოვში დრონების თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 მაისი 2023, 20:49
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით, ბრიუსელში იმყოფება. ცოტა ხნის წინ მან შეხვედრა გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, მანამდე კი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა და საქართველოში მოიწვია.

30 მაისი 2023, 20:13
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი–საქართველოს შორის თანამშრომლობა გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გრძელდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო 90 სტუდენტს მიიღებს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.

30 მაისი 2023, 19:45
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე: ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია
საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმზე „მდგრადი განვითარება: მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს - მეგობრული“ სიტყვით გამოვლისას. მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო თემატურ სესიაში „მწვანე ურბანული მომავალი და ენერგომოხმარების ტენდენციები, მწვანე ეკონომიკა“.

30 მაისი 2023, 19:36
მსოფლიო
სტოლტენბერგი: დასავლეთის ქვეყნები არ იღლებიან უკრაინისათვის დახმარების გაწევით
ნატოსს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები არ იღლებიან უკრაინისათვის დახმარების გაწევით.

30 მაისი 2023, 19:15
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებს, კრემლის ნარატივია, ხოლო თუ ამას ბორელი ამბობს, ფაქტია - ამ ინსინუაციურ კამპანიას ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი ეწევა
„ამიტომ ვსაუბრობ, რომ როდესაც მიდის მიზანმიმართული კამპანიებით თვალში ნაცრის შეყრა, რომ თურმე რეალობა ჩვენ ისე უნდა დავინახოთ და გადავუთარგმნოთ საზოგადოებას, რომ ასე კი არა, სხვანაირადაა, იმავეს მაგონებს. თურმე როდესაც საუბრობს, პირობითად, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომ ევროპული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებს, ეს არის კრემლის ნარატივი და როდესაც ამას ამბობს ბორელი, ეს არის ფაქტი. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი და ის ინსინუაციური კამპანია, რომელსაც ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ეწევა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა ქადაგიძემ.

30 მაისი 2023, 18:54
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს“
ციტატა ეკუთვნის NATO-ს წევრი და EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს. ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

30 მაისი 2023, 18:44
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დღეს პარლამენტში ირაკლი კობახიძის სიტყვა იყო ხელოვნება პოლიტიკაში!
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება.

30 მაისი 2023, 18:42
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთსა და გერმანიას მოუწოდებს, უკრაინას Eurofighter-ი მიაწოდონ
უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს სურს, რომ გერმანიამ და ბრიტანეთმა მის ქვეყანას Eurofighter Typhoon-ის გამანადგურებლები მიაწოდონ რუსული საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად.

30 მაისი 2023, 18:36
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: „გოვორიტ მოსკვა!“ გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის პარტიის აქტივისტი რასა იუკნევიჩიენე
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება.

30 მაისი 2023, 18:27
პოლიტიკა
პარლამენტმა 91 ხმით რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით იმსჯელა და 91 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც დეპუტატების რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ინიციატივაა.

30 მაისი 2023, 18:17
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: რუსეთთან ურთიერთობით დახურულ კარს მიღმა ყველა ქვეყანა საკუთარ სარგებელს ნახულობს და თურმე საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის იზოლაციაში მომქცევი
ერთია, რომ საუბრობდნენ, რუსეთი რამენაირად იზოლაციაში მოვაქციოთო და სინამდვილეში, რუსეთთან ურთიერთობით დახურულ კარს მიღმა ყველა ქვეყანა საკუთარ სარგებელს ნახულობს. თურმე საქართველო უნდა ყოფილიყო რუსეთის იზოლაციაში მომქცევი, რაც სინამდვილეში, საქართველოს აქეთ მოაქცევდა იზოლაციაში და გახდიდა მათხოვრად, რომ კვარტლიდან კვარტლამდე იქნებ რამე გრანტი გადმოერიცხათ, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა და ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

30 მაისი 2023, 18:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მხრიდან სანქციის დაწესება რუსეთზე ფაქტობრივად ნულოვან ეფექტს მოახდენდა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის სულ მცირე 10%-იანი ეკონომიკურ ვარდნას მოიტანდა
საქართველოსთვის არასდროს არ დამდგარა საკითხი, შეუერთდებოდა თუ არა საერთაშორისო სანქციებს და გახდებოდა თუ არა ჩრდილოვანი ჰაბი რუსეთისთვის სანქციების არიდების კუთხით. ამ კუთხით შეკითხვები მოხსნილია და რაც მეტი მონიტორინგი ჩამოვა და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან ამ რეალობაში, უფრო კარგია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

30 მაისი 2023, 18:13
პოლიტიკა
გიგლა ბარამიძე: კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ხელისუფლების მიერ, რომ ვიღაცები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ
კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ხელისუფლების მიერ, რომ ვიღაცები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

30 მაისი 2023, 18:12
მსოფლიო
ერდოღანი: თურქული დემოკრატია და თურქი ერი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო გამარჯვებულია
თურქული დემოკრატია და თურქი ერი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო გამარჯვებულია, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელმაც 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

30 მაისი 2023, 18:09
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის როგორც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ასევე ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება
„რატომღაც, ბოლო პერიოდში დღის წესრიგი განგვისაზღვრეს ასეთი, რომ სიტყვები „ჩვენი ეროვნული ინტერესი“, არც კი შეიძლებოდა, რომ გვეხსენებინა. ვიღაცის ინტერესის მორჩილად გამტარი უნდა ვყოფილიყავით. ეს იფუთებოდა ლამაზი სიტყვებით. სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ და ამ ეროვნულ ინტერესებში შედის როგორც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ასევე ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

30 მაისი 2023, 18:08
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მიღებული ყველა გადაწყვეტილება სრულად თანხვედრაშია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს პრინციპებსა და სტანდარტებთან
ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ და ეს იყო შეხვედრაზე განხილვის საგანი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.