imedi /  29 ნოემბერი 2019, 15:52 / სანდო წყარო

რას გულისხმობს ოპოზიციის მიერ შემუშავებული არჩევნების „გერმანული მოდელი“

გერმანული მოდელი

ოპოზიცია ხელისუფლებას 2020 წლისთვის ახალ საარჩევნო მოდელს სთავაზობს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს. მომზადებული ინიციატივა ეუთოსაც გადაეგზავნება, დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში კი, ისინი დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტშიც შეიტანენ.

ოპოზიციური პარტიების შემუშავებულ პროექტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობები პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.

აქტიური საარჩევნო უფლება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ყოველ ამომრჩეველს უფლება აქვს თავისი პირველი ხმა მისცეს ამ ოლქში მაჟორიტარული სისტემით ასარჩევად წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმა - იმავე ოლქში წარდგენილ ერთ პარტიულ სიას. პარტიისთვის/საარჩევნო ბლოკისთვის მანდატების მიკუთვნების პრინციპი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ორივე საარჩევნო სისტემით მიღებული მანდატების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რიცხვს, რომელიც ტოლია 150-ის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულმა სიამ.

შენიშვნა: თუ მაჟორიტარული სისტემით რამდენიმე მანდატი მოიპოვეს „დამოუკიდებელმა“ კანდიდატებმა ან/და ისეთი პარტიების კანდიდატებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ამ რაოდენობით შემცირდება გასანაწილებელი 150 მანდატის რაოდენობა.

პარტია/საარჩევნო ბლოკი მიიღებს მაჟორიტარული სისტემით მოპოვებულ ყველა მანდატს და პარტიული სიიდან იმდენ მანდატს, რომ მანდატების ჯამური რაოდენობა გაუტოლდეს პირველ პუნქტში აღნიშნულ მაქსიმალურ რიცხვს. გამონაკლისია ერთადერთი შემთხვევა, თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარმა კანდიდატებმა მოიპოვეს იმდენივე ან უფრო მეტი მანდატი, ვიდრე პირველ პუნქტში აღნიშნული მაქსიმალური რიცხვია - ასეთ შემთხვევაში პარტიული სიიდან მას მანდატები არ დაემატება. მაჟორიტარული სისტემით პარლამენტის წევრთა არჩევის პრინციპები მაჟორიტარული სისტემით არჩევნები იმართება მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6-ისა და არაუმეტეს 8-ისა.

მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იქმნება არსებული ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გაერთიანებით, იმ პირობით, რომ ერთი მანდატის წონა 10%-ზე მეტით არ განსხვავდებოდეს საქართველოში ერთი მანდატის საშუალო წონისაგან და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი სრულად უნდა მოიცავდეს მხოლოდ მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებს, ხოლო ქალაქ თბილისში –მოსაზღვრე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიასა და საარჩევნო ბლოკს - ყოველ საარჩევნო ოლქში არაუმეტეს იმდენი კანდიდატისა, რამდენიც აირჩევა შესაბამისი მრავალმანდატიანი ოლქიდან; ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს - ერთ მრავალმანდატიან ოლქში ერთი კანდიდატისა. მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეულად ჩაითვლებიან შესაბამისი რაოდენობის ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ.

პარტიული სიებით მანდატების განაწილების პრინციპი

პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობად ითვლება პარტიული სიისთვის მიცემული ამომრჩეველთა მეორე ხმების ჯამი. ამომრჩევლის მეორე ხმა მხედველობაში არ მიიღება, თუ მას პირველი ხმა მიცემული ჰქონდა მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული „დამოუკიდებელი“ (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი) კანდიდატისთვის; პარტიების/საარჩევნო ბლოკების კუთვნილი მანდატების რაოდენობა გამოითვლება ფორმულით: Mi = Ni x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Mi არის იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი, Ni - მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, N-ასეთი პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების ჯამი, ხოლო K - გამარჯვებულ „დამოუკიდებელ“ კანდიდატთა და მაჟორიტარული სისტემით იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი.

დანართი 1

ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და მანდატების განაწილების წესი თავდაპირველად დაითვლება ამომრჩეველთა პირველი ხმები ანუ მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატებისთვის მიცემული ხმები და გამოვლინდება მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატები.

შემდეგ დაითვლება ამომრჩეველთა მეორე ხმები ანუ პარტიული სიებისთვის მიცემული ხმები იმის გათვალისწინებით, რომ მხედველობაში არ მიიღება იმ ამომრჩეველთა მეორე ხმები, რომელთა პირველი ხმების საფუძველზე არჩეულად გამოცხადდნენ ე.წ. „დამოუკიდებელი“ (საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი) კანდიდატები.

ამის შემდეგ განისაზღვრება პარტიები/საარჩევნო ბლოკები, რომელთაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი და იმ პარტიათა წარდგენით არჩეულ მაჟორიტარ კანდიდატთა რაოდენობა, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი. შემდეგ გამოითვლება პარტიების/საარჩევნო ბლოკების კუთვნილი მანდატების რაოდენობა ფორმულით: Mi = Ni x (150-K):N რიცხვის მთელი ნაწილი, სადაც Mi არის იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი, Ni – მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, N – ასეთი პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების ჯამი, ხოლო K - გამარჯვებულ „დამოუკიდებელ“ კანდიდატთა და მაჟორიტარული სისტემით იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი. შემდეგ განისაზღვრება პარტია/საარჩევნო ბლოკი, რომელმაც მაჟორიტარული წესით იმდენივე ან მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მე-3 პუნქტის მიხედვით ეკუთვნოდა“. 

ინიციატივის ავტორია 30-მდე პარტია, მათ შორის „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო, „შენების მოძრაობა“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“.

ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

04 მარტი 2021, 22:39

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ხაზარაძე, რომელმაც ბრიტანელ ინვესტორად შემოგვასაღა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების კომპანია, ანაკლიაში ვითომდა ჩინურ ინტერესებზე საუბრობს

ხაზარაძე, რომელმაც ბრიტანელ ინვესტორად შემოგვასაღა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების კომპანია, ანაკლიაში ვითომდა ჩინურ ინტერესებზე საუბრობს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ სახელმწიფოსგან განსხვავებით, საკუთარი ვალდებულებები მრავალჯერ ვერ შეასრულა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან მიმართებაში.

04 მარტი 2021, 22:25

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 416 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 416 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 381 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კახა კალაძე

04 მარტი 2021, 22:23

ეკონომიკა

კახა კალაძე: ყველა ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ დახმარება სჭირდებათ

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელით დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივას გამოეხმაურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

04 მარტი 2021, 22:12

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6 037 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 037 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 ადამიანი გარდაიცვალა.

04 მარტი 2021, 22:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

04 მარტი 2021, 22:04

პოლიტიკა

პენტაგონი: აშშ მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

04 მარტი 2021, 21:52

რეგიონი

ფოთში, ევროკავშირის დაფინანსებით, მზის პანელებით აღჭურვილი მოსაცდელი სივრცე მოეწყო

ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფოთში მოსაცდელი სივრცე მოეწყო, რომელიც მზის პანელებით არის აღჭურვილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი – „მოსაცდელი სივრცე – მზის პანელებით“ ა.ა.ი.პ ინოვაციური ტექნოლოგიების მიერ განხორციელდა.

ალეკო ელისაშვილი

04 მარტი 2021, 21:50

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის ამოყირავება, რევოლუცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა და არც ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შესვლას ისედაც აპირებდა, უბრალოდ ამისთვის საბაბი არ ჰქონდათ.

ნიკოლოზ მეტრეველი

04 მარტი 2021, 21:44

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მამუკას ხაზარაძეს რატომღაც ეჭვი არ უჩნდებოდა კომპანიაზე, რომლის მფლობელებიც რუსეთში მოღვაწე ყაზახი ბიზნესმენები არიან

მამუკა ხაზარაძეს, რომელიც დღეს ანაკლიაში ვითომ ჩინურ ინტერესებზე საუბრობს, რატომღაც მაშინ არ უჩნდებოდა ეჭვი კომპანიაზე, რომლის მფლობელებიც რუსეთში მოღვაწე ყაზახეთის მოქალაქეები არიან და მათი ფულით გეგმავდა პორტის აშენებას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსინდისოდ ცრუობს.

ლოიდ ოსტინი

04 მარტი 2021, 21:41

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

04 მარტი 2021, 21:13

COVID19

მედია: იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა

იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

ჯუანშერ ბურჭულაძე

04 მარტი 2021, 21:11

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველო ამერიკისთვის საიმედო პარტნიორია

„ის, რომ რეგიონში საქართველო არის საიმედო პარტნიორი და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად დასაყრდენი ძალა, ამას რა თქმა უნდა აღიარებს ჩვენი ორივე მხარე და აქცენტები კეთდება, რომ ჩვენი საიმედოობა კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ურთიერთანამშრომლობის სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენი ერთობლივი ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენ 2022 წლიდან დავიწყებთ იმ გადადგმული ნაბიჯების გაგრძელებას, რაც აქამდე იყო, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით და სხვა ყველა იმ მიმართულებით, რაშიც დაწყებული გვაქვს უკვე თანამშრომლობა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

04 მარტი 2021, 21:04

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჯო ბაიდენს ესმის, რომ ისრაელი არასდროს დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას

ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

04 მარტი 2021, 21:03

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან საუბარი იყო ძალზე კონსტრუქციული. ჩვენ შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან თემას, მათ შორის, როგორიცაა ერთობლივი ღონისძიებები მისიაში, ასევე ერთობლივი ღონისძიებები, რაც ტარდება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

 ჯუანშერ ბურჭულაძე

04 მარტი 2021, 20:44

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს და პირობას აძლევს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება

თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და პირობას აძლევს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, - ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. „მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და აღვუთქვა სრული მხარდაჭერა მორალურად, ფინანსურად. კერძოდ, დედას მინდა მივუსამძიმრო და შევპირდე, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და პირადად მე მექნება სრული კონტროლი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

04 მარტი 2021, 20:39

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 22 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 339 ადამიანი გარდაიცვალა.

სიდარტა სანკარ დატა

04 მარტი 2021, 20:39

COVID19

ჯანმოს რეგიონალური მრჩეველი იმუნიზაციის საკითხებში: უნდა მოხდეს ორსულების ჩართვა ვაქცინაციის სტრატეგიაში

„ასტრა ზენეკასთან“ დაკავშირებით ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა, ძალაშია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა მრჩეველმა იმუნიზაციის საკითხებში, სიდარტა სანკარ დატამ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევაა, „ასტრა ზენეკას“ 60 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფებში გამოიყენონ.

ირაკლი ბერაია

04 მარტი 2021, 20:38

თავდაცვა

ირაკლი ბერაია: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პენტაგონი და თავდაცვის სამინისტრო თვისობრივად ახალ ეტაპზე გაიყვანენ მზარდ ქართულ-ამერიკულ სამხედრო თანამშრომლობას

„სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მოიცავს სწორედ თავდაცვის სფეროს, სადაც თანამშრომლობა ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზეა. გაორმაგებულია აშშ-ის მხრიდან საქართველოს საგარეო სამხედრო დაფინანსება, მიმდინარეობს ჩვენი საბრძოლო დანაყოფების ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღით და ანტისატანკო სისტემებით აღჭურვა, იმართება ერთობლივი წვრთნები, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ხორციელდება ქართული ბატალიონების მომზადება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის, იზრდება თავდაცვის ძალების NATO-სთან თავსებადობის ხარისხი“.

04 მარტი 2021, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 573 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 573 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 242 ადამიანი გარდაიცვალა.

04 მარტი 2021, 20:25

COVID19

ევროპის წამლის სააგენტომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის ექსპერტიზის პროცედურა დაიწყო

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის ექსპერტიზის პროცედურა დაიწყო.