imedi /  02 დეკემბერი 2019, 12:47 / სანდო წყარო

ანა დოლიძე: „ოცნება“ შეეცდება მოსამართლეთა სია „გააპაროს“

ანა დოლიძე

ანა დოლიძე

„უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს“,- ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესების ფონზე, „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ უვადო მოსამართლეობის კანდიდატები ხმაურის გარეშე დაამტკიცოს.

„დიდი ხანია, დაყენებული მაქვს მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის წევრებისადმი, სია უნდა ჩავარდეს. დაუშვებელია საბჭოს ამ შემადგენლობის, კლანის მიერ წარდგენილი სიიდან, თუნდაც ერთი კანდიდატის შეშვება უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან ხელისუფლების მიზანი სწორედ ესაა, ბოლომდე გააკონტროლოს უზენაესი სასამართლოს წევრთა პალატა. არსებობს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ აპირებს შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, გააპაროს მოსამართლეთა სია“, - განაცხადა ანა დოლიძემ. 

მისი თქმით, ის შეეცდება ხელისუფლებას ხელი კანონიერი გზებით შეუშალოს:  

„ვაპირებ, არ დავუშვა ამ გადაწყვეტილების მიღება. ვაპირებ, მოვახდინო საზოგადოებრივი ყურადღების მობილიზება. ნუ გაწირავთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსთვის თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს. ვმობილიზდეთ და მაქსიმალური წნეხი განვახორციელოთ პარლამენტარებზე ამ თემის ირგვლივ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. 

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უკვე მოუსმინეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს: შოთა გეწაძეს, მერაბ გაბინაშვილსთამარ ალანიასმირანდა ერემაძესმამუკა ვასაძესმაია ვაჩაძესთამარ ზამბახიძესშალვა თადუმაძესზაზა თავაძესვლადიმერ კაკაბაძესგიორგი მიქაუტაძესპაატა სილაგაძესნუგზარ სხირტლაძესლალი ფაფიაშვილსნინო ქადაგიძეს  და ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინეს.

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი

03 აპრილი 2020, 14:29

COVID19

ლევან დავითაშვილი: საქართველოში ხორბლის მარაგების შევსების პრობლემა არ იქნება

მისი თქმით, შესაბამისად, პური, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტია, მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდება შესაბამის ფასად. „თუ ჩვენ ახლო გეოგრაფიიდან ვერ მოვახერხებთ მარაგების შევსებას, გვაქვს დრო, იმდენი საკმარისი მარაგი, რომ უფრო შორი გეოგრაფიიდან უწყვეტ რეჟიმში მივიღოთ პროდუქტი, მაგრამ ხორბლის მარაგთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და არც პერსექტიულ შესყიდვებთან დაკავშირებით იქნება არანაირი შეფერხება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

პაატა იმნაძე

03 აპრილი 2020, 14:27

COVID19

პაატა იმნაძე სწრაფი ტესტების ხარისხზე: ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს - ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ

მე რომ ვამბობდი მაგას ჯერ თავი შევიკავოთო, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა ჭრელო პეპელაო, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

03 აპრილი 2020, 14:18

COVID19

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა

საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პაატა იმნაძე

03 აპრილი 2020, 14:15

COVID19

პაატა იმნაძე: როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე

საკარანტინო ზონა დღეს მთელი საქართველოა და ყველგან მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები, ამიტომ კიდევ თუ იქნება მისაღები დამატებითიზომები მისაღები, ეს არ შეეხება ლოკალურად დასახლებებსა და ქალაქებს და ამ შემთხვევაში შეიძლება მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს ზომები- მის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვა ეხებოდა რუსთავს და იგეგმება თუ არა ქალაქის საკარანტინე ზონად გამოცხადება.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 14:11

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში

კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 აპრილი 2020, 13:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ დროისთვის პაციენტების მისაღებად 20 კლინიკაა მობილიზებული

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 20 კლინიკა სრულადაა მობილიზებული იმისთვის, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული და ასევე ცხელების ნიშნის მქონე პაციენტები მიიღოს ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ორშაბათიდან ამ პროცესში დამატებით 9 კლინიკა ჩაერთვება და პაციენტების ზრდის შემთხვევაში კიდევ 6 კლინიკა შეძლებს მათ მიღებას.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბიზნესისთვის შექმნილი ეს დისკომფორტი იყოს დროებითი

„მესმის, რომ ბევრ ბიზნესს შეექმნა დისკომფორტი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს დისკომფორტი იყოს დროებითი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მინისტრმა ონლაინგაყიდვებთან დაკავშირებით არსებულ შეზღუდვებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მაია

03 აპრილი 2020, 13:55

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებშია დაშვებული, რაც ეხება მედიასა და საჯარო მოხელეებს

შეზღუდვა 3-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრებასთან დაკავშირებით ყველაზე პროცესზე ვერ გავრცელდება. ეს ეხება მედიას, საჯარო მოხელეებს და ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციაშიც 3-ზე მეტი ადამიანი იმყოფება-ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 13:43

COVID19

თბილისის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას უერთდებიან და ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს Covid-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევუერთდეთ ინიციატივას და ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედი ჩავრიცხოთ კოვიდ19-თან ბრძოლის ფონდში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამით ისინი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას უერთდებაინ.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:40

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: მთელი გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ის შედეგი, რომელსაც უცხოელი პარტნიორებიც ხედავენ

მეამაყება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები და მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სინამდვილეში ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ წარმატებას ბევრ სხვა სფეროშიც მიაღწია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:38

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა

ის შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია ადამიანების შეკრებასთან მიმართებაში, ისევე როგორც ყველა ის შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდომარეობიდან და საკარანტინო რეჟიმიდან გამომდინარე დაწესდა, უნდა იყოს დაცული. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ დარღვევის შესახებ, მოვუწოდებ, რომ დარეკონ თუნდაც 112-ზე- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:37

COVID19

საქართველოში შეკერილი პირბადეები აფთიაქებში სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან გაიყიდება

„ორი კვირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც არის რამდენიმე მსხვილი და ასევე წვრილი სამკერვალო წარმოება ჩართული, ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც მარტივი არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შემდეგი კვირიდან ვეცდებით, ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში.

03 აპრილი 2020, 13:23

COVID19

დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო ხსნარებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო საშუალებებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:20

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი სოლიდარობის აქციაზე: ყველას მოვუწოდებ, ამ ინიციატივას შემოუერთდეს

როდესაც ჩვენ, მთავრობის წევრები სხვას ვთხოვთ სოლიდარობის აქციას, ბუნებრივია ჩვენც ვერ ვიქნებით გვერდზე და „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური თანამდებობის პირის გადაწყვეტილება იყო ერთიანი, როდესაც გადავყვიტეთ, რომ ხელფასის ნაწილი გადაგვერიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:13

COVID19

ნათია თურნავა: ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილი იმით, რომ რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მოვლენებს და ამიტომაც ვართ ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო, რომელიც გლობალურ გამოწვევას უმკლავდება“, ამის შესახებ ეკონოიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს პრემიერმა პოსტკრიზისული გეგმის შემუშავება დაავალა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:12

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში ქართულ ბიზნესს გვერდით დავუდგეთ

ჩვენი უპირველესი ამოცანა იქნება, რომ პოსტკრიზისუოლ პერიოდში ქართულ ბიზნეს, ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის განვითარებას, კვლავ გვერდით დავუდგეთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:07

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: როცა ბიზნესი ახალი სესხების აღებაზე ფიქრს დაიწყებს, სახელმწიფო მათ გვერდში დაუდგება

როგორც იცით, ჩვენი ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარი გამოიყო, რა თქმა უნდა დონორების მხარდაჭერით, რომელიც მიმართული იქნება როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების მხარდასაჭერად- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:01

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ვმუშაობთ ბიზნესსექტორისთვის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნაზე

ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუბრუნდებით არსებულ და ნორმალურ ცხოვრებას ჩვენს ქართულ ბიზნეს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 12:56

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: რამდენ ადამიანს დავეხმარებით, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი დაკარგავს სამსახურს

რა რაოდენობის ადამიანებს დავახმარებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამაზე პასუხი დღეს ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი დაპირება - დავეხმარებით ამდენათას ადამიანს, ამდენი ლარით, ან ამდენი თვის განმავლობაში, იქნება საფუძველს მოკლებული.

03 აპრილი 2020, 12:55

COVID19

„სემეკი“ ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „მოქალაქეთა მომართვებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალურ შეღავაღებთან დაკავშირებით ეხება ბუნებრივი გაზის ყველა ლიცენზიანტი კომპანიის იმ საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომლის მოხმარება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 200 კუბურ მეტრს ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლებს. კომუნალური შეღავათების პერიოდი მოიცავს მარტის, აპრილის, მაისის გადასახადს. ანუ, ყოველ თვე, თუ ბუნებრივი გაზის მოხმარება იქნება 200 კუბური მეტრი ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფოს მიერ მოხდება თქვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადის დაფინანსება ყოველ თვე ცალ-ცალკე“, - ნათქვამია განცხადებაში.