imedi /  04 დეკემბერი 2019, 09:47 / სანდო წყარო

აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

სენატი

3 დეკემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა „რუსეთისადმი აშშ-ის პოლიტიკის მომავალი“, რომელზეც სენატორების წინაშე წარდგნენ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, დევიდ ჰეილი და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კრისტოფერ ფორდი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მოსმენისას შესავალ სიტყვაში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დამგმობი განცხადება გააკეთა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკელი-აიდაჰოს შტატი).

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით რუსეთის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსა და უკრაინაში შეჭრის თაობაზე, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მოწამვლის თაობაზე. რუსეთის ფედერაციის გამო დღეს მსოფლიო საშიში და ნაკლებად თავისუფალია“ - აღნიშნა სენატორმა რიშმა.

საქართველოსადმი მხარდამჭერი სიტყვით წარსდგა ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე, სენატორი ბობ მენენდესი (დემოკრატი - ნიუ ჯერსის შტატი).

„ჩვენ ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის დღიდან მოყოლებული, კრემლის აგრესიული ქმედებების მრავალი მაგალითი, უბრალოდ დაუშვებელია და არ შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობების ნორმად იქცეს“- განაცხადა მენენდესმა.

პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჰეილის განმარტებით, „რუსეთი თავის სამეზობლოში ცდილობს დომინირებას, რაც აისახა მის მიერ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაში.“

მისი სიტყვებით, აშშ-მა მნიშვნელოვანი სახის ფინანსური ვალდებულება აიღო, დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს - საქართველოსა და უკრაინას მდგრადობის გასაზრდელად. „უკრაინის დახმარების მსგავსად, ჩვენ საქართველოსთვის საგარეო სამხედრო დახმარების ფარგლებში 2014 წლიდან მოყოლებული გამოვყავით 170 მილიონი დოლარი, მათ შორის 94 მილიონი აშშ დოლარი 2018-2019 ფისკალური წლისთვის, რათა რუსეთისგან მომდინარე აგრესიის დასაძლევად გავაუმჯობესოთ საქართველოს მდგრადობა, გავაძლიეროთ ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობები და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სამხედრო ტრანსფორმაციის ძალისხმევებსა და ნატო-სთან თავსებადობას.“-განაცადა ჰეილმა.

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კრისტოფერ ფორდმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასა და ტერიტორიების მიტაცებას, რუსეთის მიერ დამასკოს „მკვლელი რეჟიმის“ მხარდაჭერას, აშშ-ში ევროპასა და მსოფლიოს სხვა ადგილებში დემოკრატიული პროცესებისთვის რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას.

„2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, აშშ-მა მკვეთრად გაზარდა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში დახმარება, რაც მიუთითებს ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ფარგლებში არსებული კოლექტიური თავდაცვისადმი ჩვენს მტკიცე ვალდებულებასა და ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისადმი ჩვენს მხარდაჭერას, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიასა და გავლენას.“ - აღნიშნა ფორდმა.

ფორდმა ასევე ყურადღება გაამახვილა, „ღია ცის ხელშეკრულების“ ძალაში შესვლის დღიდან, რუსეთის მიერ მის შეუსრულებლობაზე. ამ მხრივ, მან გამოყო რუსეთის მიერ „ღია ცის ხელშეკრულების“ დარღვევის ფაქტები, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს ტერიტორიების სიახლოვეს განხორციელებული „ღია ცის ხელშეკრულების“ უხეში დარღვევის ფაქტები. 

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა, მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი-იუტას შტატი) ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრას, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემთხვევებს.

სენატორი კორი გარდნერის (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი) სიტყვებით, „რუსეთის ფედერაცია, ვლადიმირ პუტინის მმართველობით შეიჭრა მეზობლების საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე; მხარს უჭერს ასადის სისხლიან რეჟიმს; გვმტრობს ავღანეთში; ჩართულია დასავლეთის დემოკრატიების წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო ომში, მათ შორის 2016 წელს ჩაერია აშშ-ის არჩევნებში. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია სხვა ქმედებებზეც, როგორიცაა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდება; 2018 წელს სოლსბერიში (გაერთიანებული სამეფო) ქიმიური შეტევის განხორციელება.

„რუსეთი ჩვენი აშკარა მოწინააღმდეგეა, რომელიც 2016 წელს ჩაერია აშშ-ის არჩევნებში. მას კვლავაც განზრახული აქვს იგივე გააკეთოს 2020 წელს [აშშ-ში] და ასევე ჩაერიოს მსოფლიოს სხვა დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში. მე მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ავაზაკია და რუსეთის ფედერაცია სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად უნდა ვცნოთ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“- განაცხადა გარდნერმა.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

20 ივნისი 2021, 00:59

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჩვენი ოჯახის საყვარელმა თანამგზავრმა დაგვტოვა

ჯო ბაიდენი მტკივნეული დანაკარგის შესახებ იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტის გერმანული ნაგაზი სახელად ჩემპი გარდაიცვალა.

20 ივნისი 2021, 00:35

მსოფლიო

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ abcnews​ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. აფეთქება სერბეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალების ქარხანა „სლობოდაში“ მოხდა, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

20 ივნისი 2021, 00:18

მსოფლიო

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება

ბრაზილიაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

20 ივნისი 2021, 00:05

საზოგადოება

საპატრიარქო: სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტში იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი, დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ფაქტი მძიმე დანაშაულად შეფასდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღუმენ იონასთან (მაისურაძე) დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ცნობილი გახდა იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროების შესახებ.

19 ივნისი 2021, 23:22

სამართალი

ბოლნისში მკვლელობა მოხდა

ბოლნისში კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

რომეო ბექჰემი

19 ივნისი 2021, 22:52

ტაბლოიდი

დევიდ ბექჰემის ვაჟი ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა

ყოფილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემისა და დიზაინერ ვიქტორია ბექჰემის ვაჟი რომეო, ლონდონში პაპარაცების სამიზნე გახდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

19 ივნისი 2021, 22:20

ტაბლოიდი

Victoria’s Secret-მა „ანგელოზების“ შერჩევის წესი შეცვალა

საცვლების ამერიკულმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა Instagram-ზე ახალი „ანგელოზების“ ფოტოები გამოაქვეყნა. ცოტახნის წინ Victoria’s Secret-მა უარი თქვა მოდელებზე, რომლებიც წლების წინ ბრენდს დეფილეებზე წარმოადგენდნენ. The New York Times-ის ცნობით, ამჯერად კომპანიამ არჩევანი იმ ქალებზე შეაჩერა, რომლებიც ცნობილები მიღწევებით გახდნენ.

19 ივნისი 2021, 21:49

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 21:16 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიის არცერთი რეკომენდაცია არ გამოიწვევს ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტის ფუნდამენტურად გადასინჯვას

ჩვენ განვიხილავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ორშაბათს ამ საკითხებს განვიხილავთ ოპოზიციასთან შეხვედრაზე. იცით, რომ ეს საკითხებიც შემუშავდა ოპოზიციის ჩართულობით და ეს პოზიტიურად დაინახა ვენეციის კომისიამაც, რომ ინკლუზიურად წარიმართა ამ ცვლილებების შემუშავება. ასევე ჩვენ ორშაბათს გვექნება პოზიციების გაცვლა ოპოზიციასთან და ამის შემდგომ გავიტანთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:20

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვლი: არ დარჩენილა საკითხი, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით „ქართული ოცნების“ გუნდმა არ შეასრულა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ აშშ-ის ელჩის შეფასებას გამოეხმაურა. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ მოსაზრებებს და გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნება“, ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, პრიორიტეტებს ათი წლის ფარგლებში სახავს

საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავსახოთ პრიორიტეტული მიმართულებები, პანდემიისა და იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც ქვეყნა დგას. ჩვენ ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ დავსახეთ კონკრეტული გეგმები. მთავრობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული შემოთავაზებები 2020-230 პროგრამისთვის. „ქართული ოცნების“ გუნდი, ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად, სახავს პრიორიტეტებს ათი წლის ფარგლებში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2021, 20:44

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დღის წესრიგის პირველი საკითხია პანდემია და აქედან გამომდინარე ეკონომიკური განვითარება, მოქალაქეებს საჭირო სერვისები სწრაფად და ხარისხიანად უნდა მივაწოდოთ

ოპონენტებს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი და ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე... ამიტომ ისინი არიან ოპოზიციაში და საზოგადოება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იყვნენ ქვეყნის მართვის სათავეში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.

19 ივნისი 2021, 20:15

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში დაზიანებული არაბული წარწერის აღდგენა დაწყებულია.

19 ივნისი 2021, 20:08

სამართალი

ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბობოყვათში აქციაზე დაკავებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, კერძოდ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა.

19 ივნისი 2021, 20:07

COVID19

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს შემთხვევები, გუშინ დღის მეორე ნახევარში დადასტურდა.

ნათია თურნავა

19 ივნისი 2021, 19:30

პოლიტიკა

ნათია თურნავა: 10-წლიან გეგმაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება - სამინისტროს ახალი პროგრამები, რომლითაც ადგილობრივ წარმოებას შევუწყობთ ხელს

ჩვენ სამინისტროს დამუშავებული აქვს ახალი პროგრამები, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბორჯომში, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

19 ივნისი 2021, 19:29

პოლიტიკა

თეა წულუკიანმა ბორჯომში მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

ბორჯომში უმრავლესობის დეპუტატებისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 19:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული

მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არის შესრულებული და იყო პირობა, რომ ვიდრე არ შესრულდებოდა მანამდე არ უნდა განახლებულიყო და მართლაც ასე მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

19 ივნისი 2021, 19:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვმსჯელობთ გრძელვადიან გეგმებზე, რომელიც საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს საქართველოს თითოეულ მოსახლეზე

უნდა არსებობდეს ქვეყნის განვითარების დოკუმენტი, სწორი ხედვა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლოს ამ პოზიტიური გეგმიდან გადახვევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი

19 ივნისი 2021, 19:07

კულტურა

თეა წულუკიანი არაბული წარწერის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ ვანდალურ ფაქტს გამოეხმაურა.