imedi /  06 დეკემბერი 2019, 14:20 / სანდო წყარო

ევროსაბჭოს წარმომადგენელი: გვჯერა მხარეები გამოსავალს დიალოგის საფუძველზე მოძებნიან

კრისტიან ურსე

კრისტიან ურსე

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. კრისტიან ურსე იმედოვნებს, რომ ამის პერსპექტივა არსებობს. 

„ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კენჭისყრა წარუმატებლად დასრულდა. ოპოზიციასთან შეხვედრასაც ვადევნებდით თვალს. პროპორციულ საარჩევნო სისტემას დიდი მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობოებში და სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. თუმცა გვჯერა, რომ მხარეები დიალოგის საფუძველზე შეძლებენ გამოსავლის პოვნას. 

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 30 ნოემბერს გაიმართა. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 22:25

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 416 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 416 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 381 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

04 მარტი 2021, 22:12

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6 037 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 037 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 ადამიანი გარდაიცვალა.

04 მარტი 2021, 22:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

04 მარტი 2021, 22:04

პოლიტიკა

პენტაგონი: აშშ მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

04 მარტი 2021, 21:52

რეგიონი

ფოთში, ევროკავშირის დაფინანსებით, მზის პანელებით აღჭურვილი მოსაცდელი სივრცე მოეწყო

ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფოთში მოსაცდელი სივრცე მოეწყო, რომელიც მზის პანელებით არის აღჭურვილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი – „მოსაცდელი სივრცე – მზის პანელებით“ ა.ა.ი.პ ინოვაციური ტექნოლოგიების მიერ განხორციელდა.

ალეკო ელისაშვილი

04 მარტი 2021, 21:50

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის ამოყირავება, რევოლუცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა და არც ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შესვლას ისედაც აპირებდა, უბრალოდ ამისთვის საბაბი არ ჰქონდათ.

ნიკოლოზ მეტრეველი

04 მარტი 2021, 21:44

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მამუკას ხაზარაძეს რატომღაც ეჭვი არ უჩნდებოდა კომპანიაზე, რომლის მფლობელებიც რუსეთში მოღვაწე ყაზახი ბიზნესმენები არიან

მამუკა ხაზარაძეს, რომელიც დღეს ანაკლიაში ვითომ ჩინურ ინტერესებზე საუბრობს, რატომღაც მაშინ არ უჩნდებოდა ეჭვი კომპანიაზე, რომლის მფლობელებიც რუსეთში მოღვაწე ყაზახეთის მოქალაქეები არიან და მათი ფულით გეგმავდა პორტის აშენებას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსინდისოდ ცრუობს.

ლოიდ ოსტინი

04 მარტი 2021, 21:41

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

04 მარტი 2021, 21:13

COVID19

მედია: იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა

იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

ჯუანშერ ბურჭულაძე

04 მარტი 2021, 21:11

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველო ამერიკისთვის საიმედო პარტნიორია

„ის, რომ რეგიონში საქართველო არის საიმედო პარტნიორი და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად დასაყრდენი ძალა, ამას რა თქმა უნდა აღიარებს ჩვენი ორივე მხარე და აქცენტები კეთდება, რომ ჩვენი საიმედოობა კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ურთიერთანამშრომლობის სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენი ერთობლივი ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენ 2022 წლიდან დავიწყებთ იმ გადადგმული ნაბიჯების გაგრძელებას, რაც აქამდე იყო, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით და სხვა ყველა იმ მიმართულებით, რაშიც დაწყებული გვაქვს უკვე თანამშრომლობა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

04 მარტი 2021, 21:04

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჯო ბაიდენს ესმის, რომ ისრაელი არასდროს დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას

ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

04 მარტი 2021, 21:03

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან საუბარი იყო ძალზე კონსტრუქციული. ჩვენ შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან თემას, მათ შორის, როგორიცაა ერთობლივი ღონისძიებები მისიაში, ასევე ერთობლივი ღონისძიებები, რაც ტარდება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

 ჯუანშერ ბურჭულაძე

04 მარტი 2021, 20:44

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს და პირობას აძლევს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება

თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და პირობას აძლევს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, - ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. „მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და აღვუთქვა სრული მხარდაჭერა მორალურად, ფინანსურად. კერძოდ, დედას მინდა მივუსამძიმრო და შევპირდე, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და პირადად მე მექნება სრული კონტროლი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

04 მარტი 2021, 20:39

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 22 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 339 ადამიანი გარდაიცვალა.

სიდარტა სანკარ დატა

04 მარტი 2021, 20:39

COVID19

ჯანმოს რეგიონალური მრჩეველი იმუნიზაციის საკითხებში: უნდა მოხდეს ორსულების ჩართვა ვაქცინაციის სტრატეგიაში

„ასტრა ზენეკასთან“ დაკავშირებით ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა, ძალაშია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა მრჩეველმა იმუნიზაციის საკითხებში, სიდარტა სანკარ დატამ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევაა, „ასტრა ზენეკას“ 60 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფებში გამოიყენონ.

ირაკლი ბერაია

04 მარტი 2021, 20:38

თავდაცვა

ირაკლი ბერაია: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პენტაგონი და თავდაცვის სამინისტრო თვისობრივად ახალ ეტაპზე გაიყვანენ მზარდ ქართულ-ამერიკულ სამხედრო თანამშრომლობას

„სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მოიცავს სწორედ თავდაცვის სფეროს, სადაც თანამშრომლობა ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზეა. გაორმაგებულია აშშ-ის მხრიდან საქართველოს საგარეო სამხედრო დაფინანსება, მიმდინარეობს ჩვენი საბრძოლო დანაყოფების ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღით და ანტისატანკო სისტემებით აღჭურვა, იმართება ერთობლივი წვრთნები, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ხორციელდება ქართული ბატალიონების მომზადება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის, იზრდება თავდაცვის ძალების NATO-სთან თავსებადობის ხარისხი“.

04 მარტი 2021, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 573 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 573 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 242 ადამიანი გარდაიცვალა.

04 მარტი 2021, 20:25

COVID19

ევროპის წამლის სააგენტომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის ექსპერტიზის პროცედურა დაიწყო

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის ექსპერტიზის პროცედურა დაიწყო.

სერგო ჩიხლაძე

04 მარტი 2021, 20:22

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის გაერთიანებულ შეხვედრაზე „ნაციონალურ მოძრაობა“ ამბობდა, რომ პლებისციტი იქნებოდა მიღწევა

პლებისციტის იდეის უარყოფა „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო დიდ ჩიხში შესვლას გულისხმობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის გაერთიანებულ შეხვედრაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ კვლავ იგივე პოზიცია ჰქონდა, რომ დიახაც, თუ პლებისციტი დადგება ეს იქნება მიღწევა ოპოზიციისთვის. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადათქვამს, გაიზიარებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მათი პოზიცია შეიცვლება და ის იქნება ჩვენგან განსხვავებული“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ზაალ უდუმაშვილი

04 მარტი 2021, 20:21

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: პლებისციტის იდეა აზრს კარგავს, ჩვენი მოთხოვნა ახალი არჩევნებია

„პლებისციტი მაშინ იყო შეთანხმების საგანი, როდესაც ჩვენ ამას ვთავაზობდით ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ. ახლა თუ დროულად არ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, აღარც პლებისციტს ექნება აზრი და არანაირ შემოვლით გზებს. ჩვენი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, ახალ არჩევნებამდე რა გზით მივალთ, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, მაგრამ ახალი არჩევნები რომ არ გადაიხედება, ფაქტია“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.