Imedi /  09 დეკემბერი 2019, 17:05 / სანდო წყარო

მდინარაძე: ხუნდაძესთან და ამერიკულ სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებთან შეთანხმება შედგება

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდში შეთანხმება შედგება, შეთანხმების საგანს კი რამდენიმე დღეში გააცნობენ საზოგადოებას.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება იმის საფუძველი გახდება, რომ დიმიტრი ხუნდაძე თავის ინიციატივასთან დაკავშირებით არანაირ ქმედებას არ განახორციელებს.  

„დღეს ვისაუბრეთ სამ თემაზე-პირველი თემა შეეხებოდა ჩვენს შეთავაზებას მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ამერიკულ სისტემაზე გადასვლაზე ხელმოწერების შეგროვებას ცდილობენ. ჩვენს პოზიციებს შორის პრინციპული თანხმობა არის, მაგრამ ვიდრე ტექნიკურ დეტალებს არ შევაჯერებთ, გადაწყვეტილებას ვერ გავახმაურებთ“, - განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე 6 დეკემბერს აცხადებდა, რომ მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატი „ხალხში გასვლას, ხელმოწერების შეგროვებას და საკუთარი ინიციატივის განხილვას აპირებდა“. 

ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი ამერიკული მოდელია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ორპალატიანი გახდება და დეპუტატები მაჟორიტარული პრინციპით აირჩევიან.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 დეკემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავენ. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

მაია ბითაძე

23 თებერვალი 2024, 00:45

საზოგადოება

მაია ბითაძე: მიმკედლებლებისთვის არანაირი ჯარიმა არ არის გათვალისწინებული

დიდი ტყუილია, რომ მიმკედლებლების დაჯარიმება მოხდება, თუ ისინი ავტოსადგურზე, ან ბაზრობაზე მიიკედლებენ ძაღლს. მიმკედლებლებისთვის არანაირი ჯარიმა არ არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

23 თებერვალი 2024, 00:41

მსოფლიო

თეთრი სახლი: რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს უნდა გადასცეს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს უნდა გადასცეს.

მაია ბითაძე

23 თებერვალი 2024, 00:34

საზოგადოება

მაია ბითაძე: ძაღლის ყოლა უნდა გაძვირდეს. არ შეიძლება ყველას ჰყავდეს ძაღლი და მერე ქუჩაში ყრიდნენ და უკონტროლოდ ამრავლებდნენ

„ჩვენ, კანონით საშენებს ძალიან გავაკონტროლებთ. შესაძლებელია ჩვენ აღარ გვქონდეს იმისი უფლება, რომ ჩვენივე ძაღლები გავამრავლოთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ კანონს არ აქვს უკუმოქმედების ძალა. საუბარია 2025 წლის ივლისიდან. ჩვენ მანამდე უნდა მომემზადოთ და ყველა ძაღლი დავარეგისტრიროთ“.

მაია ბითაძე

23 თებერვალი 2024, 00:26

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ და უკონტროლოდ გამრავლებულ ძაღლებთან არის დაკავშირებული

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ და უკონტროლოდ გამრავლებულ ძაღლებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნათია თურნავა

23 თებერვალი 2024, 00:14

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას პარლამენტში პარასკევს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. როგორც ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, პარლამენტში შესაძლებლობა ექნება დეტალურად ისაუბროს პრობლემაზე, რომელიც შეეხება ზოგადად ბანკების მომხმარებლების უფლებების დაცვას, კონკრეტულად კი პენსიონერების უფლებების დაცვას.

ჯო ბაიდენი

23 თებერვალი 2024, 00:09

მსოფლიო

CNN: ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

23 თებერვალი 2024, 00:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იმავე ტემპით, იმავე სისტემური მიდგომით გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ და ეს წელი ვაქციოთ შემდგომი დაახლოების წლად

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იმავე ტემპით, იმავე სისტემური მიდგომით გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს წელი ვაქციოთ შემდგომი დაახლოების წლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კლაუს იოჰანისი

22 თებერვალი 2024, 23:52

მსოფლიო

Bloomberg: რუმინეთმა ნატოს წევრებს შეატყობინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს ნატოს გენერალური მდივნის კანდიდატად წარადგენს

რუმინეთმა ნატოს წევრებს შეატყობინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს ნატოს გენერალური მდივნის კანდიდატად წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ევროპულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 23:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: არჩევნები რომ მოახლოვდა, ახლა გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ რაზე უნდა ილაპარაკონ - ოლიგარქია, მიტაცება, კლანი - ეს სიტყვები მათი ტერმინოლოგიიდან ამოვარდა და სოციალური საკითხები შემოვიდა

ოლიგარქია, მიტაცება, კლანი - ეს სიტყვები ოპოზიციის ტერმინოლოგიიდან უცებ ამოვარდა და მათ ტერმინოლოგიაში პირველად შემოვიდა სოციალური საკითხები, განათლება და ა.შ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 23:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც არსებობს ბოროტი განზრახვა, რა თქმა უნდა, რთულია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან დეზინფორმაცია მით უფრო ძლიერია, რაც უფრო კოორდინირებულად ხდება მისი გავრცელება

როდესაც არსებობს ბოროტი განზრახვა, რა თქმა უნდა, რთულია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან დეზინფორმაცია მით უფრო ძლიერია, რაც უფრო კოორდინირებულად ხდება მისი გავრცელება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ჯონ კირბი

22 თებერვალი 2024, 23:35

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ დამატებით სანქციებს დაუწესებს ირანს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში აშშ ახალ სანქციებს დაუწესებს ირანს უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 23:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიციის მხარეს არ არის წარმოდგენილი ქართველი ხალხი

სამწუხაროდ, ოპოზიციის მხარეს არ არის წარმოდგენილი ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი იყოს წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 23:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს ოპოზიციაში არის არაფორმალურად შექმნილი სტრუქტურები ყალბი ორგანიზაციების სახით, რომლითაც ისინი ხელფასს იღებენ სხვა ქვეყნებიდან - ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება

არის ქვეყნები, რომლებსაც დაწესებული აქვთ რუსეთის მიმართ სანქციები და მათი ინტერესია, რომ საქართველომაც დაუწესოს სანქციები რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 23:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ჩვენი ოპოზიცია ისე ჩამოცილებულია საპარლამენტო ცხოვრებას, დღეს აღმოაჩინეს ალბათ ჩემს სიტყვებში, რომ ადამიანია ყველა იმ კანონში, რომელსაც პარლამენტი იღებს

მე მათ [ოპოზიციას] შევთავაზე სარკე, თუ რაიმე ამ სარკეში მათში იწვევს ასეთ ემოციებს, ალბათ უფრო საკუთარ თავსა და საკუთარ საქციელზე უნდა დაფიქრდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კითხვა პარლამენტის დღევანდელ სხდომას ეხებოდა, სადაც მან დეპუტატის კითხვებს უპასუხა.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 23:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოლდოვაში მოსამართლეები გაატარეს გადამოწმების ფილტრში, კომისიაში ჰყავდათ ადეიშვილის მოადგილე, ასეთმა ხალხმა თუ უნდა გადაამოწმოს ჩვენთანაც, ამაზე ვერ შევთანხმდებით

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე ერთადერთი საკითხი იყო, რასაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია აყენებდნენ ეს არის ე.წ. ვეტინგის სისტემა.

ვლადიმირ პუტინი

22 თებერვალი 2024, 22:35

მსოფლიო

პუტინი ბაიდენის განცხადებაზე: ადეკვატური რეაქციაა - ბაიდენს არ შეუძლია უბრალოდ მითხრას „ვალოდია, ყოჩაღ, მადლობა, შენ ძალიან დამეხმარე“

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე განაცხადა „ჩვენ გვყავს გიჟი, ბ***შვილი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე არის კლიმატი“.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 21:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ითხოვს, ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხიც ჩაერთოს, ამის არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ამიტომ ჩვენი თანხმობა არ არის

„ერთადერთი საკითხი, რასაც ისინი აყენებენ და რომელიც არ გახლავთ მოთხოვნა ვენეციის კომისიის, ეს არის ე.წ. ვეტინგის სისტემა, სისტემა, რომლის მიხედვითაც, მათ შორის უცხოელი საელჩოების მიერ დანიშნული ხალხი ჩაერთვება ქართველო მოსამართლეების გადამოწმებაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავსვით საკითხი, რა არის ამისი საფუძველი, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ“.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 21:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რადიკალიზმია ქართული პოლიტიკის პრობლემა - არა პოლარიზაცია, არამედ ის, რომ არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და ცდილობენ რამენაირად, არადემოკრატიული გზით მოიპოვონ ხელისუფლება

„ამას ვაკვირდებით, მაგრამ ეს კინო უკვე რამდენჯერ გვაქვს ნანახი. გაიხსენეთ, რამდენი ასეთი რევოლუციონერი ჰყავდა საზოგადოებას ბოლო 12 წლის განმავლობაში და ნახეთ, საბოლოო ჯამში სად დაამთავრეს - ყველას სათანადო პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

ლუდმილა ნავალნაია

22 თებერვალი 2024, 21:35

მსოფლიო

ნავალნის დედა: ჩემი შვილის ცხედარი მაჩვენეს - მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ, სად, როდის და როგორ უნდა დავკრძალოთ ალექსეი

ლუდმილა ნავალნაიამ, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დედამ, განაცხადა, რომ მას შვილის ცხედარი აჩვენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 21:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას ვეკითხებით, რა პრობლემა აქვს სასამართლოს და რომელი გადაწყვეტილება იყო უსამართლო - რამდენად ჩიხში არიან, რომ ერთ საქმეს ვერ ასახელებენ ბოლო 12 წლიდან

„ასახელებდნენ „რუსთავი 2“-ის საქმეს - ტყუილი აღმოჩნდა, მელიას საქმე - ტყუილი აღმოჩნდა, ასახელებდნენ სააკაშვილის საქმეს - ტყუილი აღმოჩნდა, ახალიას საქმე - ტყუილი აღმოჩნდა. მოსამართლეების გაყრა და ფილტრში გატარება ეს არის ის, რაც 2004 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.