imedi /  10 დეკემბერი 2019, 12:25 / სანდო წყარო

ომბუდსმენმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარიას თქმით, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაზე.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე დაკვირვებამ მრავალი პრობლემა გამოავლინა, რომელმაც არსებითი გავლენა მოახდინა პროცესის სამართლიანად, მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე. ამაზე დეტალურად საუბარია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში. აქ, დასკვნის სახით, ვიტყვით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიაზე უვადოდ ასარჩევად. შერჩევის პროცესი წარიმართა ფარულად, გამოიკვეთა საბჭოს წევრთა მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევები, რაც პროცესის სამართლიანად წარმართვას აყენებდა ეჭვქვეშ. ამავდროულად, მოქმედმა საკანონმდებლო ჩარჩომ, რომლის მიხედვითაც საბჭოს გადაწყვეტილებები არ საბუთდება და არ საჩივრდება, ვერ უზრუნველყო კონკურსში მონაწილეთა უფლებების დაცვა. ასევე საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობა კითხვებს წარმოშობს"- წერია ომბუდსმენის შემაჯამებელ განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში ყურადღება დაეთმო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„შეკრების, მათ შორის სპონტანური აქციების მიზეზი ხშირად პოლიტიკური შეხედულებების, ან რაიმე საკითხთან დაკავშირებული პროტესტის გამოხატვა იყო, მაგალითად უსაფრთხო გარემოში შრომის, ჰესების მშენებლობის და სხვა თემები. არაერთ შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ძალადობრივი დაჯგუფებისა და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის მიერ შეკრების უფლების საფარქვეშ დაორგანიზებულ მსვლელობებს და აქციებს , რომლებიც უმცირესობათა უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული და ცალკეულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებებიც ახლდა თან"-აცადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან შეკრების უფლების დაცვის, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულებები მიმდინარე წელს სათანადოდ არ სრულდებოდა. 20-21 ივნისის შეკრების მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა რომ აქციის ძალის გამოყენებით შეწყვეტამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, შეკრების მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა რიგ შემთხვევებში სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები. ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტებიც, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

„გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ 18 და 26 ნოემბრის მშვიდობიანი აქციები ასევე დაშლილ იქნა ძალის გამოყენებით. მართალია, მოცემულ შემთხვევაში წინა შემთხვევისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა აქციების დაშლა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით. ძალის გამოყენებით იქნა დაშლილი პანკისის ხეობაში მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ასევე არ ყოფილა გამოყენებული ყველა რესურსი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის"-აცახდებს სახალხო დამცველი.

ანგარიშში ასევე წერია, რომ 2019 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა. „მონიტორინგის პროცესში, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს. არაფორმალური მმართველობის და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე, აგრეთვე მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT)"- აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველი წლის შემაჯამებელ განცხადებაში საუბარია ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტებზე.

„აღნიშნული ტიპის შეკრებებისგან განსხვავებული იყო სახელმწიფოს რეაგირება აგრესიული, მოძალადე და ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ დაგეგმილ შეკრებებთან მიმართებით. ამ კუთხით, საყურადღებოა ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტები. ამ შემთხვევებში არაერთი ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა, როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს"- ნათქვამია შემაჯამებელ განცახდებაში.

2019 წელს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კვლავ, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავეს პრობლემად რჩება გადაადგილების თავისუფლება, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი. ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ფაქტები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების, ჯანდაცვის სერვისებსა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ახალგორში გამშვები პუნქტის სექტემბრიდან ჩაკეტვამ, შესაბამისად ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობამ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია. მიმოსვლის შეზღუდვა იმდენად მწვავე პრობლემების წინაშე აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იქმნება ჰუმანიტარული კატასტროფის რეალური საფრთხე.

შემაშფოთებელია ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ მიღებული ინფორმაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.

საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავების პრაქტიკა მძიმე მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას. განსაკუთრებით საგანგაშოა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, უზრუნველყოს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლება.

კვლავ მწვავედ დგას ავარიულ შენობებში (ე.წ. ნგრევად ობიექტებში) დევნილთა ცხოვრების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს განსახლების პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი დანგრევის პირას მყოფ ობიექტში კვლავ რჩებიან დევნილები. შესაბამისად, აუცილებელია უმოკლეს დროში მოხდეს ასეთ შენობაში მცხოვრებ დევნილთა უსაფრთხო საცხოვრებელში გადაყვანა"-აცხადებეს ომბუდსმენი.

განცხადებაში ასევე საუბარია უმცირესობების უფლებებზე, შრომის უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის სისტემასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე.

ყველა სიახლე

იენს სტოლტენბერგი

18 იანვარი 2021, 21:06

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში.

ალუდა ღუდუშაური

18 იანვარი 2021, 20:54

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა დასრულდეს

ყოველგვარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა და რომელიც ტყვეობაში ამყოფებს ჩვენს თანამოქალაქეს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

18 იანვარი 2021, 20:48

სამართალი

გიორგი ხოჯევანიშვილი ზაზა გახელაძეზე: ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა უკანონო პატიმრობიდან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს

„აღნიშნულ პროცესს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ შეეგუება, ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ვიქტორ დოლიძე

18 იანვარი 2021, 20:37

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: 2021-2022 წლები, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატოს წევრობის და პარტნიორობის გამოკვეთის კუთხით ძალიან დატვირთული იქნება

„2021-2022 წლები, ყველა მიმართულებით, მათ შორის, ნატოს წევრობის და პარტნიორობის გამოკვეთის კუთხით ძალიან დატვირთული იქნება“, - განაცხადა ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

გიორგი ვოლსკი

18 იანვარი 2021, 20:36

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის მიერ ადგილობრივი არჩევნების დაკავშირება პლებისციტთან სამართლებრივად ჩამოუყალიბებელია

თუკი ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმის შესაძლებლობაზე, იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას სჭირდება საფუძველი რომელსაც შექმნის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ან ნებისმიერი სხვა კომისია, რომელიც კომპეტენტურ პასუხს დადებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

18 იანვარი 2021, 20:33

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 37 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 37 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 599 ადამიანი გარდაიცვალა.

ვიქტორ დოლიძე

18 იანვარი 2021, 20:33

პოლიტიკა

თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი ბრიუსელს ეწვევა

თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი ბრიუსელს 25 იანვარს ეწვევა. ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რომ პრაქტიკული დატვირთვა ექნება ვიზიტს.

18 იანვარი 2021, 20:19

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 8 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 377 ადამიანი გარდაიცვალა.

აკაკი ბობოხიძე

18 იანვარი 2021, 20:15

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: გთხოვთ, ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ ნაწილის მიმართ სიტყვა „ოპოზიცია“ აღარ გამოიყენოთ

„ისინი დღეს გველაპარაკებიან, პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ტერმინოლოგიით და არა მარტო ტერმინოლოგიით, არამედ ბრალდებებსაც ისვრიან, ზუსტად ქოცური მენტალიტეტით“, -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

18 იანვარი 2021, 20:07

მსოფლიო

გარე საფრთხის გამო, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა ლოკდაუნის რეჟიმზე დროებით გადავიდა

გარე საფრთხის გამო, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა ლოკდაუნის რეჟიმზე დროებით გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი

18 იანვარი 2021, 19:54

მსოფლიო

ნატოს გენმდივანი: ვუერთდები საერთაშორისო მოწოდებებს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

18 იანვარი 2021, 19:47

საზოგადოება

ორბელიანების სასახლის ეზოში 19 იანვარს ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინე შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 იანვარი 2021, 19:44

მსოფლიო

ერდოღანი: რაც უფრო ძლიერია თურქეთი რეგიონსა და მსოფლიოში, მით უფრო მასშტაბურია ანკარაზე ზეწოლა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება მტკიცედ განწყობილია, ქვეყნის პოტენციალი სრულად აამოქმედოს და ფსონი ინვესტიციებზე, წარმოებაზე, ზრდაზე, დასაქმებასა და ექსპორტზე დადოს.

გიორგი ვაშაძე

18 იანვარი 2021, 19:31

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: დიდი შანსი გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ცენტრის მძლავრი მხარდაჭერის, ამ მიმართულებით სხვა პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ

ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საზოგადოების მხრიდან მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის მძლავრი მხარდაჭერის დიდი შანსი გამოჩნდა და ამ მიმართულებით სხვა პარტნიორებთან ერთად იმუშავებენ.

ანგელა მერკელი

18 იანვარი 2021, 19:25

მსოფლიო

ანგელა მერკელი: რუსეთის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის მეშვეობით მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი დააპატიმრა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ალექსეი ნავალნის დაკავება დაგმო.

ნიკოლოზ სამხარაძე

18 იანვარი 2021, 19:13

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის მთელ სპექტრთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან იქ არიან ძალები, რომელთა მთავარი მიზანი საბოტაჟია

ოპოზიციის მთელ სპექტრთან შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

18 იანვარი 2021, 19:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროსაბჭოში ვიზიტის მთავარი გზავნილი დეოკუპაცია იქნება

ჩვენ, ევროპის საბჭოს მიერ, მონიტორინგის ქვეშ ვართ, ამ სესიაზე ასევე განიხილება ევროპის საბჭოს ანგარიში, რომელშიც სხვა მოვლენებთან ერთად შესულია საპარლამენტო არჩევნების მიმოხილვა და დადებითად არის აღწერილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნები. ანგარიშში ხაზგასმულია ოპოზიციის მიმართ მოწოდება, რომ ძირს ნუ გამოუთხრიან ქართულ დემოკრატიას. ასეთი გზავნილები ევროპიდან და ამერიკიდან ხშირად არ ისმის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

18 იანვარი 2021, 19:05

ეკონომიკა

რეაბილიტაციის შემდეგ, ენგურჰესის გამომუშავების 100-120 მლნ კვტ/სთ-ით ზრდას ვარაუდობენ

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო - სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა

ალექსეი ნავალნი

18 იანვარი 2021, 18:55

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს: არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში

ალექსეი ნავალნიმ, რომელსაც სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

18 იანვარი 2021, 18:55

მსოფლიო

ვაშინგტონში, FBI ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს ამოწმებს

20 იანვრის ინაუგურაციისთვის აშშ-ში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) ეროვნული გვარდიის იმ წარმომადგენლებსაც კი ამოწმებს, ვინც ღინისძიებისას დედაქალაქში უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.