imedi /  10 დეკემბერი 2019, 13:21 / სანდო წყარო

„საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“ მომხმარებელს სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმებას სთხოვს

ადვოკატი კახაბერ ასლანიშვილი

ადვოკატი კახაბერ ასლანიშვილი

„საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“, (გერა) მომხმარებელს სთხოვს, რომ 2020 წლიდან სალიცენზიო ხელშეკრულებები მხოლოდ „გერასთან“ გააფორმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია, მუსიკალურ პროდუქციაზე საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს მიმართავს.  

„არ გვინდოდა ბაზარზე შემოსვლა სადამსჯელო სანქციებით, მაგრამ ეს იძულებითი ნაბიჯია, რადგან გარკვეულმა პირებმა ჩვენი მოთმინებით ბოროტად ისარგებლეს და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა დაიწყეს“, - აცხადებს კახაბერ ასლანიშვილი

„საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ არის ერთადერთი უფლებამოსილი პირი, რომელიც ფლობს განსაკუთრებულ ლიცენზიებს. ექსკლუზივი აქვს დაახლოებით 10-მილიონიანი კატალოგების მფლობელებთან. ასევე აწევრიანებს და აერთიანებს ქართველ ავტორებსა და შემსრულებლებს:

„ჩვენს ორგანიზაციაში გაწვრიანებულია 300-მდე ავტორი და შემსრულებელი. თუ არ დავიცავთ საავტორო უფლებებს ჩვენთვის ექსკლუზივის მომნიჭებელი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა Warner Music  და Sony Music Entertainment -ი უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას დაგვაკისრებენ. რადგან ჩვენ ვართ  მათი უფლების განმახორციელებლები. ამიტომ 2020 წლიდან იძულებული ვიქნებით, რომ ყველა მომხმარებლამდე სასარჩელო წარმოების გზით, (თუკი არ დაგვთანხმდებიან ნებაყოფლობით ხელშეკრულების დადებაზე) მივიტანოთ ეს ვალდებულება და ცხადია ასახსნელი და არავის ცნობიერებამდე დასაყვანი არ არის, რომ ავტორსა და შემსრულებელს საკუთარი პროდუქციის გამოყენების სანაცვლოდ ჰონორარის მიღება სჭირდება“, - აცხადებს კახაბერ ასლანიშვილი.  

მისი თქმით, ორგანიზაციის ავტორები, ისევე როგორც უფლების გადმომცემები, ამ ჰონორარებით დ გასამრჯელოთი არსებობენ. „საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“, (გერა) იურისტის განმარტებით, მათთან მუსიკალური პროდუქციის გამოყენებაზე უფლების მისაღებად ხელშეკრულებები თეატრებმა, ტელევიზიებმა, რადიოსადგურებმა, ქსელურმა და საცალო მარკეტებმა, სავაჭრო ობიექტებმა, ჰორეკას ქსელის წარმომადგენლებმა უნდა გააფორმონ.

„ასევე საავტორო უფლების ხელშეკრულებას ექვემდებარება ნებისმიერი პირი, რომელიც ონლაინ იყენებს მუსიკალურ პროდუქტს. ის ვალდებულია ხელშეკრულება დადოს „გერასთან“, რადგან „საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“, არის ერთადერთი პირი, რომელიც ამ კატალოგების მესაკუთრესთან  დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილია ნებართვა გასცეს იქ შემავალი კომპოზიციების გამოყენებაზე“- განმარტავს ადვოკატი. 

2019 წლის გაზაფხულზე საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ ჩამოყალიბდა, რომელიც მუსიკოსთა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გარანტიას იძლევა. ასოციაციის  ტექნოლოგიური ინოვაციის დახმარებით, არტისტი გაიგებს, თუ რამდენჯერ, როდის და სად გამოიყენეს მისი მუსიკა. 

ადგილობრივ ბაზარზე ასევე საქმიანობს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც 1999 წელს შეიქმნა. 

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

22 იანვარი 2021, 15:28

პოლიტიკა

შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ნავალნის საქმეზე ტელეფონით ესაუბრა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ევროკავშირის პრესსამსახურის ინფორმაციით, შარლ მიშელმა პუტინს ინფორმაცია მიაწოდა, რომ არსებობს შეშფოთება ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებში ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მას ალექსეი ნავალნის უფლებები სრულად და უპირობოდ დაცვისკე მოუწოდა.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 15:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ

„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მგონია ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს - ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით, გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს“, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“-ს ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

შავლეგ მიშველაძე

22 იანვარი 2021, 15:12

პოლიტიკა

BAG-ი: საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

22 იანვარი 2021, 14:58

საზოგადოება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2021 წლის 22 იანვარს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დევნილთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 14:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვერც ერთი პოლიტიკოსი თავს უფლებას ვერ მისცემს, დავით გარეჯის საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან სერიოზული ახალი მტკიცებულებები, რომელიც კიდევ უფრო სერიოზულ წონას აძლევს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით. დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, შესაბამისად, აქ ობიექტური, მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს ამ კითხვებს, ეს უნდა გააკეთოს გამოძიებამ და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 14:54

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არ ვიცი, რომელია მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება, მაგრამ მე მახსოვს მისი 30-მდე დამარცხება

არ ვიცი, რომელია მიხეილ სააკაშვილის პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

22 იანვარი 2021, 14:51

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ესაა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ დიახ, სწორედ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებები სასტიკად

ესაა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ დიახ, სწორედ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებები სასტიკად, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავა

22 იანვარი 2021, 14:48

საზოგადოება

ნათია თურნავა: ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით - პირველი ჯგუფის ტურისტები დაიწყებენ შემოსვლას, უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან

ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. როგორც თურნავა აცხადებს, არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ 1-ლი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდება.

თამარ გაბუნია

22 იანვარი 2021, 14:41

COVID19

თამარ გაბუნია: ახლა პლატოს პერიოდში ვართ

თამარ გაბუნიას თქმით, ყველა შეზღუდვა ერთდროულად ვერ მოიხსნება. „ეს იყო გარკვეული გამონაკლისი იმისთვის, რომ წინასაახალწლო პერიოდში მოსახლეობას წესების დაცვით ჰქონოდა ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება და ძალიან მკაცრი მონიტორინგი იყო, თუ როგორ მოხდა ოპერირება. მცირედი სტატისტიკური მატება ჩვენ ვნახეთ იანვრის შუა რიცხვებში, თუმცა მალევე ეს დაუბრუნდა ჩვეულ ნიშნულს.

თორნიკე რიჟვაძე

22 იანვარი 2021, 14:38

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში საკმაოდ პოზიტიური, სტაბილური ეპიდვითარების მიუხედავად, ძალაში რჩება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდაა გათვალისწინებული

მიუხედავად, იმისა, რომ აჭარაში საკმაოდ პოზიტიური, სტაბილური ეპიდვითარება გვაქვს, ძალაში რჩება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდაა გათვალისწინებული, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 14:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „მოქალაქეებს“ ჩვენგან ყველა საკითხზე თანხმობა სურს, რაც წარმოუდგენელია, თუმცა შეხვედრამ იმის თქმის საფუძველი მოგვცა, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით

შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მე მგონია, ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს, ჩვენ პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტია „მოქალაქეებს“ სურს, რომ ყველა საკითხზე ხელისუფლებისგან თანხმობა მიიღოს, რაც მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელია.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 14:18

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი და „მოქალაქეების“ პოზიცია საარჩევნო რეფორმაზე იმდენად დაახლოებულია, შესაძლოა, პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და ჩვენი სურვილი არის, რომ ხალხის არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანი სრულად აისახოს პარლამენტში. სწორედ ამ მიზნით, დღეს შეხვედრა გვქონდა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან“.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 14:17

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რიგგარეშე არჩევნებს არ განვიხილავთ

რიგგარეშე არჩევნები, ან მასთან მიახლოებული, დაკავშირებული რაიმე ვერსია ჩვენი მხრიდან არ განიხილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის რეალობის ამსახველი, არის სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა და შესაბამისად, ლეგიტიმურია.

22 იანვარი 2021, 14:12

საზოგადოება

სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო

აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, სისხლის სამართლის ჯარიმების საქმისწარმოების შეწყვეტა უკვე დაიწყო. ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის ჯარიმის 5 440 მიმდინარე საქმეს, სადაც აღსასრულებელი მოთხოვნის ჯამური ოდენობა 20 მილიონამდე ლარს შეადგენს.

თამარ გაბუნია

22 იანვარი 2021, 14:08

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის 3 435 თავისუფალი საწოლია

„გამომდინარე იქედან, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში უმჯობესდება, ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ამ დროისთვის შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული საწოლების დემობილიზაციის შესახებ შეტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს გაუგზავნა და დაახლოებით 400-მდე საწოლი, 1-ლი თებერვლიდან უკვე გამოეთიშება და დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მიხეილ ჩხენკელი

22 იანვარი 2021, 14:03

COVID19

სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, მასწავლებლებს ტესტირება ყოველ ორ კვირაში ჩაუტარდებათ

სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

22 იანვარი 2021, 13:54

COVID19

თებერვალში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე

22 იანვარი 2021, 13:50

საზოგადოება

1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება

მინდა, ვისაუბრო ფრენებზე, რაც ჩვენი და ტურისტული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. 1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ  ჩხენკელი

22 იანვარი 2021, 13:44

საზოგადოება

რომელ ქალაქებში როდიდან განახლდება სკოლებში სწავლა. განათლების მინისტრის კომენტარი

1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან იოსელიანი

22 იანვარი 2021, 13:42

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ - შეხვედრები გაგრძელდება

„ჩვენ ოპოზიციასთან ამ ტიპის ურთიერთობა - კინკლაობა დავასრულეთ. ჩვენ ვერ შევძელით დაგვერწმუნებინა ჩვენი აზრის სისწორეში, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ ამ მოლაპარაკებას მათგან დამოუკიდებლად ვაგრძელებთ. მოლაპარაკებები დღეს დავიწყეთ. დღეს არაფერი გადაწყვეტილა. თუ ჩვენ შეთანხმებაზე ხელს არ მოვაწერთ, პარლამენტში ჩვენი შესვლა გამორიცხულია. შეთანხმება მარტო საარჩევნო სისტემაზე ვერ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური წამოვიღოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.