imedi /  12 დეკემბერი 2019, 13:31 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: შალვა თადუმაძის დიპლომზე კითხვები ამოწურულია

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები ამოწურულია, ასე უპასუხა თადუმაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  მიერ გავრცელებულ განცხადებას გენპროკურორის დიპლომთან დაკავშირებით.

"შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მას ჰკითხეს თუ რამდენად აკმაყოფილებს შერჩეული 14 კანდიდატი უზენაესის მოსამართლეობის კრიტერიუმებს, რაზეც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ "რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, სულ საკამათო იქნება ვინ მეტად კომპეტენტურია და ვინ ნაკლებად".

"რაც შეეხება განცხადებას შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად სპეკულაციურია. ვიღაცამ შეიძლება დაიწუნოს სასწავლებელი, სადაც შალვა თადუმაძე სწავლობდა, მაგრამ დიპლომთან დაკავშირებით კითხვები აბსოლუტურად ამოწურულია. არ უნდა შეფერხდეს უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირება. როდესაც იქ დაახლოებით 6 ათასი საქმეა თაროზე შემოდებული მოსამართლეთა სიმცირის გამო, აუცილებელია ამუშავდეს ეს ინსტიტუტი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ასევე ოპტიმალურად ავირჩიოთ მოსამართლეები", - განაცხადა შალვა თადუმაძემ. 

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი დღეს უნდა უყაროს. 

მანამდე იურიდიულმა კომიტეტმა 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია, მათ შორის მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს. მის დიპლომთან დაკავშირებით დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" განცხადება გაავრცელა. 

კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით, ზაზა თავაძეს კენჭი ფორმალურად მაინც უყარეს. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია. 

 

ყველა სიახლე

27 იანვარი 2021, 11:26

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 195 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 195 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 166,427 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,056 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 156,053.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 11:26

საზოგადოება

კახა კალაძე: ბევრჯერ მაქვს ნათქვამი - ვარ ყველას მერი და ჩვენს თანამშრომლებსაც ზუსტად ასეთი მიდგომა აქვთ

„არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, თუმცა ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება ამ კონკრეტული თემით მანიპულირება კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, ოპონენტების მხრიდან და მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა იმ საკითხთან და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალიტეტში მიიღება. ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული სოციალური მდგომარეობა არის გამოწვევა და ჩვენს ბიუჯეტში ეს განსაზღვრულია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, არავინ ტრაბახობს იმით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ძალიან ბევრ ოჯახს გავუწიეთ მხარდაჭერა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად სოციალურად შეჭირვებული ოჯახები იყოს ქვეყანაში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ნამდვილად ისიც, თუ რა ხდება მსოფლიოში პანდემიის პირობებში, რომელმაც ბევრი პრობლემა შექმნა ჩვენს ქვეყანაშიც“, - განაცხადა კალაძემ.

27 იანვარი 2021, 11:12

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეებს ქალაქ ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი.

ნინო წილოსანი

27 იანვარი 2021, 11:06

პოლიტიკა

აგრარული კომიტეტის წევრები სახელმწიფო რწმუნებულებს ხვდებიან

ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება, რადგან რწმუნებულებს კარგი ინფორმაცია აქვთ ადგილზე მინდინარე პროცესებზე და ეს საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეებისა და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთსვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 11:04

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია ბიზნესთან ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც საერთო ბრძოლაში უფრო გაგვაძლიერებს

ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ უფრო დაგვაახლოებს, გაგვაერთიანებს და საერთო ბრძოლაში უფრო გაგვაძლიერებს. სწორედ ამას ემსახურება ის შეხვედრები, რომელიც ტარდება ეკონომიკის სამინისტროში, ბიზნეს ომბუდსმენის, ტურიზმის ადმინისტრაციის, შრომის ინსპექციის მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელიც დღეს ერთად პანდემიასთან ბრძოლაშია ჩართული, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

27 იანვარი 2021, 11:01

თავდაცვა

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა. შეხვედრა ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე შეხვედრები მიმდინარეობს.

ნინო წილოსანი

27 იანვარი 2021, 11:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის სრული წარმომადგენლობა შემოსულიყო

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენა მოლაპარაკებებისთვის ის ვადა, რომელიც შეგვეძლო გამოგვეყენებინა, რომ პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის სრული წარმომადგენლობა შემოსულიყო, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

27 იანვარი 2021, 10:59

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,131 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,131 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 150 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

27 იანვარი 2021, 10:55

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 670 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670, მათ შორის, თბილისში - 310, აჭარაში - 48, იმერეთში - 173. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მუჰამედკალი აბილგაზიევი

27 იანვარი 2021, 10:54

მსოფლიო

ყირგიზეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2021, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 742 ადამიანს დაუდასტურდა, 1 081 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

27 იანვარი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 340 თბილისში, 89 იმერეთში, 75 კი კახეთში გამოვლინდა

„თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 49, გურია - 21, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 75, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

27 იანვარი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კიდევ 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა , - ინფორმაცია ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 255 564 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 245 527. გარდაიცვალა 3 108 პაციენტი.

მაგნიტი გათამაშება

27 იანვარი 2021, 10:36

ეკონომიკა

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ ახალ გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

გასათვალისწინებელია, რომ პრიზები გაიცემა გათამაშების დასრულებიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში, მომგებიანი ბილეთისა და პირადობის მოწმობის წარდგენიდან - არაუგვიანეს 6 დღის განმავლობაში.

ლევან დავითაშვილი

27 იანვარი 2021, 10:32

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული ახალი რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დავით სერგეენკო

27 იანვარი 2021, 10:32

საზოგადოება

დავით სერგეენკო: საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენებული ყველა ვაქცინა და მედიკამენტი კანონით რეგულირდება

„ყველა ის მედიკამენტი თუ ვაქცინა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება, რეგულირდება კანონით. როგორც მათი ხარისხი, ასევე მათი მიმოქცევა და ასევე მათი უსაფრთხო გამოყენება. ისევე როგორც პოტენციურ თეორიულ გართულებაზე პასუხისმგებლობის განაწილება. ეს კანონში უკვე გაწერილია უკლებლივ ყველა ვაქცინაზე, რომელიც საქართველოში გამოიყენება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

27 იანვარი 2021, 10:28

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 13,202 შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13,202 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 982 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,161,279 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 53,972 ადამიანი გარდაიცვალა.

წმინდა ნინოს ხატი

27 იანვარი 2021, 10:26

საზოგადოება

დღეს ნინოობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნატარესი, ილია მეორე დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.

27 იანვარი 2021, 10:21

ტექნოლოგიები

GITA-ს თავმჯდომარე 100,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს სასათბურე მეურნეობაში ეწვია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორებს GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე სასათბურე მეურნეობაში ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

27 იანვარი 2021, 10:15

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ტოივო კლაარს შეხვდა

მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან.