imedi /  15 დეკემბერი 2019, 09:12 / სანდო წყარო

„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი ბაკურ სულაკაური სკოლაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ბაკურ სულაკაური

ბაკურ სულაკაური

„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი ბაკურ სულაკაური ეხმაურება სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რომლის შემდეგაც სკოლის ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა. როგორც სულაკაური Facebook-ზე წერს, ვიდოკამერების ჩანაწერებით სკოლის ადმინისტრაციამ ვერ დაადგინა ღამით სკოლის ტერიტორიაზე შემოსული პირის ვინაობა და ვერც იმას მიხვდებოდა, ეს პირი სრულწლოვანი იყო თუ არასწრულწლოვანი, სჭირდებოდა თუ არა მას ფსიქოლოგიური დახმარება.

„მე ვარ „მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი. მინდა, გამოვეხმაურო საზოგადოებაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს, რომელშიც „მწვანე სკოლაც“ ფიგურირებს.

იმ დროს, როდესაც მოზარდი სიკვდილს ებრძვის, ძალიან მიმძიმს ამ ყველაფერზე საუბარი. მესმის და ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის გულისწყრომას და ბრაზს, რომელიც სამართლიანად შეძრულია ამ ფაქტის გამო. ახლა, მხოლოდ ბავშვის გადარჩენა და გამოჯანმრთელებაა უმთავრესი - დანარჩენი ყველაფერი მეასეხარისხოვანია. ამავდროულად, როგორც სკოლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, პასუხისმგებლობა მაკისრია, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ვუპასუხო ან რიგ შემთხვევებში არასწორად აღქმული ამბის ნამდვილი ვერსია მოგიყვეთ.

ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ შეფასებების გაკეთებისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი:

შემთხვევა მოხდა ღამით. დილით სკოლაში შესულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თანამშრომლებს დახვდათ წითელი საღებავით დაზიანებული კედლები, კარადები, ნახატები, ვიდეოკამერები და სხვ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმ ერთ წარწერაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ვიდოკამერების ჩანაწერებით ჩვენ ვერ მოვახერხეთ სკოლის ტერიტორიაზე ღამის საათებში შემოსული პირის იდენტიფიცირება. თუმცა დანამდვილებით დავადგინეთ, რომ შემოსული პირი სკოლის არც ერთი მოსწავლე, მასწავლებელი ან თანამშრომელი არ იყო. ამის შემდეგ სკოლამ იმოქმედა კანონის შესაბამისად. სკოლის დაცვის სამსახურს კანონი და სკოლის შინაგანაწესი ავალდებულებს, რომ ასეთ სიტუაციებში საპატრულო პოლიციას მიმართოს. ეს არა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაბიჯი, არამედ სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების და თანამშრომლების ნაწილის სურვილი იყო, სკოლას კი ამის არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც - უფლებამოსილება.

ზოგიერთი გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ არ გამოვიძახეთ სოციალური სამსახური და ფსიქოლოგიური დახმარება არ გავუწიეთ მოზარდს. სკოლამ ვერ დაადგინა სკოლის ტერიტორიაზე შემოსული პირის ვინაობა და ბუნებრივია, ვერც იმას მიხვდებოდა, ეს პირი სრულწლოვანი იყო თუ არასწრულწლოვანი, სჭირდებოდა თუ არა მას ფსიქოლოგიური დახმარება. მას შემდეგ, რაც შემდგომი მოკვლევით პოლიციამ დაადგინა პირის ვინაობა, აღმოჩნდა, რომ ის „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლე იყო.

სოციალურ ქსელებში „მწვანე სკოლას“ საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში „ჩაუშვა“. სინამდვილეში სკოლამ იმოქმედა კანონისა და მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად. კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება „ჩაშვება“ არ არის.

კიდევ ერთი არასწორი აღქმა, რაც ამ ორ დღეში ჩამოყალიბდა, იყო ის, თითქოს მოზარდი „სკოლიდან გააგდეს“, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ბავშვი მართლაც სწავლობდა „მწვანე სკოლაში“ რამდენიმე თვის განმავლობაში და სექტემბერში, მშობლის განცხადების საფუძველზე და მათივე სურვილით გადაიყვანეს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: სკოლამ საპატრულო პოლიციას მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც რამდენიმესაათიანი მცდელობის შედეგად დაადგინა, რომ სკოლაში ღამით შემოსული პირი ნამდვილად არ იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე. სკოლას არ შეეძლო ეს საქმე გამოუძიებელი დაეტოვებინა. ჩვენთვის უმთავრესი მოსწავლეების უსაფრთხოებაა.

კიდევ ბევრი კითხვა და დაუსაბუთებელი აღქმა წავიკითხე და მოვისმინე ამ დღეებში. ბუნებრივია, ყველას ამ ერთი პოსტით ვერ ვუპასუხებ. მაგრამ ამ პოსტის შემდეგ კითხვები თუ კიდევ დარჩება, მზად ვარ, შევაჯამო და დამატებით გიპასუხოთ, აგიხსნათ და განგიმარტოთ.

ისევ დავუბრუნდები ყველაზე მთავარს - ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამაზე მნიშვნელოვანი ამ წუთას არაფერია“, - წერს სულაკაური.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მომხდარს გამოეხმაურა განათლების სამინისტროც.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

21 იანვარი 2021, 10:37

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით რეინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

გერმანიაში კორონავირუსით რეინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

21 იანვარი 2021, 10:33

საზოგადოება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 იანვრის ჩათვლით გრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

21 იანვარი 2021, 10:29

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით 1,340 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 64,385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1,340 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8,638,249 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 212,831 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 10:25

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 20,398 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 20,398 ადამიანს დაუდგინეს, 1,013 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,088,400 შემთხვევა გამოვლინდა, 49,783 ადამიანი გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაძე

21 იანვარი 2021, 10:23

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

21 იანვარი 2021, 10:23

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

შსს

21 იანვარი 2021, 09:56

სამართალი

შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

„პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: EKOL Tisa-ისა და KRAL-ის მოდელების 2 პისტოლეტი, „აკს-ის“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი“, - იტყობინება შსს.

დაკავება

21 იანვარი 2021, 09:53

სამართალი

პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა

„აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 09:42

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა პირველ სამუშაო დღეს 15 ბრძანებას მოაწერა ხელი

თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა. ასევე, ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. პრეზიდენტმა ასევე მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა

ნათია თურნავა

21 იანვარი 2021, 09:32

ეკონომიკა

ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა

„არც ერთი დღით არ შეგვინელებია და არ შეგვიჩერებია ის ენერგეტიკული პროექტები და მათ შორის მსხვილი პროექტები, რომელიც კერძო ინვესტიციებით ხორციელდება და რომელიც საქართველოში იყო ჯერ კიდევ პანდემიამდე დაწყებული. უფრო მეტიც, 2020 წელს დაიწყო რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. დავგეგმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი - ეს არის „ენგურჰესის“ რეაბილიტაცია, რომელიც ახლა დაიწყო, განხორციელდება მომდევნო 4 თვის განმავლობაში “ - განაცხადა მინისტრმა.

ლარი

21 იანვარი 2021, 09:24

ეკონომიკა

200-ლარიანი დახმარების მისაღებად 160 ათასზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა

შემოსავლების სამსახური მონაცემებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განსახილველად მიაწვდის, რომელიც ერთჯერადი კომპენსაციის თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფს.

საქართველოს პარლამენტი

21 იანვარი 2021, 09:12

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი ბერაიას შეფასებით, დაზვერვის სამსახურის სახით, საქართველოს ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტიანი უწყება ჰყავს.

ევრილ ჰაინსი

21 იანვარი 2021, 08:52

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქალი პირველად გახდა

ჰეინსი, რომლის კანდიდატურაც ჯო ბაიდენმა წარადგინა, ამ თანამდებობაზე პირველი ქალი გახდა. მის დანიშვნას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 აღმოჩნდა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

21 იანვარი 2021, 08:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ მოლაპარაკებებში მართლა სერიოზულად ვმონაწილეობთ, მეხუთე რაუნდზე მივიდეთ მომზადებულები

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაშიც იგივე პროცესი წავიდეს და ჩვენ დავიწყოთ სერიოზული მსჯელობა შინაარსზე და შევაჯეროთ საბოლოო ჯამში ჩვენი პოზიციები. თუ მოლაპარაკებებში მართლა სერიოზულად ვმონაწილეობთ, მეხუთე რაუნდზე მივიდეთ ისე მომზადებულები, რომ წონასწორობა ჩვენს მხარეს გადმოვიდეს“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2021, 08:31

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მთავარი თემა იქნება. სალომე ზურაბიშვილი ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოს გენმდივანს გაესაუბრება და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ელჩებს მიმართავს, სადაც წლიური ეროვნული პროგრამა უნდა შეფასდეს.

ლევან დავითაშვილი/მაია ცქიტიშილი

21 იანვარი 2021, 08:21

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ლევან დავითაშვილსა და მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

დღესვე პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობასა და 2021 წლის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებს.

ამინდი

21 იანვარი 2021, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

მზიან დღეს ვარაუდობენ რუსთავში. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

სტრასბურგის სასამართლო

21 იანვარი 2021, 08:00

პოლიტიკა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

პირველადი საჩივარი საქმეზე საქართველომ ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და მოითხოვა დროებითი ღონისძიების მიღება. ხოლო ოფიციალური, სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 03:18

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში ბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული განკარგულებები გააუქმა.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 02:37

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპმა ძალიან დიდსულოვანი წერილი დამიტოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლამდე მისმა წინამორბედმა მას ძალიან დიდსულოვანი წერილი დაუტოვა.