imedi /  15 დეკემბერი 2019, 13:21 / სანდო წყარო

თალაკვაძე: ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრ ერეკლე კუხიანიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს.

თალაკვაძის თქმით, კუხიანიძემ თავისი პოზიცია უნდა განმარტოს, მაგრამ ხელისუფლება ამ პოზიციას არ მიესალმება.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. ასეთია ხელისუფლების პოზიცია. ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მისი ოჯახის წევრების პრინციპული პოზიცია დიდ პატივისცემას იმსახურებს. ძალიან კარგია, რომ მთელი საზოგადოებას ამ საკითხისადმი ერთიანი მიდგომა აქვს. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული ინტერპრეტაცია, მე ამას არ მივესალმები. ბატონი ერეკლეს პოზიცია ვერანაირად ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უმეტეს ჩემი ან ჩემი მეგობრების პოზიცია. იმედი მაქვს, რომ ის გააკეთებს დამატებით განმარტებებს და ახსნის, რა იყო მისი ამ ემოციური განცხადების საფუძველი“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს არ ნანობს და ტექსტს მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს. ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განთავსებული ტექსტის განმარტებისას კუხიანიძე ამბობს, რომ მისი გაღიზიანება ექიმის მეუღლის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ „ძალიან საზეიმოა ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევა, თუმცა საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა“. 

კუხიანიძის განცხადებას გუშინ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებიც გამოეხმაურნენ.

სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობამ რადგან შედეგი არ მოგვცა, საჭიროა აუცილებელად უწყებითაშორისი საბჭოს შექმნა“ - ამის შესახებ ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 13 დეკემბერს, ექიმის პატიმრობაში დატოვების შემდეგ განაცხადა15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ყველა სიახლე

18 ივნისი 2021, 22:03

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს.

18 ივნისი 2021, 22:01

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 408 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 408 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 749 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კრისტიან ერიქსენი

18 ივნისი 2021, 21:54

სპორტი

კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს

დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

18 ივნისი 2021, 21:49

მსოფლიო

პოლონეთი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს

პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც პოლიტიკოსები დაზარალდნენ.

ამირან სალუქვაძე

18 ივნისი 2021, 21:42

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ტვ პირველს: ფალსიფიცირებული ჩანაწერები თქვენ გაქვთ, გინდათ საზღვარგარეთ წაიღეთ ექსპერტიზაზე, გინდათ მთვარეზე

სხვა რეაქციას ელოდით ცრუპენტელებისგან? გამოიყვანეს ყოფილი „ოცნებელები“ და არ ვენდობით პროკურატურასო, ექსპერტიზა თუ შსს-მ ჩაატარა, არაა სანდოო. არადა, გარკვევით თქვა პროკურორმა, რომ სამხარაულმა ჩაატარაო, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

18 ივნისი 2021, 21:28

სამართალი

შაორის ტბაში მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაზე მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

18 ივნისი 2021, 21:16

მსოფლიო

ნატო: რუსეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა „ღია ცის ხელშეკრულების“ სრულად შესრულებაზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით

ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა „ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

18 ივნისი 2021, 21:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მიროსლავ იენჩასთან.

18 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა კოლექტიური მიმართვის თაობაზე იმსჯელა. საქართველოში მოქმედმა სამასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.

სოზარ სუბარი

18 ივნისი 2021, 20:59

რეგიონი

სოზარ სუბარმა ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ორდღიანი სამუშაო ფორმატით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება.

გიორგი ხარძეიშვილი

18 ივნისი 2021, 20:48

საზოგადოება

რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი, რომელსაც პოლიცია მკვლელობის აღიარებას აიძულებდა

საზარელი მკვლელობა, უდანაშაულო ქართველი და რეალური დამნაშავე, რომელიც პოლიციასაც და მედიასაც ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა. „ქრონიკამ“ ქალაქ ღლიკანარაში მომხდარის დეტალები გაარკვია და კორიდალოს ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგი ხარძეიშვილი ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 ივნისი 2021, 20:40

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 ივნისი 2021, 20:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს.

კარლ ჰარცელი

18 ივნისი 2021, 20:28

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება მიშელის შეთანხმებას

თითქმის 6 თვე დასჭირდა დასკვნამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია. ამ პროცესის 19 აპრილის შეთანხმებით დაგვირგვინებით, ჩვენ შევძელით რაღაცის მიღწევა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ამ შეთანხმებით, საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, რაც ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

დავით ზალკალიანი

18 ივნისი 2021, 20:17

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმს ესწრება

ჩემთვის პატივია, ვესწრებოდე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს, ჩემი კოლეგის და მეგობრის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მოწვევით. ლიდერთა მსგავსი სახის შეხვედრა და დიპლომატიის როლის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური და რეგიონული გამოწვევების საპასუხოდ, - წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-გვერდზე.

18 ივნისი 2021, 19:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში რომის პაპთან აუდიენცია გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა.

ანრი ოხანაშვილი

18 ივნისი 2021, 19:54

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო, გაუმართლებელ მეთოდებს, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა

პროკურატურის მხრიდან გავიგეთ, რომ შესაბამისი ჩანაწერების ფაბრიკაცია და გაყალბება მოხდა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასე არ არის, მაშინ ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

18 ივნისი 2021, 19:47

COVID19

აშშ-სა და კანადას შორის საზღვარი, სულ მცირე, 21 ივლისამდე არ გაიხსნება

აშშ-სა და კანადას შორის საზღვარი, სულ მცირე, 21 ივლისამდე არ გაიხსნება. ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, უილიამ ბლერმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ივნისი 2021, 19:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული

საქართველოში 2021 წლის ბოლოსთვის ვირუსის ერთეული შემთხვევები იქნება, რასაც კლინიკური სექტორი მარტივად გაუმკლავდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 ივნისი 2021, 19:34

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება

ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა, სავარაუდოდ, მოიხსნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეპიდვითარების კუთხით, ყველა გზა აქეთ მიდის.