imedi /  17 დეკემბერი 2019, 12:32 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ეს პლატფორმა შედეგიანად უნდა გამოვიყენოთ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

წელს, გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ შედეგიანად და აქტუალურად, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს საქართველოს აძლევს საშუალებას, ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები დააყენოს დღის წესრიგში, ყველას დაანახოს დემოკრატიზაციის ის დონე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და ასევე ის გამოწვევებიც, რომელსაც ქვეყანა ყოველდღიურად ეხება.

პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დიპლომატიურ კორპუსს 2019 წელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადავუხადო2019 წელს გაწეული შრომისთვის. ეს ძალზე მნიშვნელოვანი წელი იყო. მიღწევები გვქონდა საკმაოდ ბევრი, შედეგიანი, მაგრამ შემდეგი წელი იქნება ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტიური

ევროპის საბჭოს ტავმჯდომარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები დავაყენოთ დღის წესრიგში და ყველას დავანახოთ დემოკრატიზაციის ის დონე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და ის გამოწვევებიც, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვეხებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, როგორც სტრუქტურირებული ფორმატი და შესაბამისი სტრატეგია დამტკიცდა მთავრობისა და პარლამენტის მიერ, რაც, გიორგი გახარიას განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსს საშუალებას აძლევს, ბევრად უფრო სისტემურად იმუშაოს.

„დიპლომატიურ კორპუსს მინდა მივულოცო. წელს იყო პირველი წელი, როდესაც ჩამოყალიბდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, როგორც სტრუქტურირებული ფორმატი და სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა ჯერ მთავრობის, შემდეგ პარლამენტის მიერ. ეს პირველად მოხდა და ეს აძლევს საშუალებას დიპლომატიურ კორპუსს, ბევრად უფრო სისტემურად, გააზრებულად და სტრუქტურირებულად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველომ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად 27 ნოემბერს გადაიბარა.

ყველა სიახლე

14 მაისი 2021, 17:58

საზოგადოება

მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და მასთან მისასვლელ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სამუშაოები განხორციელდა. წყალარინების ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო.

14 მაისი 2021, 17:57

რეგიონი

​რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

„მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფლებთან მისასვლელი და შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. აქტიურად მიმდინარეობს რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 1,5 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონი დაიგო. ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემისა და საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

გელა დუმბაძე

14 მაისი 2021, 17:36

სამართალი

გელა დუმბაძე: აბსოლუტური აბსურდია, თითქოს სასამართლოზე, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს უდანაშაულოები ვუწოდე, ეს ჩემთვის არავის უკითხავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, გელა დუმბაძე, რომელიც დღეს დავით გარეჯის საქმეზე მოწმედ დაიკითხა, „TV პირველს“ ფაქტების ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს.

ვასილ ჩიგოგიძე

14 მაისი 2021, 17:30

რეგიონი

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქია

ბედნიერებისა და სიხარულისაგან დავმუნჯდი, უღრმესი მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქია, - ამის შესახებ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ თეატრის განახლებული შენობის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

14 მაისი 2021, 17:30

COVID19

თამარ გაბუნიას განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის გადაწევაზე აქტიურად მსჯელობენ

„პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა. აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კახა კუჭავა

14 მაისი 2021, 17:20

რეგიონი

კახა კუჭავა: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა თავისი სახელი

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა თავისი სახელი და რაც ყველაზე მთავარია, ეს უნდა გახდეს ადგილი სადაც მთელი საქართველო მოვა და ნახავს იმ ბრწყინვალე წარმოდგენებს, რომლებსაც ჩვენი რეჟისორები და მსახიობები აქ შეასრულებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოზურგეთის განახლებულ თეატრში განაცხადა, რომლის რეაბილიტაციაც ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 მაისი 2021, 17:17

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: ოზურგეთის დიდებული თეატრი, რომელიც 150 წლისაა, გარემონტდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაფინანსებით

მინდა მივულოცო ოზურგეთის საზოგადოებას, დღეს არის დიდი ზეიმი, რადგან ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განახლებულ ოზურგეთის თეატრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

14 მაისი 2021, 17:14

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა: ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმები ტერორისტული თავდასხმაა

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმები ტერორისტული თავდასხმაა.

იაგო ხვიჩია

14 მაისი 2021, 17:00

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციიდან უნდა იყოს

„ქართული ოცნების“ არგუმენტი მესმის, რომ როცა ოპოზიციის წარმომადგენელი ასრულებს მოვალეობას, მას პროცესის დაბლოკვა რომ უნდოდეს, ეს უნდა შეეძლოს თუ არა – ეს არგუმენტი ჩემთვის მისაღებია. წინადადება მქონდა, რომ იმ შემთხვევაში, როცა არჩევნები ტარდება და შესაძლებლობა არსებობს, მოადგილემ ქვეყანას რაღაცა დაუშავოს, საარჩევნო პერიოდში მას უნდა სჭირდებოდეს ცესკო-ს დანარჩენი წევრების თანხმობა“.

ფრიდონ ინჯია

14 მაისი 2021, 16:58

პოლიტიკა

ფრიდონ ინჯია: ვთვლით, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში

ვთვლით, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში. ამისთვის სამართლიანად მიგვაჩნია, რომ კომისიების შემადგენლობის რაოდენობა გაიზარდოს და იყოს 19, ან 21, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

14 მაისი 2021, 16:56

COVID19

შიდა ქართლის გუბერნატორი და მისი მოადგილეები „სინოფარმით“ აიცრნენ

ვაქცინაციაში შიდა ქართლში სახელმწიფო ადმინისტრაციაც ჩაერთო. „სინოფარმით“ დღეს ქარელში კლინიკა „გორმედში“ მხარის გუბერნატორი, მისი მოადგილეები და თანამშრომლები აიცრნენ.

14 მაისი 2021, 16:53

სამართალი

გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქე მ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.

იაგო ხვიჩია

14 მაისი 2021, 16:52

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ზურაბ ადეიშვილზე: რაციონალური ადამიანია, რომ შეეძლოს, ორმაგ მოქალაქეობას აირჩევდა

„მოქალაქეობაზე უარის თქმა ადამიანის უფლებაა. ამ წუთას, ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, რატომ უნდა შევაფასო როგორც ქართველი პოლიტიკოსის ქმედება? დიდი ხანია, უკრაინაში ცხოვრობს, მას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დასდევს და გადაწყვიტა, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე იყოს, სადაც ცხოვრობს ამდენი წელია. ადეიშვილი რაციონალური ადამიანია, ორმაგი მოქალაქეობა რომ შეეძლოს, ერთი ქვეყნის მოქალაქეობას ორმაგ მოქალაქეობას არჩევდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 მაისი 2021, 16:41

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ მრავალ წარმოებას მისცა ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობაში იმყოფებოდა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.

ვლადიმერ პუტინი

14 მაისი 2021, 16:36

მსოფლიო

პუტინი: ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი რუსეთის უსაფრთხოებას უშუალოდ ეხება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი რუსეთის უსაფრთხოებას უშუალოდ ეხება.

14 მაისი 2021, 16:33

თავდაცვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

ნიკოლ ფაშინიანი

14 მაისი 2021, 16:29

მსოფლიო

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გამო „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ მიმართა

სომხეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გამო „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ თავმჯდომარეს, ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

14 მაისი 2021, 16:17

ეკონომიკა

Gulf Air-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება

კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული 1-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს კვირაში 4 სიხშირით უბრუნდება. ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 მაისი 2021, 16:07

მსოფლიო

ერდოღანი: მსოფლიომ პალესტინის მიმართ ისრაელის აგრესიაზე თვალები რომც დახუჭოს, თურქეთი ამას არასდროს შეეგუება

მსოფლიომ პალესტინის მიმართ ისრაელის აგრესიაზე თვალები რომც დახუჭოს, თურქეთი ამას არასდროს შეეგუება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

პაატა მანჯგალაძე

14 მაისი 2021, 16:01

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ამნისტიის კანონისგან განსხვავებით, საარჩევნო გარემო უფრო კონსტრუქციულია და პრინციპულ საკითხებზე თითქმის გვაქვს თანხმობა

ამნისტიის კანონისგან განსხვავებით, საარჩევნო გარემო უფრო კონსტრუქციულია და პრინციპულ საკითხებზე თითქმის გვაქვს თანხმობა. მოადგილის საკითხია, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. ამაზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მგონია, რომ შევთანხმდებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.