imedi /  17 დეკემბერი 2019, 16:10 / სანდო წყარო

შონ კეირნკროსი: საქართველოს განათლების სექტორში ჩადებულმა $140 მილიონის ინვესტიციამ მაღალი შეფასება მიიღო

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია

შონ კეირნკროსი

„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ აღმასრულებელი დირექტორი შონ კეირნკროსი გასულ კვირას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგა და საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ათასწლეულის კოროპორაციის საქართველოს ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სენატში გამოსვლისას შონ კეირნკროსმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული კომპაქტი ერთ-ერთი წარმატებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ისტორიაში.

„სექტემბერში ვიმოგზაურე საქართველოში, რათა მხარი დამეჭირა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონ დოლარიანი ინვესტიციისათვის, რომელიც ჩაიდო საქართველოს განათლების სექტორში, განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ და საინჟინრო (STEM) დარგებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. შესაძლებლობა მქონდა მივსალმებოდი საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეხუთე მიღების სტუდენტებს, რომლებიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე, გავხსენით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ რეაბილიტირებული 91 სკოლათაგან ერთ-ერთი“, - აღნიშნა კეირნკროსმა.

შონ კეირნკროსმა, ასევე აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საკუთარ ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევისთვის.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში განხორციელებულმა ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტმა ასეთი მაღალი შეფასება მიიღო. საქართველოს კომპაქტი ერთ-ერთი სამაგალითოა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ კომპაქტებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში, რომლის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა.

2014-2019 წლებში, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის შედეგად საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე საქართველოს მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა განმანათლებელმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შემუშავდა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის STEM პროგრამებზე 600-მდე სტუდენტი იღებს ამერიკულ განათლებას.

ყველა სიახლე

23 იანვარი 2021, 23:05

საზოგადოება

შსს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის თანამშრომლები დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „იმედინიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

მიგელ ანხელ ვილარი

23 იანვარი 2021, 23:03

COVID19

ესპანელმა გენერალმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ვაქცინა პრიორიტეტულ ჯგუფებზე ადრე გაიკეთა

ესპანელმა გენერალმა მიგელ ანხელ ვილარიმ თანამდებობა დატოვა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პრიორიტეტულ ჯგუფებზე ადრე გაიკეთა. თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა თავდაცვის შტაბის უფროსს, გენერალს განმარტებები მოსთხოვა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ვაქცინა გაიკეთა.

23 იანვარი 2021, 22:42

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ახალი 62 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 2 ადამიანი

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 478 ადამიანს ჩაუტარდა. COVID19 62 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 2 ადამიანი. 37 ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

23 იანვარი 2021, 22:27

თემა

ამბობენ, რომ ამა თუ იმ წამლის უკუჩვენება უარესია, ვიდრე თავად დაავადება. ეს მართლა ასეა?

ნებისმიერ მედიკამენტს, რეცეპტურული წამლებიდან ვიტამინების კომპლექსამდე, არასასურველი რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ამა თუ იმ პრეპარატის მიღებას ზოგჯერ სხვადასხვა შედეგამდე მივყავართ. ეს შეიძლება იყოს ფაღარათი, ალერგიული გამონაყარი, კანის შეფერილობის ცვლილება და სხვ. ამავდროულად, ქრონიკული დაავადებები ხშირად წლების ან მთელი ცხოვრების განმავლობაში მედიკამენტოზურ მკურნალობას მოითხოვს, ახალი გვერდითი მოვლენები კი შეიძლება პრეპარატის მოხმარებიდან დიდი ხნის შემდეგაც გამოვლინდეს. რატომ შეიძლება რომელიმე მედიკამენტმა არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს და რა უნდა გაკეთდეს ამ რისკის შესამცირებლად?

23 იანვარი 2021, 22:03

ტაბლოიდი

სოციალურ ქსელში რაჭის გზაზე მოსეირნე დათვის კადრები გავრცელდა. ვიდეო

რაჭის გზაზე მოსეირნე დათვის ვიდოკადრებს Facebook-ის გვერდი „რაჭა ჩვენი სიყვარული“ ავრცელებს. ვიდეო ჯგუფს, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიაწოდა.

23 იანვარი 2021, 21:20

მსოფლიო

სანკტ-პეტერბურგში სპეცრაზმელმა აქციის მონაწილე ასაკოვან ქალს მძიმე ტრავმა მიაყენა

ონლაინ პლატფორმა MBKhMedia სოციალურ ქსელ Twitter-ში რუსი სპეცრაზმელების სისასტიკის ამსახველ შემზარავ კადრებს აქვეყნებს, რომელიც სანკტ-პეტერბურგშია გადაღებული. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეკითხება სპეცრაზმელებს ასაკოვანი ქალი, რატომ აკავებენ ახალგაზრდა კაცს. პასუხად კი ერთ-ერთი სპეცრაზმელისგან მუცელში უმძიმეს დარტყმას იღებს და ასფალტზე ეცემა.

ნინო ლომჯარია

23 იანვარი 2021, 21:13

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: ადამიანისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს Facebook-ზე გამოეხმაურა. „გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 21:13

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადიკალური სცენარი არ გამოუვათ

„მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მათზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ, ოღონდ ვილაპარაკოთ საქმეზე და არა იმაზე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს. მის ჭკუაზე აღარ ივლის ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 20:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილის მხრიდან პოლიტპატიმრების საკითხის წამოჭრას რადიკალური ოპოზიციის გავლენას უკავშირებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „მოქალაქეების“ ლიდერის მხრიდან პოლიტპატიმრების თემის წამოჭრას რადიკალური ოპოზიციის გავლენას უკავშირებს და ამაში მისი დაბულინგების ნიშნებს ხედავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

23 იანვარი 2021, 20:44

სამართალი

პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მცდელობის ფაქტზე ბრალდება ერთ ადამიანს წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა.

23 იანვარი 2021, 20:34

პოლიტიკა

ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს

2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რითიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 20:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაიფიქრა და აღარ არის რადიკალურად განწყობილი, მზად ვართ, მათაც ველაპარაკოთ ნებისმიერ ლეგიტიმურ თემაზე

„თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც ვერ გაიგო; გადაიფიქრა; აღარ არის რადიკალურად განწყობილი და რევოლუცია არ არის მისი ერთადერთი გზა და მიზანი, მათაც დაველაპარაკებით, რადგან მათაც ჰყავთ საკმაო რაოდენობის ამომრჩეველი. მზად ვართ, მათაც ველაპარაკოთ ნებისმიერ ლეგიტიმურ თემაზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

23 იანვარი 2021, 20:28

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს

მაკა ბოჭორიშვილმა, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარესთან მარინა კალიურანდთან, ევრონესტის დელეგაციის ხელმძღვანელთან ანდრიუს კუბილიუსთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ზელიანა ზოვკოსთან, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან სვენ მიკსერთან და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2021, 20:20

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ, შემდეგ კიევში დაჯდები და ჭკუას გვასწავლი ცოტა არ იყოს უხერხულია

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის იყო სამარცხვინოდ ნაწარმოები. ჩვენი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ჯარის სიმართლის მტკიცება სტრასბურგში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 10 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2021, 20:07

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ცანცარები, როგორც ტელეფონით მართავდნენ ომს, ასე ჰქონდათ მტკიცებულებები, ომის არქივი შექმნილი, ანუ რეალურად არ ჰქონდათ

„სააკაშვილი მუდმივად შეშინებული კაცის პოზიციიდან ლაპარაკობს. რატომ და რისი ეშინია, ეს მან უნდა აგვიხსნას, იმიტომ რომ ფიქრობს, თუკი თავს დაგვესხმება, ამით საკუთარ სიმართლეს უკეთესად დაამტკიცებს“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

ბათუმი

23 იანვარი 2021, 20:03

რეგიონი

„საზოგადოება ბათომი“ და „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრები: კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას

„საზოგადოება ბათომი“ და „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრები, კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას. აქვე ავღნიშნავთ, რომ ფაქტს არ აქვს კავშირი მის ორგანიზატორებთან“, - ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადება Facebook-ზე გამოქვეყნდა.

იულია ნავალნაია

23 იანვარი 2021, 19:46

მსოფლიო

მოსკოვში აქციაზე დაკავებული იულია ნავალნაია გაათავისუფლეს

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსეი ნავალნის მეუღლე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ამის შესახებ რადიო „ეხო მოსკვი“ იტყობინება. იულია ნავალნაია დღეს სამართალდამცველებმა პუშკინის მოედანზე მისვლისთანავე დააპატიმრეს. პოლიციის განყოფილებაში მან რამდენიმე საათი დაჰყო.

ჯო ბაიდენი

23 იანვარი 2021, 19:32

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის უშაქრო კოკა-კოლის წითელი ღილაკი გააუქმა

თეთრი სახლის ოვალური ოფისის მთავარი ე.წ. რეზოლუტის მაგიდიდან გაქრა წითელი ღილაკი, რომლის მეშვეობითაც დონალდ ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მოჰქონდათ, - ამის შესახებ The Hill წერს. ღილაკი მაგიდაზე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაჩნდა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ თეთრი სახლის მომსახურე პერსონალს ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მიჰქონდა.

ბათუმი

23 იანვარი 2021, 19:25

რეგიონი

ირაკლი ჩავლეიშვილი მასზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს

უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს. „ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა. ეს დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და გრძელდება. მე მაშინაც ვაპროტესტებდი და ახლაც ვაპროტესტებ. ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ.

23 იანვარი 2021, 18:59

კულტურა

დღეს ეროვნული კინოცენტრი „სიმინდის კუნძულის“ ონლაინჩვენებას გამართავს

23 იანვარს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი გიორგი ოვაშვილის ფილმს, „სიმინდის კუნძული" ონლაინ აჩვენებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან მოიპოვა ფესტივალის მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი" და ეკუმენური ჟიურის პრიზი.