imedi /  20 დეკემბერი 2019, 20:54 / სანდო წყარო

„ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელი ფორუმი გაიხსნა

განათლება

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილეებმა, ირინე აბულაძემ და ეკატერინე დგებუაძემ  „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელი ფორუმი გახსნეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის სკოლაში დანერგვის მთავარი მიზანია პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამის ცოდნასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება მისცემს.

ფორუმის მონაწილეებმა სკოლის უსაფრთხოების, მოსწავლის უფლებების დაცვისა და მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნის საკითხები განიხილეს, იმსჯელეს იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სკოლაში მშვიდ და დაცულ ატმოსფეროს შექმნის.

გარდა ამისა, პროექტის ორგანიზატორებმა 2019 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამებს და აღნიშნეს, რომ წლის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა. ამგვარი დადებითი ცვლილებები კი იმის მანიშნებელია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და სასკოლო ცხოვრება რეალურ ცხოვრებას დაუხლოვდება.

„ახალი სკოლის მოდელის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში. ამ პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინოფრმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტმა ალექსანდრე ასათიანმა წლის მიღწევები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, 165 სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში. მისი ბენეფიციარია 34 414 მოსწავლე და 3096 მასწავლებელი.

ყველა სიახლე

რან გიდორი

13 მაისი 2021, 09:18

პოლიტიკა

ისრაელის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მადლიერები ვართ ამ რთული კრიზისის დროს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისთვის“, - წერს გიდორი.

ჯუანშერ ბურჭულაძე

13 მაისი 2021, 09:03

თავდაცვა

დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ

საუბარი იქნება თავდაცვის უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მზადყოფნის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

პარლამენტი

13 მაისი 2021, 08:45

პოლიტიკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ქართული ოცნება“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.

13 მაისი 2021, 08:35

საზოგადოება

დღეს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

სკოლა ბავშვი პირბადე

13 მაისი 2021, 08:25

საზოგადოება

საგანმანათლებლო პროცესი საქართველოში დღეიდან განახლდა

მოსწავლეთა მშობლებს, ასევე რისკ-ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსი თბილისი

13 მაისი 2021, 08:16

საზოგადოება

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან განახლდა

ავტობუსებთან ერთად, დღეიდან ამუშავდა მეტრო და სამარშრუტო ტაქსებიც. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე ისევ ძალაში რჩება.

13 მაისი 2021, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 მაისი 2021, 01:29

COVID19

ჯანმოს დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ჯო ბაიდენი

13 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

13 მაისი 2021, 01:03

ტაბლოიდი

კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს

წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს. ამის შესახებ CNN წერს. თევზი შავი შეფერილობისაა და აქვს წვეტიანი კბილები, ასევე ანკესის მსგავსი წარმონაქმნი თავზე, რომელიც ღრმა წყალში სანათის როლს ასრულებს.

13 მაისი 2021, 00:46

მსოფლიო

ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ისრაელის ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

13 მაისი 2021, 00:41

საზოგადოება

როდის დასრუდება დედაენის ბაღის რეაბილიტაცია

დედა-ენის ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მთელი ტერიტორია - ყველაფერი შეიცვალა, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:29

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება

წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის დროს პირველი ნალესი ფენა იხსნება და შემდგომ ხდება იმ ნახატის სრული აღდგენა, რომელიც გამოჩნდება

13 მაისი 2021, 00:26

მსოფლიო

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:19

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: რეაბილიტაცია ჩაუტარდება უნიკალურ აბრეშუმის მუზეუმს, იქმნება ახალი მსხვილი ტურისტული მარშრუტი

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა. „აბრეშუმის მუზეუმის შენობა გახლავთ მე-19 საუკუნის და ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. ფაქტობრივად დატბორილი სარდაფები დაგვხვდა. ეს არის უნიკალური შენობა უნიკალური ფაქტებით, სადაც არის ინდუსტრიამდელი პერიოდის იაპონიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ძაფები,

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:59

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძელდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძლდება, რადგან ის არა მხოლოდ დიდია, არამედ უნიკალურია, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:57

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ დაეკარგოს

გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ფართის კონსტრუქციული ნაწილი შეიცვალოს, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ მოსახლეს უნდა ჩაბარდეს ზუსტად იმდენი კვადრატული მეტრი, რაც ეკუთვნის, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ უნდა დაეკარგოს

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:44

საზოგადოება

რას ითვალისწინებს პროექტი „ახალი ტფილისი“

„უშუალოდ გუდიაშვილის მოედანზე რომ გადავიდეთ, მას დედაქალაქის მერის თავადაპირველ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მის განვითარებას და ზუსტად აქედან დაიწყო 2018 წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. ამას წინ უძღვოდა კონსერვაცია და შემდგომ მისი პროექტის შემუშავება“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

ენტონი ბლინკენი

12 მაისი 2021, 23:40

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 22:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს

საქართველო მკაცრად გმობს ძალადობასა და ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.