imedi /  23 დეკემბერი 2019, 11:52 / სანდო წყარო

ჯარიაშენის მოსახლეობა გორის მერიასთან საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს

აქცია

ჯარიაშენის მოსახლეობა 20 ჰექტრამდე მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს. ეს ფართობი სოფლის საკუთრებაში იყო და მიწის რეფორმის ფარგლებში ადგილობრივებზე განაწილდა. ჯარიაშენის მოსახლეობა ამ ფართობს საძოვრებად იყენებდა.

აქციის მონაწილეების თქმით, 30 ჰექტარი საძოვარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, ამ პირობებში დარჩენილი ფართობი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მათი თქმით, თუ საძოვარი არ ექნებათ, იძულებულები გახდებიან პირუტყვი გაყიდონ. ახლა კი მათთვის ცნობილი გახდა, რომ ამ მიწის ფართობს უკვე სხვები ამუშავებენ.

მოსახლეობის ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის მერს უკვე შეხვდა. კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, ეს ფართობი 2003 წელს 20 წლის ვადით იჯარით გაიცა ახალუბნის კოოპერატივზე და ერთადერთი გზა პრობლემის მოსაგვარებლად არის სამართლებრივი ბრძოლა. ჯარიაშენელები კი ამბობენ, რომ ამ ნაკვეთს კოოპერატივს არ დაამუშავებინებენ.

ყველა სიახლე

ბრიუსელი

19 იანვარი 2021, 17:04

COVID19

COVID-19-ის ბრიტანული შტამი ბრიუსელშიც გამოვლინდა

ბრიუსელში COVID-19-ის ახალი შტამით ინფიცირებულებს მოგზაურობის ისტორია აქვთ და ბელგიაში მატარებლით ჩავიდნენ. კრიზისის ცენტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არის და ახალი შტამის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელი იყო.

19 იანვარი 2021, 17:00

საზოგადოება

ადგილობრივი გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებზე: მერია არაფერ შუაშია - ეს ქოთნებია და არა ურნები, ყველგან, სადაც ჩაღრმავებულ ადგილს დაინახავთ, ნაგავი არ უნდა ჩაყაროთ

მერია არაფერ შუაშია - ეს ქოთნებია და არა ურნები, ყველგან, სადაც ჩაღრმავებულ ადგილს დაინახავთ, ნაგავი არ უნდა ჩაყაროთ, - წერს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამების შესახებ.

19 იანვარი 2021, 16:59

საზოგადოება

20 იანვარს საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამისათვის მათ 20 იანვრის 09:00 საათიდან პირველი თებერვლის 18:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.

ანდრია გვიდიანი

19 იანვარი 2021, 16:59

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება

„სახელმწიფო მდივნის მოადგილის ინტერვიუ საკმაოდ ბევრი პოზიტიური გზავნილით იყო დატვირთული. მათ შორის, საინფორმაციო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და, ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - ასე ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კიმ კრაჩმის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც აშშ-ის და საქართველოს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზეა საუბარი.

19 იანვარი 2021, 16:58

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში არსებული ვითარების მეტად ეფექტიანად მართვა და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად გააკონტროლონ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

გიორგი ცუცქირიძე

19 იანვარი 2021, 16:50

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: DFC-ის ოფისის გახსნა არსებითად ახალ საინვესტიციო პოტენციალს შექმნის

„DFC-ის ოფისის გახსნის შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ინვესტიციების მოსაზიდად არსებითად ახალ საინვესტიციო პოტენციალს შექმნის - ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის „ამერიკის ხმისათვის" მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის (განვითარების დაფინანსების კორპორაციის) ოფისის გახსნა განიხილება.

ზურაბ ჯაფარიძე

19 იანვარი 2021, 16:41

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: დარწმუნებული ვარ, რომ იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებული არ არის

„დარწმუნებული ვარ, რომ ის „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებული არ არის და რასაც აკეთებს, იმისი მართლა სჯერა. უბრალოდ რასაც აკეთებს, შედეგის მომტანი არ იქნება და ჩემი აზრით, პირიქით, წამგებიანი არის. წრეზე შემოიარა ოპოზიცია და არწმუნებდა, რომ მთავარია შევთანხმდეთ სრულიად პროპორციულ, ბარიერის გარეშე არჩევნებზე და არ დათანხმდა ოპოზიცია, არც ხელისუფლება წამოვიდა. ახლა მეორე წრეზე შემოიარა, იქნებ ადგილობრივი არჩევნები ჩავთვალოთ პლებისციტადო და ვერც ოპოზიცია დაითანხმა, არც „ოცნება“ მოდის ამაზე. ცხადია, შეიძლება გააგრძელო, მესამე ვერსია მოიგონო, მეოთხე ვერსია მოიგონო, მაგრამ ფუჭია ეს ყველაფერი. „ქართული ოცნება“ დღეს არ დათმობს მნიშვნელოვნად ძალაუფლებას, იმიტომ რომ არანაირი ზეწოლა მასზე არ არის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

19 იანვარი 2021, 16:40

მსოფლიო

ევროპაში უჩვეულო ყინვა და დიდთოვლობაა

ბოლო რამდენიმე დღეა, ევროპის ტერიტორიის დიდი ნაწილზე ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. არაერთ ქვეყანაში დიდთოვლობაცაა. უამინდობამ, გარდა იმისა, რომ გადაადგილების პრობლემა შექმნა, მრავალი ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

ზურაბ ჯაფარიძე

19 იანვარი 2021, 16:32

პოლიტიკა

ზურა ჯაფარიძე „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს უარყოფს

პოლიტიკური პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უარყოფს. ამის შესახებ მან „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მიშელ ობამა მელანია ტრამპი

19 იანვარი 2021, 16:31

მსოფლიო

მელანია ტრამპმა ტრადიცია დაარღვია და ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ დაპატიჟა

ათწლეულების განმავლობაში ამ ცერემონიას ყველა პირველი ლედი მართავდა - ელიზაბეტ ტრუმენიდან მიშელ ობამამდე, იმის მიუხედავად თუ რამდენად განსხვავდებოდა მოქმედი და მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკური შეხედულებები. ცერემონია თეთრი სახლის გადაცემის სიმბოლური აქტად და პირველი ლედის ერთ-ერთ მოვალეობად ითვლება.

დიმიტრი პესკოვი

19 იანვარი 2021, 16:29

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: ნავალნის დაპატიმრება რუსეთის შიდა საქმეა და ჩარევის საშუალებას არავის მივცემთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნავალნის დაპატიმრება რუსეთის შიდა საქმეა და მოსკოვი საზღვარგარეთიდან გაკეთებულ განცხადებებს ყურს არ დაუგდებს.

დავით სონღულაშვილი

19 იანვარი 2021, 16:26

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ესპანეთის პარლამენტები თემატურ საკითხებზე ითანამშრომლებენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან ერთად სამუშაო ვიზიტით ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა.

19 იანვარი 2021, 16:14

კულტურა

სააგენტო: დღეიდან, გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გამოვლენილ ხარვეზებს სხვა კომპანია აღმოფხვრის

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანქანა

19 იანვარი 2021, 16:12

მსოფლიო

იაპონიაში უამინდობის გამო ერთმანეთს 130 ავტომობილი შეეჯახა, არის მსხვერპლი

ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა, ერთმანეთს 130 მანქანა შეეჯახა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

ნათია თურნავა

19 იანვარი 2021, 16:06

ეკონომიკა

ნათია თურნავა: აშშ-თან „ბიზნესგეგმის შედგენა“ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პროცესში საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბატონი ქროქის შეფასება არის ძალიან ზუსტი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა ასპექტითა და მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ თანამშრომლობას. რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან მემორანდუმს „სუფთა ქსელის“ ინიციატივასთან საქართველოს მიერთების თვალსაზრისით, რაც ხსნის ახალ პერსპექტივებს ამერიკული ბიზნესებისთვის, რომლებიც უფრო მეტი ნდობით მოეკიდებიან საქართველოში ინვესტირებას, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქროქის ინტერვიუ, რომელიც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას მისცა.

სებასტიან მოლინეუსი

19 იანვარი 2021, 16:05

COVID19

სებასტიან მოლინეუსი: გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

არჩილ თალაკვაძე

19 იანვარი 2021, 15:53

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება სთხოვა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ვენეციის კომისია Twitter-ზე წერს.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2021, 15:45

COVID19

მედია: გერმანიის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმის 15 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს

გერმანიის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმის 15 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იმ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც გერმანიის კანცლერი და რეგიონების ხელმძღვანელები დღეს განიხილავენ.

19 იანვარი 2021, 15:37

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 15:32

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ვიღაცებისთვის ოპოზიციური ერთობა, უბრალოდ ცხოვრების წესია, მაგრამ ჩვენთვის არა - ბოდიში

„ოპოზიციის ერთი ნაწილი, უბრალოდ, ვერ ხვდება რას აკეთებს. ჩვენთვის მიზანი იყო ის, რომ ის ოთხი პუნქტი, რომელსაც ვითხოვდით, გამოგვეგლიჯა ოცნებისთვის ხელიდან. ვიღაცებისთვის ოპოზიციური ერთობა, უბრალოდ ცხოვრების წესია, ჩვენ ასე არ ვხედავთ ამას. ბოდიში, რომ სხვანაირად ვაზროვნებთ და განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.