imedi /  24 დეკემბერი 2019, 23:33 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, რომელი სისტემა სჯობს საქართველოსთვის

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

არ ვიცი, რომელი სისტემა სჯობს საქართველოსთვის, ეს თეორიულად ნაკლებად არის გაანალიზებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილებები, ძირითადად, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მიიღება, ძველის განმეორების პრევენციის მიზნით.

„საზოგადოება არ არის ჩართული ამ მსჯელობაში, რომელი სისტემა სჯობს. მე თვითონ არ ვიცი, რომელი სისტემა სჯობს საქართველოსთვის, ეს თეორიულად ნაკლებად არის გაანალიზებული. ხშირ შემთხვევაში ჩვენი არამხოლოდ ეს გადაწყვეტილება, ბევრი გადაწყვეტილება მიღებული იყო არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე - ანუ აღარ მინდა, ის განმეორდეს, ამიტომ ამ სისტემაზე გადავდივარ. დღესაც ისმის ბევრისგან, რომ ამიტომ გვჭირდება საპარლამენტო სისტემა, ამიტომ გვჭირდება პროპორციული, რომ ერთპარტიული აღარ იყოს და ეს ბევრად უფრო დაიშალოს, ანუ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ არა ყველაფრის გათვალისწინებით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც არ მოგვეწონა და გვინდა, გამოვასწოროთ. ესეც გამართლებულია ერთი მხრივ, მაგრამ სრულყოფილი არაა. საზოგადოება ნაკლებად არის ჩართული ამ პოლიტიკურ მსჯელობაში, რადგან საზოგადოება უყურებს პოლიტიკას შორიდან და არ მიიჩნევს, რომ თვითონ არის რაღაცნაირად ბოლომდე ჩართული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 2020 წლის და მომდევნო წლების საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება შესთავაზა, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა 50 მანდატამდე შემცირდება.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავს და მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას ელოდება. მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

გზები შეზღუდვა

25 თებერვალი 2021, 09:25

საზოგადოება

ვაზიანი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

„დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (ვაზიანი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკატერინე ტიკარაძე

25 თებერვალი 2021, 09:07

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომას უხელმძღვანელა

ვაქცინის შემოტანასა და ამისთვის ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Astrazeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც COVAX-ის პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ მწარმოებელ კომპანიასთან.

„ქუჩის სცენა მონმარტრზე“

25 თებერვალი 2021, 08:56

კულტურა

ვან გოგის დღემდე უცნობ ტილოს აუქციონზე გაყიდიან

ტილო სახელწოდებით „ქუჩის სცენა მონმარტრზე“ ლეგენდარულმა მხატვარმა 1887 წელს შექმნა. 1920 წლის შემდეგ ის კერძო კოლექციაში ინახებოდა, რის გამოც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

პარლამენტი

25 თებერვალი 2021, 08:38

პოლიტიკა

პარლამენტი „ნარკოტიკული საშუალებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

ცვლილების მიხედვით, ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, აღნიშნული რვა ნივთიერება პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარებიდან გამომდინარე შეირჩა.

ბაკურიანი სასტუმრო

25 თებერვალი 2021, 08:30

რეგიონი

დღეიდან საქართველოს სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა

ბიზნესის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საბაგირო ხაზის ამუშავების შემდეგ, დამსვენებელთა რაოდენობაც მოიმატებს.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

25 თებერვალი 2021, 08:20

საზოგადოება

დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა

სავალდებულოა ტრანსპორტის სალონის დეზინფექცია. კვლავ აკრძალული იქნება გათბობა - გაგრილების სისტემის ჩართვა. სიახლეა ისიც, რომ ამიერიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს, რაც მანამდე აკრძალული იყო. თუმცა გადაადგილებაზე შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ტრანსპორტის, ისე ქვეითად მოსიარულეთათვის, საღამოს 9-დან დილის 5 საათამდე, ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება.

ამინდის პროგნოზი

25 თებერვალი 2021, 08:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

საბჭოთა ოკუპაცია დროშის დაშვება

25 თებერვალი 2021, 08:07

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წელს გამოაცხადა.

25 თებერვალი 2021, 08:00

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი გავიდა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისს გამოაცხადა. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

25 თებერვალი 2021, 01:28

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა.

25 თებერვალი 2021, 01:08

პოლიტიკა

საქართველოს პროკურატურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პროკურატურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურტურა ავრცელებს.1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

25 თებერვალი 2021, 01:07

COVID19

ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა.

25 თებერვალი 2021, 01:01

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ასევე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ბრილიანტები

25 თებერვალი 2021, 00:57

ტაბლოიდი

ნეაპოლში ეძებენ კაცს, რომელმაც სუპერმარკეტში €50 000 ღირებულების ბრილიანტები დაკარგა

მომენტი, როდესაც ადამიანს ჯიბიდან პატარა ტომარა ამოუვარდა, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სუპერმარკეტის თანამშრომელმა ტომარაში 3 ბრილიანტი იპოვა და სუპერმარკეტის მენეჯერს გადასცა, თუმცა ძვირფასეულობის პატრონი მაღაზიაში არ დაბრუნებულა.

25 თებერვალი 2021, 00:55

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშები დაუშვეს

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშები დაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2021, 00:45

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში

მისი თქმით, 100 წლის შემდეგ, დღესაც, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას.

25 თებერვალი 2021, 00:39

პოლიტიკა

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ონლაინ ღონისძიებები გაიმართება

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ონლაინ ღონისძიებები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონლაინ-შეხვედრა გაიმართება ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ისტორიული და თანამედროვე დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც მიმოიხილავენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-პოლიტიკურ ასპექტებს.

ანგელა მერკელი

25 თებერვალი 2021, 00:32

COVID19

ანგელა მერკელი: კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას.

25 თებერვალი 2021, 00:23

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

25 თებერვალი 2021, 00:21

საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.