imedi /  26 დეკემბერი 2019, 14:53 / სანდო წყარო

პირობით მსჯავრდებულები პრობაციის სააგენტოს სერვისებს იუსტიციის სახლში მიიღებენ

იუსტიციის სახლის ფილიალებში დღეიდან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები იქნება ხელმისაწვდომი. ინიციატივა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომელმაც ახალი სერვისების პრეზენტაცია თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

პრობაციის ოფიცრების იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა.

უწყების ინფორმაციით, ეს პრობაციონერებს საშუალებას მისცემს, მათთვის საჭირო სერვისისთვის მიმართონ იმავე ინფრასტრუქტურას, რასაც მიმართავს მოქალაქე, რომელსაც პასპორტის და დაბადების მოწმობის აღება სურს და პრობაციონერი არ არის. უწყების შეფასებით,  ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან სახელმწიფომ უნდა მისცეს შესაძლებლობა პრობაციონერს, გამოიყენოს მისთვის საჭირო სერვისები სხვა მოქალაქეებთან ერთად იმავე სივრცეში, ყოველგვარი ფსიქოლოგიური დისკომფორტის გარეშე რაც მათ სოციუმში დაბრუნების პროცესს გაუმარტივებს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრირების მიზანია საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების სტიგმატიზების აღმოფხვრა და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სერვისების ინტეგრირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება 2019 წლის ივლისში დაიწყო. პროცესი უკვე დასრულდა როგორც პროგრამული უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსის გადამზადების, ისე საჭირო პროცედურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყველა სერვისი საქართველოს იუსტიციის სახლის 23-ვე ფილიალში არის ხელმისაწვდომი. ბენეფიციარებისთვის დაქტილოსკოპიით (თითის ანაბეჭდის მეშვეობით) რეგისტრაციის გავლა პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი. ამისთვის უკვე მზად არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეები.

დაქტილოსკოპიის გარდა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს 10-ზე მეტი სერვისი ბენეფიციარებს, ჩვეულებისამებრ, ყველა იუსტიციის სახლში მიეწოდებათ. ესენია: მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა; მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაგრძელება; მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათით სარგებლობა; მსჯავრდებულის დროებით სარეგისტრაციო ნებართვის მიღება და სხვა.

ამ დრომდე პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები თბილისის ცენტრალურ ოფისსა და პრობაციის ბიუროებში გაიცემოდა და ამჟამადაც გაიცემა. საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ ბენეფიციარებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისების მიღება უკვე რამდენიმე საზოგადოებრივ ცენტრშიც შეუძლიათ. დღეისთვის პრობაციის ოფიცრები მოსახლეობას 15 საზოგადოებრივ ცენტრში ემსახურებიან – შუახევის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, ლენტეხის, ამბროლაურის, საჩხერის, ტყიბულის, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ადიგენის, წნორის, დუშეთის, გლდანის ცენტრებში.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 10:52

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 337 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 320

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 337 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 320 პაციენტი.

ვახტანგ მეგრელიშვილი

26 თებერვალი 2021, 10:46

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ახლა მე იმდენ რამეზე ვარ დასაჭერი, ჩვენ რომ მართლა ასეთი მიდრეკილების ხელისუფლება გვყავდეს, მელიამდე დამიჭერდნენ

„ეს ხალხი თავისი მოქმედებით და სიტყვებით როგორც ამომრჩეველს ელაპარაკება, ისე მეც მელაპარაკება. გააჩნია როგორ მოიქცევიან, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. არავის არ აქვს ჩემზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა, ვაკვირდები მშვიდად და ვიმოქმედებ იმის მიხედვით, როგორც ესენი იმოქმედებენ. ჩვენნაირ პარტიას ყველა დაიჭერდა, აქედან გამომდინარე, რაღაც თვალსაზრისით მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომ არ დაგვიჭირა“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

26 თებერვალი 2021, 10:46

COVID19

ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ მომწოდებლები სახელშეკრულებო პირობებს არ შეასრულებენ, ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, თუ კორონავირუსის ვაქცინის ისეთი მომწოდებლები, როგორიცაა, მაგალითად, AstraZeneca, ვაქცინის მიწოდებას კვლავ ვერ უზრუნველყოფენ, ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება.

26 თებერვალი 2021, 10:44

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა უნივერსიტეტებს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები პირადად გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ჯონ კირბი

26 თებერვალი 2021, 10:42

მსოფლიო

აშშ-მა სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიში განახორციელა

აშშ-მა სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიში განახორციელა. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

26 თებერვალი 2021, 10:40

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების - რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ

„ახლა მე იმდენ რამეზე ვარ დასაჭერი. ჩვენ რომ მართლა ასეთი მიდრეკილების ხელისუფლება გვყავდეს, დამიჭერდნენ. მელიამდე უნდა ვყოფილიყავი დაჭერილი. შესაბამისად, ამას ვაფასებ. არ მგონია, რომ ავტომატურად ბედნიერება მელოდება, თუ ეს ხელისუფლება წავა და სხვა მოვა, ამიტომ ვარ კრიტიკული. ოპოზიციის ქცევა, როგორი დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ აქვთ, არის ძალიან საშიში. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ და ასე რომ მოიქცნენ, ხომ საშინელება დამემართება?ამ წამს მაშინებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

26 თებერვალი 2021, 10:38

რეგიონი

მალხაზ თორია ,,სოფლის პროგრამით“ პრიორიტეტების შერჩევას სოფელ ლიასა და პალირში გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაესწრო.

26 თებერვალი 2021, 10:32

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: „ლურჯი“ ეკონომიკა საქართველოს კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის დაჩქარების საშუალება უნდა გახდეს

მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის - ამ სახელწოდების ვირტუალური ღონისძიება გაიმართა დღეს მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რომელზეც კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დაბინძურების საკითხებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

26 თებერვალი 2021, 10:24

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო ბესარიონ აპლიას საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს

დეკანოზს, რომელიც თავის დროზე მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერ არის ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, საპატრიარქო მცირე ისტორიულ ექსკურსს უტარებს.

26 თებერვალი 2021, 10:20

სპორტი

დღეს საკალათბურთო სუპერლიგის ორი მატჩი გაიმართება

სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, საკალათბურთო სუპერლიგა გრძელდება. 26 თებერვალს სუპერლიგის ორი მატჩი გაიმართება. თბილისის ოლიმპიური სასახლე ​ცხუმ-აფხაზეთისა და ოლიმპის დაპირისპირებას უმასპინძლებს, რუსთავის საკალათბურთო დარბაზში კი „რუსთავი“ და „კაკტუსი“ დაუპირისპირდება ერთმანეთს.

26 თებერვალი 2021, 10:09

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 9,997 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9,997 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 394 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,424,684 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 69,519 ადამიანი გარდაიცვალა.

26 თებერვალი 2021, 09:46

საზოგადოება

„სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებულ „სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ხელი „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ია მაქაცარიამ და „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა თამარ ზარგინავამ მოაწერეს.

იუსტიციის სამინისტრო

26 თებერვალი 2021, 09:29

სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

განათლების სამინისტრო

26 თებერვალი 2021, 09:22

საზოგადოება

სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ ონლაინ შეხვედრა გამართა

სასწავლო პროცესის განახლებასთან და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

კოვიდპასპორტი

26 თებერვალი 2021, 09:13

COVID19

საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდპასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ

საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდპასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ, რაც მათივე განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლებას შეუწყოს ხელს.

საქართველოს რკინიგზა

26 თებერვალი 2021, 08:52

ეკონომიკა

ბილეთების შეძენა რკინიგზის სალაროებში დღეიდან იქნება შესაძლებელი

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანას განაახლებს. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მგზავრობისას COVID19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში პირბადის მოხსნის უფლება არ ექნებათ.

ამინდი

26 თებერვალი 2021, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 26 თებერვალს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სად დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +7 გრადუსს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნივერსიტეტი

26 თებერვალი 2021, 08:15

საზოგადოება

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ორგანიზებით, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებთან ონლაინ-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საგანმანათლებლო სივრცეებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობასა და მონიტორინგზე იმსჯელეს.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 08:15

COVID19

ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 269 800 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის განკურნებულია 263 727, გარდაცვლილია - 3475, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1553 პაციენტი რჩება, კლინიკურ სასტუმროში 180 ადამიანი იმყოფება.