Imedi /  27 დეკემბერი 2019, 16:10 / სანდო წყარო

მაჭავარიანი ბახტაძის მისამართით უცენზურო რეპლიკის გამოყენებას უარყოფს

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მამუკა ბახტაძე უცენზურო რეპლიკით მოიხსენია.

„გააგრძელონ ტყულები, ოღონდ გადახდა განაგრძონ“, -  განუცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, მამუკა ბახტაძესა და მისი მინისტრობის პერიოდზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

„დღეს რა პრეტენზიებიც ჰქონდათ მედიის წარმომადგენლებს ჩემთან შეხვედრის დროს - ძველი დავალიანებაო.. კი ბატონო, მაგრამ იმის გამო, რომ ის არასწორი იყო, გავაგრძელოთ - ტელეკომპანია „პირველმა“ დააგროვოს ვალი?! “რუსთავი2“- მა კიდევ დააგროვოს?! წაბრძანდით, 2010 წლის ჩამოწერა, 2012 წლის ჩამოწერა გამოიკვლიეთ და აგებინეთ პასუხი, საერთოდ არ მაინტერესებს“, - მიმართა მინისტრმა ჟურნალისტებს. 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალის გადანაწილების პროცესი იმიტომ გაიწელა, რომ სამინისტრო ტელევიზიების შეთავაზებას არ ეთანხმება და ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. 

კითხვაზე, გადანაწილდება თუ არა ტელევიზიების ვალი ათწლიან პერიოდზე, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ნორმალური არ არის, რომ ვალი დაგროვდა და შეთანხმება რამდენ წელზე შედგება, ამას მოგვიანებით გავიგებთ. 

„ტელევიზიებს 2010 წელს მრავალმინიონიანი ვალი ჩამოეწერათ, მეორე - 2012 წელს, მესამედ ვალი არ ჩამოწერილა, თუმცა 2017 წლის მარტიდან, როდესაც სტრასბურგმა აღსრულება შეაჩერა, ხელისუფლებამ ვერ გადადგა ისეთი ქმედითი ნაბიჯები, რომელიც ახლა გატარდა. 

დღევანდელ შეხვედრაზე ვთქვი, რომ ჩემთვის გაურკვეველია, რატომ დაგროვდა „რუსთავი2“-ის დავალიანება, 2016 წლის ოქტომბრიდან, 2017 წლის მარტამდე - უკვე მარტის შემდეგ მესმის, რადგან სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა გადაწყვეტილება და იქ იყო ისეთი მითითება, რომ მთავრობამ უნდა შეიკავოს თავი ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილებისგან, რომელიც შეფერხებას გამოიწვევდა.

ბოლო წერილიც, რომელიც 18 ნოემბერს გამოაგზავნა ტელეკომპანია „პირველმა“ და ათი დღე ითხოვა გადავადებისთვის, ჩვენ გავითვალისწინეთ და თავისი დავალიანება გააორმაგა, ორჯერ გავითვალისწინეთ და მესამე - არა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.  

ტელეკომპანიების წარმომადგენლები დღეს ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ. ტელეკომპანია „პირველის“ გენერალური დირექტორის ცნობით, წარსულში დაგროვილი დავალიანების საკითხზე საუბრის დროს, ივანე მაჭავარიანმა მისი წინამორბედი მინისტრი უცენზურო სიტყვით მოიხსენია.

რაც შეეხება შეხვედრას, ის უშედეგოდ დასრულდა, „რუსთავი 2“ - ის ინფორმაციით, ტელეკომპანია შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.  

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიების ტელეკომპანია „პირველის“, „კავკასიისა“ და „რუსთავი 2“- ის ანგარიშებს ინკასო დაედო. შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, რომელმაც ტელეკომპანიებს მიმდინარე, პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანებების გადასხადელად 24 დეკემბერს ერთდღიანი ვადა მისცა.

23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს ერთდღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად. ეს გადაწყვეტილება არ ეხება ძველ დავალიანებებს. „კავკასიისა“ და ტელეკომპანია „პირველის“ შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგად სხვა ტელევიზიები მათთან მიმართებით უპირატეს მდგომარეობაში არიან. 

„იმედის“ იურისტმა, ანდრო ლაშხმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ კომპანიას მიმდინარე დავალიანება არ ერიცხებოდა, შესაბამისად, „იმედს“ კანონით გათვალისწინებული რაიმე ღონისძიება, სავარაუდოდ, არ ექმურებოდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო დავალიანებების მქონე ტელევიზიებს დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით  პირველად 14 აგვისტოს მიმართა. „რუსთავი 2“-ის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მაშინ 28 მილიონი ლარი, ტელეკომპანია „იმედის“ - 19 მილიონი ლარი, „მაესტროსი“ კი 8 მილიონი ლარი იყო.

ყველა სიახლე

ჯუანშერ ბურჭულაძე

13 მაისი 2021, 09:03

თავდაცვა

დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ

საუბარი იქნება თავდაცვის უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მზადყოფნის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

პარლამენტი

13 მაისი 2021, 08:45

პოლიტიკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ქართული ოცნება“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.

13 მაისი 2021, 08:35

საზოგადოება

დღეს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

სკოლა ბავშვი პირბადე

13 მაისი 2021, 08:25

საზოგადოება

საგანმანათლებლო პროცესი საქართველოში დღეიდან განახლდა

მოსწავლეთა მშობლებს, ასევე რისკ-ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსი თბილისი

13 მაისი 2021, 08:16

საზოგადოება

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან განახლდა

ავტობუსებთან ერთად, დღეიდან ამუშავდა მეტრო და სამარშრუტო ტაქსებიც. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე ისევ ძალაში რჩება.

13 მაისი 2021, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 მაისი 2021, 01:29

COVID19

ჯანმოს დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ჯო ბაიდენი

13 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

13 მაისი 2021, 01:03

ტაბლოიდი

კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს

წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს. ამის შესახებ CNN წერს. თევზი შავი შეფერილობისაა და აქვს წვეტიანი კბილები, ასევე ანკესის მსგავსი წარმონაქმნი თავზე, რომელიც ღრმა წყალში სანათის როლს ასრულებს.

13 მაისი 2021, 00:46

მსოფლიო

ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ისრაელის ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

13 მაისი 2021, 00:41

საზოგადოება

როდის დასრუდება დედაენის ბაღის რეაბილიტაცია

დედა-ენის ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მთელი ტერიტორია - ყველაფერი შეიცვალა, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:29

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება

წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის დროს პირველი ნალესი ფენა იხსნება და შემდგომ ხდება იმ ნახატის სრული აღდგენა, რომელიც გამოჩნდება

13 მაისი 2021, 00:26

მსოფლიო

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:19

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: რეაბილიტაცია ჩაუტარდება უნიკალურ აბრეშუმის მუზეუმს, იქმნება ახალი მსხვილი ტურისტული მარშრუტი

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა. „აბრეშუმის მუზეუმის შენობა გახლავთ მე-19 საუკუნის და ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. ფაქტობრივად დატბორილი სარდაფები დაგვხვდა. ეს არის უნიკალური შენობა უნიკალური ფაქტებით, სადაც არის ინდუსტრიამდელი პერიოდის იაპონიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ძაფები,

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:59

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძელდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძლდება, რადგან ის არა მხოლოდ დიდია, არამედ უნიკალურია, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:57

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ დაეკარგოს

გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ფართის კონსტრუქციული ნაწილი შეიცვალოს, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ მოსახლეს უნდა ჩაბარდეს ზუსტად იმდენი კვადრატული მეტრი, რაც ეკუთვნის, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ უნდა დაეკარგოს

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:44

საზოგადოება

რას ითვალისწინებს პროექტი „ახალი ტფილისი“

„უშუალოდ გუდიაშვილის მოედანზე რომ გადავიდეთ, მას დედაქალაქის მერის თავადაპირველ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მის განვითარებას და ზუსტად აქედან დაიწყო 2018 წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. ამას წინ უძღვოდა კონსერვაცია და შემდგომ მისი პროექტის შემუშავება“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

ენტონი ბლინკენი

12 მაისი 2021, 23:40

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 22:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს

საქართველო მკაცრად გმობს ძალადობასა და ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანტონიო გუტერეში

12 მაისი 2021, 22:40

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი: ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დეესკალაციის მიღწევაა საჭირო

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დეესკალაციის მიღწევაა საჭირო.