imedi /  20 იანვარი 2020, 15:48 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის შემოტანის საშიშროება ამ ეტაპზე არ არის

კორონავირუსი

ჩინეთში დაფიქსირებული უცნობი ვირუსის საქართველოში შემოსვლის არც თეორიული და არც პრაქტიკული საშიშროება არ არსებობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთში დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა. გამყრელიძის განმარტებით, მას იწვევს ვირუსების ჯგუფი - კორონავირუსები, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც ჩინეთის ამ კონკრეტულ პროვინციასთან, სადაც ვირუსი გამოვლინდა, პირდაპირი ფრენები აქვთ. 

"ჩვენთან შემოტანის რისკი არის მინიმალური, იმიტომ, რომ ჩვენთან პირდაპირი ფრენა იმ პროვინციიდან, რომელშიც ეს შემთხვევებია დაფიქსირებული, არ არის. ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით იქნება მოწოდებული. ამ ეტაპზე, არც თეორიული და არც პრაქტიკული საშიშროება ქვეყანაში ვირუსის შემოსვლის არ არსებობს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ჩინეთის ქალაქ უხანში უცნობი ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, ჯამში უცნობი ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ამ დროისთვის 200-ს აჭარბებს. ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს

დაავადებულთა შესაძლო რიცხვის დასადგენად მეცნიერებმა მოდელირების მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ვირუსის თავისებურებებს, უხანის მოსახლეობის რიცხვს და ფრენების სტატისტიკას ეყრდნობა.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 18:16

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: წლის ბოლომდე იმიტომ დავაწესეთ ვადა, რომ შემდეგ ისევ პარლამენტმა იმსჯელოს გახანგრძლივების აუცილებლობაზე

ოპოზიცია ამბობს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის“ ამოქმედებით პარლამენტის როლი სუსტდება და რომ ასეთი გადაწყვეტილებები პარლამენტმა უნდა მიიღოს. ზუსტად რომ პარლამენტი იღებს ახლა ასეთ გადაწყვეტილებებს. საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი სწორედ პარლამენტმა მიიღო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში რეგულაციები პარლამენტმა შეამსუბუქა, დღესაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება. წლის ბოლომდე იმიტომ დავაწესეთ ვადა, რომ შემდეგ ისევ პარლამენტმა იმსჯელოს გახანგრძლივების აუცილებლობაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 18:15

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: როგორც ჩანს, ოპოზიციას მოსახლეობის ჯანმრთელობა არ აწუხებს

„როგორც ჩანს, ოპოზიციას არც მოსახლეობის ჯანმრთელობა აწუხებს. მათ იციან, რომ ასეთ შემთხვევაში, სრულიად დამსახურებულად, საზოგადოებაში ხელისუფლების რეიტინგი გაიზარდა, რადგან განსხვავებულად პოზიტიური შედეგი დადგა ქვეყანაში. იცით, რომ უფრო მეტი ინსტიტუციური გამოცდილების, მეტი ფინანსური რესურსის მქონე ქვეყნებშიც კი, ასეთი სასურველი შედეგი, სამწუხაროდ, ვერ დადგა“.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 18:05

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, თუ ხელისუფლებას კრიზისის მართვის ბერკეტი არ ექნება, ეპიდვითარება შესაძლოა ნებისმიერ დროს გართულდეს

„სწორედ ამ აკრძალვების, ამ შეზღუდვების, საზოგადოების დამყოლობით წყალობით და ექიმების ჩართულობით დადგა ეს შედეგი. ზოგადად ვითარება მსოფლიოში საკმაოდ დაძაბულია. 13 მილიონზე მეტია ინფიცირებული. საკმაოდ რთული ვითარებაა ამერიკაში, ბრაზილიაში, ინდოეთში. ჩვენს რეგიონშიც საკმაოდ დაბინძურებული ეპიდვითარებაა. რუსეთში საკმაოდ დიდია ინფიცირებულთა რიცხვი, მათ შორის გარდაცვლილთა რიცხვიც ასევე საყურადღებოა. ირანში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. მზარდია უშუალო სამეზობლოში - აზერბაიჯანსა და სომხეთში. ჩვენ პრაქტიკულად მწვანე კუნძულივით ვართ და გარშემო არსებული ეპიდვითარება საფრთხეს ქმნის, რომ შესაძლოა ჩვენთან ისევ გართულდეს და პოზიტიური შედეგი დროებითი აღმოჩნდეს და (ვითარება) ნებისმიერ დრეს შეიძლება გართულდეს, თუ კი ხელისუფლებას არ ექნება კრიზისის მართვის ბერკეტი“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

14 ივლისი 2020, 18:01

პოლიტიკა

ლევან კობერიძე საზაფხულო არდადეგებზე გერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე სტუდენტების ერთ ჯგუფს, მათივე თხოვნით, შეხვდა. საინიციატივო ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იმ რამდენიმე ათას სტუდენტს წარმოადგენს, რომლებიც საზაფხულო არდადეგებზე ე. წ. 3-თვიანი დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ. ისინი ზაფხულის არდადეგებზე გერმანიაში სამუშაოდ რეგულარულად მიემგზავრებიან, სადაც მათ გარანტირებული სამუშაო ადგილები აქვთ და დამსაქმებლებიც ელოდებიან. კოვიდ 19-მა პრობლემა, ბუნებრივია, ამ ახალგაზრდებსაც შეუქმნა, ბევრ მათგანს გაუუქმდა წინასწარ ხელსაყრელ ფასად ნაყიდი ავია ბილეთები.

ლეიბორისტული პარტია

14 ივლისი 2020, 17:50

პოლიტიკა

ლეიბორისტული პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

საქართველოს ლეიბორისტული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. შესაბამისი დოკუმენტაცია ცესკოში პარტიის წარმომადგენლებმა დღეს შეიტანეს. მათივე განცხადებით, პარტია არ გამოეთიშება შეთანხმებას, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მიაღწია. შალვა ნათელაშვილი თბილისში, ნაძალადევის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება. მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანია. მანამდე ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში, გიორგი ვაშაძე - ისანში, ლევან ხაბეიშვილი - სამგორში, შალვა შავგულიძე კი მთაწმინდაზე.

ანა ჯაბაური

14 ივლისი 2020, 17:48

საზოგადოება

ანა ჯაბაური: ცოტნეს მკურნალობის აბსოლუტურად ყველა ხარჯს ფონდი „ქართუ“ ფარავს

„ჯერ ვერ ლაპარაკობს და ვერ დადის, მაგრამ კიდურებს ამოძრავებს, ყლაპავს და მარტივ დავალებებს ასრულებს. აბსოლუტურად ყველაფერი ესმის. ეს პროგრესი იყო ძალიან ნელი და ხანგრძლივი. ახლა ვართ გერმანიაში, ძალიან ცნობილ შმიდერის კლინიკაში. ეს კლინიკა მთელს გერმანიაში, ნეირორეაბილიტაციის ცენტრებს შორის რეიტინგით პირველ ადგილზეა. ცოტნეს მკურნალობის აბსოლუტურად ყველა ხარჯს ფონდი „ქართუ“ ფარავს. მთავრობა ძალიან გვეხმარება, ის საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს, ხარჯებს კი მთლიანად ფონდი „ქართი“ ფარავს“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ.

დავით ზალკალიანი;  მირჩა ჯოანა

14 ივლისი 2020, 17:41

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონალური, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას და ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ პროექტებში და ავღანეთში მიმდინარე ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში".

14 ივლისი 2020, 17:34

მსოფლიო

მონღოლეთში შავი ჭირით 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა

სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში, გობი-ალტაის პროვინციაში შავ ჭირს 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბიჭი იშვიათი ბაქტერიული დაავადების დიაგნოზით მას შემდეგ მკურნალობდა, რაც ზაზუნა შეჭამა.

Ryanair

14 ივლისი 2020, 17:21

მსოფლიო

ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო Ryanair-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო Ryanair-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კრაკოვიდან დუბლინში მიმავალი თვითმფრინავი ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დაეშვა, მას შემდეგ რაც ბორტგამცილებელმა თვითმფრინავის ტუალეტში იპოვა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო დამალული.

14 ივლისი 2020, 17:18

საზოგადოება

კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეები „სითი პარკის“ ჯარიმებისგან თავისუფლდებიან, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეები კომპანია „სითი პარკის“ ჯარიმებისგან თავისუფლდებიან პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.​ კანონპროექტის თანახმად ის პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის და რომელთაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა ან საურავი, თავისუფლდებიან აღნიშნული ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან.

დავით ზალკანიანი

14 ივლისი 2020, 17:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიამ საქართველოში განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ეს შეხვედრაც გამოვიყენე, რათა მათთვის ბოლო ინფორმაცია მიმეწოდებინა. ძალიან კარგი, შინაარსიანი, პოზიტიური განხილვა შედგა. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრულ საქმიანობას დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის“, - განაცხადა მინისტრმა.

ჰულუსი აკარი

14 ივლისი 2020, 17:14

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ესკალაციას გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილი

14 ივლისი 2020, 17:08

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი

„მე მესმის, რომ არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით, თუ იქნებით, და გადალახეთ ბარიერი, ეს კიდევ საკითხავია და მაქსიმალურად ცდილობთ ტრიბუნა გამოიყენოთ და კარგია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს რას საუბრობთ რა ინტერესებს იცავთ, როგორ „ზრუნავთ“ საზოგადოების ინტერესებზე. ალბათ, ოცნებობდით, რომ რამე შეცდომა დაგვეშვა, სამწუხაროდ ასეთი მავნე პოლიტიკოსებიც არიან, რომ ფიქრობდნენ, იქნებ მეტი გარდაიცვალოს, რომ ამით ვინმემ იხეიროს. ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან ძნელია თქვენ გესაუბროთ რაიმე აზრიან საკითხებზე, იმიტომ რომ თქვენი საზრუნავი და თქვენი ამოცანაა როგორმე რადიკალიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამის არანაირი რესურსი არ გაქვთ და მაინც ცდილობთ იგივე ქმედებების განმეორებას, რასაც არაერთხელ ჰქონდა თქვენი მხრიდან ადგილი“, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მარიამ ჯაში

14 ივლისი 2020, 17:07

პოლიტიკა

მარიამ ჯაში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონზე: ის ხელისუფლების გადანაწილების ბალანსის პრინციპებს აზიანებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა არ დაუჭირა მხარი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

ემანუელ მაკრონი

14 ივლისი 2020, 17:02

COVID19

ემანუელ მაკრონი: არსებობს იმის ნიშნები, რომ კორონავირუსის გავრცელება კვლავ დაიწყება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დაბრუნების ნიშნები არსებობს, თუმცა ქვეყანა ეპიდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის მოემზადა.

დანიელ ლიუს ლი

14 ივლისი 2020, 17:01

მსოფლიო

აშშ-ში 17 წლის განმავლობაში პირველად ფედერალური პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

სიკვდილით დასჯის რამდენიმე პროცედურა გადაიდო, რადგან მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ გარკვეული ლეგალური წინააღმდეგობები არსებობს. ამასთან, სიკვდილმისჯილები ამტკიცებდნენ, რომ ინიექციით მკვლელობა „სასტიკი“ სასჯელია. თუმცა უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ პროცედურა გეგმის მიხედვით უნდა ჩატარდეს. დენილე ლიუის ლი 1996 წელს, არკანზასში ოჯახი წამებისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს.

14 ივლისი 2020, 17:00

საზოგადოება

დღეიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება

დღეიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათი თქმით, პანდემიასთან ბრძოლისას პირველის საუნივერსიტეტო კლინიკა იყო ყველაზე კრიტიკული პაციენტების მიმღები დაწესებულება, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში.

ვიქტორ ბაბარიკო

14 ივლისი 2020, 16:53

მსოფლიო

ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარემ, ლიდია ერმოშინამ განაცხადა. „ბელგაზპრომბანკის“ მმართველი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ ბაბარიკო ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი უცხო ქვეყნის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება და შემოსავლების დეკლარაციაში არსებული შეუსაბამობა გახდა. კერძოდ, ცესკოს განცხადებით, ბაბარიკოს დეკლარაციაში არაა ასახული მატერიალური სახსრები, უძრავი ქონება და რამდენიმე კომპანიისგან მიღებული შემოსავლები. ერმოშინას განცხადებით, ბაბარიკომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა და უცხოეთში ფულის გატანით იყო დაკავებული. ცესკოს თავმჯდომარის მტკიცებით, ბაბარიკომ საგადასახადო სამსახურს დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი დაუმალა.

ანრი ოხანაშვილი

14 ივლისი 2020, 16:53

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: თქვენგან ვერ მივიღებთ ვერანაირ მორალურობაზე საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, სახელმწიფო ინსტიტუტებს თქვენ რომ აზიანებდით და დააზიანეთ, ვინ უნდა შეძლოს კიდევ იმ მასშტაბით და იმ დოზით დაზიანება. არ გაქვთ თქვენ ამის პოლიტიკური უფლება და მორალური, რომ კითხვის ნიშნები დასვათ და შეკითხვებზე და საკითხებზე, რომლებსაც თქვენ დასვამთ, აუცილებლად მიიღებთ პასუხს“,- ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

14 ივლისი 2020, 16:52

პოლიტიკა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივების უფლება წლის ბოლომდე მიეცა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას კენჭი ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით უყარეს. ცვლილებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო. რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა, კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. დადგენილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ გამოსცა, 2020 წლის 15 ივლისამდეა ძალაში. აღნიშნული ცვლილებებით კი, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება.