ვოლსკი: პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა უნდა შეჯერდეს რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ

გიორგი ვოლსკი
ფოტო: IMEDI
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ოპონენტებს „ფრონტერას“ თემის ირგვლივ სპეკულაციაში ადანაშაულებს. პოლიტიკოსის შეფასებით, „ფრონტერას“ თემა არათუ სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი, არამედ ყველა აბზაცი უნდა გაიშიფროს.
კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ „ფრონტერას“ დაკავშირება ამერიკულ ბიზნესთან საკმაოდ გადაჭარბებულია, რადგან მისი ინფორმაციით, ის ტეხასური კომპანია აღარ არის.
გიორგი ვოლსკიმ ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეფასებები გაახსენა, როდესაც მისი თქმით, 2016 წელს ზუსტად ამერიკული კომპანიის საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ განცხადებებს, ახლა კი ეს ვითარება აწყობთ.
ვოლსკიმ ოპონენტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ კონგრესმა არაერთხელ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ფინანსური, სამხედრო, პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ.
„ამასთან, გვაქვს ყოველდღიური, ინტენსიური ურთიერთობა აშშ-ს ადმინისტრაციასთან. ამას კი არ აანალიზებს ვინმე და მალინის განცხადება გამოჰყავთ სამსჯელოდ, რომელიც რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებულ, სხვა რამეს ამბობს. არავის მოსვლია აზრად, შეაფასოს, ვინ არის „ფრონტერა“ და რას წარმოადგენს ის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, პარლამენტის ვიცესპიკერის განცხადებით, მმართველ გუნდში არავის დაუმალავს, რომ კონგრესიდან წერილი მიიღეს, რომლის მიხედვითაც პროპორციული არჩევნების თემაზე უკეთესს მოელოდნენ, თუმცა არავის უთქვამს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თემა რაიმე სახით ჩრდილის ქვეშ აღმოჩნდა.
„პოლიტიკური ბრძოლის, დაპირისპირების, ისეთი ხარისხი გვაქვს ქვეყანაში და ისეთ სიმწვავეში ვართ შესული რომ, ჩვენს ოპონენტებს ნებისმიერი თემის გამოყენება, თუნდაც ეს ქვეყნის საწინააღმდეგო იყოს, აბსოლუტურად არაფრად უღირთ“, - აცხადებს პარლამენტის ვიცესპიკერი.
ის ისრაელთან ავლებს პარალელს, სადაც მისი თქმით, პროპორციულმა სისტემამ მოიტანა ის, რომ კოალიციური პასუხისმგებლობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო. პოლიტიკოსის თქმით, არსებობს რეალობა, რომ მეოთხედ ჩატარდეს არჩევნები ამ ქვეყანაში და თუ ისრაელის ეკონომიკა გაუძლებს ამას, საქართველოს შემთხვევაში ასე არ იქნება. ასეთ პირობებში კი, ვოლსკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, კრიზისი შეიქმნას.
„ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, კრიზისი რომ არ იყოს, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის შეჯერება უნდა მოხდეს. ასე უფრო რეალურია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიების ურთიერთობაში შექმნილი კრიზისი საზოგადოებაში არ გავრცელდეს. ჩვენი ოპონენტების ამოცანაა, დაპირისპირების ისეთი ხარისხი შეიქმნას, რომელიც „კმარას“ ტიპის ორგანიზაციებზე იტრიალებს და ისინი იქნებიან წარმმართველი ძალა ქუჩაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში„საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.
ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2023, 12:50
საზოგადოება
დატოვა წერილი და კავშირი გაწყვიტა ახლობლებთან - თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის და ავრცელებს, რომელიც წერს, რომ კაცი სახლიდან 7 დეკემბრის საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

08 დეკემბერი 2023, 12:39
საზოგადოება
ზოგადი განათლების მიმართულებით კვლევების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონფერენცია სახელწოდებით „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ გახსნა, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგები წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერებისსამინისტრო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 12:11
სამართალი
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 487,55 გრამი) გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 12:06
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ შევძელით ის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და თან ვიღებთ კანდიდატის სტატუსს
ის, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდეს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე გაცხადებულია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 12:00
ეკონომიკა
ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 86 %-ით გაიზარდა
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

08 დეკემბერი 2023, 11:55
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ლელო სად ხარ- ურსულა, ბორელი და მიშელი პეკინში, სი ძინპინთან არიან
„ლელო! ალო! ლელო! - სამადაშვილი, უსუფაშვილი, თინა! სად ხართ? გძინავთ!? ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკური კურსი და ორიენტაცია შეიცვალა! პეკინში არიან: ურსულა, ბორელი და მიშელი! სი ძინპინთან! სტრატეგიულ პარტნიორობას იჩემებენ! სასწრაფოდ სტატუს გადახედეთ! მაგათ სტატუსს! ხაზარაძე ჩართეთ!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

08 დეკემბერი 2023, 11:51
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამის კონკურსის ფარგლებში შეირჩა და დაფინანსდა 13 პროექტი, ჯამში გაიცა გრანტები 100 000 ლარის ოდენობით
ოზურგეთის მერიამ გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა განახორციელა, - ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა.

08 დეკემბერი 2023, 11:46
რეგიონი
გიორგი ჩაკვეტაძე და გრეტა წიწავა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ესტუმრნენ
„თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა გიორგი ჩაკვეტაძემ და მოკვლევის ჯგუფის წევრმა გრეტა წიწავამ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და აღმზრდელ-პედაგოგებს გაესაუბრნენ“.

08 დეკემბერი 2023, 11:44
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა
მერმა ყურადღება ასევე გაამახვილა წყალმომარაგების სამუშაოებზეც, სადაც არაერთი მიმართულებით ეფექტურად იმუშავა მუნიციპალურმა კომპანია „სატისმა“ და სოფლებსა თუ ქალაქში, არაერთ ლოკაციაზე განაახლა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა.

08 დეკემბერი 2023, 11:41
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვინც აქტიურად გვეხმარება ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში და სატყეო სექტორის განვითარებაში
„ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის ფარგლებში განვიხილეთ სატყეო სექტორის რეფორმის შედეგები და სამომავლო გეგმები. სატყეო რეფორმა მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების ფაზიდან გადავიდა მისი განხორციელების ფაზაზე, რაც ასევე მოითხოვს ჩართული მხარეების აქტიურობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან, როგორც საჯარო უწყებების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვინც აქტიურად გვეხმარება ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში და სატყეო სექტორის განვითარებაში”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

08 დეკემბერი 2023, 11:37
საზოგადოება
ბექა ოდიშარია ხანუქის დღესასწაულს დაესწრო
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ხანუქის დღესასწაულზე პირველი სანთლის დანთების ცერემონიას დაესწრო.

08 დეკემბერი 2023, 11:28
რეგიონი
ირაკლი ქარსელაძე: კახეთის მაგისტრალის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა
კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია, რაც კახეთის მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელოვანი პროგრესის დასტურია. გეგმაზომიერად მიმდინარეობს დარჩენილი ორი მონაკვეთის მშენებლობაც და ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, კახეთის მაგისტრალის დასრულებული და მშენებარე მონაკვეთების დათვალიერებისას განაცხადა.

08 დეკემბერი 2023, 11:20
საზოგადოება
რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2023, 11:18
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: გამოჩნდა უკვე, რატომ იყო ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავის ტკივილი. საკმაოდ ბევრ ადამიანს მოუყარა თავი. ნამდვილად ჰქონდა მუხტი პარტიის დასაშლელად და ახლა ეს მუხტი გამოიყენა
„ეს უკვე არის ადამიანი, რომელმაც თქვა ერთხელ, არ გადავიხდი ჯარიმასო, გადაიხადა. თქვა არ შევალ პარლამენტშიო, შევიდა. თქვა, არ წავალ პარტიიდანო, წავიდა. ჯერჯერობით ყველაფერი უკუღმა გამოსდის და ძალიან არასერიოზული რეპუტაცია შეიძინა პოლიტიკაში“

08 დეკემბერი 2023, 11:17
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება თუ მის გარეთ რაიმე მოძრაობას წამოიწყებს, ეს იქნება იგივე მიმართულება და იგივე საქმე
მაკა ბოჭორიშვილი ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება მელია, რადგან ის იგივე საქმე გააკეთებს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აკეთებდა.

08 დეკემბერი 2023, 11:16
თემა
2024 წლის მთავარი მოდური ტენდენციები
მოდის ექსპერტთა მტკიცებით, 2024 წელი განსაკუთრებით მრავალფეროვანი და აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, რადგან დიზაინერებმა არ დაიზარეს და სრულიად ახალი, მეტად თამამი ტენდენციები შესთავაზეს მოდურად ჩაცმის მოყვარულებს.

08 დეკემბერი 2023, 11:15
თემა
საშობაო ბაზრობა და სადღესასწაულო განწყობა ევროპაში. ფოტოგალერეა
საშობაო ბაზრობის სამშობლოდ გერმანულენოვანი ევროპა - ავსტრია, შვეიცარია, ელზასი და რა თქმა უნდა, გერმანია ითვლება, სადაც ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ეწყობოდა ზამთრის ბაზარი. მართალია, მსხვილ ქალაქებში ცივი სეზონის დადგომისთანავე იშლებოდა ე.წ. სავაჭრო კარვები, რათა მოსახლეობას წინასწარ დაეჭირა თადარიგი და დროულად შეევსო ზამთრის მარაგი, მაგრამ ათწლეულების შემდეგ ზამთრის ბაზარი შობის დღესასწაულის აუცილებელ ატრიბუტად იქცა და მთელ ევროპაში გავრცელდა. საშობაო ბაზრობის პოპულარიზაციას მეტწილად გერმანელმა ღვთისმსახურმა, ეკლესიის რეფორმატორმა მარტინ ლუთერმა შეუწყო ხელი, რადგან სწორედ მან შემოიღო შობის დღესასწაულზე საჩუქრების გაცვლის ტრადიცია, რომელთა შეძენა სწორედ ბაზრობაზე შეიძლებოდა. შუა საუკუნეების გერმანიაში ბაზრობა ქალაქის ცენტრში, საკათედრო ტაძართან ახლოს ეწყობოდა, რათა მრევლს წირვის შემდეგ სადღესასწაულო შოპინგისმოწყობაც შესძლებოდა, თუმცა, ზოგჯერ, ვაჭრობით გატაცებულებს საერთოდ ავიწყდებოდათ წირვაზე დასწრება, რის გამოც 1616 წელს ნიურნბერგელმა პასტორმა ქალაქის საბჭოს მიმართა და ბაზრობის ტაძრის ტერიტორიიდან გადატანა მოსთხოვა. თანამედროვე საშობაო ბაზრობა, რომელიც ზამთრის ევროპის აუცილებელი ატრიბუტია, მეტწილად ქალაქის ცენტრში იმართება და პირველ რიგში, ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთი სუვენირებითდა საჩუქრებით, რეგიონისთვის დამახასიათებელი ნუგბარითა და დელიკატესებით ცდილობს ინდივიდუალურობის შენარჩუნებას.

08 დეკემბერი 2023, 11:14
რეგიონი
ავთანდილ თალაკვაძე: მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც სტიქიურმა მოვლენებმა შეუქმნა ჩვენს მუნიციპალიტეტს - პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერით, განვაგრძობთ ოზურგეთის განვითარებას
ოზურგეთის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის მერიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე ისაუბრა იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მერიის და სახელმწიფოს მხარდაჭერა.

08 დეკემბერი 2023, 11:13
პოლიტიკა
ანა წითლიძე: როცა ეგონათ დაგვანგრიეს, მაშინ ვაჩვენეთ რა შეგვიძლია, ასე იქნება ახლაც
ყველა წასული დანაკლისია, მაგრამ ამავე დროს ახალი შესაძლებლობა არის პარტიისთვის. ენმ-ს რომ კრიზისის შესაძლებლობად და წარმატებად ქცევა შეუძლია ეს არაერთხელ ვნახეთ წარსული გამოცდილებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

08 დეკემბერი 2023, 11:12
ტაბლოიდი
სელენა გომესი პროდიუსერ ბენი ბლანკოს ხვდება
ფოტოს გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის კომენტარი დაიწერა. ჭარბად იყო კომენტარები ბენი ბლანკოს ვიზუალზე. ხალხის უმეტესობა მას არა სიმპათიურად მოიხსნიებს, რაც გომესის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. სელენამ რამდენიმე კომენტარის ავტორს პასუხი გასცა და სიცილის „ემოჯებთან“ ერთად დაუწერა, რომ მათ გამო წუხს.