უხანში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება

ფოტო:shutterstock.com
ჩინეთში, ქალაქ უხანში სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია ამ დროისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ „ქრონიკას“ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა. მისი თქმით, ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ კი უხანი დატოვა და სხვა რეგიონებში გადაინაცვლა.
კალანდიას ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ჩინეთის მთავრობის რეკომენდაციებსა და მითითებებს ყურადღებით ასრულებენ.
არჩილ კალანდიას განცხადებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა და ამ დროისთვის არცერთი მათგანი საფრთხის ქვეშ არ იმყოფება.
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ Xinhua წერს.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.
ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2023, 23:03
პოლიტიკა
პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც არ შეიძლება დაიკითხოს ის შშმ პირი, რომელსაც არ შეუძლია სწორად აღიქვას და დაიმახსოვროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია, ან მისცეს ჩვენება
პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით - 79 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.

29 ნოემბერი 2023, 22:50
პოლიტიკა
პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით - 81 ხმით მიიღო.

29 ნოემბერი 2023, 22:41
პოლიტიკა
პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
კანონპროექტით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება და განიმარტება ახალი ტერმინი „გონივრული საფუძველი“.

29 ნოემბერი 2023, 22:34
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ევროკომისიის ინიცირებულ კანონპროექტზე: აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ არადეკლარირებულ ფულს და ლობირებენ ისეთ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირისთვის დამაზიანებელია
ევროკავშირი რითაც ხსნის ამ კანონის მიღების აუცილებლობას, ეს არის ერთი-ერთში ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.

29 ნოემბერი 2023, 22:30
პოლიტიკა
პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
კანონპროექტით პროკურატურაში წესდება პირველი, მეორე და მესამე რანგი. რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის. რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან.

29 ნოემბერი 2023, 22:17
პოლიტიკა
პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 იანვრამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. გარდა ამისა, კანონის პროექტით „მეწარმეთა შესახებ“ კანონს ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება.

29 ნოემბერი 2023, 22:10
პოლიტიკა
პარლამენტმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, 80 ხმით მიიღო.

29 ნოემბერი 2023, 22:03
პოლიტიკა
პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც მომდევო მოწვევის პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობას შეეხება
პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით - 83 ხმით მიიღო.

29 ნოემბერი 2023, 21:44
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი: ნატოს მოკავშირეებს შორის დაღლილობის გრძნობა არ არსებობს, როდესაც საქმე უკრაინის დახმარებას ეხება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებს შორის დაღლილობის გრძნობა არ არსებობს, როდესაც საქმე უკრაინის დახმარებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 21:35
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს
ევროკომისია განიხილავს "ხალხის ძალის" მიერ შეთავაზებული კანონპროექტის ანალოგს, რომელმაც აქ იმაზე დიდი საქმე გააკეთა ვიდრე კანონი გააკეთებდა. აგენტურა გაშიფრულია, ფაქტია მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად მუშაობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

29 ნოემბერი 2023, 21:33
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია უნდა გასამართლდეს და შესაბამისად, პოლიტიკური საქმიანობის უფლებაც უნდა აეკრძალოს
„როგორი ლანძღვაც იცის „ნაცმოძრაობამ“ და როგორც ამკობენ ერთმანეთს, ჩვენ რომ იგივე შეგვეძლოს, მათი სახსენებელი დიდი ხანია არ იქნებოდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

29 ნოემბერი 2023, 21:25
თავდაცვა
„თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილეს
დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

29 ნოემბერი 2023, 21:11
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: საქართველოს მელიორაციას სჭირდება დამატებითი ვადები იმისთვის, რომ განსაზღვრული ტარიფებიდან გამომდინარე სისტემურად გაიმართოს მთლიანად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მუშაობა
პარლამენტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას - 78 ხმით მხარი დაუჭირა. ცვლილებით, 2 წლით გახანგრძლივდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის ვადა. ასევე 2 წლით გახანგრძლივდება რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და ამ საფასურის გადახდის წესის დამტკიცების ვადა.

29 ნოემბერი 2023, 21:04
კულტურა
„სილკ ფექტორი სტუდიოში“ ისტორიული შოუ სპექტაკლის „უსახელო მებრძოლების“ პრემიერა გაიმართება
თეატრალურ ჟანრთან ერთად, სპექტაკლი ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, საჰაერო და ცეცხლოვან შოუს, ასევე ექსტრემალურ ელემენტებსაც აერთიანებს. მაყურებელი ბენდ „ჩვენებურების“ ცოცხალ შესრულებასაც მოისმენს

29 ნოემბერი 2023, 21:01
ტაბლოიდი
ლონდონში ფილმ „ვონკას“ დახურული ჩვენება გაიმართა
ლონდონში ფილმ „ვონკას“ დახურული ჩვენება გაიმართა. ჯინ უაილდერისა და ჯონი დეპის შემდეგ, პოლ კინგის ფილმში შოკოლადის ჯადოქრის როლს ტიმოთი შალამე ასრულებს.

29 ნოემბერი 2023, 20:52
LIVE ისრაელი
ანტონიო გუტერეში: ღაზა ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის ეპიცენტრშია
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზა ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის ეპიცენტრშია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 20:49
რეგიონი
თელავის აეროპორტი მგზავრებს ოთხივე სეზონის განმავლობაში მოემსახურება
თელავის აეროპორტი მგზავრებს ოთხივე სეზონის განმავლობაში მოემსახურება. შესრულდება შიდა რეისები ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით.

29 ნოემბერი 2023, 20:42
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია უცხოურ აგენტებთან დაკავშირებულ კანონზე: ჩვენთან ლობიზმი აკრძალულია, შესაბამისად, ევროპასა და საქართველოში ერთი და იმავე კანონის მიღება ფუნდამენტურად განსხვავდება
„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით თბილისსა და ბრიუსელში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობდნენ.

29 ნოემბერი 2023, 20:33
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ანაკლიაში 2024 წელს დაიწყება საზღვაო სამშენებლო სამუშაოები
მთავრობის წევრებმა ასევე იმსჯელეს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე. 2024 წელს დასრულდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას, შეამცირებს ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს, ხოლო რკინიგზის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონას მიაღწევს. საუბრისას განიხილეს დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგები. აღინიშნა, რომ ზიანი დეტალურად დაითვლება და ინფრასტრუქტურა მოკლე ვადებში აღდგება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე

29 ნოემბერი 2023, 20:26
პოლიტიკა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) მუდმივმოქმედ დელეგაციას ირაკლი მეზურნიშვილი უხელმძღვანელებს
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის შედგენილობაშია 12 ქვეყნის პარლამენტი. ასამბლეის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ეკონომიკური, სავაჭრო, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარება წევრ ქვეყნებს შორის.