imedi /  29 იანვარი 2020, 11:05 / სანდო წყარო

საქართველომ ჩინეთთან კორონავირუსის გამო პირდაპირი ფრენები შეწყვიტა

კორონავირუსი

თბილისის აეროპორტი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

ამის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას.

„შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი). პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. 

ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“, - წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში. 

ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 132-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს მიაღწია. 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 მაისი 2021, 01:29

COVID19

ჯანმოს დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ჯო ბაიდენი

13 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

13 მაისი 2021, 01:03

ტაბლოიდი

კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს

წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს. ამის შესახებ CNN წერს. თევზი შავი შეფერილობისაა და აქვს წვეტიანი კბილები, ასევე ანკესის მსგავსი წარმონაქმნი თავზე, რომელიც ღრმა წყალში სანათის როლს ასრულებს.

13 მაისი 2021, 00:46

მსოფლიო

ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ისრაელის ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

13 მაისი 2021, 00:41

საზოგადოება

როდის დასრუდება დედაენის ბაღის რეაბილიტაცია

დედა-ენის ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მთელი ტერიტორია - ყველაფერი შეიცვალა, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:29

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება

წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის დროს პირველი ნალესი ფენა იხსნება და შემდგომ ხდება იმ ნახატის სრული აღდგენა, რომელიც გამოჩნდება

13 მაისი 2021, 00:26

მსოფლიო

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:19

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: რეაბილიტაცია ჩაუტარდება უნიკალურ აბრეშუმის მუზეუმს, იქმნება ახალი მსხვილი ტურისტული მარშრუტი

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა. „აბრეშუმის მუზეუმის შენობა გახლავთ მე-19 საუკუნის და ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. ფაქტობრივად დატბორილი სარდაფები დაგვხვდა. ეს არის უნიკალური შენობა უნიკალური ფაქტებით, სადაც არის ინდუსტრიამდელი პერიოდის იაპონიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ძაფები,

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:59

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძელდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძლდება, რადგან ის არა მხოლოდ დიდია, არამედ უნიკალურია, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:57

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ დაეკარგოს

გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ფართის კონსტრუქციული ნაწილი შეიცვალოს, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ მოსახლეს უნდა ჩაბარდეს ზუსტად იმდენი კვადრატული მეტრი, რაც ეკუთვნის, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ უნდა დაეკარგოს

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:44

საზოგადოება

რას ითვალისწინებს პროექტი „ახალი ტფილისი“

„უშუალოდ გუდიაშვილის მოედანზე რომ გადავიდეთ, მას დედაქალაქის მერის თავადაპირველ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მის განვითარებას და ზუსტად აქედან დაიწყო 2018 წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. ამას წინ უძღვოდა კონსერვაცია და შემდგომ მისი პროექტის შემუშავება“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

ენტონი ბლინკენი

12 მაისი 2021, 23:40

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 22:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს

საქართველო მკაცრად გმობს ძალადობასა და ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანტონიო გუტერეში

12 მაისი 2021, 22:40

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი: ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დეესკალაციის მიღწევაა საჭირო

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის დეესკალაციის მიღწევაა საჭირო.

12 მაისი 2021, 22:31

COVID19

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაჯავშნის მსურველთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 მაისი 2021, 21:50

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 13 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონსა და დასახლებაში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

12 მაისი 2021, 21:39

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 643 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 643 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 726 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ენტონი ბლინკენი

12 მაისი 2021, 21:31

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი 20 მაისს რეიკიავიკში შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 20 მაისს რეიკიავიკში შეხვედრას გამართავენ.

ლოიდ ოსტინი

12 მაისი 2021, 21:13

მსოფლიო

პენტაგონი: აშშ ურყევ მხარდაჭერას უცხადებს ისრაელის უფლებას თავისი თავი დაიცვას

აშშ ურყევ მხარდაჭერას უცხადებს ისრაელის უფლებას თავისი თავი დაიცვას, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან სატელეფონო საუბარში.

ნიკა მელია

12 მაისი 2021, 21:01

პოლიტიკა

ნიკა მელია: პარტიის ინტელექტისგან დაცლა რეალობისგან ძალიან შორსაა, ყველა კოლეგას ვთხოვ, ერთმანეთს თავს ნუ დავესხმებით

სალომე სამადაშვილმა თუ თქვა, პარტია დაიცალა ინტელექტისგან, ეს რეალობისგან ძალიან შორს არის. პირიქით არის და ძალიან მწყდება გული, რომ მსგავსი განცხადება გაკეთდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად სალომე სამადაშვილს წარმატებას უსურვებს.