imedi /  04 თებერვალი 2020, 08:07 / სანდო წყარო

კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. ქართულ მხარეს პარტნიორებთან უკვე ჰქონდა მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ლუგარის ლაბორატორია მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირიება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.

დღემდე მოქმედი პრაქტიკით, პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჯერ ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევდნენ, სადაც ხორციელდებოდა გამოკვლევა რამდენიმე ათეულ ვირუსზე, რომელთა შორის, ახალი კორონავირუსი არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ დადასტურდებოდა, მასალა საზღვარგარეთ არსებულ ლაბორატორიაში იგზავნებოდა, რათა დადგენილიყო, შეიცავს თუ არა ის ახალ კორონავირუსს. ეს პროცედურა კი რამდენიმე დღეს გრძელდება.

უკვე დღეიდან კი ანალიზების უცხოეთში გაგზავნა საჭირო აღარ იქნება და ახალ კორონავირუსზე მასალა ადგილზე შემოწმდება, რაც დიაგნოზის სწრაფად დასმის საშუალებას იძლევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.  ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 414-ს ადამიანს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 200-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 475 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2020, 11:33

COVID19

„დიდი ოცეულის“ სამიტი ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება

საუდის არაბეთის მეფის, სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის თავმჯდომარეობით „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტი 21-22 ნოემბერს ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

28 სექტემბერი 2020, 11:27

თემა

რამდენ ხანს რჩება ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულები? შეიძლება თუ არა Covid-19-ით ხელმეორედ დაინფიცირება?

როდესაც წლის დასაწყისში გაირკვა, რომ ჩინეთში წარმოქმნილი დაავადების გამომწვევი მიზეზი ახალი კორონავირუსი იყო, ქვეყანაში მზარდი ეპიდემიის შესახებ მეცნიერთა შეშფოთება ლამის სასოწარკვეთილებამ ჩაანაცვლა. როგორც წესი, ამ ვირუსის ოჯახის წარმომადგენლები პაციენტებში ძლიერ იმუნიტეტს არ ტოვებენ: გამოჯანმრთელებიდან უკვე ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ იმავე ინფექციის დაბრუნება მარტივად შეიძლება. თუმცა რაც უფრო მეტს ვიგებთ ახალი კორონავირუსის შესახებ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ Sars-Cov-2 თავისი წინამორბედებისგან ძალიან განსხვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს იმედი, გამოჯანმრთელებულ პაციენტებში იმუნური დაცვა გაცილებით გრძელვადიანი იყოს, შესაძლოა, სამუდამოც კი. თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია. ძირითადი კითხვები, რომლებზეც ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიაა დამოკიდებული, უპასუხოდ რჩება. რა გაიგეს მეცნიერებმა Covid-19-ის იმუნიტეტის შესახებ პანდემიის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში და ვირუსის მკვლევართა თუ ვაქცინების შემქმნელთა უმეტესობა რატომ არის ოპტიმისტურად განწყობილი? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი BBC-მ გასცა.

28 სექტემბერი 2020, 11:25

საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ახლად დანიშნულ შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი და მისი პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახლადდანიშნულ ატაშეს, ერვე ჟამეს და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცერს, ამინ ტარტაგის შეხვდნენ.

28 სექტემბერი 2020, 11:24

სამართალი

შს სამინისტრომ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტი გახსნა და 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 2 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

28 სექტემბერი 2020, 11:21

COVID19

აჭარაში გარდაცვლილი კოვიდინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 08:25 საათზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნონა ეფაძე

28 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

ნონა ეფაძე: აჭარაში ინფექციის ახალი კერები არ გვაქვს, ახალი შემთხვევები გამოვლენილ ინფიცირებულთა კონტაქტებია

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში კოვიდინფიცირების 175 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. დღეისთვის, რეგიონის კლინიკებში მკურნალობას გადის 492 პაციენტი, მათგან 40 ბავშვია და 14 ორსული, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 11:14

COVID19

ქვეყნის მასშტაბით 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურში 29 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია.

28 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

28 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 48 კოვიდდადებითი მკურნალობს, მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.

იოსებ ხახალეიშვილი

28 სექტემბერი 2020, 11:08

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად ვაქცევთ ქუთაისს შესაძლებლობების ქალაქად, რომლის წარმატებითაც ასევე ერთად ვიამაყებთ

იოსებ ხახალეიშვილმა მერიის მიერ ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა, მათ შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სკვერების და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კულტურულ-სახელოვნებო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების რეაბილიტაცია და ა. შ.

კორონავირუსი საქართველო

28 სექტემბერი 2020, 11:07

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტი აჭარაში, 1 კი თბილისში მკურნალობდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

28 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 175 აჭარაში, 32 კი თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

28 სექტემბერი 2020, 11:03

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: საქართველოში მოქალაქეთა პროფესიული გადამზადებისთვის რამდენიმე სხვადასხვა პროგრამა მუშაობს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით

,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატებმა ადგილზე მოისმინეს ის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

28 სექტემბერი 2020, 10:57

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2 700-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და 37 ინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 671 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 37 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 201 305 შემთხვევა გამოვლინდა, 88 453 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 996 ადამიანი გარდაიცვალა.

28 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი განიკურნა. მონაცემები ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2054 ადამიანი, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.

28 სექტემბერი 2020, 10:51

მსოფლიო

საბერძნეთში პირველი კოვიდინფიცირებული მიგრანტი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყების შემდეგ, საბერძნეთში პირველი კოვიდინფიცირებული მიგრანტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 61 წლის ავღანელი კაცია. ის მალასაკას მიგრანტთა ბანაკში ცხოვრობდა და ბოლო დროს ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.

კორონავირუსი საქართველო

28 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

28 სექტემბერი 2020, 10:32

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 298 ადამიანი დაინფიცირდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 650 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ყარაბაღი სომხეთი აზერბაიჯანი ომი

28 სექტემბერი 2020, 10:31

მსოფლიო

სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღში ასობით სამხედროს გარდაცვალების შესახებ იტყობინებიან

სომხურმა მხარემ მონაცემები დაღუპულების შესახებ უარყო. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხურმა მხარემ 31 ადამიანი დაკარგა. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმომადგენელმა არწრუნ ოვანისიანმა განაცხადა, რომ ბაქომ 27 სექტემბერს 200-მდე სამხედრო დაკარგა. ამასთან განადგურდა 30 ტანკი და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. მანამდე კი ბაქოში 5 დაღუპულის და 19 დაჭრილის შესახებ განაცხადეს.

ანგელა მერკელი

28 სექტემბერი 2020, 10:20

მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში საიდუმლოდ მოინახულა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში მოინახულა. გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერმა ნავალნის სოლიდარობა გამოუცხადა და მისი მოწამვლის ფაქტის ბოლომდე გამოძიების პირობა მისცა.