imedi /  04 თებერვალი 2020, 16:19 / სანდო წყარო

ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრას შემთხვევით დაესწრო

ირაკლი შოთაძე

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოზე მოსმენისას დაადასტურა, რომ სოლოლაკის ბიზნესცენტრში ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც ვანო ჩხარტიშვილისა და მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო ბიზნეს დავაზე იყო ლაპარაკი. ამ თემაზე კითხვა ირაკლი შოთაძეს საპროკურორო საბჭოს წევრმა, პარლამენტარმა ოთარ კახიძემ დაუსვა. 

„მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, მე ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. დაემთხვა ისე, რომ როდესაც შეხვედრა უნდა გვქონოდა ბიძინა ივანიშვილთან, აღმოვჩნდი იქ. იმ შეხვედრაზე რომ მომხდარიყო რამე ისეთი ფაქტი, რასაც უხერხულად მივიჩნევდი და ჩემი იქ ყოფნა მიზანშეწონილი არ იქნებოდა, დავტოვებდი ამ შეხვედრას. საუბარი მიმდინარეობდა მეგობრულ, მშვიდ გარემოში. ლაპარაკი იყო სამოქალაქო ბიზნესდავაზე ჩხარტიშვილსა და ხაზარაძეს შორის“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.  

მისი თქმით, ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე რომ შემთხვევით მოხვდა, ამ ფაქტს მამუკა ხაზარაძეც ადასტურებს. „ეს დასტურდება მამუკა ხაზარაძის მონათხრობიდანაც. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმაც არ ამომიღია. არავისზე არანაირი ზეწოლა არ განმიხორციელებია. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. არავინ მიწამებია არაადამინურად. მე ვიყავი მთავარი პროკურორი და ვიყავი პირად საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო კერძო შეხვედრა პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, მე შეხვედრას არანაირი სტატუსით არ ვესწრებოდი“, - განაცხადა შოთაძემ.      

მისი თქმით, ეს პროექტი პირდაპირ არ იყო კავშირში პროკურატურასთან. „საკითხი იყო დაკავშირებული იურიდიულ განათლებასთან, რაც მართლმსაჯულების სისტემაში გარკვეული სასწავლო კურსების შემოღებას ეხებოდა. საუბარი იყო ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე, რადგან ბიძინა ივანიშვილი ხშირად აფინანსებს საგანმანათლებლო პროექტებს. მზად ვარ, მსგავს პროექტებზე ნებისმიერ კერძო პირს შევხვდე და ვისაუბრო“, - განაცხადა შოთაძემ. 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 12 სექტემბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას საკონსტიტუციო სასამართლოში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოტანა სთხოვა. ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდა. 

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 15:27

COVID19

მოსკოვში 12 ივნისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

მოსკოვში 12 ივნისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვში კორონავირუსის 1,560 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მოსკოვში კორონავირუსის 281,968 შემთხვევა დაფიქსირდა, 242,883 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 5,129 ადამიანი გარდაიცვალა.

25 სექტემბერი 2020, 15:21

ეკონომიკა

საქართველოდან უკვე 4 400 ტონაზე მეტი თხილია ექსპორტირებული

ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს და საექსპორტო მონაცემები ასე გამოიყურება: გერმანია (1392,9 ტონა), იტალია(808,8 ტონა), ჩეხეთი (280,3 ტონა), ესპანეთი (165 ტონა), პოლონეთი (192 ტონა), საფრანგეთი (125 ტონა), ლიეტუვა (143.7 ტონა), საბერძნეთი (34,7 ტონა), ავსტრია (22 ტონა), ესტონეთი (22 ტონა) და ლატვია (21 ტონა).

რომან კაკულია

25 სექტემბერი 2020, 15:19

პოლიტიკა

რომან კაკულია: არჩევნებზე დამკვირვებლის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს

„ყველას უნდა ჰქონდეს აბსოლუტური დარწმუნება იმაში, რომ საზოგადოებამ აირჩია ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით იმ პოზიციონირებას თუ გავითვალისწინებთ, რაც ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს დანარჩენ მსოფლიოსთან, მათი აღიარება, მათ მიერ დანახული სამართლიანობა ამ პროცესზე, ჩვენთვის არის გადამწყვეტი“.

25 სექტემბერი 2020, 15:15

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ტიბორ ბენკოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

25 სექტემბერი 2020, 15:10

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელს შეხვდა

2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) წარმომადგენელს, ოლგა ჯუმაევასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

თეა ახვლედიანი

25 სექტემბერი 2020, 15:06

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლება სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება. სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგს.

25 სექტემბერი 2020, 14:59

COVID19

Eurolatio: საქართველო კორონავირუსის პრობლემას წარმატებით უმკლავდება

„საქართველო პრობლემას წარმატებულად უმკლავდება და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია იმიტომ, რომ საქართველო რეგიონში გამონაკლისს წარმოადგენს - წერს გამოცემა eurolatio სტატიაში სათაურით „Covid 19: „ქართულ ოცნებასა“ და ამერიკულ კოშმარს შორის“.

Survation

25 სექტემბერი 2020, 14:56

საზოგადოება

დღეს Survation-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გასაჯაროვდება

დღეს „რუსთავი 2“ მორიგ წინასაარჩევნო კვლევას გაასაჯაროებს - ბრიტანული კომპანია Survation-ი ტელეკომპანიის დაკვეთით ამჯერად წინასაარჩევნო განწყობებს მაჟორიტარულ ოლქებში იკვლევს, საველე სამუშაოები ჩატარდა 2020 წლის 12-15 სექტემბერს.

25 სექტემბერი 2020, 14:52

ეკონომიკა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი).

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 14:44

პოლიტიკა

კახა კუჭავა: „ქართული ოცნება“ 100%-ით ერთგულია საქართველოს დასავლური გზის, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის მონდომების

საქართველო ბიზნეს გარემოს მიხედვით მე-7 ადგილზეა მსოფლიოში. ეს უფრო მაღალი პოზიციაა, ვიდრე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ის და აშკარად, არ შეესაბამება „დემოკრატიისთვის ცუდ ნიშანს“. მსოფლიო ბანკი მოქმედი ქართული ოცნების მთავრობას "ვარსკვლავურ რეფორმატორს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ "ეკონომიკურ მენეჯმენტში ღრმა რეფორმებმა" განაპირობა იმ წესებისა და რეგულაციების შემოღება...

25 სექტემბერი 2020, 14:37

ეკონომიკა

ივლისთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ აგვისტოში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, ბანკთაშორისი სესხების გარდა, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 1.93 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.09%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 34.49 მლრდ ლარი შეადგინა.

პროკურატურა

25 სექტემბერი 2020, 14:32

სამართალი

დავით ფურცხვანიძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყაროს, დავით ფურცხვანიძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად.

25 სექტემბერი 2020, 14:26

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

25 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქო 238 ბლოკი (47,600 ღერი) ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარია

25 სექტემბერი 2020, 14:22

პოლიტიკა

გიორგი გახარია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა დისტანციურად გაიმართება.

25 სექტემბერი 2020, 14:18

საზოგადოება

წიგნის ფესტივალი ონლაინ გაიხსნა

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ ფორმატში გაიხსნა და 3 დღე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის Facebook-გვერდზე პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

25 სექტემბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე.

გიორგი კაკაურიძე

25 სექტემბერი 2020, 14:17

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: ის ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რეფინანსირებასა და ვალუტის მიწოდებას ერთმანეთს უკავშირებენ, არასწორ განცხადებებს აკეთებენ

როდესაც პანდემია გავრცელდა და შოკი მიიღო მთელმა მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ, (საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შოკი, ვინაიდან დაახლოებით ეკონომიკის 10 პროცენტს შეადგენდა), რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს ლარის კურსზე ზეწოლას გამოიწვევდა, თუმცა ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიზიდეთ საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 1, 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც „ეროვნულ ბანკს“ საშუალებას აძლევს ბაზარს ვალუტა საჭიროების მოცულობით მიაწოდოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 14:09

სამართალი

პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია

ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დ.ფ. დააკავა.

სოლომონ ფუტკარაძე

25 სექტემბერი 2020, 13:58

COVID19

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და როგორც თავად აცხადებს, ბინაზე მკურნალობს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ანთაძე

25 სექტემბერი 2020, 13:45

საზოგადოება

ირაკლი ანთაძე: ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება

როგორც თავად განგვიცხადა, ამ ეტაპზე, ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა.