07 თებერვალი 2020, 19:21 / სანდო წყარო

გენადი არველაძე: ევროკავშირის 2019 წლის ანგარიშში საუბარია იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ DCFTA-ს ვალდებულებების ფარგლებში მიაღწია

გენადი არველაძე

გენადი არველაძე

მსურს გამოვეხმაურო ასოცირების შეთანხმების 2019 წლის ანგარიშს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ და სადაც აღნიშნულია პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დანერგვის მიხედვით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სფეროები, რომლებშიც  2019 წელს საქართველოს მთავრობამ განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა ვალდებულებები, არის  აკრედიტაცია, მეტროლოგიის სფერო, ასევე ბაზარზე ზედამხედველობა, რომელიც ახალ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო, ბაზრის ზედამხედველობის ნაწილში პროგრესირებს და ნერგავს იმ რეგლამენტებს, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო პროდუქტების განთავსების მიმართულებით და შესაბამისი კონტროლის სისტემის დანერგვის კუთხით ბაზარზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელებულ  იმ საკანონდებლო ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა და პარლამენტში უნდა იქნეს განხილული, ასევე საჯარო შესყიდვების მიმართულებით არსებულ პროგრესს და  საკანონდებლო ცვლილებებს, რომლებიც მომზადებულია და 2022 წლის ჩათვლით ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებას და შესაბამისი სისტემების დანერგვას  გულისხმობს.

„ანგარიშში ასევე აღნიშნულია დავების გადაწყვეტის საბჭოს ფორმირება, რომელიც უახლოეს თვეებში დაფუძნდება და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც შეფასებულია დადებითად. საუბარია ასევე როგორც  შესყიდვების, ასევე სანიტარული და ფიტოსანიტარული მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე“, - განაცხადა არველაძემ.

2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში.

ყველა სიახლე

გიგა ბოკერია

04 ივნისი 2020, 14:38

პოლიტიკა

გიგა ბოკერია „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

„იქნება სრული უპასუხისმგებლობა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია - მე ვგულისხმობ იმ პარტიებს, ვინც თავიდანვე იყო ამ მოლაპარაკებებში ჩართული - ვისზეც „ევროპული საქართველოთი“ დაწყებული არის დამოკიდებული ის, რომ რისკები შევამციროთ და პირველივე ტურში მკაფიო იყოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მშვიდობიან არჩევნებში, უნდა დარჩნენ ამ შეთანხმების ერთგულნი. არ არის დასამალი ვისზე ვსაუბრობთ. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლიდანაც აშკარად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის“, - განაცხადა ბოკერიამ.

კობა გვენეტაძე

04 ივნისი 2020, 14:35

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: არასაბანკო საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივები 2 მლრდ ლარამდეა და მთლიანი საფინანსო სექტორის თითქმის 4 პროცენტს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, არასაბანკო საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივები 2 მლრდ ლარამდეა და მთლიანი საფინანსო სექტორის თითქმის 4 პროცენტს შეადგენს.

ზურაბ თოდუა

04 ივნისი 2020, 14:31

სამართალი

მიხეილ კალანდიას ადვოკატის მტკიცებით, გიორგი ჯანაშიამ საპატიმრო შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას მტკიცებით, გიორგი ჯანაშიამ საპატიმრო შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ჯანაშიას ჩვენებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კალანდიას წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის საკითხში, რის გამოც ახლა ჯანაშია პროკურატურას ულტიმატუმის ენით ელაპარაკება.

04 ივნისი 2020, 14:29

COVID19

თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან ქალაქ თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა, ყველა საკონტროლი გამშვები პუნქტი გაუქმებულია და 39-დღიანი შეზღუდვების შემდეგ, მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ქალაქ თეთრიწყაროში 25 აპრილს დაფიქსირდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა,ხოლო 26 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაიკეტა მუნიციპალური ცენტრი.

გიორგი არველაძე

04 ივნისი 2020, 14:18

პოლიტიკა

ემზადეთ რევოლუციისთვის - გიორგი არველაძე ქართულ ოპოზიციას მიმართავს

„ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე!, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა დირექტორი, გიორგი არველაძე Facebook-ის საკუთარ გვერზე წერს. „ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე! სულ ფეხებზე ჰკიდია ხალხს რაზე შეთანხმდებით და რაზე ვერა. რეალურ, ხალხისა და ქვეყნის პრობლემებს მიხედეთ! უდიდესი გასაჭირია ხალხში! ეგრე რომც შეთანხმდეთ, ნულების ჯამიც და ნამრავლიც ნულის ტოლია!

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 14:17

ეკონომიკა

გიორგი გახარიამ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა

როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით და რა იქნება მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, - საქართველოს მთავრობა მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე აქტიურად მუშაობს.

დავით ბაქრაძე

04 ივნისი 2020, 14:17

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ საერთო მაჟორიტარული კანდიდატების საკითხზე კონსულტაციებისთვის მზად არის

„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს დღეს გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ, პირველ რიგში, თბილისში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვების მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მაგრამ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის. მზად ვართ შევიკრიბოთ და კონკრეტულად, უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ რიგში თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ივნისი 2020, 14:12

COVID19

კაფეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის ჯარიმა ემუქრება

კაფეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯარიმა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 3 ივნისს ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც პრეზიდენტი ქალაქ ხმელნიცკის ერთ-ერთ კაფეში სხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის მთავარ სანიტარულ ექიმთან, ვიქტორ ლიაშკოსთან ერთად ყავას სვამს. ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები დაწესებულებაში პირბადეების გარეშე იმყოფედნენ.

პროკურორი ლევან ქუთათელაძე

04 ივნისი 2020, 14:07

სამართალი

მოწმეების ინფორმაციით, ლუკა სირაძის დაკითხვა მარიანა ჩოლოიანის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებით მიმდინარეობდა

საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმე განიხილა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების ორი მოწმე - „მწვანე სკოლის“ სასწავლო ნაწილის გამგე და პედაგოგი დაიკითხნენ.

ირაკლი მეზურნიშვილი

04 ივნისი 2020, 13:59

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: სოციალური გაზის ნაწილში მოსახლეობას საფასური 1 თეთრითაც არ გაუძვირდება

დავაყენე საკითხი და სოციალურ ნაწილში არცერთ მოსახლეს საფასური 1 თეთრითაც არ გაუძვირდებათ. ათასობით მოსახლე არის დარჩენილი, რომელიც სარგებლობს თხევადი აირით (ბალონების სისტემით) და მათ ეს არ გაუძვირდებათ, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი განიხილება, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ცვლილებების არსი განმარტა.

ირანი კორონავირუსი

04 ივნისი 2020, 13:57

COVID19

ირანში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 3 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებლია. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 164 270-მდე გაიზარდა.

04 ივნისი 2020, 13:50

მსოფლიო

პეტიციას ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით 15-მა მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი

„ვცდილობთ, მინეაპოლისის მერის, ჯეიკობ ფრეის და ოლქის პროკურორის, მაიკ ფრიმენის ყურადღება მივიქციოთ და ვთხოვოთ გაათავისუფლონ ამ ამაზრზენ ისტორიაში მონაწილე ოფიცრები და დაუყოვნებლივ წაუყენონ ბრალდება“, - ნათქვამია პეტიციაში.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 13:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იზრდება იმ დარგების სია, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ აქამდე პროგრამაში 100-მდე დარგი იყო, ახლა პრაქტიკულად ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება.

სოფელ ფარიზში გზის მოწყობა

04 ივნისი 2020, 13:38

რეგიონი

სოფელ ფარიზში ასფალტო-ბეტონის გზის დაგების და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელში, 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე ასევე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი

04 ივნისი 2020, 13:32

COVID19

ჯასტინ მაკკენზი სმიტი: ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლასა და უსაფრთხო მსოფლიოს შენებაში საქართველო აქტიური პარტნიორია

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მონაწილეობას ვაქცინაციის გლობალურ სამიტში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი მასპინძლობს. ამის შესახებ დიპლომატი Twitter-ზე წერს.

ლი ჩჟე იონი

04 ივნისი 2020, 13:26

მსოფლიო

სამხრეთ კორეის პროკურატურამ Samsung-ის ხელმძღვანელის დაკავების ორდერი გასცა

სამხრეთ კორეის პროკურატურამ კომპანია Samsung-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ფაქტობრივი მმართველის, ლი ჩჟე იონისა და კიდევ ორი ყოფილი ტოპმენეჯერის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ კვაჭაძე

04 ივნისი 2020, 13:26

სამართალი

ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განცხადა. მისივე თქმით, ორივე პაციენტი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას. “ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იყო მოყვანილი ორი პაციენტი სხეულის სხვადახვა უბნის ჭრილობებით. ორივე მათგანს ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული წესით დამუშავება საოპერაციო ბლოკში. ორივე მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, აგრძელებენ სტაციონარულ პირობებში მკურნალობას. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე პაციენტი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

კოკაინი მანქანა ტეხასი

04 ივნისი 2020, 13:26

მსოფლიო

ტეხასში კაცმა აუქციონზე ნაყიდ ავტომობილში თითქმის 35 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა

კაცმა ნარკოტიკული ნივთიერებით სავსე 17 შეკვრა მანქანის საიდუმლო განყოფილებაში აღმოაჩინა და მომხდარის შესახებ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ძაღლის დახმარებით ავტომობილში დამალული კიდევ 17 შეკვრა აღმოაჩინეს.

მიტროპოლიტი შიო

04 ივნისი 2020, 13:24

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს დავით გარეჯელს და გვაქვს სურვილი, ეს ვითარება გამოსწორდეს

დღეს 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გარეჯობა აღინიშნება. სამონასტრო კომპლექსში იმყოფება პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელმაც მამა დავით გარეჯელის მიერ დაარსებულ ლავრაში პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ მამა დავით გარეჯელის ღვაწლზე ისაუბრა, და ქადაგების ბოლოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის საკითხსაც შეეხო.

რომან გოლოვჩენკო

04 ივნისი 2020, 13:15

მსოფლიო

ბელარუსის პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დაინიშნა

მანამდე გოლოვჩენკო სამხედრო-სამრეწველო სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ნიკოლაი სნოპკოვმა დაიკავა, მისი წინამორბედი დმიტრი კრუტოი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა.