07 თებერვალი 2020, 19:00 / სანდო წყარო

გიორგი კახიანი: კონგრესმენების განცხადებები მიუთითებს, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორისგან

გიორგი კახიანი

გიორგი კახიანი

„ჩვენ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ამერიკელ კონგრესმენებს, რის შემდეგაც მათი მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა“, - განაცხადა „ტელეიმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა. 

მან გადაცემაში აშშ-ში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეაფასა. 

„ჩვენი დელეგაციის მხრიდან მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კონგრესმენებმა. მხარდამჭერი განცხადებებიც კი გაკეთდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორისგან. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდეს და არანაირი შესუსტება ამ ურთიერთობებს არ ემუქრება. თუკი რამე კითხვები გაუჩნდებათ ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს, ცხადია მზად ვიქნებით, რომ ამ კითხვებს ვუპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.  

მისი თქმით, ეს ვიზიტი ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს და მხარეებს შორის არსებულ ვაკუუმს შეავსებს. „ამ ვიზიტისას პასუხი უნდა გაეცეს ჩვენი აზრით არაზუსტი ინფორმაციის შედეგად ჩამოყალიბებულ შეხედულებებს, რომლებიც აქამდე კონგრესმენების მხრიდან გამოგზავნილ წერილებში იყო. თუ აქამდე ერთგვარად ცალმხრივი ინფორმაციების მიწოდება ხდებოდა ამ კონკრეტული კონგრესმენებისთვის, ბუნებრივია მათთვის ძალიან საინტერესო იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ჩვენი მოსაზრებების მოსმენა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.  ის საქართველოს დელეგაციასთან ერთად სამუშაო შეხვედრებს აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2020, 22:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“ და შვედეთის მიერ ინიცირებული მეგობართა ჯგუფის „მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” საინაუგურაციო შეხვედრაში.

25 სექტემბერი 2020, 22:32

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 55 ადამიანი გარდაიცვალა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2020, 22:21

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით

ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო.

რომის პაპი ფრანცისკე

25 სექტემბერი 2020, 22:14

COVID19

რომის პაპი: ღარიბებმა კორონავირუსის ვაქცინა პირველებმა უნდა მიიღონ

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ საზოგადოების ღარიბმა და სუსტმა წევრებმა პრივილეგირებული მკურნალობა უნდა მიიღონ, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა მზად იქნება

25 სექტემბერი 2020, 22:14

სპორტი

UEFA-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე გუნდებს, 2020/2021 წლების სეზონზე 5 შეცვლის უფლება ექნებათ

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ეს წესი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და ერთა ლიგის გათამაშებების გარდა, ქალ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატსა და ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე იმოქმედებს.

ვიქტორ ორბანი

25 სექტემბერი 2020, 21:54

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

შემოსავლების სამსახური

25 სექტემბერი 2020, 21:51

სამართალი

შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

დღეს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით, გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მეწარმე სუბიეტების მიმართ ზეწოლის მიზნით კონტროლის ღონისძიებები განახორციელეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

ნინო ლაცაბიძე

25 სექტემბერი 2020, 21:42

პოლიტიკა

Survation-ის კვლევის თანახმად, რუსთავის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, რუსთავის მაჟორიტარული ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა. კითხვას, „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ რესპონდენტებმა ასე უპასუხეს: ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) -56,2%; დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -30,2%; ირმა ნადირაშვილი (ევროპული საქართველო) -6,3%; პაატა ჯიბლაძე (პატრიოტთა ალიანსი) -4,6%; გრიგოლ გეგელია (ლელო) -1,5%; გელა ძიძიკაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) -1,2%; გელა ნაკაშიძე (დამოუკიდებელი კანიდატი) -0,0%; სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%

პაატა კვიჟინაძე

25 სექტემბერი 2020, 21:41

პოლიტიკა

Survation-ის კვლევით, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში 80,5%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარობის მისი კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

ირაკლი ხახუბია

25 სექტემბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

Survation-ის კვლევა: ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი ხახუბია (64,4%) და „ქართული ოცნება“ (67,8%) ლიდერობენ

​​​​​​​Survation-ის კვლევის თანახმად,ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ხახუბია ლიდერობს. მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 64,4% ხმას მას მისცამდა.

ანდრეი ბაბიში

25 სექტემბერი 2020, 21:35

COVID19

ჩეხეთის პრემიერი: პანდემიის დროს ჯანმო გაუბედავად და ცუდად მოქმედებდა

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ჩეხეთის პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს ჯანმო გაუბედავად და ცუდად მოქმედებდა.

ქართული ოცნება

25 სექტემბერი 2020, 21:29

პოლიტიკა

კვლევა: მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ ოლქში „ქართულ ოცნებას“ ხმას 62,2%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 11% მისცემდა

Survation-ის კვლევის თანახმად, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის ოლქში „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარობის მისი კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

ლევან კობიაშვილი

25 სექტემბერი 2020, 21:22

პოლიტიკა

Survation-ის კვლევა: გლდანის ოლქში ლევან კობიაშვილი (52,1%) და „ქართული ოცნება“ (50,1%) ლიდერობენ

Survation-ის კვლევის თანახმად, გლდანის ოლქში „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარობის მისი კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

25 სექტემბერი 2020, 21:16

COVID19

კლინიკა „ბომონდში” კორონავირუსი 7 წლის პაციენტმა დაამარცხა

კორონავირუსი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 7 წლის პაციენტმა დაამარცხა. კოვიდცენტრი დატოვა 5-მა უსიმპტომო პაციენტმა, რომლებიც სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გადანაწილდნენ.

25 სექტემბერი 2020, 21:12

პოლიტიკა

Survation-ის კვლევის თანახმად, ვაკის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, ვაკის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა. კითხვას, „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ რესპონდენტებმა ასე უპასუხეს: ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) - 52,4%; ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) - 33,3%; ნანა დევდარიანი („პატრიოტთა ალიანსი“) - 5,3%; ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 4,1%; ლევან კობერიძე („ლელო“) - 1,9%; სხვა კანდიდატი - 2,1%.

25 სექტემბერი 2020, 21:08

COVID19

ჯანმო: ეფექტური ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე კორონავირუსს, შესაძლოა, 2 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, ეფექტური ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, 2 მილიონამდე გაიზარდოს.

ივანე მაჭავარიანი

25 სექტემბერი 2020, 21:05

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი: პრემიერ გახარიას ყველა გზავნილი მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომელთაც განუხრელად დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში

პრემიერ გახარიას ყველა გზავნილი მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომელთაც განუხრელად დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში - ასეთი შეფასება მისცა თავის facebook პოსტში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

იოსებ ხახალეიშვილი

25 სექტემბერი 2020, 21:00

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემს ქალაქში თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. იოსებ ხახალეიშვილმა სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში ბოლო სამი წლის განმავლობაში მერიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ეზოების რეაბილიტაციაზე, საყრდენი კედლების გასამაგრებელ სამუშაოებზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მშენებლობაზე.

შარლ მიშელი

25 სექტემბერი 2020, 20:38

მსოფლიო

შარლ მიშელი: ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევები და ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევები და ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

25 სექტემბერი 2020, 20:33

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც მთაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია იყო.