05 თებერვალი 2020, 17:40 / სანდო წყარო

გია გაჩეჩილაძე პროპორციულ არჩევნებზე: მმართველი გუნდის ვარიანტსაც თავისი ვადები აქვს, დრო იწურება, რადგან ამას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება

გია გაჩეჩილაძე

გია გაჩეჩილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული წინადადება, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, კომპრომისული ვარიანტია არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ კომპრომისული ვარიანტია პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობის მიმართაც. ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღეს პარლამენტში არის 73 მაჟორიტარი, პარლამენტის შემადგენლობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელთა უმრავლესობაც ითხოვს შენარჩუნდეს მაჟორიტარული სისტემა. ისინი ფიქრობენ, რომ თავიანთ მუნიციპალიტეტებში საქმეები აქვთ დასამთავრებელი და კიდევ აპირებენ მაჟორიტარულად მიიღონ მონაწილეობა. 

რაც შეეხება მეორე კომპრომისს - ის არის, რომ რასაც ითხოვდა ოპოზიცია, გაიზარდა პროპორციული შემადგენელი - 78-დან გახდა 100 კაცის შემადგენლობით და მათ შეუძლიათ ამის ფარგლებში, თუ აქვთ ამის შანსი, რა თქმა უნდა, თავისი პოზიციები დააფიქსირონ. 

სხვანაირად შეუძლებელი  იქნება. პარლამენტი სხვა ვარიანტს არ მიიღებს. სხვა ვარიანტი ფიზიკურად შეუძლებელია, რომ განხორციელდეს. ამ ვარიანტსაც თავისი ვადები აქვს. დრო იწურება იმიტომ რომ ამას საკონსტიტუციო ცვლილება დასჭირდება თუ ასეთი ვარიანტი იქნა მიღებული, საკონსტიტუციო ცვლილებას კიდევ კონსტიტუციის მიხედვით თავისი პროცედურები აქვს - არის საზოგადოებრივი განხილვა და ა.შ. ამას ვადები აქვს თავისი, მე მგონი ამ თვის შუა რიცხვებამდე, იმიტომ რომ ვადა უკვე იმდენად იწელება, რომ შეუძლებელია. არჩევნებზე სხხვანაირად როგორ უნდა მივიდეთ?ამიტომ, თუ ვერ მოხდა მოლაპარაკება და ამ ვარიანტის გაზიარება ოპოზიციის მხრიდან, და ძალიან კარგი იქნება რომ ჩვენმა მეგობრებმაც შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, საქართველოში წარმომადგენლობებმა გაიზიარონ, რასაც მე ვლაპარაკობ. ეს არის რეალობა. თუ ეს არ იქნება შეთანხმებული, მაშინ იმ სისტემით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, როგორითაც დღეს კონსტიტუციით არის დაფიქსირებული“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. 

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2021, 11:26

COVID19

„დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა გასული წლის ზაფხულის პიკის მაჩვენებლებს გადაუსწრო

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა გასული წლის ზაფხულის პიკის მაჩვენებლებს გადაუსწრო. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

03 აგვისტო 2021, 11:25

COVID19

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარებენ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის იმუნიზაციის კაბინეტები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო.

03 აგვისტო 2021, 11:23

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა

2021-ში მონაწილე 15-ვე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული. მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება.

03 აგვისტო 2021, 11:18

პოლიტიკა

დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ზუსტად ორ თვეში, 2 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა და მას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

03 აგვისტო 2021, 11:12

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, კომისიის მონიტორები 6 ეროვნულ არხზე თვისებრივ, ხოლო 50 სამაუწყებლო არხზე რაოდენობრივ მედიამონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ჩაატარებენ. მედიამონიტორინგს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის 30-მდე მონიტორი ჩაატარებს. მონიტორები ევროპის საბჭოს მედიაექსპერტის, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელი დირექტორის, რასტო კუზელის მიერ გადამზადდნენ. მონიტორინგის პროცესში მონიტორები წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდებიან. მაუწყებლების გარდა, მედიამონიტორინგი ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც ჩაუტარდება.

03 აგვისტო 2021, 11:07

რეგიონი

ლაგოდეხში 14 წლის ბიჭს ეძებენ

„არ არის კონფლიქტური ბავშვი. ოჯახის წევრებთანაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ასე არასოდეს მოქცეულა, ტელეფონზე ვურეკავთ, მაგრამ ზარს არ პასუხობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია”, - ამბობს დაკარგული ბიჭის დეიდა.

03 აგვისტო 2021, 11:02

COVID19

„დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსზე ტესტირებას 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარებენ

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსზე ტესტირებას 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარებენ.

03 აგვისტო 2021, 10:58

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,99%-ია

2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,99%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.41% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8,08%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

03 აგვისტო 2021, 10:57

COVID19

საქართველოში 1 227 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 227 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 257 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 227 მძიმე პაციენტიდან თბილისში 556 პირი მკურნალობს, აჭარაში - 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 14, იმერეთში - 17.

03 აგვისტო 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4827 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1895 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

03 აგვისტო 2021, 10:47

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

03 აგვისტო 2021, 10:44

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 103 კმ გზის რეაბილიტაცია და 17 ხიდის მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს

​​​​​​​საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისა და ტურისტებისათვის.

03 აგვისტო 2021, 10:33

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 2297 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი, 4 827 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 2297 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

03 აგვისტო 2021, 10:23

საზოგადოება

8 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისისა და რეგიონების სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. 96 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა სულგუნის, იმერული ყველის, ქარხნული ყველის, არაჟნის, ხაჭოს, მაწვნის 8 ნიმუშში:

03 აგვისტო 2021, 10:18

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

03 აგვისტო 2021, 10:12

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალ პაკეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ

მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს, მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნეს პროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიანიჭონ.

03 აგვისტო 2021, 10:00

საზოგადოება

აღმაშენებლის ხეივანში გზის მოხაზვის სამუშაოები დასრულდა

სამუშაოების შედეგს ადგილზე გაეცნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე.

ბილ და მელინდა გეითსები

03 აგვისტო 2021, 09:30

ტაბლოიდი

ბილ და მელინდა გეითსები ოფიციალურად განქორწინდნენ

როგორც სასამართლოს დოკუმენტებში წერია, ყოფილი ცოლ-ქმარი ქონების, ვალებისა და სასამართლო ხარჯების გაყოფაზე შეთანხმდა. ბილ და მელინდა გეითსების 27-წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ 4 მაისს გახდა ცნობილი. მათ სამი შვილი ჰყავთ.

რამაზ ზოიძე

03 აგვისტო 2021, 09:09

სპორტი

რამაზ ზოიძე ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი - რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) ასპარეზობდნენ.

გიორგი მელია

03 აგვისტო 2021, 08:50

სპორტი

გიორგი მელია ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს. ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში უნგრელ შოკასთან დამარცხდა.