06 თებერვალი 2020, 22:33 / სანდო წყარო

ლუგარის ლაბორატორიამ ინფექციურში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურა

ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ აქვთ. ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

ჩინეთის მოქალაქეს, რომელმაც საავადმყოფოს დღეს მიმართა, B ტიპის ვირუსი დაუდგინდა.

imedi.ge-სთან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ჩინელმა კაცმა პეკინი 27 იანვარს დატოვა, 2 დღის განმავლობაში იყო ჯერ ყაზახეთში, შემდეგ, ამდენივე დღე გუდაურსა და ბაკურიანში.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დაბალი ტემპერატურით დღეს ახალგაზრდა ქალიც მოათავსეს. მან კლინიკას თავად მიაკითხა. საქართველოს მოქალაქე შანხაიდან სამი დღის წინ დაბრუნდა, მას რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურის მცირედი მატება აღენიშნებოდა. 

ყველა სიახლე

ანტონიუ გუტერეში

22 სექტემბერი 2020, 19:12

COVID19

გაეროს გენმდივანი: კორონავირუსის პანდემია აპოკალიფსის მეხუთე მხედარია

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კორონავირუსის პანდემიას აპოკალიფსის მეხუთე მხედარი უწოდა. ამის შესახებ მან ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნაზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე

22 სექტემბერი 2020, 19:12

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში სიტუაცია პრაქტიკულად სრულად ექვემდებარება კონტროლს, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს

აჭარაში ეპიდსიტუაციის დამძიმება მოსალოდნელი იყო, რადგან ზაფხულში უამრავი ადამიანის კონცენტრირება მოხდა, მათ შორის შიდა ტურიზმიდან გამომდინარე. ამავე დროს, სარიტუალო ღონისძიებები იმართებოდა, რომელთან მიმართებაშიც ყოველთვის ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად მკაცრები ვყოფილიყავით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ სიტუაციის სტაბილიზაცია და ეპიდვითარების ლოკალიზება მხოლოდ ერთიანობით.

თენგიზ ცერცვაძე

22 სექტემბერი 2020, 19:04

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, დიდი სიფრთხილე გვმართებს

უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და არ იკლებს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.

უილი უოლში

22 სექტემბერი 2020, 19:00

ეკონომიკა

IAG-ის ყოფილი ხელმძღვანელი: მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრია ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო

საავაიაციო ინდუქსტრია ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსის პანდემიამდე იყო, - აცხადებს საერთაშორისო ბრიტანული ავიაკომპანიის IAG-ის (International Airlines Group) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, უილი უოლში.

22 სექტემბერი 2020, 18:59

მსოფლიო

იტალიაში მოსახლეობამ რეფერენდუმით პარლამენტის შემცირებას დაუჭირა მხარი

იტალიაში მოსახლეობამ რეფერენდუმით პარლამენტის თითქმის მესამედით შემცირებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ВВС წერს. გამოცემის ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეების 70%-მა პარლამენტში დეპუტატების შემცირებას მისცა ხმა. თითქმის ყველა ბიულეტენი დათვლილია.

ანტონიუ გუტერეში

22 სექტემბერი 2020, 18:57

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: მსოფლიომ ახალი ცივი ომი თავიდან უნდა აიცილოს

„პანდემია უპრეცედენტო კრიზისია. მაგრამ მსგავს კრიზის ჩვენ სხვადასხვა ფორმით ისევ და ისევ ვიხილავთ. COVID-19 კოსტიუმირებული რეპეტიციაა იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც მსოფლიოს დადგება“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

22 სექტემბერი 2020, 18:51

COVID19

გასული კვირის განმავლობაში ნიდერლანდებში კორონავირუსის 13 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის 13 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

22 სექტემბერი 2020, 18:40

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ ვოლტერსს ნატოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე.

მარინა ეზუგბაია

22 სექტემბერი 2020, 18:32

COVID19

მარინა ეზუგბაია: დავიცვათ რეგულაციები, რომ არსებული სიტუაციის მართვა შევძლოთ

„აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. არსებული სიტუაცია რომ შევინარჩუნოთ და მივიღოთ სტაბილიზაცია, ანუ ლოკალიზაციისკენ წავიდეთ და ლიკვიდაცია მოხდეს ამ რეგიონში COVID-19-ის, მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ არის საკმარისი მარტო ვერტიკალის მუშაობა (ეს არის სახელმწიფო, ჯანდაცვა და სამედიცინო სექტორი), აუცილებელია მოქალაქეების თანადგომა. გავითავისოთ ყველამ, დავიცვათ რეგულაციები, რათა რაღაცნაირად შევინარჩუნოთ არსებული სიტუაცია, კიდევ არ გაღრმავდეს, რომ არსებული სიტუაციის მართვა შევძლოთ“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ხუნდაძე

22 სექტემბერი 2020, 18:30

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში დაახლოებით 15 ათასი საწოლი არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კოვიდინფიცირებული კლინიკებში უნდა მოვათავსოთ

„პირველ ეტაპზე, მხოლოდ ხუთი კლინიკა იყო ჩართული კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში. დღეს უკვე 31-ია. კლინიკათა თავდაპირველი ჩართულობა განპირობებული იყო საწოლთა რაოდენობით. ეს რაოდენობა იყო 300. დღეს უკვე 2 522 საწოლია მობილიზებული 31 კლინიკაში, თუმცა, საქართველოში არსებული კლინიკების 80%-ის მომზადების ხარისხიც მაღალია“.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2020, 18:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გაერომ ჩინეთს პასუხი უნდა აგებინოს კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისთვის

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერომ ჩინეთს პასუხი უნდა აგებინოს კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისთვის.

დიმიტრი ხუნდაძე

22 სექტემბერი 2020, 18:25

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის სექტორსაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააჩნია

მმართველი გუნდი მზადაა. ყველა უწყება მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმუმი გამოავლინოს, მაგრამ ჯანდაცვის სექტორსაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, კლინიკები უფრო მომზადებული არიან ახლა, ვიდრე გაზაფხულზე პანდემიის დასაწყისში იყვნენ.

22 სექტემბერი 2020, 18:17

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის ოპერაციული შტაბის სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებებზე იმსჯელეს

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებლი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას ზუგდიდის მერი, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომდგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

22 სექტემბერი 2020, 18:16

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორების შეურაცხყოფის ფაქტებზე შსს-ს მიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც თსუ–ს ონლაინ-ლექციებზე დამსწრე სტუდენტები და არაიდენტიფიცირებული პირები ლექტორებს შეურაცხყოფას აყენებენ.

22 სექტემბერი 2020, 18:12

COVID19

ჯანმო: გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 2 მილიონამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

დიმიტრი ხუნდაძე

22 სექტემბერი 2020, 18:06

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ნიღაბი არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, იმისთვის რომ დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა

„ჩვენ ვიცით უკვე როგორ უნდა მოვიქცეთ, უბრალოდ უნდა შევასრულოთ ის, რაც უკვე ვიცით და რაც უკვე გამოცდილია. უნდა დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება. ნიღაბი უნდა გახდეს ყოველდღიური ატრიბუტი, რამეთუ, ეს უკვე დადგენილია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი იმისთვის რომ დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

კახა კუჭავა

22 სექტემბერი 2020, 18:05

პოლიტიკა

კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰაიდი ჰაუტალასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰაიდი ჰაუტალასთან ვიდეო ზარის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართა. ევროპარლამენტარმა კახაბერ კუჭავას, წინა კვირაში, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღება მიულოცა.

დიმიტრი ხუნდაძე

22 სექტემბერი 2020, 18:05

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ამ ეტაპზე პროცესის მართვა შეგვიძლია, თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს

თუ ადრე გარკვეულ კითხვებზე პასუხი არ გვქონდა და პირველი დღეების განმავლობაში უფრო ცუდის მოლოდინში ვიყავით, დღეს თუნდაც გაზრდილი ინფიცირების ფონზე პროცესის მართვა შეგვიძლია და ეს იმედისმომცემია. თუმცა ამან არ უნდა გაგვათამამოს, რაც მოხდა აჭარაში და ამან მყისიერად მოგვცა ნეგატიური შედეგი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

22 სექტემბერი 2020, 17:44

COVID19

კორონავირუსით 23-ე გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო და მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ჰქონდა

ლევან გოფოძის თქმით, ინფიცირებულის მკურნალობა სტაბილურად მიმდინარეობდა , თუმცა გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და პაციენტს გული გაუჩერდა.

22 სექტემბერი 2020, 17:43

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 377 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 13 439 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 377 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 558 068 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 137 272 ადამიანი გარდაიცვალა.