06 თებერვალი 2020, 19:37 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: პირველადი გამოკვლევებით ვვარაუდობთ, რომ კლინიკაში მოთავსებულ ჩინელ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდება

ინფექციურ საავადმყოფოს რამდენიმე საათის წინ ჩინელმა მამაკაცმა მიმართა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

როგორც imedi.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, ჩინელმა მამაკაცმა პეკინი 27 იანვარს დატოვა, შემდეგ 2 დღე იყო ყაზახეთში, შემდეგ გუდაურში და 2 დღე ბაკურიანში.

„იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი ჩინეთიდან არის ჩამოსული და აღენიშნება ცხელება და ხველა, თეორიულად შესაძლებელია, თუმცა პირველადი გამოკვლევებით, ვვარაუდობთ, რომ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდება, რადგან მას პნევმონია არ აღენიშნება, ასევე ნაცხის ანალიზის მიხედვით, პაციენტს მგრძნობელობა B ტიპის ვირუსზე აქვს. პაციენტს ტემპერატურამ 4 თებერვალს აუწია და 38 გრადუსს აღემატებოდა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

25 სექტემბერი 2020, 09:58

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარემ და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ოზურგეთში შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და გურიის მხარის რწმუნებული, ზურაბ ნასარაია მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბაიერნი

25 სექტემბერი 2020, 09:48

სპორტი

უეფას სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო

უეფას 2020 წლის სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო. „რეკორდმაისტერსა“ და „სევილიას“ შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ოვერტაიმში კი მიუნხენელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველ ნახევარში ლუკას ოკამპოსის თერთმეტმეტრიანს ზუსტი დარტყმით ლეონ გორეცკამ უპასუხა. გამარჯვების ბურთი კი 104-ე წუთზე ხავი მარტინესმა გაიტანა.

კორონავირუსი

25 სექტემბერი 2020, 09:29

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში საერთო ჯამში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა აღრიცხული

აჭარა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, 22:00 საათიდან კი, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა.

პარლამენტი

25 სექტემბერი 2020, 09:20

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს „ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში შესატან ცვლილებებს რამდენიმე კომიტეტი განიხილავს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმოქმედებს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება სამედიცინო პერსონალი, ხოლო სამედიცინო პუნქტი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღიჭურვება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

25 სექტემბერი 2020, 09:15

საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა დღეს გაირკვევა

გუშინ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა. კანდიდატურა მოხსნა ალექსანდრე ვახტანგოვმა. გენერალური დირექტორობის მსურველი ამჟამად თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე არიან. მაუწყებლის დირექტორს საბჭო 6 წლის ვადით აირჩევს.

ჯანდაცვის სამინისტრო

25 სექტემბერი 2020, 09:05

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად რეგისტრაცია დაიწყო

სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით მათი სარეიტინგო ქულა 150 000-ზე ნაკლებია, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია არ სჭირდებათ. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის პირველ ნოემბრამდე.

ოკუპაცია

25 სექტემბერი 2020, 08:44

პოლიტიკა

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი დღეს გათავისუფლდება

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გუშინ განაცხადა.

ნატო

25 სექტემბერი 2020, 08:27

პოლიტიკა

გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

პრესრელიზის მიხედვით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად, ბრიუსელს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა. შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი.

ზუგდიდი

25 სექტემბერი 2020, 08:21

რეგიონი

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი თვითიზოლაციაშია

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა. ის ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონა ვირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.

ლაითური

25 სექტემბერი 2020, 08:17

რეგიონი

დაბა ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ადგილობრივებს მუდმივად შეუმოწმებენ ტემპერატურას. სპეციალურად დაბაში მცხოვრებთათვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

ბათუმის ინფექციური

25 სექტემბერი 2020, 08:10

COVID19

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 11 კოვიდინფიცირებული დაემატა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 11 ახალი ინფიცირებული დაემატა. ამ დროისთვის კლინიკაში 144 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 19 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 4 პაციენტის მდგომარეობას ექიმები უკიდურესად მძიმედ აფასებენ და ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.

აჭარა

25 სექტემბერი 2020, 08:02

რეგიონი

დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა

აჭარაში ეპიდაფეთქების ფონზე ახალი შეზღუდვები ძალაში შევიდა. დღეიდან გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხვალიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც იკრძალება. კვების ობიექტები შეზღუდული დროით იმუშავებს. (კაფეები და რესტორნები 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტება. სკოლებში სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

დონალდ ტრამპი

25 სექტემბერი 2020, 00:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი იქნება.

ლევან დავითაშვილი

25 სექტემბერი 2020, 00:33

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: დაახლოებით 9 მილიონ ლარს ვხარჯავთ ახალი ბაზრების ათვისებაზე და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პრომოციაზე

დღეს ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით, 9 მილიონ ლარს ახალი ბაზრების ათვისებაზე. ეს არის სახელმწიფოს დანახარჯი, რომელსაც რა თქმა უნდა, ემატება კერძო კომპანიების მარკეტინგული აქტივობა და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პრომოციაზე, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი დიდია, ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

ლევან დავითაშვილი

25 სექტემბერი 2020, 00:20

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: მე მჯერა, რომ ღვინის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანია და იქნება მომავალშიც

„ერთ წელიწადში ჩვენ თუ ზურგს შევაქცევთ დარგს, ისეთ ზიანს მივიღებთ, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. ამიტომ დარგისთვუს მდგრადობის შენარჩუნება არის აუცილებელი და მე მჯერა, რომ ღვინის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანია და იქნება მომავალში და ძალიან დიდ როლს შეასრულებს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

25 სექტემბერი 2020, 00:19

სპორტი

„დინამო“ და „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგას გამოეთიშნენ

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ანდალუსიელთა ფეხბურთელებმა, დარვინ მაჩისმა და ხორხე მოლინამ გიორგი მამარდაშვილის კარი ორჯერ აიღეს.

ლევან დავითაშვილი

25 სექტემბერი 2020, 00:05

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი სტრატეგიაა, მელიორაციაში ინვესტირების გაგრძელება, თუმცა ეს ყოველწლიურად უფრო და უფრო ძვირი ჯდება

დღეისთვის საქართველოში უკვე 170 ათას ჰექტარ ფართობზეა წყლის სარწყავი სისტემები, მთლიანად მელიორირებულია 200 ათასამდე ჰექტარი, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილ რიცხვები“ განაცხადა. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება სარწყავი ინფრასტრუქტურის, მელიორაციის გარეშე შეუძლებელია. მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთ საქართველოში სხვა პრობლემა აქვთ, რაც ჭარბტენიანობასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, დრენაჟს საჭიროებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით, წყლის ნაკლებობაა.

ლევან დავითაშვილი

25 სექტემბერი 2020, 00:02

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ნახევარი მილიარდი, რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში ჩადო, კერძო ინვესტიციების მოზიდვის ბერკეტი იყო

ნახევარი მილიარდი, რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში ჩადო, იყო ბერკეტი იმისთვის, რომ კერძო ინვესტიცია მოგვეზიდა, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით 11 მილიარდია აგროსასურსათო სექტორის გამოშვება დღეისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, დაახლოებით 60 %-იანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით.

ლევან დავითაშვილი

24 სექტემბერი 2020, 23:51

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენ სტიმულირება გავაკეთეთ იმპორტის ამა თუ იმ სასურსათო პროდუქტის, რომ სასურსათო უზრუნველყოფის კუთხით ქვეყანა დაცული ყოფილიყო

2012 წლისთვის დაახლოებით 900 მილიონი დოლარის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვქონდა აგრო სასურსათო პროდუქციის, იმპორტსა და ექსპორტს შორის განსხვავება ზუსტად ეს იყო, დღეს კი ეს 200 მილიონზე ოდნავ მეტია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

24 სექტემბერი 2020, 23:47

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი აგროდაზღვევაზე: საქართველომ შეძლო მეტნაკლებად მოქნილი მოდელის შექმნა

ჩვენი მიზანია, რომ ის მეურნეობები, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობაში, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული და დაეზღვეს სრულად, თუმცა ჩვენ არ გვაქს ილუზია, რომ სრული დაზღვევა და სრული დაფარვა იქნება, მათ შორის იმ სქემით, რომელსაც ჩვენ ვთავზობთ ფერმერებს და შეფასებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთ-ერთ საინტერესო და კარგ მოდელად - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.