06 თებერვალი 2020, 14:06 / სანდო წყარო

ოზურგეთში საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა

ოზურგეთში საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა. ეს პირველი ცენტრია საქართველოში, რომელიც ერთდროულად 4000-მდე საქონლის მიღებას შეძლებს. პროექტის ინვესტიცია 10 მილიონი ლარია.

ლოგისტიკური ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ელექტრო ღობეებითა და მოწყობილობებით. ცენტრში 100-მდე ადამიანი დასაქმდება. საქონლის პირველ ნაკადს კი დაახლოებით 2 თვეში მიიღებენ. პროექტს „აგრო პრაიმი“ ახორციელებს.

როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, სატრანზიტო მარშრუტი დაიწყება ბათუმის პორტში სპეციალიზირებული გემის მიღებით, სადაც მოხდება ცხოველების ჩამოტვირთვა და ოზურგეთის ლოგისტიკურ ცენტრში გადაყვანა. შემდეგ კი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით საბოლოო დანიშნულების ადგილზე გაგზავნა.

საქართველოს მეცხოველეობის ასოციაციის თავმჯდომარის, გოჩა ჩხაიძის თქმით, ლოგისტიკური ცენტრი ეროვნული პროექტია და ის მაღალ საფეხურზე აიყვანს მეცხოველეობის განვითარებას, როგორც საქართველოში, ასევე მთელ ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

„ჩვენი სამომავლო გეგმა ასევე უკავშირდება მნიშვნელოვან საკითხს, ლოგისტიკური ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ნებისმიერი ფერმერი მიიღებს კონსულტაციას, როგორ უნდა შექმნას და მართოს ფერმა, როგორ მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია. კონსულტაციას კი გაუწევენ პროფესიონალი ავსტრალიელი და ქართველი ვეტერინარები“ - განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მესაქონლეობის კავშირის პრეზიდენტი, პარტნიორები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრალიიდან და კანადიდან, ასევე, მხარის რწუმენებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია.

ყველა სიახლე

ირაკლი კოხრეიძე 

01 აპრილი 2020, 18:27

COVID19

ონკოლოგი: კორონავირუსის პანდემიის დროს ონკოპაციენტები, რომლებსაც ქიმიოთერაპიის კურსი უტარდებათ, რისკჯგუფს წარმოადგენენ

ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპიის კურსი, კორონავირუსის პანდემიის დროს რისკჯგუფს წარმოადგენენ, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვაზე, რჩებიან თუ არა რისკჯგუფში ის პაციენტები, რომელთაც ქიმიოთერაპიის სრული კურსი აქვს გავლილი და პაციენტები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ადამიანები რისკჯგუფს არ წარმოადგენენ. რისკჯგუფს წარმოადგენენ პაციენტები, რომლებსაც ქიმიოთერაპიის კურსი უტარდებათ.

01 აპრილი 2020, 18:25

COVID19

მეცნიერი: კორონავირუსი ქალებს კაცებზე უკეთ გადააქვთ

კორონავირუსი ქალებს უკეთ გადააქვთ, ვიდრე კაცებს. ამ დასკვნამდე ჰენრიხ პეტეს სახელობის ექსპერიმენტალური ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის ექსპერტი მარკუს ალტფელდი მივიდა. მეცნიერის მტკიცებით, ავადმყოფობის დაძლევაზე ბიოლოგიური ასპექტები ახდენს გავლენას. ისევე, როგორც აივ ინფექციის ან ჰეპატიტის შემთხვევაში, დაავადებაზე ქალისა და კაცის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს.

ქეთევან ციხელაშვილი

01 აპრილი 2020, 18:11

COVID19

ქეთევან ციხელაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა

არაერთხელ გამოვხატეთ მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, დღეს უკვე ნაბიჯებს ვდგამთ. იცით, რომ ერთი პაციენტი ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობს. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და არის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. ასევე ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს გუშინ და მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ისინი ამ ეტაპზე არიან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ირაკლი მეზურნიშვილი

01 აპრილი 2020, 18:06

COVID19

ირაკლი მეზურნიშვილი: შექმნილი გვაქვს საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ეფექტურად ართმევს თავს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს წინაშე დგას

შიდა ქართლის მასშტაბით შექმნილი გვაქვს საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ძალიან ეფექტურად ართმევს თავს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს წინაშე დგას. ყველა პრობლემაზე, რაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობის წინაშე წარმოიშვას, ძალიან სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მარკ ენტონი სპელი

01 აპრილი 2020, 18:01

COVID19

ამერიკელი პასტორი: ეკლესიაში ხალხის შეკრება იმაზე სარისკო არ არის, ვიდრე მაღაზიებში მისული ასობით ადამიანი

ამერიკელმა პასტორმა მარკ ენტონი სპელმა, რომელსაც ბრალი წაუყენეს 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით შეკრების აკრძალვის დარღვევისთვის, განაცხადა, რომ მისი ეკლესიის კარები მაინც ღია დარჩება მრევლისთვის. ტელეკომპანია CNN-თან საუბარში სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ეკლესიაში ხალხის შეკრება იმაზე უფრო სარისკო არ არის, ვიდრე მაღაზიებში საყიდლად მისული ასობით ადამიანი.

თამარ ხუციშვილი

01 აპრილი 2020, 17:53

COVID19

თამარ ხუციშვილი: პანდემიის პერიოდში კვების რაციონში თხილის, ნიგვზის და ნუშის აქტიურად ჩართვა მნიშვნელოვანია

დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე კვირაში დავამარცხებთ პანდემიას და ამისთვის უღრმესი მადლობა ჩვენ ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ინფექციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგმა, თამარ ხუციშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის დასრულების შემდგ, როდესაც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით, ზედმეტმა კილოგრამებმა რომ არ გაგვიფუჭოს განწყობა, ჯობია საპროფილაქტიკო ზომები მივიღოთ.

01 აპრილი 2020, 17:51

ეკონომიკა

ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები სერვისით „პენსია ჩარიცხვამდე“ დღეიდან უფასოდ ისარგებლებენ

,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ ჩვენს მომხმარებელს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი სოციალური ბარათი, როგორც გადახდის ყველაზე უსაფრთხო საშუალება“, - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

01 აპრილი 2020, 17:48

COVID19

სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან იმპორტი დღგ-ისგან გათავისუფლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა. მათ შორის, ეს ეხება დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეებისა და უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდებასა და იმპორტს.

01 აპრილი 2020, 17:37

COVID19

სამხედრო ექიმები მოქალაქეებს 16 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ამოწმებენ

სამხედრო სამედიცინო ჯგუფის თითო ეკიპაჟი სამი პირისგან შედგება, რომელიც სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. სამხედრო ექიმები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის თერმოსკრინინგს უტარებენ და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქე საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ.

კიმ ტორა

01 აპრილი 2020, 17:30

COVID19

კატალონიის ლიდერი კორონავირუსისგან განიკურნა

კატალონიის ჟენერალიტეტის ლიდერი COVID-19-სგან განიკურნა. ამის შესახებ გამოცემა 20 Minutos იტყობინება. კიმ ტორას კორონავირუსის დიაგნოზი 16 მარტს დაუდგინეს. კლინიკაში მან 2 კვირა დაჰყო. საავადმყოფოდან კატალონიის ლიდერი უკვე გამოწერეს, მაგრამ ის საკუთარ რეზიდენციაში თვითიზოლაციაში დარჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

პაპ დიუფი

01 აპრილი 2020, 17:29

COVID19

მარსელის „ოლიმპიკის“ ექსპრეზიდენტი პაპ დიუფი კორონავირუსით გარდაიცვალა

მარსელის „ოლიმპიკის“ ექსპრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა. პაპ დიუფი 68 წლის იყო. დაინფიცირების მომენტში დიუფი სენეგალში იმყოფებოდა და ის თვითმფრინავით საფრანგეთში უნდა გადაეყვანათ, თუმცა მისი მდგომარეობა გაუარესდა და ვერ მოხერხდა. პაპ დიუფი „ოლიმპიკის“ პრეზიდენტი 20005-დან 2009 წლამდე იყო.

01 აპრილი 2020, 17:27

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ირანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება. ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კორონავირუსით 138 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ჯამში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3 036-მდე გაიზარდა.

კეი ბელი

01 აპრილი 2020, 17:19

პოლიტიკა

აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში: ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან

ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან მომავალში, – ამის შესახებ აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში კეი ბელი ჰათჩინსონმა განაცხადა. როგორც კეი ბელი ჰათჩინსონმა ​ აღნიშნა, რუსეთმა უნდა მისცეს უფლება საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა. „ჩვენ ასევე გვინდა, რომ მათ რეფორმები გააგრძელონ, რათა შეძლონ რუსული დეზინფორმაციისა დაძლევა და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ ტერიტორიაზე ბორდერიზაციას. რუსეთმა უნდა მისცეს უფლება საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა. ამ ქვეყნებმა თავად უნდა აკონტროლონ საკუთარი სუვერენული ტერიტორიები და საზღვრები.

ბულგარეთიდან ავიარეისი

01 აპრილი 2020, 17:18

COVID19

ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში კიდევ 92 მოქალაქე დაბრუნდა

ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში კიდევ 92 მოქალაქე დაბრუნდა. საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას. თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით ამ წუთებში დაეშვა. ავიარეისი ავიაკომპანიამ „Myway Airlines“ განახორციელა. ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში გამოემგზავრა საქართველოს 92 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

ჯემალ გამახარია

01 აპრილი 2020, 17:10

COVID19

ჯემალ გამახარია: თუ აფხაზეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხალხის დიდი ნაკადი ზუგდიდისკენ წამოვა

„ხელისუფლების მხრიდან უკვე გაცხადებულია, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ ადამიანების დასახმარებლად. მათ აქვთ და უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი. მივმართავ ენგურს გაღმა მაცხოვრებლებს - ღმერთმა დაგიფაროთ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ თუ თქვენთან კორონავირუსი გაჩნდა, თქვენ საქართველო გიპატრონებთ, რადგანაც თქვენ საქართველოს მოქალაქეები ხართ“, - აღნიშნა გამახარიამ.

01 აპრილი 2020, 17:03

COVID19

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარს პროდუქტებს სახლში მიუტანენ

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარი საცხოვრებელ ადგილებზე მიიღებს იმ პროდუქტებს, რომელიც მათთვის სასადილოში სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი. იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში მთლიანად შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ბენეფიციარებს უჭირთ უფასო სასადილოებამდე მისვლა, მათ საკვებ პროდუქტებს სახლებში მიუტანენ. სასურსათო ამანათების დაფასოება მიმდინარეობს ქუთაისის სპორტის სასახლეში და ამ პროცესში უშუალოდ ჩართული არიან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილეები.

ავღანეთი აფეთქება

01 აპრილი 2020, 17:03

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებას ერთი ოჯახის 7 წევრი, მათ შორის 6 ბავშვი ემსხვერპლა

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა რეგიონში აქტიურია როგორც „თალიბანი“ ასევე „ისლამური სახელმწიფო“. ინციდენტამდე ერთი დღით ადრე ქაბულში „თალიბანის“ დელეგაცია ჩავიდა, რომელიც ავღანეთის მთავრობასთან პატიმრების გაცვლის საკითხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ვახტანგ გომელაური

01 აპრილი 2020, 16:59

COVID19

ვახტანგ გომელაური: არავის გვიხარია ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს

„რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით სიტუაციას, იცით, რომ თითქმის ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი კონტროლდება, შესასვლელები, გასასვლელები. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდებათ ჩაკეტვა, როგორც მარნეულში, ბოლნისში მოხდა, რომ უსწრაფესად განხორციელდეს გადაკეტვა მთლიანად, ვთქვათ, რომელიმე ქალაქის, თუ საჭიროება იყო, თუ რეკომენდაციას მოგვცემს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

01 აპრილი 2020, 16:47

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების, არაელექტიური ოპერაციების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას.

ეროვნული ბანკი

01 აპრილი 2020, 16:46

COVID19

ეროვნულმა ბანკმა COVID-19-თან დაკავშირებით საზედამხედველო გეგმა წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, გეგმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაშია.