05 თებერვალი 2020, 16:51 / სანდო წყარო

გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრს: თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით, მადლობას გადაგიხდით

გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე

„ვფიქრობდი მადლობა რისთვის გადამეხადა, მაგრამ ჯერ ალბათ ვერაფრისთვის. თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით, ამისთვის მადლობას გადაგიხდით“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.

გედევან ფოფხაძემ ჯანდაცვის მინისტრი სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ხარვეზიანი პოლიტიკისთვის გააკრიტიკა და მოხსენებაც დაუწუნა. 

„მიმაჩნია, რომ თქვენი მოხსენება ძალიან შორს იყო რეალობისგან და დიდი იმედი მექნება, რომ კითხვების ნაწილში მაინც ცოტათი დაუბრუნდებით რეალობას, თუ რა გაჭირვებაა ქვეყანაში, მოსახლეობაში, ჯანდაცვის სფეროში. რა კატასტროფული მდგომარეობაა დასაქმების სფეროში და ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ ვიდეოთვალები კი არ უნდა ვუყიდოთ ჩვენს სოციალურ მუშაკებს, არამედ რეალურად უნდა ვიზრუნოთ, რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ გვყავდეს. პოლიტიკა ამ თვალსაზრისით თქვენს მოხსენებაში შემოთავაზებული არ იყო და რეალობაც ჩემი აზრით ამ მოხსენებაში ძალიან შორს იყო იმისგან, რაც საქართველოში ხდება.

სანამ პარლამენტამდე დღეს მოვედი, ათი ადამიანი იყო ხელგამოწვდილი რუსთაველის გამზირზე, მე აქ ვცხოვრობ და სადამდეც გზა გამოვიარე, ათი ადამიანი მოწყალებას ითხოვდა და ყველასთვის ფული არ მეყო.

დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ის ვალდებულება, რომელსაც ცოტა უფრო კატეგორიულად უნდა აყენებდეს საკითხს, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ მონოპოლიები არ იყოს, სამუშაო ადგილები გაჩნდეს, თუ ვიღაცა დასაჭერია უნდა დავიჭიროთ, ფული საშოვნია, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმაროთ და თქვენი სამინისტროს პოლიტიკა არ არის ამისკენ მიმართული.

ვფიქრობდი მადლობა რისთვის გადამეხადა, მაგრამ ჯერ ალბათ ვერაფრისთვის გადაგიხდით, მაგრამ თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით, მე ამისთვის მადლობას გადაგიხდით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2020, 00:40

საზოგადოება

იოსებ ხახალეიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვინ დიზელი

27 სექტემბერი 2020, 00:38

ტაბლოიდი

ვინ დიზელმა პირველი სიმღერა გამოუშვა. ვიდეო

ამერიკელმა მსახიობმა და „ფორსაჟის“ ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა თავის პირველი სიმღერა სახელწოდებით Feel Like I Do გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიმღერისთვის მუსიკა ნორვეგიელმა დიჯეიმ Kygo-მ დაწერა, რომელიც თავის საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრება.

ფილმი „დასაწყისი“

27 სექტემბერი 2020, 00:30

კულტურა

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს „დასაწყისი“ 4 ჯილდო გადაეცა

ფილმი „დასაწყისი“ რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.

27 სექტემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ზვიად შალამბერიძე

27 სექტემბერი 2020, 00:15

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება, - ასე ეხმაურება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს.

ქეთევან ბაკარაძე

27 სექტემბერი 2020, 00:14

პოლიტიკა

ქეთევან ბაკარაძე: ვინ მეტი დააშავა და ვინ ნაკლები ვიცით, მაგრამ მიტევებაც შეგვიძლია, რადგან ის მიწა, ის ქალაქი, ის ხალხი ჩვენია და ჩვენიანია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ჩიქოვანი

26 სექტემბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: წარუშლელი ტკივილი ახლავს თან 27 სექტემბრის ტრაგიკულ დღეს

სოხუმის დაცემის დღე, ენგურის ხიდზე სიმბოლური შეკრებით „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა გაიხსენეს. ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.

სოხუმის დაცემის დღე

26 სექტემბერი 2020, 23:49

საზოგადოება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე. სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

ლონდონი

26 სექტემბერი 2020, 23:37

მსოფლიო

ლონდონში კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

ლონდონში აქციაზე ლოქდაუნის 10 მოწინააღმდეგე დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანული სააგენტო პოლიციაზე დაყრდნობით იმასაც იუწყება, რომ დაპირისპირებისას ოთხი პოლიციელი დაშავდა. მათგან ორს კი კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

26 სექტემბერი 2020, 23:17

პოლიტიკა

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე, ხაშურის რამდენიმე უბნის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესება და წყალარინების სისტემის აღდგენა იყო.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 23:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ იტყვის რომ ვინმეს ბიზნესი წავართვი, ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე ან კორუფციულ გარიგებაში შევედი

ვინმემ მართლაც რომ მოინდომოს ტენდერის მორგება კონკრეტულ კომპანიაზე ეს შეუძლებელია, იმდენი ფილტრია, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძე მიკროავტობუსების ტენდერთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ამ საკითხზე ერთ-ერთ ტელეარხზე რეპორტაჟი გავიდა.

თენგიზ ცერცვაძე

26 სექტემბერი 2020, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას

ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის Facebook პოსტში – „COVID-19 საქართველოში. „მძიმე სცენარი”, თუ ძალიან წარმატებული მართვა“. კლინიკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება COVID-19 შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო ქვეყანაში შიდა შეზღუდვების მოხსნისა და მობილობის გააქტიურების ფონზე.

თაკო ჩარკვიანი

26 სექტემბერი 2020, 22:16

COVID19

თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი თაკო ჩარკვიანი COVID19 -სგან განიკურნა. ამის შესახებ ჩარკვიანი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

ანდრია ჯაღმაიძე

26 სექტემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო

ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, ის რომ, ეს საბუთი კომისიის მუშაობის პროცესში გამოჩნდებოდა, მოსალოდნელი იყო და საპატრიარქოს ამის იმედი ჰქონდა.

ალექსანდრე მოწერელია

26 სექტემბერი 2020, 22:08

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩემი მიზანი სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში აბედათის მოსახლეობას შეხვდა.

26 სექტემბერი 2020, 22:02

რეგიონი

ირაკლი ხახუბია: ჩვენი გუნდი განაგრძობს სოფლის მეურნეობის დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით

ფოთის, ხობის და სენაკის დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საქართველოს პარლამენტის წევრთან, სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ბერაიასთან, სენაკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შპს ,,აგროთემას“ მოცვის ბაღები დაათვალიერა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

კახა კალაძე: არ ვიკადრებ, რომ ოპონენტების ოჯახის წევრებს შევეხო ან მათ საცხოვრებელ სახლებში დრონები ვაფრინო

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გადაცემაში „ქრონიკა“ მედიაში მასზე და ოჯახის წევრებზე გასულ რეპორტაჟებს გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, მედიაში მცდარი ინფორმაცია „ფეიკ ნიუსები“ ვრცელდება, რასაც ის სიმართლეს დაუპირისპირებს.

26 სექტემბერი 2020, 21:25

რეგიონი

ირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალს ესტუმრა

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველაზე უხუცეს ქალს, ნათელა გოგიას ესტუმრა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 21:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი, მათი პოლიტიკური წარსულია

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი არის მათი პოლიტიკური წარსული. ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხდა. თბილისის მერის თქმით, ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია, უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია თუ პოლემიკა ჯანდაცვის სფეროს საკითხებზე და ბევრ სხვა თემაზე, თუმცა რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია.