05 თებერვალი 2020, 23:19 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსზე: ტყუილმა შესაძლოა საზოგადოება ვირუსზე მეტად დააზიანოს

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

კორონავირუსის ირგვლივ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ შესაძლოა, ქვეყანას ვირუსზე მეტი ზიანი მიაყენოს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია შექმნილი. საბედნიეროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა მწვანე ზონაშია, ეს ყველაზე დაბალი რისკის ზონა, მაგრამ აქაც არაპირდაპირი მინიშნებებია, რომ თითქოს ქვეყანაში ვირუსია და ამას ხელისუფლება მალავს“, - თქვა ხუნდაძემ. 

დეპუტატის თქმით, ჯანდაცვის კომიტეტში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა, რომლებზეც ჯანმოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში მათი რეკომენდაციების შესრულების მხრივ შენიშვნები პრაქტიკულად არ აქვთ.

„ერთადერთი შენიშვნა საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა იყო და ამაში ოპოზიციის, ასევე მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლებამ ქვეყანაში არა მხოლოდ ვირუსის შესაძლო შემოსვლაზე იმუშავა და დღესაც მუშაობს, არამედ იზრუნა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზეც. ჩვენ არ მივატოვეთ ეპიცენტრში მყოფი ჩვენი მოქალაქეები. დღეს ისინი უკვე შესაბამის რეჟიმს გადიან, რომ მათ უსაფრთხოებას თან ერთოდეს ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება", - განაცხადა  ხუნდაძემ. 

მან ასევე დასძინა, რომ ვირუსზე საუბრისას მთავარი, პოლიტიკური სარგებელი არ უნდა იყოს.

„თუ გვინდა მისი დაძლევა, სიცრუე დომინანტად არ უნდა ვაქციოთ სიმართლეზე, ობიექტურობას არ უნდა გავცდეთ და მხოლოდ პოლიტიკური სარგებელი არ უნდა ვეძებოთ. ამდენმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა შტურმმა, შესაძლოა საზოგადოება იმაზე მეტად დააზიანოს, ვიდრე ეს რომელიმე ვირუსმა“, - თქვა ხუნდაძემ.​

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლის რიცხვმა 500-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 24 505-მდე გაიზარდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ყველა სიახლე

ფორსაჟი

22 ოქტომბერი 2020, 01:47

კულტურა

ფრანშიზა „ფორსაჟი“ მეთერთმეტე ფილმით დასრულდება

ბოლო ორ სურათზე ჯასტინ ლი იმუშავებს, რომელმაც სერიის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეცხრე ფილმები გადაიღო. ამასთან, ძირითადი სიუჟეტური ხაზის დახურვა „ფორსაჟის“ სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს. დომინიკი ტორეტოს (ვინ დიზელი) ისტორიის დასრულების შემდეგ სტუდია Universal-ი სამყაროს სხვა პერსონაჟებზე აპირებს აქცენტის გადატანას.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2020, 01:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა მძევლებს შორის და მომდევნო დღეებში გავარჩიოთ ეს დამთხვევაა თუ არა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი თავისი მოქმედებებით, არსით, ფეისბუქის პოსტებით, რომელსაც გვარამიას ოჯახის წევრებთან აქვს თურმე, ახლობლური კავშირი, მერიაში მუშაობდა და უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი, აღმოჩნდა მძევლებს შორის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ​ „ღია ეთერში“ განაცხადა.

ჯოზეფი და ივი

22 ოქტომბერი 2020, 01:12

COVID19

კორონავირუსის გამო დაშორებული მოხუცებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს 215 დღის შემდეგ შეხვდა ❤️😭 ემოციური ვიდეო

ჯოზეფი და ივი უკვე 60 წელია ცოლ-ქმარი არიან. მარტში ჯოზეფს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მნახველების მიღების უფლება არ ჰქონდა. კაცმა საავადმყოფოში 215 დღე გაატარა, რამდენიმე დღის წინ კი მოხუცებულთა სახლში დაბრუნდა, სადაც მას ერთგული მეუღლე ელოდებოდა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე: „ნაცმოძრაობა“ კლასიკური ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ყველაფერში დივერსიის მოწყობას ცდილობს

არჩევნების შედეგი მძიმედ აისახება „ნაცმოძრაობაზე“. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დმანისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოზიცია.

22 ოქტომბერი 2020, 00:59

სამართალი

შსს: 43 მძევალი გათავისუფლებულია და სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხი ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს, დავით გარეჯის თემასაც, ცხინვალისა და აფხაზეთის ჩაბარების საკითხზეც და ოკუპაციის გაფორმებასაც

ქართველი ხალხი ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს. დავით გარეჯის თემასაც, ცხინვალისა და აფხაზეთის ჩაბარების საკითხსაც, ოკუპაციის გაფორმებასაც, წამებასა და უბედურებაზე, რაც იყო მათი ხელწერა, აღარაფერს ვამბობ, ბუნებრივია, ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ ამ ყველაფრისთვის, მათ შორის დღევანდელი დღისთვისაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პოზიციაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მაღალი ტრიბუნიდან განიხილება ეს საკითხი, მით უფრო მაღალი ტრიბუნიდან მოხდება მათი მხილება იმ მძიმე ქმედებებში, რომელიც უკავშირდება დავით-გარეჯს

რაც უფრო მაღალი ტრიბუნიდან განიხილება ეს საკითხი, მით უფრო მაღალი ტრიბუნიდან მოხდება მათი მხილება იმ მძიმე ქმედებებში, რომელიც უკავშირდება დავით-გარეჯს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ნიკა ლალიაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 00:28

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: წინა ხელისუფლებაში იყო კონსენსუსი​​, რომ გარეჯი არ არის საქართველო

ვნახეთ ნოტა, რომელიც გაგზავნილი აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 2005 წელს.​ ნოტადან ჩანს, რომ ეს მიწა, როგორ ნოღაიდელი ამბობს ჩვენებაში, იმ პერიოდის ხელისუფლებაში იყო კონსენსუსი​​, რომ გარეჯი არ არის საქართველო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 00:23

მსოფლიო

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები რაც შეიძლება მალე დაწესდეს

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები რაც შეიძლება მალე დაწესდეს. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეკომენდაციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ბელარუსთან ურთიერთობებს უნდა გადახედოს.

ვაკა გორგილაძე

22 ოქტომბერი 2020, 00:14

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ არის დანაშაული, რომელიც ამ ძალას არ აქვს ჩადენილი

საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და არ არის დანაშაული, რომელიც ამ ძალას არ აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ არის დანაშაული, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ჩადენილი, მათ შორისაა დავით გარეჯის საქმე, რაც ახლახან გახდა ცნობილი.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე, 2-ჯერ მეტი განზრახ მკვლელობა ხდებოდა ვიდრე დღეს ხდება

რამდენიმე პოლიტიკოსმა თქვა და მედიაც ახდენდა ამ მიმართულების ტირაჟირებას. როდესაც კრიმინალში რაღაც ტენდენციაზე არის საუბარი, შეიძლება ისაუბრო სოციალურ მდგომარეობაზე და ეს სურათი ჩვენ გვახსოვს. როდესაც 1 150 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ხდებოდა 2012 წლამდე, განზრახ მკვლელობა ხდებოდა 2-ჯერ მეტი ვიდრე ხდება დღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ნიკა ლალიაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 23:59

საზოგადოება

ნიკა ლალიაშვილი: „მთავარი არხის“ სამწუხაროდ, რუსული კვალი არ არის, მაგრამ შეიძლება გამოაბან

„გლავკანალი“ აუცილებლად დაიწყებს ზუსტად ისე, როგორც ბაჩალიაშვილის საქმეზე, ჟურნალისტურ გამოძიებას და თავადვე იქნებიან სპეციალისტები და ისევ შეეცდებიან 2 პარალელური სამყაროს შექმნას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 23:57

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: კახა ოქრიაშვილის ფენომენი ამ ქვეყნის დიდი მინუსია

დმანისი იქცა პერმანენტული დაძაბულობის, ფიზიკური დაპირისპირების კერად, - ქვემო ქართლში მომხდარ ინციდენტზე „იმედის“ გადაცემა„პოზიციაში“ ისაუბრეს. დმანისის, კახა ოქრიაშვილის ამბავი. ასეთი ამბები სულ ისეთ ადგილებში ხდება, სადაც წინაპირობა არსებობს. სადაც ადამიანები ყველაფერზე მიდიან და ეს ადამიანი ოდიოზურ ფიგურად იქცა. ეს მთლიანად ამ ქვეყნის დიდი მინუსია ამ ადამიანის ფენომენი, რომელიც არ ერიდებოდა, არც იმის თქმას, როგორ გააკეთა ბიზნესი და როგორ მუშაობდა ზემოგებებზე. ეს ცხელი კერები არჩევნებამდე მუდმივად იქნება“, - აღნიშნა გადაცემის წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი 2020, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს დიალოგი, რაც პირდაპირ ეთერში შედგა მოლაპარაკების სახით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

„ეს დიალოგი, რაც შედგა მოლაპარაკების სახით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო ქმედება კონკრეტული მედიის წარმომადგენლის მხრიდან. ამან პრაქტიკულად გაამძაფრა რისკი, რომლის წინაშეც იდგნენ მძევლები. ამას სჭირდება კონკრეტული პოლიტიკური შეფასება და დასჭირდება სამართლებრივი შეფასებაც“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

21 ოქტომბერი 2020, 23:36

COVID19

საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი 2020, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც 19 ადამიანის სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ და ასეთ დროს ცდილობ პოლიტიკური ქულების დაწერას, ეს არის ბევრად უფრო მძიმე რამ, ვიდრე პოლიტიკური მაროდიორობა

როდესაც 19 ადამიანის სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ და ასეთ დროს შენ ცდილობ პოლიტიკური ქულების დაწერას, ეს არის ბევრად უფრო მძიმე რამ, ვიდრე პოლიტიკური მაროდიორობა, - ამის შესახებ„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს დღევანდელი დღე ერთგვარი ლუსტრაცია იყო.

გოგი მეშველიანი

21 ოქტომბერი 2020, 23:23

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: აცნობიერებენ, რომ განწირული არიან პოლიტიკურ ბრძოლაში და ცდილობენ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესი ძალადობრივში გადაიყვანონ

ოთხი ადამიანია არის დაჭრილი. სამი კიდურების და ერთი წელის არეში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა გადაცემა „ღია ეთერში“ პარტიის საარჩევნო შტაბში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ერთ-ერთი დაჭრილი არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი სამი კი თავდამსხმელი. თავდამსხმელები, რომლების იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში შემოვიდნენ„ქართული ოცნების“ ოფისში. დაიწყეს კონკრეტული პიროვნებების ძებნა. ეძებდნენ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელს და დმანისის „ქართული ოცნების“საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს. საკმაოდაგრესიულად იკითხეს, სად არიან ისინიო-ო. გარკვეული შელაპარაკების შემდეგ გახსნეს დანები დაიწყეს აგრესიული მოქმედებები, რასაც მოჰყვა შესაბამისი მოქმედებები ჩვენი აქტივების მხრიდანაც. სამწუხროდ დაიჭრა ოთხი ადამიანი.

მამუკა მდინარაძე

21 ოქტომბერი 2020, 23:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გიგი წერეთლის განცხადებაზე: ეს არის მდაბიო და შაბლონური სპეკულაცია

ეს არის მდაბიო და შაბლონური სპეკულაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარეძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ამით ის გიგი წერეთლის ნათქვამს გამოეხმაურა, რომელმაც ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზია მძიმე გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც იწვევს ასეთი ტიპის კრიმინალს.

21 ოქტომბერი 2020, 23:14

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 163 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

იენს სტოლტენბერგი

21 ოქტომბერი 2020, 23:08

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილი არ არის

ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილი არ არის, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სომხეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.