05 თებერვალი 2020, 13:04 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “პოლიტიკური კრიზისის სახე არის ის, რაც ხდება ჭიშკართან, 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში“. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტთან მედიას განუცხადა.

„რა დროს ვადამდელი არჩევნებია, თებერვალი დადგა უკვე და ოქტომბერში ისედაც უწევს არჩევნები. თუ ოქტომბრის არჩევნებს ეძახით ვადამდელ არჩევნებს, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ ვადამდელი იქნება ოქტომბერში. 60 ოლიმპიური ჩემპიონი უნიათობაში დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე პასუხს ელოდება. 

„დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე. დღეს ვერანაირ დამატებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ, კონსულტაციები გაგრძელდება და იმედი გვაქვს, არის ამის რესურსი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით. მგონია, რომ ინტერესები გადაიკვეთება ერთმანეთში და ასეთ შემთხვევაში ჩამოვყალიბდებით ისეთ მოდელზე, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება კონსენსუსი, თუ არა და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რომელიც დღეს არის დაგეგმილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური

25 სექტემბერი 2020, 11:44

სამართალი

ვახტანგ გომელაური: კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გუშინ უფრო სუსტი იყო, პარტნიორების დახმარებით დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა - ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

25 სექტემბერი 2020, 11:43

COVID19

ქვეყნის მასშტაბით 17 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მარინა ენდელაძემ თქმით, ინფიცირების აქტიური 3 ათასი შემთხვევიდან 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა განუცხადა.

25 სექტემბერი 2020, 11:36

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის კაცია

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე ადამიანი 54 წლის კაცია. ის ბათუმში გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გიგა მანდარია

25 სექტემბერი 2020, 11:35

ეკონომიკა

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: მიმდინარე და დაგეგმილ 100-ზე მეტ პროექტს 2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება

წყლისა და წყალარინების სისტემები მოეწყობა სტეფანწმინდაში, ბაღდათში, სამტრედიაში, თელავში და ა.შ. მიმდინარე და დაგეგმილ 100-ზე მეტ პროექტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მხარდაჭრით ჯამურად 2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება, - განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, როგორც მანდარიამ აღნიშნა, ამ დროისთვის მიმდინარეობს 45- ინფრასტრუქტურული პროექტი და იგეგმება დამატებით 70-მდე პროექტის განხორციელება.

25 სექტემბერი 2020, 11:25

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 43 კი თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

25 სექტემბერი 2020, 11:23

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

25 სექტემბერი 2020, 11:19

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 86,052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 86,052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 5,9 მილიონს მიუახლოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთში ბოლო 24 საათში ვირუსით 1,141 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 92,290-ს აღწევს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4,75 მილიონს აჭარბებს.

კორონავირუსი

25 სექტემბერი 2020, 11:15

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 265 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს 265 დაემატა, განკურნებულთა რაოდენობა კი 54-ით გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1759 ადამიანი, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 სექტემბერი 2020, 10:54

რეგიონი

ირაკლი ქადაგიშვილი თელავში ახალგაზრდებს შეხვდა

შეხვედრის დროს კანდიდატმა ქვეყნის მომავლის შექმნაში ახალგაზრდების როლსა და ამ პროცესში მათ ჩართულობაზე ვრცლად ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილმა ყურადღება გაამახვილა ერეკლე მეფის საიუბილეო თარიღზეც.

25 სექტემბერი 2020, 10:54

ეკონომიკა

POWERCHINA/Sinohydro - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია, რომელიც საქართველოში კიდევ ერთი გზის რეკონსტრუქციაზე იმუშავებს

საერთაშორისო ტენდერის შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს კომპანია POWERCHINA/Sinohydro შეასრულებს. პროექტზე, რომელსაც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია იმუშავებს.

ლაშა ნაცვლიშვილი

25 სექტემბერი 2020, 10:54

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილის მიერ წარმოდგენილ სიას სოციალურ ქსელში ეხმიანება

„სააარჩევნო სია, მით უმეტეს, ბლოკური, შესაძლოა, ბადებდეს აჯაფსანდალის ასოციაციას, მაგრამ სია, რომელიც სააკაშვილმა წარმოადგინა, ბოდიში მომითხოვია და, ნამთვრალევი კაცის ნაღებინებს უფრო ჰგავს. თანაც შეამჩნევდით, როგორ გამაყრუებლად დუმს ამ ამაზრზენ შემადგენლობაზე ჩვენი პროგრესისტი ინტელექტუალების სახელოვანი კოჰორტა“.

25 სექტემბერი 2020, 10:49

სამართალი

პენიტენციური სამსახური: ბოლო დღეებში მე-8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო მე-8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა. არაერთი ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით.

25 სექტემბერი 2020, 10:45

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანსუა ფილიპ შამპანს ტელეფონზე ესაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კანადას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით.

25 სექტემბერი 2020, 10:41

მსოფლიო

რიოს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. „ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ გამოსავალს. ჯერ არ ვართ დარწმუნებული, რომ კარნავალის ზუსტი თარიღის დათქმა შეგვიძლია", - ამბობს სამბას ლიგის პრეზიდენტი ხორხე კასტანეირა.

25 სექტემბერი 2020, 10:32

სამართალი

საქართველოში უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 230 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის - 21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 18, აჭარასა და გურიაში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7, ქვემო ქართლში - 6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს.

25 სექტემბერი 2020, 10:28

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი ნაგებობები მოეწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქ. ზუგდიდში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე (მდ. სინწა) ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის ბოლოდან ამ ტერიტორიას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება.

კიმ ჩენ ინი

25 სექტემბერი 2020, 10:19

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა სამხრეთკორეელი საჯარო მოხელის მკვლელობის გამო ბოდიში მოიხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სამხრეთკორეელი საჯარო მოხელის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის, - იუწყება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გავრცელებული ინფორმაციით, მან სამხრეთკორეელ კოლეგას, მუნ ჯე ინს მისწერა, რომ ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო.

ალექსანდრე მოწერელია

25 სექტემბერი 2020, 10:12

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადგილობრივების მხრიდან გამოკვეთილი პრობლემები გადაიჭრას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აბაშის მუნიციპალიტეტში ნორიოსა და წყემის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური.

არჩილ თალაკვაძე

25 სექტემბერი 2020, 09:58

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარემ და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ოზურგეთში შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და გურიის მხარის რწმუნებული, ზურაბ ნასარაია მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბაიერნი

25 სექტემბერი 2020, 09:48

სპორტი

უეფას სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო

უეფას 2020 წლის სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო. „რეკორდმაისტერსა“ და „სევილიას“ შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ოვერტაიმში კი მიუნხენელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველ ნახევარში ლუკას ოკამპოსის თერთმეტმეტრიანს ზუსტი დარტყმით ლეონ გორეცკამ უპასუხა. გამარჯვების ბურთი კი 104-ე წუთზე ხავი მარტინესმა გაიტანა.