05 თებერვალი 2020, 12:34 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი ამერიკელ პარტნიორებს დაჰპირდა, რომ 2012 წელს დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესი გაგრძელდება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდი ამერიკელ პარტნიორებს მარტივ დაპირებას აძლევს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გაგრძელდება 2012 წელს დაწყებული პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მას ჰკითხეს რა დაპირება მისცა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სენატორებს ჯიმ რიშსა და ჯინ შაჰინს.

„ეს არის ქვეყნის დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების პროცესი. 2012 წელს მოხდა დემოკრატიული გარდატეხა ჩვენს ქვეყანაში, რამაც ჩვენს ქვეყანას განვითარების საშუალება მისცა და ბუნებრივია, ამ მოცემულობით მაქსიმალურად ვისარგებლებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამერიკელმა სენატორებმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერენ, რომ მათ პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 15:27

COVID19

მოსკოვში 12 ივნისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

მოსკოვში 12 ივნისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვში კორონავირუსის 1,560 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მოსკოვში კორონავირუსის 281,968 შემთხვევა დაფიქსირდა, 242,883 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 5,129 ადამიანი გარდაიცვალა.

25 სექტემბერი 2020, 15:21

ეკონომიკა

საქართველოდან უკვე 4 400 ტონაზე მეტი თხილია ექსპორტირებული

ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს და საექსპორტო მონაცემები ასე გამოიყურება: გერმანია (1392,9 ტონა), იტალია(808,8 ტონა), ჩეხეთი (280,3 ტონა), ესპანეთი (165 ტონა), პოლონეთი (192 ტონა), საფრანგეთი (125 ტონა), ლიეტუვა (143.7 ტონა), საბერძნეთი (34,7 ტონა), ავსტრია (22 ტონა), ესტონეთი (22 ტონა) და ლატვია (21 ტონა).

რომან კაკულია

25 სექტემბერი 2020, 15:19

პოლიტიკა

რომან კაკულია: არჩევნებზე დამკვირვებლის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს

„ყველას უნდა ჰქონდეს აბსოლუტური დარწმუნება იმაში, რომ საზოგადოებამ აირჩია ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით იმ პოზიციონირებას თუ გავითვალისწინებთ, რაც ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს დანარჩენ მსოფლიოსთან, მათი აღიარება, მათ მიერ დანახული სამართლიანობა ამ პროცესზე, ჩვენთვის არის გადამწყვეტი“.

25 სექტემბერი 2020, 15:15

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ტიბორ ბენკოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

25 სექტემბერი 2020, 15:10

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელს შეხვდა

2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) წარმომადგენელს, ოლგა ჯუმაევასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

თეა ახვლედიანი

25 სექტემბერი 2020, 15:06

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლება სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება. სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგს.

25 სექტემბერი 2020, 14:59

COVID19

Eurolatio: საქართველო კორონავირუსის პრობლემას წარმატებით უმკლავდება

„საქართველო პრობლემას წარმატებულად უმკლავდება და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია იმიტომ, რომ საქართველო რეგიონში გამონაკლისს წარმოადგენს - წერს გამოცემა eurolatio სტატიაში სათაურით „Covid 19: „ქართულ ოცნებასა“ და ამერიკულ კოშმარს შორის“.

Survation

25 სექტემბერი 2020, 14:56

საზოგადოება

დღეს Survation-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგები გასაჯაროვდება

დღეს „რუსთავი 2“ მორიგ წინასაარჩევნო კვლევას გაასაჯაროებს - ბრიტანული კომპანია Survation-ი ტელეკომპანიის დაკვეთით ამჯერად წინასაარჩევნო განწყობებს მაჟორიტარულ ოლქებში იკვლევს, საველე სამუშაოები ჩატარდა 2020 წლის 12-15 სექტემბერს.

25 სექტემბერი 2020, 14:52

ეკონომიკა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი).

კახა კუჭავა

25 სექტემბერი 2020, 14:44

პოლიტიკა

კახა კუჭავა: „ქართული ოცნება“ 100%-ით ერთგულია საქართველოს დასავლური გზის, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის მონდომების

საქართველო ბიზნეს გარემოს მიხედვით მე-7 ადგილზეა მსოფლიოში. ეს უფრო მაღალი პოზიციაა, ვიდრე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ის და აშკარად, არ შეესაბამება „დემოკრატიისთვის ცუდ ნიშანს“. მსოფლიო ბანკი მოქმედი ქართული ოცნების მთავრობას "ვარსკვლავურ რეფორმატორს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ "ეკონომიკურ მენეჯმენტში ღრმა რეფორმებმა" განაპირობა იმ წესებისა და რეგულაციების შემოღება...

25 სექტემბერი 2020, 14:37

ეკონომიკა

ივლისთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ აგვისტოში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, ბანკთაშორისი სესხების გარდა, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 1.93 მლნ ლარით (0.01%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.09%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 34.49 მლრდ ლარი შეადგინა.

პროკურატურა

25 სექტემბერი 2020, 14:32

სამართალი

დავით ფურცხვანიძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყაროს, დავით ფურცხვანიძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად.

25 სექტემბერი 2020, 14:26

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

25 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქო 238 ბლოკი (47,600 ღერი) ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარია

25 სექტემბერი 2020, 14:22

პოლიტიკა

გიორგი გახარია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა დისტანციურად გაიმართება.

25 სექტემბერი 2020, 14:18

საზოგადოება

წიგნის ფესტივალი ონლაინ გაიხსნა

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ონლაინ ფორმატში გაიხსნა და 3 დღე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის Facebook-გვერდზე პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

25 სექტემბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე.

გიორგი კაკაურიძე

25 სექტემბერი 2020, 14:17

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: ის ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რეფინანსირებასა და ვალუტის მიწოდებას ერთმანეთს უკავშირებენ, არასწორ განცხადებებს აკეთებენ

როდესაც პანდემია გავრცელდა და შოკი მიიღო მთელმა მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ, (საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შოკი, ვინაიდან დაახლოებით ეკონომიკის 10 პროცენტს შეადგენდა), რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს ლარის კურსზე ზეწოლას გამოიწვევდა, თუმცა ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიზიდეთ საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 1, 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც „ეროვნულ ბანკს“ საშუალებას აძლევს ბაზარს ვალუტა საჭიროების მოცულობით მიაწოდოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 14:09

სამართალი

პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია

ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დ.ფ. დააკავა.

სოლომონ ფუტკარაძე

25 სექტემბერი 2020, 13:58

COVID19

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და როგორც თავად აცხადებს, ბინაზე მკურნალობს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ანთაძე

25 სექტემბერი 2020, 13:45

საზოგადოება

ირაკლი ანთაძე: ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება

როგორც თავად განგვიცხადა, ამ ეტაპზე, ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა.