imedi /  09 თებერვალი 2020, 19:20 / სანდო წყარო

NCDC: ჩინეთიდან წერილების და ამანათების მიღება უსაფრთხოა

დაავადება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის მიუხედავად, ჩინეთიდან მანათებისა და წერილების მიღება უსაფრთხოა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრმა Facebook-ზე გაავრცელა.

„ჩინეთიდან ამანათების მიმღები პირები არ არიან ახალი კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, ცნობილია, რომ კორონავირუსი დიდხანს ვერ ძლებს ისეთ ზედაპირზე, როგორიცაა წერილი ან ამანათი“, - წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ქვეყანაში დაბრუნდნენ. საქართველოში პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 89 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 811-ს მიაღწია

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ყველა სიახლე

მიხეილ რამიშვილი

23 სექტემბერი 2020, 08:49

სამართალი

დღეს მიხეილ რამიშვილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხავენ

​თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა.

მაიკ პენსი

23 სექტემბერი 2020, 08:39

მსოფლიო

აშშ-ში ნიუ ჰემფშირის აეროპორტში მაიკ პენსის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თვითმფრინავი აშშ-ს ნიუ ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ nypost წერს. გამოცემა თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, რომ აფრენიდან მალევე თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

23 სექტემბერი 2020, 08:26

სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 19-21 ნოემბერს გაიმართება

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ჩემპიონატი 1-3 მაისის ნაცვლად თავდაპირველად 8-10 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ევროპის ძიუდოს კავშირმა ჯანდაცვის ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, კონტინენტის პირველობის თარიღი კიდევ გადაწია.

23 სექტემბერი 2020, 08:16

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმოქმედებს თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

23 სექტემბერი 2020, 08:07

პოლიტიკა

დღეს პ​არლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს, მესამე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტი გულისხმობს ისეთი საკითხების მოწესრიგებას, როგორიცაა, მაგალითად, დისკრიმინაციისა კრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, ასევე ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებადი შვებულების უფლებას.

ყველაზე ვიწრო სახლი

23 სექტემბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი აუქციონზე გაიყიდება. უძრავი ქონების სააგენტო Winkworth-მა აუქციონზე გაიტანა სახლი, რომელსაც ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლს უწოდებენ.

23 სექტემბერი 2020, 00:41

COVID19

თებერვლის შემდეგ, ირანში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი აღრიცხეს

დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსის დიაგნოზი 3 712 ადამიანს დაუსვეს. ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია, თებერვლის შემდეგ. საერთო ჯამში, დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა ქვეყანაში 429,193-ს მიაღწია.

ბავშვი ტელეფონით

23 სექტემბერი 2020, 00:40

მსოფლიო

6 წლის ამერიკელმა სასწრაფო გამოიძახა და ყაჩაღების მიერ დაჭრილი მამა გადაარჩინა

6 წლის ამერიკელმა, ინდიანის შტატის ქალაქ ბლუმფილდის მკვიდრმა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა, მას შემდეგ რაც შეიარაღებულმა ყაჩაღებმა დედამისი მოკლეს და მამა დაჭრეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:35

სამართალი

ირაკლი კობახიძე „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“: ვფიქრობ, მთლიანადაა შესრულებული ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანად არის შესრულებული ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არენაში“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიას კანონპროექტის მიმართ სამი რეკომენდაცია ჰქონდა.

23 სექტემბერი 2020, 00:22

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 27 არასრულწლოვანი კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი- საშუალო სიმძიმის.

გოგი მეშველიანი

23 სექტემბერი 2020, 00:19

რეგიონი

გოგი მეშველიანი ბოლნისში ამომრჩეველს შეხვდა

„ამ სოფლების მცხოვრებლებთან დიდი ხანია ახლო კონტაქტი მაქვს. მოსახლეობამ განსაკუთრებული მხარდაჭერა დააფიქსირა ჩვენი გუნდის მიმართ. ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული ყველა დასახლების საჭიროებების კვლევაში და ვეცდებით, მიღებული დავალებები უმოკლეს ვადაში შევასრულოთ“, - განაცხადა მეშველიანმა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაცრად გვყავს გაფრთხილებული თითოეული აქტივისტი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროვოკაცია, მაქსიმალურად მოერიდონ დაპირისპირებას

ამ ეტაპზე, წინასაარჩევნო გარემო ნამდვილად მშვიდია, თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში, არის გარკვეული პროვოკაციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:03

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2021 წლის ბოლომდე სრულად უნდა აღვადგინოთ ეკონომიკის ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა

ჩვენი ამოცანა არის მომავალი წლის ბოლომდე სრულად აღვადგინოთ ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. ეს სრულიად რეალურია და ამაზე მეტყველებს სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებებიც. 2021 წლის ბოლომდე ჩვენ მინიმუმ დავუბრუნდებით ეკონომიკური განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიის დაწყებამდე გვქონდა და ამის შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება მშპ-ის მილიარდობით გაზრდისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2020, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას 1-ლი ოქტომბრისთვის წარადგენს

„არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს განახლების რესურსი და ეს ბუნებრივიცაა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ამის რესურსი და ჩვენ მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ამისგან. არა ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ პირველ რიგში პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი, მათ შორის პარლამენტში. პარლამენტი არის მთავარი კერა დემოკრატიის და აქ გვჭირდებოდა ჩვენ საკადრო გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არსებული რეიტინგის შესანარჩუნებლად ბაქიბუქობენ

„ისინი ძალიან კარგად ხედავენ, როგორია მათი რეიტინგი, თუმცა, ცდილობენ, რომ ის 12 ან 3 პროცენტი მაინც შეინარჩუნონ, რაც აქვთ. ეს ძალიან მარტივი PR-სტრატეგიაა. ოპოზიციურ პარტიებს საქართველოში ასეთი სტრატეგია მუდმივად ჰქონდათ. ისინი ბაქიბუქობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თუნდაც ის, რაც დღემდე აქვთ“.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს, ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი

თანდათანობით პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს. ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ძალა სიცრუეზე იყო აგებული და ამას ისინი 9 წლის განმავლობაში ახერხებდნენ.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო ხელისუფლებაში

არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ. „ნაცმოძრაობას“ ზუსტად ასეთი ტიპის დანაშაულები აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გიგი უგულავაზე: პირდაპირ იყო ჩადენილი უმძიმესი დანაშაული და ასეთ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს იმის ამბიცია, რომ დარჩეს პოლიტიკაში

„12% აქვს ერთ პარტიას, 3% აქვს მეორე პარტიას, რაც არის მძიმე, მაგრამ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის და, შესაბამისად, ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს პოლიტიკოსები საბოლოო ჯამში უნდა გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან“, - განაცხადა კობახიძემ.

22 სექტემბერი 2020, 23:26

COVID19

ჯანმო: ერთ კვირაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულად იმატა, თუმცა სიკვდილიანობამ იკლო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, მსოფლიოში რეკორდულად გაიხარდა კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობამ, თუმცა, გასულ კვირებთან სედარებით, სიკვდილიანობამ იკლო.

ჰასან როუჰანი

22 სექტემბერი 2020, 23:12

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: სანქციების პირობებში ცხოვრება რთულია, თუმცა დამოუკიდებლობის გარეშე ცხოვრება გაცილებით რთულია

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა დიპლომატიის ისტორიაში და ირანი შეთანხმების ერთგული რჩება.