imedi /  12 თებერვალი 2020, 16:06 / სანდო წყარო

გია ვოლსკი: ოპოზიციამ უკვე დაადასტურა, რომ არსებული სისტემით 73/77 არჩევნებზე მიდიან

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

ოპოზიციამ უკვე დაადასტურა, რომ მიდიან არჩევნებზე იმ სისტემით, რაც უკვე არსებობს, ეს არის 73/77-ზე, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. 

მისი თქმით, დიალოგი აუცილებელია, რადგან ეუთო/ოდირ-ს აქვს ბევრი რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა იყოს გათვალისწინებული. დეპუტატის თქმით, საარჩევნო გარემო მაქსიმალურად გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.

„100/50-ზე იყო შეთავაზება იმისათვის, რომ ის შიში და განცდა, რომ შეიძლება რომელიმე პარტიამ ან პარტიათა გაერთიანებამ მიიღოს დიდი უპირატესობა, მოხსნილიყო და თანაც, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის იყო ეს შეთავაზება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც უფრო მისაღები ფორმულირება გახლდათ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

 

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 19:18

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ტარდება არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად მიიღო.„ეს უკვე ისტორიაა და მას ვერანაირი განსხვავებული ინტერპრეტაცია ვერ ექნება. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ტარდება არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეკანოზი ანდრია

30 სექტემბერი 2020, 19:10

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია დავით გარეჯზე: ჩვენთვის მტკივნეული საკითხია ის, რომ ჩვენი სიწმინდის გაყოფა მოხდა წინასწარ შემუშავებული სასაზღვრო ხაზით

რა მასალები აქვს პროკურატურას, ძალიან რთულია ჩვენთვის ამის თქმა, რადგან ჩვენც იგივე ინფორმაცია გვაქვს, რაც ზოგადად, საზოგადოებისთვისაა ცნობილი, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამა ანდრია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ პრობლემას შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო ყოფილმა კომისიამ ძალიან საეჭვო დასკვნები დადო და პროკურატურის განცხადებაც შესაძლოა, აღნიშნულ საკითხს ეხება.

30 სექტემბერი 2020, 19:05

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 19 ადამიანი გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 19:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მე-9 მოწვევის პარლამენტში მთავრობის წევრთა ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად აღემატება წინა 20 წლის ჯამურ მაჩვენებელს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად აღემატება მანამდე, 20 წლის განმავლობაში ჯამში ზედამხედველობის ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევებს. ამის შესახებ მან მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

დმიტრო კულება

30 სექტემბერი 2020, 18:59

მსოფლიო

დმიტრო კულება: უკრაინა ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ სცნობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა არ აღიარებს ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

30 სექტემბერი 2020, 18:57

საზოგადოება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორს, მერაბ ჩუხუას მოუსმინა

მომხსენებლის თქმით, თანამედროვე საქართველოს ჩრდილოკავკასიური მიმართულება ქვეყნის სამეცნიერო-კულტურული პოლიტიკის ერთიან და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ მხრივ თანამიმდევრული, მწყობრი ნაბიჯების გადადგმა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონული მასშტაბის ანგარიშგასაწევ ძალად (Regional Power) ფორმირებას და საზოგადოდ სახელმწიფოებრივი პოზიციების განმტკიცებას.

30 სექტემბერი 2020, 18:48

COVID19

თელავში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ნიმუში გეგმიური შემოწმების დროს აუღეს და დღეს ცნობილი გახდა, რომ პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. მედიკოსი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება. სპეციალისტებმა ექიმს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარეს, რომლის პასუხი ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

30 სექტემბერი 2020, 18:43

კულტურა

ლია სტურუას ლექსი ბრიუსელის მეტროს ვაგონებში გამოჩნდა

ლია სტურუას ლექსი ბრიუსელის მეტროს ვაგონებში გამოჩნდა. მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართველი პოეტი 2020 წლის ტრანსპოეზიის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ლია სტურუას ლექსი დაიბეჭდა ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე. ჰოლანდიურ ენაზე ლექსი თარგმნა ინგრიდ დეხრავემ, ფრანგულ ენაზე კი ბაჩანა ჩაბრაძემ.

30 სექტემბერი 2020, 18:38

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფურად ცემის ფაქტზე ბრალდებულები ზ.ფ. და ვ.ბ. დამნაშავედ ცნო.

გიორგი გახარია ბრიუსელი ვიზიტი

30 სექტემბერი 2020, 18:30

ეკონომიკა

გიორგი გახარია ევროკომისარ ადინა ვალეანთან შეხვედრისას: საქართველოს პრიორიტეტია სრულად გამოიყენოს შავი ზღვის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების პოტენციალი

მხარეებმა ასევე ​ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე ისაუბრეს. პოზიტიურად შეფასდა საერთო საავიაციო სფეროს შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების ამოქმედება, რომელიც ახალ შესაძლებლობებს უხსნის ევროკავშირს სამეზობლოსთან სატრანსპორტო კავშირის დასამყარებლად, რაც რეგიონში წაახალისებს ვაჭრობას და გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს.

ჩეხეთი

30 სექტემბერი 2020, 18:29

COVID19

ჩეხეთში 5 ოქტომბრიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ჩეხეთში 5 ოქტომბრიდან 1 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის Twitter-გვერდი ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე

30 სექტემბერი 2020, 18:18

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის მუშაობისას, ის რუკები არ იქნა გამოყენებული, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდა და რომლის თანახმად დავით გარეჯის კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაა

გარეჯის თემა ყოველთვის იყო რეზონანსული საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობაში. ზოგადად, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია. ამიტომაც ამ თემის გარშემო ახალი გარემოებების გამოვლენამ, რა თქმა უნდა დამატებითი რეზონანსი შესძინა მას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის მუშაობის დროს, როგორც ჩანს, არ იქნა გამოყენებული ის რუკები, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდა და რომლის თანახმადაც ის ტერიტორია, სადაც განლაგებულია დავით გარეჯის კომპლექსი, საქართველოს ტერიტორიაა.

კორონავირუსი ვაქცინა რუსეთი

30 სექტემბერი 2020, 18:14

COVID19

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დააპატენტეს

ნოვოსიბირსკელმა მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელიც ვირუსის ფრაგმენტებს შეიცავს - სინტეტიკურ პეპტიდურ ანტიგენებს. „ასეთი ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნურ რეაქციას იწვევს და მომავალში იმუნიტეტის განვითარებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია „როსპატენტის“ განცხადებაში.

30 სექტემბერი 2020, 18:03

პოლიტიკა

ცესკოს განცხადება კომისიის სხდომებზე პოლიტიკური დისკუსიის ინიცირებით საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა თუ სხვა დამსწრე პირთა, მათ შორის ზოგიერთი დამკვირვებლის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და სხდომაზე განსახილველი საკითხების შეუსაბამო თემების წამოწევას და ამით მიზანმიმართულად დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით.

30 სექტემბერი 2020, 18:02

კულტურა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით, ქუთაისი მიურალების საერთაშორისო ფესტივალს KIU MURAL FEST მასპინძლობს

ფესტივალის ინიციატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და განმახორციელებელი ორგანიზაცია „Tbilisi Mural Fest”. საქართველოს უკვე მეორე კვირაა სტუმრობს მსოფლიოში ცნობილი მხატვართა ჯგუფი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე შენობების მოხატვას ახორციელებს.

ნინო წილოსანი

30 სექტემბერი 2020, 18:02

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა, პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს იყო გამორჩეული 4 წელიწადი

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა, პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს იყო გამორჩეული ოთხი წელიწადი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა პარლამენტის ფუნქცია და ის განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა, - ამის შესახებ Facebook-ზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი წერს.

ილჰამ ალიევი

30 სექტემბერი 2020, 17:55

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: მოვუწოდებ სომხებს, სომხეთის ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედებების მძევლები არ გახდნენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომეხ ერს მოუწოდა, სომხეთის მთავრობას პასუხი აგებინონ.

ანტონიუ გუტერეში

30 სექტემბერი 2020, 17:54

COVID19

გაეროს გენმდივანი: ვაქცინაზე წვდომა პირველ რიგში მედიკოსებმა, სოცმუშაკებმა და მოხუცებმა უნდა მიიღონ

სახელმწიფოებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა, პირველ რიგში მედიკოსებისთვის, სოცმუშაკებისა და მოხუცებისთვის უნდა უზრუნველყონ. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

30 სექტემბერი 2020, 17:53

სპორტი

დღეს გერმანიის სუპერთასის მატჩი გაიმართება

ტრავმის გამო „დორტმუნდს“ რომან ბიურკი და ჯეიდონ სანჩო, „ბაიერნს“ კი ლეროი სანე ვერ დაეხმარება. სუპერთასი მიუნხენელებს ისტორიაში 7-ჯერ აქვთ მოგებული, დორტმუნდელებს კი 6-ჯერ და დღეს გამარჯვების შემთხვევაში ისინი მეტოქეს გაუთანაბრდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.

30 სექტემბერი 2020, 17:53

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 40,000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 110 ადამიანს გამოუვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 40,229 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 591 ადამიანი. ვირუსისგან 37,954 პაციენტი განიკურნა. აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.