imedi /  12 თებერვალი 2020, 17:54 / სანდო წყარო

გუგული მაღრაძე: ევროპელი პარტნიორები კონსენსუსიკენ მოგვიწოდებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ დათმობა ორივე მხრიდან უნდა იყოს

გუგული მაღრაძე

გუგული მაღრაძე

ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ევროპარლამენტარებს. ვაკეთებთ განმარტებებს და გვაქვს არგუმენტები. ზოგ შემთხვევაში არის არგუმენტების სიმცირე და ცალმხრივად მიწოდების საკითხიც. ჩვენი მოვალეობაა, ევროპარლამენტარებმა ყველა საქმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომელიც ქართულ დელეგაციასთან ერთად სტრასბურგში იმყოფება

დეპუტატის განმარტებით, ევროპარლამენტარებს რიგ შემთხვევაში ობიექტური ინფორმაცია არ აქვთ და მომავალში მათ ამ საკითხის გამოსწორებაზე უნდა იმუშაონ. „მაგალითად, ერთმა ევროპარლამენტარმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სიამოვნებით ნახავდა იმ კადრებს, რომელიც 20 ივნისის შესახებ უფრო ზუსტ წარმოდგენას შეუქმნიდა“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრი ოპოზიციასთან დიალოგის საკითხსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ მმართველი ძალა მოლაპარაკებებზე წავიდა, რადგან სწორედ დიალოგს მიიჩნევენ პრობლების გადაჭრის გზად.

„ევროპელი პარტნიორები კონსენსუსიკენ მოგვიწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დათმობა ორივე მხრიდან უნდა იყოს. თუ თავიდან რასაც ამბობ, იმას მიჰყვები ბოლომდე და არაფერს ცვლი,  ეს არ არის კომპრომისი, არამედ ტაქტიკაა, რომ შენსას მიაღწიო. მეორე მხარემაც შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას. სწორედ, ასეთი კონსენსუსისკენ მოგვიწოდებენ ჩვენ ევროპელი პარტნიორები", - აცხადებს პარლამენტარი.

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომის გახსნამდე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს, სადაც საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრობენ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ევროპარლამენტარებმა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. პარტიის ლიდერებმა მათ განუმარტეს, რომ ამ საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და საქმე 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება. ევროპარლამენტარები ოპოზიციას და მმართველ გუნდს დიალოგისკენ მოუწოდებენ. 

ყველა სიახლე

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 01:16

მსოფლიო

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ

ბელგიაში COVID19-ზე ვაქცინაციის დაწყებას მარტიდან ვარაუდობენ. კრიზისის ცენტრის სპიკერი, პროფესორი ვან გუხტი აცხადებს, რომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე ვაქცინის გამოცდა.

20 ოქტომბერი 2020, 01:14

COVID19

ირლანდიაში ლოკდაუნი გამოცხადდა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ირლანდის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნი დააწესა.

20 ოქტომბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

იტალიაში სამედიცინო ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმეს

იტალიაში პოლიციამ ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ Daily Mail წერს. 40 წლის იტალიელმა შეყვარებულს რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ აკოცა, რის შემდეგაც ისინი პოლიციის ალყაში მოხვდნენ. გაირკვა რომ შეყვარებულებმა კანონი დაარღვიეს, რადგან სამედიცინო ნიღბები მოიხსნეს.

20 ოქტომბერი 2020, 00:52

კულტურა

Netflix-მა 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელა

Netflix-მა 2020 წელს გამოშვებული ყველაზე პოპულარული, ორიგინალური სერიალი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია witter-ზეა ხელმისაწვდომი. ესაა რაიან მერფის პროექტი „მედდა რეტჩედი“.

20 ოქტომბერი 2020, 00:35

კულტურა

50 Cent-ი საშინელებათა ფილმების პროდიუსერი იქნება

ამერიკელი რეპერი 50 Cent-ი საშინელებათა ჟანრის სამი ფილმის პროდიუსერი იქნება. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. ამ ფილმების რეჟისორი ელაი როტი იქნება, რომელიც ცნობილი გახდა ფილმით „სიკვდილის წყურვილი“. ასევე ბრიუს უილისის და კიანუ რივზის მონაწილეობით გადაღებული ფილმით „ვინ არის“. როტის განცხადებით, ამ გუნდის მონაწილეობით გადაიღებს ფილმს, რომლის კეთებაც ამ დრომდე ყველას ეშინოდა.

20 ოქტომბერი 2020, 00:30

COVID19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: COVID19 ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ

„ეს ვირუსი ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ, გასტრო-ენტერალური სიმპტომატიკით, უბრალოდ ფაღარათით ემართებათ, პედიატრიული შემთხვევები სულ ერთი-ორი არის აღწერილი, რომელიც ლეტალურად დამთავრდა. მაგრამ ზრდასრული პაციენტები, რომლებიც რამდენიმე კვირა რჩებიან ხელოვნურ ვენტილაციაზე და აქვთ საკმაოდ გამოხატული კოვიდ ფილტვის დაზიანება, მერე დიდ რეაბილიტაციას საჭიროებენ“, - განაცხადა ხურციძემ.

ბრიუსელი

20 ოქტომბერი 2020, 00:29

მსოფლიო

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა. ცენტრები დილის 08:00 საათიდან 16:00 საათამდე მუშაობს და მკაცრად გაწერილი პროტოკოლით მოქმედებს. ევროკავშირის წითელი ზონიდან დაბრუნების შემდეგ, სავალდებულო ტესტირება, კრიზისის ცენტრიდან მიღებული სპეციალური კოდი, რაც ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ ეგზავნება პირს, ან ექიმის სპეციალური მიმართვა - საველე ცენტრში კოვიდ19-ზე ტესტის ჩაბარება შესაძლებელია თუ პირი ამ სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.

20 ოქტომბერი 2020, 00:20

COVID19

კანადაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

კანადის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა.

ჟერალდ დარმანენი

20 ოქტომბერი 2020, 00:12

მსოფლიო

მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, საფრანგეთში მეჩეთი დაიხურება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, მოკლული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნების გამო, პანტენის კომუნაში მდებარე მეჩეთი დაიხურება.

კატა პერუ ნასკა

20 ოქტომბერი 2020, 00:10

კულტურა

პერუში, ნასკას პლატოზე კატის გიგანტური გამოსახულება აღმოაჩინეს

პერუს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუნებრივი ეროზიის გამო ნახატი განადგურების საფრთხის ქვეშ არის. სტილისტური თავისებურებებიდან გამომდინარე ის გვიანი პარაკასის პერიოდს მიეკუთვნება, როდესაც კატისებრთა გამოსახულებები ადგილობრივ კულტურაში ძალიან პოპულარული იყო.

ცესკო

20 ოქტომბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფებს მიმართავს, დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას

საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფს. ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

19 ოქტომბერი 2020, 23:58

ტექნოლოგიები

ნათია თურნავა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა და 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს

„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მაია ბუწაშვილი

19 ოქტომბერი 2020, 23:40

COVID19

ინფექციონისტი: ნუ ნერვიულობთ, ბინაზე დარჩენა არ ნიშნავს პაციენტის მიტოვებას

„ოჯახის ექიმებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, დისტანციურად უნდა შეაფასონ პაციენტი და გადაწყვეტილება მიიღონ, სტაციონარში მოხვდეს თუ დარჩეს ბინაზე. ბინაზე არ ნიშნავს პაციენტის მიტოვებას, ამიტომ ნუ ინერვიულებენ. ოჯახის ექიმი უნდა იყოს კონტაქტზე, შეაფასოს და გადაწყვიტოს პაციენტის მდგომარეობა“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

19 ოქტომბერი 2020, 23:26

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 220 ათასს უახლოვდება

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 220 ათასს უახლოვდება.

ირაკლი ჩიქოვანი

19 ოქტომბერი 2020, 23:16

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი მთავარი საზრუნავი ზუგდიდის უკეთესი განვითარება, მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იქნება

,,მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს შარტავასა და შენგელიას ქუჩებზე გავმართეთ. ადგილობრივებს ჩვენი გეგმები გავაცანით, ძალიან პოზიტიური განწყობებია. ჩემი მთავარი საზრუნავი, ზუგდიდის უკეთესი განვითარება, მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იქნება“ - წერს ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

დონალდ ტრამპი

19 ოქტომბერი 2020, 23:04

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სამი კვირის წინ ამას არ ვიტყოდი, მაგრამ ახლა ვამბობ - ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმნა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის წევრებთან საუბრისას განაცხადა.

 გელა აფრასიძე

19 ოქტომბერი 2020, 23:01

სპორტი

საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო ლიგაში გელა აფრასიძემ კარიერაში მეორე ლელო დადო

აფრასიძე მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და შეხვედრის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. მასპინძელთა შემადგენლობაში მიხეილ ნარიაშვილმა 72 წუთი ითამაშა. ოთხი ტურის შემდეგ „მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონატში 7 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა.

წყალბურთი

19 ოქტომბერი 2020, 22:53

სპორტი

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქეები გაირკვა

კიდევ ერთი გუნდი ჯგუფს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ დაემატება. „ფერენცვაროში“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია, „ბარსელონეტამ“ კი ჩემპიონთა ლიგა 6 წლის წინ მოიგო. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის ექვსი წევრიდან ოთხი საუკეთესო გავა.

ახალციხე

19 ოქტომბერი 2020, 22:20

COVID19

ახალციხეში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 სექტემბრიდან რეგიონში კორონავირუსის 123 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 30 უკვე გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეებში მთლიანობაში 582 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაშია 413 ადამიანი.

19 ოქტომბერი 2020, 22:08

სამართალი

აშშ-მა საქართველოს და სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით ჰაკერულ შეტევაში „გრუს“ ექვს ოფიცერს ბრალი წაუყენა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის („გრუ“) ექვს ოფიცერს სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით ჰაკერული შეტევების განხორციელებასა და მავნე პროგრამების გავრცელებაში ბრალი წაუყენა.