imedi /  12 თებერვალი 2020, 21:19 / სანდო წყარო

გოგა ხაინდრავა: შუა გაიკრიფა და გაჩნდა იმედი, რომ ამ გაკრეფილ ადგილზე 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდება

გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკური დუღილის ძალიან სერიოზული ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. მისი თქმით, შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუადვილდება, რადგან სახეზეა ორი კონკრეტული გუნდი, რომელიც ერთმანეთს ეპაექრება.  

„ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკური დუღილის ძალიან სერიოზული ეტაპი დასრულდა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქართველი ამომრჩევლისთვის ძალიან კარგი კონფიგურაცია გაჩნდა. გიგი უგულავა ამის მხოლოდ დეტალია. პირველ რიგში იმ შედეგებზე მინდა მოგახსენოთ, რაც დადგა. პრაქტიკულად ჩვენ მივედით ორპარტიული, ორპოლუსიანი დაპირისპირების კლასიკურ მოდელამდე პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს სურათი სრულიად ნათელია. ერთ მხარესა „ქართული ოცნება“ და მისი ამოცანაა, შეინარჩუნოს ხელისუფლება და მეორე მხარესაა პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ოცნებაა ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს გაერთიანება იმ ადამიანებისგან შედგება, რომელთა უმრავლესობა პრაქტიკულად ხელისუფლებაში იყო და უკან დაბრუნების დაუოკებელი წყურვილი გააჩნიათ. ეს ძალიან საინტერესო სურვილია. ვფიქრობ, ქართველ ამომრჩეველს ძალიან გაუადვილებს არჩევანის გაკეთებას, რადგან ძალიან კონკრეტული ორი გუნდია, რომელიც ეპაექრება ერთმანეთს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, მოხდა ის, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის პოლიტიკურ გზავნილში განაცხადა. კერძოდ, აღარ არსებობს შუა, არის ორი პოლიტიკური გუნდი.

„მოხდა ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავის პოლიტიკურ გზავნილში განაცხადა. ეს მისი ამოცანა იყო და ეს ამოცანა შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს. მე ვგულისხმობ, „შუის გაკრეფას“. ფაქტობრივად, შუა გაკრეფილია. აღარ არსებობს შუა. არის ორი პოლიტიკური გუნდი. ჩემი აზრით ერთიანი, რადგან გამოცხადდება, რომ პრაქტიკულად მაჟორიტარებზე შეთანხმდნენ. ალბათ, ეს წინაპირობაა იმისა, რომ პარტიული სიაც ერთიანი ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც შავი სიის მაგიდის გარშემო არიან შეკრებილები და თავის თავს ოპოზიციურ გაერთიანებას ეძახიან. ვფიქრობ, მსოფლმხედველობით, პოლიტიკური გემოვნებით ისინი არიან გაერთიანება“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, კარგია, რომ ასე მოხდა - შუა გაიკრიფა, რადგან გაჩნდა იმედი, რომ ამ გაკრეფილ ადგილას 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც, ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდება.

„თავისთავად შუა რომ გაიკრიფა, კარგია საქართველოს მოქალაეებისა და  ამომრჩევლისთვის, რადგან იმედი გაჩნდა, რომ ამ გაკრეფილ ადგილას, ადრე თუ გვიან, ვფიქრობ, 2024 წლის არჩევნებისთვის უფრო ჩამოყალიბდება ახალი ძალა, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის იმ პოლიტიკურ ჭაობთან, რომელსაც ჩვენ აგერ 20-30 წელიწადია ვუყურებთ. ეს ძალიან დამაიმედებელია. იმედია, ახალგაზრდები იპოვნიან სურვილსაც და პოლიტიკურ სიმწიფესაც, რათა ასეთი ტიპის გაერთიანება შედგეს. მაშინ მივიღებთ კლასიკური დემოკრატიის მოდელს, როდესაც 2-3, მაქსიმუმ ოთხი პარტია იბრძვის ხელისუფლებისთვის და ეს იქნება ყველაზე კარგი წინაპირობა პროპორციული არჩევნებისთვის“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2020, 08:44

საზოგადოება

მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მაღალი დონის ვებინარი გაიმართა

დისკუსიას მოდერაცია გაუწია საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა. ღონისძიებაში დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, საელჩოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

22 სექტემბერი 2020, 08:24

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები 1-ელ ოქტომბერს გაიხსნება

საბავშვო ბაღებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს ინსფრასტრუქტურის განახლება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ანაკლიასა და ჯუმში ახალ ბაგა-ბაღებს აშენებს. ტენდერი გამოცხადდა დამატებით 4 საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

22 სექტემბერი 2020, 08:08

საზოგადოება

დღეს პარლამენტში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ძირითადად ეხება სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებსა და ასევე ცვლილებებს დასაქმებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ.

სელმა ჰაიეკი

22 სექტემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

54 წლის სელმა ჰაიეკი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა და თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა. ფოტოზე 54 წლის ვარსკვლავი ღრმად ამოჭრილ საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ფოტოს 684 ათასი მოწონება აქვს. ფანები სწერენ ჰაიეკს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ქალია, რომელსაც ლამაზი სხეული აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 სექტემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეგახსენებთ, რომ ეს არის ომი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი მსოფლიოს გავლენების სფეროებად დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.

22 სექტემბერი 2020, 00:24

მსოფლიო

ნიუ-იორკში როკფელერების საგვარეულო სახლი $11,5 მილიონად იყიდება

აშშ-ში, ნიუ-იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქუჩაზე, მეხუთე ავენიუზე როკფელერების ოჯახის სახლი იყიდება. ამის შესახებ Bloomberg წერს. უძრავი ქონება $11,5 მილიონადაა შეფასებული. მეხუთე ავენიუზე მდებარე 812 სახლი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნელსონ როკფელერს ეკუთვნოდა, რომელსაც ეს თანამდებობა გასული საუკუნის 70-იან წლებში ეკავა. ნელსონი აშშ-ში პირველი მილიონერის ჯონ როკფელერის შვილიშვილია. ოჯახის ამ სახლში 60 წელი ცხოვრობდა.

კრიშტიანო რონალდუ

22 სექტემბერი 2020, 00:02

სპორტი

„სპორტინგის“ საფეხბურთო აკადემია კრიშტიანო რონალდუს სახელობის იქნება

ლისაბონის „სპორტინგმა“ თავის საფეხბურთო აკადემიას კრიშტიანო რონალდუს პატივსაცემად სახელი გადაარქვა. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამიერიდნ ის სწორედ რონალდუს სახელობის იქნება.

22 სექტემბერი 2020, 00:02

მსოფლიო

ესპანეთში, სახლიდან გამოასახლეს კაცი, რომელიც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა

ესპანეთში, ცხოველების დამცველებმა სახლიდან გამოასახლეს კაცი, სადაც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის ცნობით, ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. კაცის სახლის ფართობი 100 კვ/მეტრია, მან სახლში კატების წყვილი მოიყვანა, რომელიც გამრავლდა. თავიდან ცხოველთა უფლებების დამცველები კატების რაოდენობას ვერ ითვლიდნენ. მათი გათვლებით, სახლში 90 კატა ცხოვრობდა.

მაია ბუწაშვილი

21 სექტემბერი 2020, 23:54

COVID19

მაია ბუწაშვილი: ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ საარჩევნო პროცესი უსაფრთხოდ ჩაივლის

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენიმემ ქვეყანამ არჩევნები ჩაატარა და ყველა ქვეყანა ერთხმად ამბობს, რომ ამომრჩევლის აქტივობა წელს არის ძალიან დაბალი, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 23:48

მსოფლიო

მაიკ პომპეო: აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას. ამის შესახებ მაიკ პომპეომ გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

21 სექტემბერი 2020, 23:30

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილი: მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები

„მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები“, - ამის შესახებ გორსა და კასპში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტყვიავის, ქერეს, ქვეშისა და ქვემო არცევის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა. გიორგი ხოჯევანიშვილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და თავის მხრივ, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 23:03

მსოფლიო

მაიკ პომპეო: არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ აშშ ნავალნის საქმეზე სათანადო რეაგირებას არ მოახდენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრე მოწერელია

21 სექტემბერი 2020, 22:45

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ლესიჭინეს, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღას მოსახლეობას შეხვდა.

დავით მათიკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციური ერთობა ჩავარდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ „ოპოზიციური ერთობა ჩავარდებოდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალებოდა. მისი თქმით, „11%-იანი რეიტინგის მქონე ნახევრად პოლიტიკურ-კრიმინალური ძალა ერთპარტიულად ვერ დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეს პოლიტიკით დაინტერესებულმა მოზარდმაც ძალიან კარგად იცის“.

21 სექტემბერი 2020, 22:33

ეკონომიკა

ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ ონლაინ შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რიზა თუნათურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2020, 22:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი წავიდა ვა-ბანკზე, მიდის საბოლოო პოლიტიკურ შეტევაზე და მის გარშემო მოკავშირეები არ სჭირდება

„მიხეილ სააკაშვილი დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ მისი ავტორიტეტი კვლავ ვიღავისთვის რაღაცას წარმოადგენს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად გამოიყენეს მთელი კოალიციური სპექტრი და ახლა სააკაშვილის აღარ აწყობს თავისი ამბიციებიდან გამომდინარე.

21 სექტემბერი 2020, 22:16

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს 68 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით გუმბერიძე

21 სექტემბერი 2020, 22:10

სამართალი

პროკურორი: მიხეილ რამიშვილის ტელეფონი მისი თანხმობით დაილუქა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ადვოკატის მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის შესახებ, პროკურორმა დავით გუმბერიძემ განმარტება გააკეთა. „საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. რაც დაკავშირებული იყო დავით ფურცხვანიძესთან, მასთან კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასა და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განუცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

21 სექტემბერი 2020, 22:01

COVID19

ინფექციონისტი: მდგომარეობა საყურადღებოა

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას კიდევ ერთხელ სთხოვს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიო ლიდერებს მიმართა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე და ასევე, კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში განათლებული მოქალაქეების როლზე.