imedi /  13 თებერვალი 2020, 12:09 / სანდო წყარო

რომან კაკულია: საქართველოს საზოგადოების ევროპული ორიენტაცია დღეს ვერანაირად ვერ დადგება ეჭვის ქვეშ

რომან კაკულია

რომან კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია ქართული დელეგაციის მიერ ფაქტების შემსწავლელი მისიის საქართველოში მოწვევის ფაქტს ეხმიანება. მისი განცხადებით, როდესაც ამდენი ევროპული დახმარებების ფარგლებში გამოყოფილი თანხა და დრო დაიხარჯა კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაზე, რომლის ძირითადი მიზანი რუსეთის მზარდი პროპაგანდის განეიტრალება და ევროპული ღირებულებების მიმართ ცნობიერების ამაღლება იყო, აუცილებელია, საქართველოს მოსახლეობას არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ზედაპირული, სიღრმისეული ანალიზის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიციები ჩვეულებრივი ტენდენციაა დასავლეთში.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც ამ განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ნებსით თუ უნებლიეთ წყალს ასხამს სწორედ რუსულ ნარატივზე, რომელიც მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ცდილობს დასავლეთის წარმოჩენას და ამ კონტექსტის წამყვანი თემა სწორედ დასავლეთის ტენდენციურობაზე მითითება არის ხოლმე.

„საქართველოს საზოგადოების ევროპული ორიენტაცია დღეს ვერანაირად ვერ დადგება ეჭვის ქვეშ, ვინც ახალგაზრდების განწყობას იცნობს, ეს ცხადზე უცხადესია. სწორედ ამ მოცემულობისადმი ღრმა პატივისცემის გამო იყო, რომ 2012 წლამდეც ბევრი არაადეკვატური შეფასება და დუმილი აიტანა ქართველმა ხალხმა დასავლეთის სხვადასხვა პოლიტიკური წრიდან, ისე, რომ ხმამაღლა ერიდებოდა პროტესტის გამოხატვას.

მინდა ყველას, ვინც ამ „ორთაბრძოლაშია“ ჩართული, ვთხოვო, ნუ გააღრმავებენ ამ ძალიან საშიშ ტენდენციას, რომელიც, ვიმეორებ, 2008 წლის მსგავსად რუსეთისათვის მისაღებ შედეგს დააყენებს და მერე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ვინ უფრო პროევროპულია და ვინ პრორუსული. სწორედ დღეისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ობიექტური ანალიზის შესაძლებლობა იქნება ასეთი ფაქტების შემსწავლელი მისიის მიერ მომზადებული ანგარიში და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს მისია შედგეს, შემდეგ კი დაველოდოთ არჩევნებს და მივცეთ საზოგადოებას საშუალება, აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელსაც იმსახურებს და თვითონვე აგოს შემდეგ პასუხი თავის არჩევანზეც და ორიენტაციაზეც“, - აცხადებს რომან კაკულია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროპარალამენტს  გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნა შესთავაზეს.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

ზაზა ლომინაძე

27 სექტემბერი 2020, 01:05

საზოგადოება

ზაზა ლომინაძე: საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ქუთაისში , ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად , აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

27 სექტემბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2020, 00:40

საზოგადოება

იოსებ ხახალეიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვინ დიზელი

27 სექტემბერი 2020, 00:38

ტაბლოიდი

ვინ დიზელმა პირველი სიმღერა გამოუშვა. ვიდეო

ამერიკელმა მსახიობმა და „ფორსაჟის“ ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა თავის პირველი სიმღერა სახელწოდებით Feel Like I Do გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიმღერისთვის მუსიკა ნორვეგიელმა დიჯეიმ Kygo-მ დაწერა, რომელიც თავის საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრება.

ფილმი „დასაწყისი“

27 სექტემბერი 2020, 00:30

კულტურა

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს „დასაწყისი“ 4 ჯილდო გადაეცა

ფილმი „დასაწყისი“ რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.

27 სექტემბერი 2020, 00:29

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ზვიად შალამბერიძე

27 სექტემბერი 2020, 00:15

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება, - ასე ეხმაურება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს.

ქეთევან ბაკარაძე

27 სექტემბერი 2020, 00:14

პოლიტიკა

ქეთევან ბაკარაძე: ვინ მეტი დააშავა და ვინ ნაკლები ვიცით, მაგრამ მიტევებაც შეგვიძლია, რადგან ის მიწა, ის ქალაქი, ის ხალხი ჩვენია და ჩვენიანია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ჩიქოვანი

26 სექტემბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: წარუშლელი ტკივილი ახლავს თან 27 სექტემბრის ტრაგიკულ დღეს

სოხუმის დაცემის დღე, ენგურის ხიდზე სიმბოლური შეკრებით „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა გაიხსენეს. ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.

სოხუმის დაცემის დღე

26 სექტემბერი 2020, 23:49

საზოგადოება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე. სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

ლონდონი

26 სექტემბერი 2020, 23:37

მსოფლიო

ლონდონში კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

ლონდონში აქციაზე ლოქდაუნის 10 მოწინააღმდეგე დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანული სააგენტო პოლიციაზე დაყრდნობით იმასაც იუწყება, რომ დაპირისპირებისას ოთხი პოლიციელი დაშავდა. მათგან ორს კი კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

26 სექტემბერი 2020, 23:17

პოლიტიკა

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე, ხაშურის რამდენიმე უბნის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესება და წყალარინების სისტემის აღდგენა იყო.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 23:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ იტყვის რომ ვინმეს ბიზნესი წავართვი, ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე ან კორუფციულ გარიგებაში შევედი

ვინმემ მართლაც რომ მოინდომოს ტენდერის მორგება კონკრეტულ კომპანიაზე ეს შეუძლებელია, იმდენი ფილტრია, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძე მიკროავტობუსების ტენდერთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ამ საკითხზე ერთ-ერთ ტელეარხზე რეპორტაჟი გავიდა.

თენგიზ ცერცვაძე

26 სექტემბერი 2020, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას

ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის Facebook პოსტში – „COVID-19 საქართველოში. „მძიმე სცენარი”, თუ ძალიან წარმატებული მართვა“. კლინიკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება COVID-19 შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო ქვეყანაში შიდა შეზღუდვების მოხსნისა და მობილობის გააქტიურების ფონზე.

თაკო ჩარკვიანი

26 სექტემბერი 2020, 22:16

COVID19

თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი თაკო ჩარკვიანი COVID19 -სგან განიკურნა. ამის შესახებ ჩარკვიანი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

ანდრია ჯაღმაიძე

26 სექტემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო

ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, ის რომ, ეს საბუთი კომისიის მუშაობის პროცესში გამოჩნდებოდა, მოსალოდნელი იყო და საპატრიარქოს ამის იმედი ჰქონდა.

ალექსანდრე მოწერელია

26 სექტემბერი 2020, 22:08

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩემი მიზანი სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში აბედათის მოსახლეობას შეხვდა.

26 სექტემბერი 2020, 22:02

რეგიონი

ირაკლი ხახუბია: ჩვენი გუნდი განაგრძობს სოფლის მეურნეობის დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით

ფოთის, ხობის და სენაკის დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საქართველოს პარლამენტის წევრთან, სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ბერაიასთან, სენაკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შპს ,,აგროთემას“ მოცვის ბაღები დაათვალიერა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

კახა კალაძე: არ ვიკადრებ, რომ ოპონენტების ოჯახის წევრებს შევეხო ან მათ საცხოვრებელ სახლებში დრონები ვაფრინო

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გადაცემაში „ქრონიკა“ მედიაში მასზე და ოჯახის წევრებზე გასულ რეპორტაჟებს გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, მედიაში მცდარი ინფორმაცია „ფეიკ ნიუსები“ ვრცელდება, რასაც ის სიმართლეს დაუპირისპირებს.

26 სექტემბერი 2020, 21:25

რეგიონი

ირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალს ესტუმრა

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველაზე უხუცეს ქალს, ნათელა გოგიას ესტუმრა.