Imedi /  13 თებერვალი 2020, 12:50 / დაუდასტურებელი

დავით ბაქრაძე: საერთაშორისო ჩართულობას მივესალმებით, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ ტრიუკია, რომლითაც ისინი ჩვენი მეგობრების მოტყუებას ცდილობენ

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

საერთაშორისო ჩართულობას მივესალ მებით, მაგრამ ჩვენი შეფასებით, ეს უბრალოდ „ქართული ოცნების“ ტრიუკია, რომლითაც ისინი ცდილობენ ჩვენი მეგობრების , ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების მოტყუებას, რათა კიდევ ერთხელ ჩააქრონ ცეცხლი. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.  

ბაქრაძე გიგი უგულავას დაკავების საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ევროპარლამენტარების მისიის გამოგზავნას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ ახლა, როდესაც უგულავა უზენაესი სასამართლოს განაჩენით უკვე ციხეშია, კომისიის ჩამოსვლის აზრს ვერ ხედავენ. მისი განმარტებით, ასეთი კომისია და მისია უნდა ჩამოვიდეს მაშ ინ, როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 

„ო პოზიციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი საერთ აშორისო ყურადღების და ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდ ეს გიგ ი უგულავას საქმე“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროპარალამენტს  გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნა შესთავაზეს.

ევროპელი სოციალისტების პარტია მხარს უჭერს საქართველოში ევროპარლამენტარებისგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისიის გაგზავნას, რომელიც უგულავას საქმეს შეისწავლის. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

02 აპრილი 2020, 22:46

COVID19

ჯო ბაიდენი აშშ-ის ხელისუფლებას ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აშშ-ის ხელისუფლებას ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს.

02 აპრილი 2020, 22:25

COVID19

რუსთავის საკრებულოს წევრს და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსთავის საკრებულოს წევრს და მამამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაცია imediniws-ს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა. ცნობილია ასევ, რომ კორონავირუსი დადასტურებული აქვს საკრებულოს წევრის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მას ბანკის კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად კორონავირუსი დღეს დილით დაუდგინდა.

02 აპრილი 2020, 22:14

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით 1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიოში კორონავირუსით 1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, აქედანნ 210,000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 51,000-ზე მეტი შემთხვევა ფატალურად დასრულდა, ინფორმაციას ამის შესახებ worldometers ავრცელებს. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 134-მდე გაიზარდა, აქედან 26 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

თენგიზ ცერცვაძე

02 აპრილი 2020, 22:08

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო

კოორდინაციას ვუწევ მთელი ქვეყნის მასშტაბით პაციენტების მკურნალობის მართვას და ჩემი ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა ნაკლებად მძიმე და მსუბუქიც კია. მათთან სერიოზულ გართულებებს არ ველით. ჯერჯერობით 5 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ არის უიმედო - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

02 აპრილი 2020, 22:02

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენრტში კორონავირუსის სიმპტომებით 4 პაციენტი მოათავსეს

საჩხერის სამედიცინო ცენრტში კორონავირუსისთვის დამახასაითებელი სიმპტომებით 4 ახალი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის მთავარი ექიმის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, სამი პაციენტი თვითდინებით მივიდა, ერთი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. პაციენტებს ანალიზებს ხვალ დილით აუღებენ და კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

თენგიზ ცერცვაძე

02 აპრილი 2020, 21:45

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დაზუსტებით არა, მაგრამ ვარაუდით შეიძლება ვთქვათ, რომ ფული კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მათ პაციენტებს შორის ეს ფაქტი რამდენიმე ადამიანმა დააფიქსირა. „ვთქვათ ხელოსანი, რომელმაც შეკვეთის შესრულებისთვის ფული აიღო, ლომბარდის თანამშრომელმა. მოკლედ, რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადადება მოხდა ფულით. ასე რომ ეს გზა სავსებით რეალურია“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

02 აპრილი 2020, 21:38

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 760 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 760 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 2 437 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 431 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

თენგიზ ცერცვაძე

02 აპრილი 2020, 21:35

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში

უახლოეს დღეებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვვეყნებში- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს იქნება ათეული, მაგრამ არა ასეულები და ათასეულები.

კოტე ანანიაშვილი

02 აპრილი 2020, 21:32

COVID19

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: თერმოსკრინინგი ყველა მოქალაქეს უტარდება

24 საათის განმავლობაში ხორციელდება მონიტორინგი, რათა ზედმიწევნით იქნეს დაცული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მოთხოვნები. დარღვევის შემთხვევაში იწერება კონკრეტული საჯარიმო ქვითრები, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კოტე ანანიაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბლოკ-საგუშაგოებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს.

02 აპრილი 2020, 21:31

COVID19

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს პროდუქტები სახლებში მიუტანა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს ძირითადი მოთხოვნების პროდუქტები სახლებში მიუტანა. „მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა მარტოხელა მოხუცმა და საბავშვო ბაღის 1189-მა აღსაზრდელმა კვების საჭირო რაციონის გათვალისწინებით მიიღო სასურსათო კალათა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დახმარებას მიიღებს ყველა საჭიროების მქონე მოქალაქე, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარები, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები. მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა ერთად შევძლოთ ამ გამოწვევის დამარცხება და მალე შევძლოთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება“, - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

02 აპრილი 2020, 21:21

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა. დაღუპულთა ნახევარი იტალიისა და ესპანეთის მკვიდრია

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 50,508-ს მიაღია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (13 915) და ესპანეთი (10 096). სულ მსოფლიოში ამ დროისთვის 986 777 ადამიანია ინფიცირებული, 2016 372 კი გამოჯანმრთელდა.

საკრამენტოს ოლქი

02 აპრილი 2020, 21:09

COVID19

საკრამენტოს ოლქში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 ეკლესიებში შეკრებებს უკავშირდება

კალიფორნიის შტატში საკრამენტოს ოლქში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 1/3 ეკლესიებში შეკრებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ საკრამენტოს ოლქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 21:03

COVID19

ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა რჩება ძალაში და ეს პირობა იქნება შესრულებული საჭიროებიდან გამომდინარე

იმ ინიციატივის საფუძველზე , რომელიც დღეს ჩვენ გავახმოვანეთ უკვე ასეულობით ათასი ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვას გეგმავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან ერთად ან დამოუკიდებლად, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ფონდის მხარდაჭერას კობახიძე პასუხობს: „რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, მას აქვს უკვე გაკეთებული განცხადება, რომ იგი მზადაა ფინანსური წვლილი შეიტანოს იმ პრობლემების გადაჭრაში, რომელთა გადაჭრისთვისაც საკმარისი არ იქნება საბიუჯეტო რესურსები. ეს არის განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და ეს არის პირობა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. ეს არის მისი გამოთქმული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სოლიდარობის გამოხატვას. კონკრეტული ფორმით საზოგადოების დასახმარებლად. რა თქმა უნდა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივა რჩება ძალაში და ეს პირობა იქნება შესრულებული საჭიროებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის გამოხატვა

„ეს არის ერთგვარი სოლიდარობის აქცია, რომელშიც ჩართული არიან პირველ ეტაპზე ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური პირები, მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები, ესენი არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ანუ ქართული ოცნების წარმომადგენელები პარლამენტში. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის გამოხატვა და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება იმ პირთა წრე, რომლებიც ჩაერთვებიან ამ სოლიდარობის აქციაში. ჩვენ გვქონდა მოწოდება დღეს და იმედია ამ მოწოდებას გამოეხმაურებიან ჩვენი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები. ვფიქრობთ, ეს ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოზარ სუბარი

02 აპრილი 2020, 21:00

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტზე: აღმოვაჩინე 40-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული

ნამდვილად არ ველოდით, რომ ადამიანების მკვლელობამდე მივიდოდა ის ხელისუფლება, თუმცა მივიდნენ. ის რომ 7 ადამიანი მხოლოდ მკვდარი, ეს მართლა გამართლების შედეგია, თორემ იქ ისეთი სროლა იყო, რომ ადვილი მოსალოდნელი იყო, გაცილებით მეტი ადამიანი მომკვდარიყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ალი ლარიჯანი

02 აპრილი 2020, 20:59

COVID19

ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალი ლარიჯანი იზოლაციაში იმყოფება. მანამდე ვირუსი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ქალთა და ოჯახის საკითხებში ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს აღმოაჩნდათ.

02 აპრილი 2020, 20:50

COVID19

„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობა, რომელზეც საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აერჩიათ, კორონავირუსის გამო გადაიდო

„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობა, რომელზეც „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აერჩიათ, კორონავირუსის გამო გადაიდო. როგორც „დემოკრატიულ პარტიაში“ აღნიშნეს, აღნიშნული ღონისძიება ივლისის ნაცვლად აგვისტოში გაიმართება.

02 აპრილი 2020, 20:44

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტი შეიყვანეს. მოქალაქეები კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით საკარანტინო სივრცეებიდან გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს ანალიზებს დღესვე აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან. პასუხები ხვალ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

02 აპრილი 2020, 20:41

COVID19

StopCoV ფონდში უკვე 21 100 000 ლარია მობილიზებული

2 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 21 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა. COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 20:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები მჭიდრო ვადებში განხორციელდება

ახლა მთელი ყურადღება გადატანილია ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი სცენარი შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, მჭიდრო ვადებში იქნება უზრუნველყოფილი.