imedi /  13 თებერვალი 2020, 13:54 / სანდო წყარო

ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლისთვის 77 ათასი ლარის გადახდა მოუწევს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოიგო. 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებით, ყოფილი თანამშრომლები ტელეკომპანიისგან კომპენსაციის გადახდას და ასევე ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურებას მოითხოვენ.

„დავა ერთი წელია გრძელდება. ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად 2018 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 000,00 ლარი შეადგინა. „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ლევან რატიანი

31 მარტი 2020, 12:06

COVID19

ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან კრიტიკული პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური და დღის ბოლომდე შეიძლება აპარატიდან მოიხსნას

დღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან პაციენტთან, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი.

31 მარტი 2020, 11:59

COVID19

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის 12 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ BBC წერს. 30 მარტს ცნობილი გახდა, რომ იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის პიკს 7-10 დღეში ელოდებიან. ქეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვმა 101 700-ს გადააჭარბა.

31 მარტი 2020, 11:57

COVID19

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 130 ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში ბოლო 24 საათში, კოროავირუსი კიდევ 4615 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში დაინფივირებულია 61 913 ადამიანი. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. გერმანიაში კორონავირუსით სულ 583 ადამიანი დაიღუპა.

ნელი ხიზანიშვილი

31 მარტი 2020, 11:57

COVID19

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი ერთი ადამიანი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს

1 მოქალაქე ასაკისა და თანმხლები დაავადებების გამო თვითიზოლაციიდან გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. თელავის რეფერალურ საავადმყოფის კი ე.წ ცხელების ცენტრის სტატუსი მოეხსნა, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იოსებ დანიელი

31 მარტი 2020, 11:54

COVID19

ექიმის ინფორმაცით, შეზღუდვები იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმიდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასაც შეეხება

ისრაელში დაწესებული შეზღუდვები აღდგომის ტაძარში წმიდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასაც შეეხება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული მოქალაქეების თავშეყრა, - ამის შესახებ ისრაელში მოღვაწე ექიმმა, იოსებ დანიელმა „იმედის დილაში“ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელის მოსახლეობა დაწესებულ შეზრუდვებ ემორჩილება. „მოსახლეობის უმეტესობა დაწესებულ შეზღუდვებს ემორჩილება. ქუჩებში წესრიგს პოლიციასთან ერთად სამხედროებიც აკონტროლებენ. ქვეყნის მასშტაბით არც ერთი რესტორნი, კაფე, სავაჭრო ცენტრი არ მუშაობს. შეზღუდვების დარღვევაზე დაწესებულია ჯარიმა“, - განაცხადა ექიმმა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

31 მარტი 2020, 11:48

COVID19

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული კაცის მეუღლის ანალიზის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა

შუახნის ქალი, რომელსაც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ამავე საავადმყოფოში მოთავსებული მამაკაცის მეუღლეა. მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ და ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. კლინიკას კი თვითიზოლაციიდან ვირუსის სიმპტომებით მიაკითხეს.

იოსებ დანიელი

31 მარტი 2020, 11:45

COVID19

ბავშვთა კარდიოლოგი: უკვე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კორონავირუსით ბავშვებიც ავადდებიან

თავდაპირველად არსებობდა მონაცემები იმის შესახებ, რომ ბავშვები კორონავირუსით არ ავადდებიან. მაგრამ უკვე გამოიკვეთა იმის ტენდენცია, რომ ბავშვებიც ავადდებიან კორონავირუსით, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ისრაელში მოღვაწე ექიმმა, ბავშვთა კარდიოლოგმა, სადაზღვევო კომპანია "მაკაბი“-ს სამედიცინო დირექტორმა იოსებ დანიელმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეისათვის ისრაელში კორონავირუსით ბევრი ბავშვია ინფიცირებული. „დღეს ისრაელში არაერთი ბავშვია კორონავირუსით ინფიცირებული. ბავშვები კორონავირუსი უფრო იოლი ფორმით მიმდინარეობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ვირუსი უფროსებს არ გადასდონ“, - განაცხადა კარდიოლოგმა.

31 მარტი 2020, 11:40

COVID19

ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 484 ადამიანი დაინფიცირდა

ისრაელში ჯამში კორონავირუსი 4831 ადამიანს დაუდასტიურდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსმა ორი ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე გოგინავა

31 მარტი 2020, 11:40

COVID19

იყო თუ არა საქართველოში კორონავირუსი უფრო ადრე, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადდა - ალექსანდრე გოგინავას კომენტარი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თებერვლის დასაწყისში გარკვეული სიმპტომების მქონე პაციენტებს ჰქონოდათ კორონავირუსი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომელსაც ჰკითხეს, გამორიცხულია, თუ არა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენამდე მსგავსი ცივილების მქონე პაციენტებს კორონავირუსი ჰქონოდათ. „თეორიულად გამორიცხული არ არის. ეპიდემიის გავრცელებიდან გამომდინარე 6,7 და 8 თებერვალს ჩინეთის გარეთ ერთეული შემთხვევევბი იყო. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ამ სიმპტომების მქონე ადამიანებს ჰქონოდათ კორონავირუსი. მოგეხსენებათ, ზამთრის პერიოდში ძალიან ბევრი სხვა ვირუსი ცირკულირებს, რომელთაც მსგავსი კლინიკა აქვთ“, - განაცხადა გოგინავამ.

31 მარტი 2020, 11:39

COVID19

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

ვაქცინა

31 მარტი 2020, 11:37

COVID19

ბავშვთა კარდიოლოგი ისრაელიდან: ვაქცინაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და არის დადებითი მონაცემებიც

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და არის დადებითი მონაცემებიც, - ამის შესახებ ისრაელიდან „იმედის დილაში“ ბავშვთა კარდიოლოგმა, იოსებ დანიელმა განაცხადა. „სანამ კორონავირუსის წინააღმდეგ იქნება სრულყოფილი ვირუსი, რომელიც ადამიანში გამოცდილია და მიღებული აქვს FDA ნებართვა, სამწუხაროდ, ამ წელს ალბათ არ მოხდება და ამას კიდევ დაახლოებით წელიწადი დასჭირდება“, - აღნიშნა ექიმმა.

31 მარტი 2020, 11:32

COVID19

რა ვითარებაა დედაქალაქის შემოსასვლელში საყოველთაო კარანტინის პირველ დღეს

წუხელ დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქში შემოსასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყეს, სადაც დღეს დილიდან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები იმყოფებიან. გამკაცრებულია ზომები, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცველები შემოწმების მიზნით ავტომობილებს აჩერებენ. მსუბუქ ავტომობილში 3 პირზე მეტი არ უნდა იყოს. ამასთან, მგზავრებს პირველადი თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. საველე ჰოსპიტალში მობილიზებული არიან ექიმებიც.

ია სუხიტაშვილი

31 მარტი 2020, 11:30

COVID19

მსახიობი ია სუხიტაშვილი: კარგი იქნებოდა კარანტინში სასწორიც ყოფილიყო, ძალიან მაინტერესებს რამდენი კილოგრამი გავალ აქედან

ჰგონიათ, რომ თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნა ნიშნავს, რომ აუცილებლად კორონავირუსი გაქვს. კორონავირუსი რომ მქონდეს, სასტუმროში არავინ დამტობენდა, - ამის შესახებ მსახიობმა ია სუხიტაშვილმა „იმედის დილაში“ ჩართვისას განაცხადა, რომელიც გუდაურის ერთ-ერთ სასტუმროში კარნტინში იმყოფება. მისივე თქმით, იგი იმყოფებოდა გადაღებებზე მოსკოვში, რეჟისორ აქსანა ბაბაევასთან. „წასვლა რთული იყო, თუმცა რეჟისორის დაჟინებული თხოვნით წავედი, რომ იქ უსაფრთხო პირობებს შემიქმნიდნენ და ესეც მოხდა“, - განაცხადა ია სუხიტაშვილმა.

31 მარტი 2020, 11:10

COVID19

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის უფასო ონლაინ კურსებს იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის უფასო ონლაინ კურსებს იწყებს, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, შექმნან თავიანთი ბიზნესის მხარდამჭერი ონლაინ პლატფორმები, გაეცნონ მათი მართვის ძირითად ფუნქციებსა და აუდიტორიასთან მუშაობის პრინციპებს. ასევე გამოიყენონ Google სერვისები და თავიანთი პროდუქტი თუ მომსახურება განათავსონ ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი

31 მარტი 2020, 11:06

COVID19

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების მუშაობა ჩერდება

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანის მასშტაბით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

იური ნოზაძე

31 მარტი 2020, 11:00

COVID19

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კორონავირუსისგან განიკურნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე გამოჯანმრთელებულ პაცინტთა რიცხვშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სამკვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მინისტრის მოადგილე საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, საავადმყოფო დატოვა ბატონი იურის ორმა შვილმაც, რომლებიც ასევე ინფიცირებულები იყვნენ კორონავირუსით.

31 მარტი 2020, 10:53

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: სამეცნიერო იდეების გაცვლას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება

„მადლობას მოგახსენებთ ისტორიაში პირველი ვირტუალური მინისტერიალის ორგანიზებისათვის, რომელიც უაღრესად სასარგებლო იქნება თითოეული მონაწილე ქვეყნისა და, ზოგადად, მეცნიერებისათვის. მეცნიერებას არ აქვს საზღვრები და სამეცნიერო იდეების გაცვლას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა მინისტრმა.

ნინო ლომჯარია

31 მარტი 2020, 10:49

COVID19

ნინო ლომჯარია: მისასალმებელია, რომ ხელისუფლება მზადაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ძალიან საგანგაშო ინფორმაციაა, - ამის შესახებ ომბუდსმენი facebook-ზე წერს. ნინო ლომჯარია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს მიმართავს დაიცვან სოციალური დისტანცირების და იზოლაციის წესები და დარჩნენ სახლში.

მერსედეს ვერა მარტინი

31 მარტი 2020, 10:44

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას განიხილავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას განიხილავს - ამის შესახებ ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა. მერსედეს ვერა მარტინესის თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლებას კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შერბილებაში დაეხმარება.

ალექსანდრე მოწერელია

31 მარტი 2020, 10:38

COVID19

ფოთისა და ზუგდიდის შემდეგ ბლოკ-პოსტები შესაძლოა აბაშაშიც მოეწყოს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ფოთისა და ზუგდიდის შემდეგ ბლოკ-პოსტები შესაძლოა აბაშაშიც მოეწყოს. „ბლოკ-პოსტები განთავსდება ფოთისა და ზუგდიდის შემოსასვლელ-გასასვლელში, მოეწყობა ბარიერები. სავარაუდოდ, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს აბაშაშიც დავამატებთ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.