Imedi /  13 თებერვალი 2020, 17:59 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოსახლეობა შეაფასებს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტების ჩავარდნა, თუნდაც ის ერთ-ერთი მიმდინარე დოკუმენტი იყოს, აზიანებს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია იბრძვის ქვეყნის წინააღმდეგ, სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლა კი არის ბოროტება და ღალატი. „იქნებ, ეს როგორმე გაითავისოს ოპოზიციამ და სხვა დროს შეეცადონ და  ქვეყნის წინააღმდეგ ნუ იმოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამით „ქართული ოცნება“ დააზიანონ“, - აღნიშნა მდინარაძემ. 

მისი თქმით, ის ცვლილება, რომ საქართველოში ვინმე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, ჩავარდა. „სწორედ ამის გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც შეეძლო  მხარი დაეჭირა ამ დოკუმენტისთვის, თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ეს ცვლილება ჩააგდო. საბედნიეროდ, ეს ქვეყანას ბევრს ვერაფერს დააკლებს. ჩვენ გვახსოვს ვიზალიბერალიზაციის მიღების დროსაც ასეთივე საბოტაჟი მათი მხრიდან, თუმცა ვიზალიბერალიზაცია მაშინ ჩვენ მაინც მივიღეთ. საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, შემდეგ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტრასბურგში საქართველო - ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა დასრულდა. დეპუტატებმა, ერთობლივი დეკლარაციის მიღება ვერ შეძლეს. ეს არის დოკუმენტი, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეა საუბარი, თუმცა, დღეს ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2020, 09:47

COVID19

დღეიდან, საქართველოდან ლიეტუვაში ჩასულ ნებისმიერ პირს 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს

21 სექტემბერს ძალაში შევა ლიეტუვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ლიეტუვაში მომავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14-დღიან თვითიზოლაციას, ამასთან, ის ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

21 სექტემბერი 2020, 09:28

COVID19

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსით 235 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 3542 ადამიანს დაუსვეს, 235 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 697 663 ადამიანი დაინფიცირდა, 73 493 პაციენტი კი გარდაიცვალა.

21 სექტემბერი 2020, 09:08

მსოფლიო

აშშ-ში დონალდ ტრამპის მოწამვლის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

კანადიდან აშშ-ში შესვლის დროს დონალდ ტრამპის მოწამვლის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ქალია და მან თეთრ სახლში რიცინის შემცველი წერილი გააგზავნა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

21 სექტემბერი 2020, 08:36

საზოგადოება

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა. პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მლნ. დოლარი იყო გამოყოფილი.

21 სექტემბერი 2020, 08:19

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ დღეს მოსახლეობას საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსა და ხარაგაულის მერობის კანდიდატს წარუდგენს

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან. 13 საათზე „ქართული ოცნება“ პაატა კვიჟინაძეს ჭიათურაში წარადგენს. საჩხერეში კი მისი წარდგენა 14:30 საათზე გაიმართება.

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2020, 08:10

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. მათ შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მოხუც მშობლებს აღთქმა ჰქონდათ დადებული, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ანას ახარა, რომ მას მარიამი ეყოლებოდა.

21 სექტემბერი 2020, 08:02

COVID19

აჭარაში დღეს 4000-მდე ტესტის პასუხებს ელოდებიან

რეგიონში უკვე რვა კლინიკა იღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, უსიმპტომო პაციენტები კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაციონარში ამჟამად 156 პაციენტს მკურნალობენ, ცხელების ცენტრში კი 19 ადამიანს. კლინიკაში ჯამში სულ 175 კოვიდ ინფიცირებული ჰყავთ.

21 სექტემბერი 2020, 00:56

საზოგადოება

რუსთავში, სახანძროს ყოფილ შენობაში, ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის დარბაზები და სარეპეტიციო ადგილები მოეწყობა

რესტავრირების შემდეგ მასში განთავსდება მუსიკალური დარბაზები და სარეპეტიციო კუთხეები, რომლებიც ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს დაეთმობა და მათ შემოქმედებით განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის მიზანია, შენობა კრეატიული ახალგაზრდებისთვის რუსთავის კულტურულ ჰაბად იქცეს.

სარკოგაფი ეგვიპტე

21 სექტემბერი 2020, 00:50

კულტურა

ეგვიპტეში 2 500 წლის წინ დამარხული სარკოფაგები აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა სარკოფაგები საქარას ერთ-ერთ ახალაღმოჩენილ სამარხში იპოვეს. თვის დასაწყისში არქეოლოგებმა 13, რამდენიმე დღის წინ კი კიდევ 14 სარკოფაგი ამოთხარეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მსგავსი აღმოჩენაა.

დოროთი და რალფი

21 სექტემბერი 2020, 00:03

ტაბლოიდი

აშშ-ში 100 წელს გადაცილებულმა წყვილმა ქორწინების 85 წლის იუბილე აღნიშნა

„როცა პრობლემები გვქონდა, მე ყველაფერში ვეთანხმებოდი დოროთის, ეს გამოსავლის პოვნის ყველაზე კარგი საშუალებაა“, - განაცხადა რალფმა.

მადრიდი საპროტესტო აქცია კორონავირუსი

20 სექტემბერი 2020, 23:35

COVID19

მადრიდის ნაწილში კარანტინის დაწესება ასობით ადამიანმა გააპროტესტა

შეზღუდვები ქალაქში ორშაბათიდან ამოქმედდება და მადრიდის მოსახლეობის 13%-ს, ანუ დაახლოებით 850 ათას ადამიანს შეეხება. მათ საკუთარი უბნების დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, ბავშვების სკოლაში მისაყვანად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად ექნებათ. ჩაკეტილ ზონაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, თუმცა დაიკეტება პარკები, მაღაზიები, ბარები და რესტორნები კი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებენ. აიკრძალება 6 ადამიანზე მეტის შეკრება.

რთველი

20 სექტემბერი 2020, 23:18

რეგიონი

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, გადამუშავებულია 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენი

არსებული მონაცემებით, 2012 წელს საქართველოდან ექსპორტზე 23 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 75 მლნ დოლარის ღირებულების იყო; 2019 წელს კი 94 მლნ ბოთლი ღვინო, ღირებულება - 237 მლნ დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში 2013-19 წლებში, ექსპორტზე 1,2 მილიარდი დოლარის ღვინო გავიდა.

თბილისი მეტრო

20 სექტემბერი 2020, 23:04

საზოგადოება

ხვალიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 სექტემბერი 2020, 22:45

რეგიონი

წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის უფლება 246-მა სტუდენტმა მოიპოვა

საბოლოოდ, სასწავლებელში არსებული მაღალი ბარიერი მხოლოდ 246 სტუდენტმა გადალახა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულების მიხედვით ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნომერ პირველი საჯარო უნივერსიტეტია საქართველოში.KIU მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. უცხოელი ლექტორები სწავლის დაწყებას მოუთმენლად ელიან და აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტების პროგრამა მოამზადეს.

მიხეილ ჩხენკელი

20 სექტემბერი 2020, 22:30

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში

„ჩვენი ყველასი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ბუნებრივი გარემო სასწავლო პროცესისთვის არის სწორედ სკოლაში, სასწავლო პროცესი არის საკლასო ოთახებში. შესაბამისად, ამას რომ მივაღწიოთ,ყველამ უნდა გააცნობიეროს იმის მნიშვნელობა, რომ საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა“,- განაცხადა ჩხენკელმა.

კახა ოქრიაშვილი

20 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი: არანაირ უხერხულობას არ მიჩენს მე არც 5-იანი და არც სხვანაირი ნომერი

„ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი გეგმები აქვს, ემთხვევა ჩემ გეგმებს. აღიარა მიშამ და ახლა ბოდიშებს იხდის. “, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

20 სექტემბერი 2020, 21:43

რეგიონი

ბოდბის მოსახლეობა წმინდა ნინოს დედათა მონასტერზე გავრცელებულ ცილისწამებას უარყოფს

მონასტერში თითოეულ გოჯ მიწაზე ზრუნავენ და უვლიან. ყველაფერი 25 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა პატრიარქის კურთხევით ბოდბის დედა მონასტრის წინამძრღვრობა იღუმენია თეოდორას დაევალა. დანგრეული კედლები, გაუმართავი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ასეთი მონასტრის წინამძღოლობა ხვდა წილად იღუმენიას. იქაურობის ნამდვილ წალკოტად გადაქცევა მარტივი არ იყო. ამ ყველაფერს 25-წლიანი შრომა დასჭირდა. შრომობენ ახლაც, მაშინ როცა ერს სძინავს მონაზვნები ცისკრის ლოცვას იწყებენ. ლოცულობენ საქართველოსა და თითოეული ადამიანისთვის. ამუშავებ მიწებს, მისდევენ მეურნეობას.

გიორგი ღარიბაშვილი

20 სექტემბერი 2020, 21:28

საზოგადოება

რა მოუყვა „იმედის კვირას“ საკალმახე „ადმირალის“ და „ვილა ალგეთის“ მფლობელმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ადვოკატის ვიზიტზე

როგორც „იმედის“ გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, „ვილა ალგეთინ“ არა სასტუმრო, არამედ გიორგი ღარიბაშვილის კუთვნილი კერძო სახლია, სადაც ის ოჯახთან - მეუღლესთან, ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ, სახლის მიმდებარე ტერიტორია თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ადვოკატებთან ერთად დაათვალიერეს. მასპინძელს იმაშიც არწმუნებდნენ, რომ გარდაცვალების შემდეგაც კი, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მის კუთვნილ ავტოფარეხში მალავდა. არადა, ადგილზეც ვამოწმებთ, რომ ავტოფარეხი მოქმედი დიდი ხანია არ არის, კარები ნახევრად იღება ისე, რომ მანქანა შიგნით ვერ შევა. სწორედ მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო გიორგი ღარიბაშვილის ოჯახი სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

ბეჟან წაქაძე

20 სექტემბერი 2020, 21:13

პოლიტიკა

ბეჟან წაქაძე: ვამაყობ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი გამოწვევა მუნიციპალიტეტში, რის გადალახვაშიც ჩემი მოკრძალებული წვლილი არ შემეტანა

მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაში და შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ, ზესტაფონში წარდგენაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

20 სექტემბერი 2020, 20:58

რეგიონი

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა პარლამენტის თავმჯდომარემ დაათვალიერა

სრულად რეაბილიტირდა 1 000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა. შესაბამისად, საბაზო, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე, თანამედროვე სტანდარტების თანახმად მოწყობილ შენობაში განთავსდნენ. შშმ პირთათვის ადაპტირებულ შენობაში სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო, სპორტული დარბაზები და ღია სტადიონი მოეწყო.