imedi /  14 თებერვალი 2020, 10:40 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გამართა და გამარჯვებულები გამოავლინა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კონკურსს, რომელიც მოზარდებში  მედიაწიგნიერების - კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, სამი გამარჯვებული ჰყავს. კონკურსში მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 60-მა მოსწავლემ მიიღო.

გამარჯვბეულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ნაშრომების წარდგენის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ გამარჯვებულებს პრიზები გადასცა.

კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლეებს ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - „Fake News“ უნდა აღმოეჩინათ, რომელიც ეხებოდა საქართველოში მომხდარ ამბავს და აქამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებს ამას გარდა, უნდა წარმოედგინათ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს 27 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით ჰქონდა.

კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პირველი ადგილი ლუკა ყოჩიშვილმა დაიკავა, რომელმაც საკონკურსო ნამუშევარში ფეიკ-ნიუსის გავრცელების მეთოდები მიმოიხილა. მან გააანალიზა ის ფაქტორები, რომლებიც მოგონილი ამბის გავრცელებით, მომხმარებლის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. კერძოდ, ლუკა ყოჩიშვილის  ნამუშევარში გადმოცემულია ორი ვებ-გვერდის მიერ სტატიების სახით გავრცელებული ინფორმაცია საბროკერო კომპანიის მეშვეობით გამდიდრებული ადამიანების შესახებ. ყოჩიშვილმა ინფორმაციის გავრცელების წყაროები შეისწავლა და ჩატარებული ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული ნიუსები ყალბია და ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა - ნუ დაიჯერებ, გადაამოწმე - ასე მთავრდება  ლუკა ყოჩიშვილის საკუნკურსო ნაშრომი, რომელსაც კომუნიკაციების კომისიისგან Iphone 11 Pro გადაეცა საჩუქრად.

მეორე ადგილზე მარიამ ყვავაძე გავიდა, რომელმაც საკონკურსო ნაშრომში ქართულ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია აღმოაჩინა. მარიამმა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ამბავი გადაამოწმა და დაადგინა, რომ სტატიის ავტორს ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან ადრეც ჰქონია საქმე. ინფორმაციის ნადვილობის გადასამოწმებლად და განმარტების მისაღებად მან მედიასაშუალებას თავად მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მარიამმა გავრცელებული ამბავი დეტალურად შეისწავლა, აღმოაჩინა ყალბი ინფორმაცია და დაადგინა რეალური ამბავი. მარიამ ყვავაძეს კომუნიკაციების კომისიამ საჩუქრად უახლესი მოდელის Ipad გადასცა.

მესამე ადგილის მფლობელი სალომე ქოიავა გახდა, რომელმაც კონკურსის ფარგლებში, სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შეისწავლა. ნამუშევრის მიხედვით, პოსტის მიზანს სავარაუდოდ განათლების სისტემაში დასავლური ინსტიტუტების ჩართულობის დისკრედიტაციას წარმოადგენს. ინფორმაციის ანალიზისთვის სალომემ ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა - რა არის ინფორმაციის გავრცელების მიზანი, არსებობს და რეალურია თუ არა პირველწყარო, სწორად არის თუ არა გადმოცებული პირველწყაროში არსებული ინფორმაცია და ვისთვისაა ინფორმაცია განკუთვნილი, ანუ ვინ არის ე.წ სამიზნე აუდიტორია. მესამე ადგილის მფლობელმა კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი მიიღო.

კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ კომუნიკაციების კომისიამ და „მედიააკადემიამ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით უკვე მეორედ ჩაატარა. კონკურსს, კომუნიკაციების კომისიამ სასწავლო კომპონენტი დაამატა. მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, ათამდე საჯარო სკოლაში ტრენინგები ჩაატარეს. BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, ბავშვებმა ისწავლეს, როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები. აღნიშნული შეხვედრები მოზარდებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დაეხმარა.

ყველა სიახლე

სელმა ჰაიეკი

22 სექტემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

54 წლის სელმა ჰაიეკი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა და თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა. ფოტოზე 54 წლის ვარსკვლავი ღრმად ამოჭრილ საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ფოტოს 684 ათასი მოწონება აქვს. ფანები სწერენ ჰაიეკს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ქალია, რომელსაც ლამაზი სხეული აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 სექტემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეგახსენებთ, რომ ეს არის ომი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი მსოფლიოს გავლენების სფეროებად დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.

22 სექტემბერი 2020, 00:24

მსოფლიო

ნიუ-იორკში როკფელერების საგვარეულო სახლი $11,5 მილიონად იყიდება

აშშ-ში, ნიუ-იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქუჩაზე, მეხუთე ავენიუზე როკფელერების ოჯახის სახლი იყიდება. ამის შესახებ Bloomberg წერს. უძრავი ქონება $11,5 მილიონადაა შეფასებული. მეხუთე ავენიუზე მდებარე 812 სახლი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნელსონ როკფელერს ეკუთვნოდა, რომელსაც ეს თანამდებობა გასული საუკუნის 70-იან წლებში ეკავა. ნელსონი აშშ-ში პირველი მილიონერის ჯონ როკფელერის შვილიშვილია. ოჯახის ამ სახლში 60 წელი ცხოვრობდა.

კრიშტიანო რონალდუ

22 სექტემბერი 2020, 00:02

სპორტი

„სპორტინგის“ საფეხბურთო აკადემია კრიშტიანო რონალდუს სახელობის იქნება

ლისაბონის „სპორტინგმა“ თავის საფეხბურთო აკადემიას კრიშტიანო რონალდუს პატივსაცემად სახელი გადაარქვა. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამიერიდნ ის სწორედ რონალდუს სახელობის იქნება.

22 სექტემბერი 2020, 00:02

მსოფლიო

ესპანეთში, სახლიდან გამოასახლეს კაცი, რომელიც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა

ესპანეთში, ცხოველების დამცველებმა სახლიდან გამოასახლეს კაცი, სადაც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის ცნობით, ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. კაცის სახლის ფართობი 100 კვ/მეტრია, მან სახლში კატების წყვილი მოიყვანა, რომელიც გამრავლდა. თავიდან ცხოველთა უფლებების დამცველები კატების რაოდენობას ვერ ითვლიდნენ. მათი გათვლებით, სახლში 90 კატა ცხოვრობდა.

მაია ბუწაშვილი

21 სექტემბერი 2020, 23:54

COVID19

მაია ბუწაშვილი: ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ საარჩევნო პროცესი უსაფრთხოდ ჩაივლის

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენიმემ ქვეყანამ არჩევნები ჩაატარა და ყველა ქვეყანა ერთხმად ამბობს, რომ ამომრჩევლის აქტივობა წელს არის ძალიან დაბალი, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 23:48

მსოფლიო

მაიკ პომპეო: აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას. ამის შესახებ მაიკ პომპეომ გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

21 სექტემბერი 2020, 23:30

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილი: მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები

„მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები“, - ამის შესახებ გორსა და კასპში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტყვიავის, ქერეს, ქვეშისა და ქვემო არცევის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა. გიორგი ხოჯევანიშვილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და თავის მხრივ, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 23:03

მსოფლიო

მაიკ პომპეო: არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ აშშ ნავალნის საქმეზე სათანადო რეაგირებას არ მოახდენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრე მოწერელია

21 სექტემბერი 2020, 22:45

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ლესიჭინეს, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღას მოსახლეობას შეხვდა.

დავით მათიკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციური ერთობა ჩავარდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ „ოპოზიციური ერთობა ჩავარდებოდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალებოდა. მისი თქმით, „11%-იანი რეიტინგის მქონე ნახევრად პოლიტიკურ-კრიმინალური ძალა ერთპარტიულად ვერ დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეს პოლიტიკით დაინტერესებულმა მოზარდმაც ძალიან კარგად იცის“.

21 სექტემბერი 2020, 22:33

ეკონომიკა

ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ ონლაინ შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რიზა თუნათურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2020, 22:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი წავიდა ვა-ბანკზე, მიდის საბოლოო პოლიტიკურ შეტევაზე და მის გარშემო მოკავშირეები არ სჭირდება

„მიხეილ სააკაშვილი დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ მისი ავტორიტეტი კვლავ ვიღავისთვის რაღაცას წარმოადგენს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად გამოიყენეს მთელი კოალიციური სპექტრი და ახლა სააკაშვილის აღარ აწყობს თავისი ამბიციებიდან გამომდინარე.

21 სექტემბერი 2020, 22:16

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს 68 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით გუმბერიძე

21 სექტემბერი 2020, 22:10

სამართალი

პროკურორი: მიხეილ რამიშვილის ტელეფონი მისი თანხმობით დაილუქა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ადვოკატის მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის შესახებ, პროკურორმა დავით გუმბერიძემ განმარტება გააკეთა. „საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. რაც დაკავშირებული იყო დავით ფურცხვანიძესთან, მასთან კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასა და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განუცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

21 სექტემბერი 2020, 22:01

COVID19

ინფექციონისტი: მდგომარეობა საყურადღებოა

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას კიდევ ერთხელ სთხოვს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიო ლიდერებს მიმართა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე და ასევე, კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში განათლებული მოქალაქეების როლზე.

21 სექტემბერი 2020, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 53 ადამიანი გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:40

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა

„საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია“, - ამის შესახებ გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი.

ბიძინა კულუმბეგოვი

21 სექტემბერი 2020, 21:39

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ახლა გვაქვს, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვისთვის პრობლემა არ არის

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისეთი მასშტაბით ვითარდება, არ მგონი რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდეს. ალბათ რამდენიმე კვირაში გამოიკვეთება, ჩვენ რა მასშტაბებს ვაღწევთ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.