Imedi /  14 თებერვალი 2020, 10:53 / სანდო წყარო

აბასთუმნის ობსერვატორია საჯარო სამართლის იურდიულ პირად ჩამოყალიბდება

აბასთუმნის ობსერვატორია საჯარო სამართლის იურდიულ პირად ჩამოყალიბდება და მისი მმართველი ორგანო მისივე სამეცნიერო საბჭო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან და მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ობსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესი განიხილეს, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით მიმდინარეობს. 

შეხვედრის დასაწყისში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პოლიტიკაა აბასთუმნის ობსერვატორიის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო დაწესებულების, შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, ხარისხის ამაღლება და გლობალურ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების გაძლიერება. 

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება გაზრდის აბასთუმნის ობსერვატორიის ავტონომიურობის ხარისხს. სამინისტროს მისიაა რეორგანიზაციის პროცესში ხელი შეუწყოს ობსერვატორიის მთავარი მმართველი ორგანოს – სამეცნიერო საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება უმაღლესი ლეგიტიმაციისა და ავტონომიის მქონე ორგანო და პასუხისმგებელი ობსერვატორიის შემდგომ განვითარებაზე. სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს აბასთუმნის ობსერვატორიის ნიშასა და როლს მსოფლიო მასშტაბით, რის საფუძველზეც მოხდება მისი ტექნიკური აღჭურვა, მოდერნიზაცია და განვითარება აკადემიური მიმართულებით. ასევე, საბჭო წარმართავს ყველა იმ პროცესს, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიის ინფრასტრუქტურული განვითარებისკენ იქნება მიმართული. 

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცებული საშტატო განრიგის საფუძველზე, პირველ ეტაპზე კონკურსები გამოცხადდება მთავარი მეცნიერ-თანამშრომლების შესარჩევად. საკონკურსო კომისია კი დაკომპლექტდება მაღალი ნდობის მქონე პროფესიონალი მეცნიერებით, რომლებიც კონკურსის გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფენ. 

აბასთუმნის ობსერვატორია, როგორც სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოიყენოს ობსერვატორიის რესურსები.

შეხვედრის ბოლოს ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ობსერვატორიის განვითარება იქნება საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი, რომელსაც სხვა კვლევითი დაწესებულებებიც გაიზიარებენ.

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.

ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილებით გამოეყო. გადაწყვეტილება უნივერსიტეტის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე მიიღეს.

ყველა სიახლე

ილია II

30 ოქტომბერი 2020, 16:21

პოლიტიკა

კათოლიკოს-პატრიარქი არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს ხმას. როგორც საპატრიარქოს პრესცენტრში აცხადებენ, ილია მეორისთვის გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 16:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ რომელიმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რაიმე სახის დარღვევას მიუთითებს, პირადად ვთხოვ ყველას, მიუთითოს კონკრეტული ფაქტი

„როდესაც ადგილობრივი ორგანიზაციები საუბრობენ, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას, ამას რომ ჰქონდეს ოდნავ სისტემური ხასიათი, ხომ შეიძლება, რომ ერთი ფაქტი სადმე ამოვარდეს. თუ ერთი ფაქტი მაინც არ არის წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ტყუილი და სამწუხაროდ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციას ამბობს ტყუილს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღეს თუ არ ვცდები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი

დღეს დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან თუ არ ვცდები, ყოველშემთხვევაში მე მაქვს კადრები ნანახი, სადაც ამომრჩეველზე 20-20 ლარის დარიგება მიმდინარეობს, არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

30 ოქტომბერი 2020, 15:57

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მიუხედავად სხვადასხვა ოპოზიციური ძალის ხშირად ბოროტი და პოლარიზებული თავდასხმისა, პარტია „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა ცვლილებებს

„ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, საქართველოში აღინიშნა ჯერ კიდევ არდაშლილ საბჭოთა კავშირში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების 30 წლისთავი. ოპოზიციამ, რომელსაც ანტიკომუნისტი დისიდენტი ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, დამაჯერებელი უმრავლესობით მოიგო არჩევნები და პირველი გარდამავალი მთავრობის შექმნის უფლება მიიღო, მოგვიანებით კი, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა“.

ივანე მაჭავარიანი

30 ოქტომბერი 2020, 15:44

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: სექტემბერში, თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს, როგორიც გასულ წელს იყო

სექტემბერში ძალიან პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა. ესაა -0.7 შემცირება წინა წელთან შედარებით, რაც, პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს სექტემბერში, რაც შარშან იყო, თუმცა, უნდა გვაქხსოვდეს, რომ ტურიზმი, სხვადასხვა შეფასებით, 9-10%-ია საქართველოს ეკონომიკის და ის მოგვაკლდა. მიუხედავად ამისა, შარშანდელ დონეზე ვნარჩუნდებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

30 ოქტომბერი 2020, 15:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვერ დამისახელებთ ვერცერთ სფეროს, სადაც ხელშესახები პროგრესი არ არის

„თვითკმაყოფილებით არავინ არის შეპყრობილი და კარგად ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომლებზეც ადეკვატური პასუხი ჩვენ კიდევ წლების განმავლობაში გვჭირდება. მაგალითად, იმისთვის, რომ ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე. სიღარიბის მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის მონაცემებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს იყო 30 პროცენტი და დღეს იმავე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით არის 19-ნახევარი პროცენტი, ეს არის ხელშესახები პროგრესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გასაკვირი „ქართული ოცნების“ 60% კი არა, ის არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და ასეთ პარტიებს ჯამში 40% აქვთ

დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს მყარი მხარდაჭერა და ეს დადასტურებულია იმ კვლევებით, რომლებიც მაღალი სანდოობით სარგებლობს. გამოქვეყნდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის - ტელევიზიების მიერ. ჩვენ გვაქვს ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებული კვლევები და თითოეული მათგანი ძალიან მაღალ მხარდაჭერას ადასტურებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 15:35

პოლიტიკა

გიორგი გახარია რუსულ რბილ ძალაზე: ამას ჩვენ, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ვუპირისპირებთ პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალ ხარისხს, მედია პლურალიზმს, სრულ გახსნილობას

შესაბამისი სპეციალური სამსახურები მუშაობენ თავიანთი რეგლამენტების შესაბამისად და რუსი ჯაშუშების, ძველ პერიოდში, ასე გამოვლენა, პიარისთვის და რეკლამისთვის, ეს არაფერს არ ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიას მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით

პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით, - ამის შესახებ ირაკი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.​

30 ოქტომბერი 2020, 15:29

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა 2 ადამიანი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კაცმა 2 ადამიანი მოკლა, ორი მეზობელი კი დაჭრა. imednws-ის ინფორმაციით, მკვლელს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში მოათავსა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ამირან გამყრელიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:27

COVID19

ამირან გამყრელიძე: საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია, ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ

„ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია არჩევნებზე მივიდეთ პირბადით. იქ ორჯერ გვიწევს ათი წამის განმავლობაში პირბადის მოხსნა და ეს არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვაა გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პერიოდში და არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:16

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე რისკ-ჯგუფებს მოუწოდებს, გრიპის საწინაღმდეგო აცრა გაიკეთონ

„დღეიდან უკვე შეგვიძლია მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ გაფართოვდეს ეს არიალი რისკ-ჯგუფებში. განსაკუთრებით ფართო რიკს-ჯგუფები დაიწყება დღეიდან. ეს არის სამედიცინო პერსონალი, ყველა დიაბეტიანი, ასევე 65 წელს გადაცილებულები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ასევე იცრებიან ქართული ჯარის ნაწილები, პატრული და სხვა პატარა რიკს-ჯგუფის წარმომადგენლები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

პაატა იმნაძე

30 ოქტომბერი 2020, 15:15

COVID19

პაატა იმნაძე: საბედნიეროდ, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების მკვეთრი მატება არ გვაქვს

დღეს დადგა ის პერიოდი, როდესაც, საბედნიეროდ, გამოჯანმრთელებული უფრო მეტია, ვიდრე ინფიცირებული, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან დაავადებული იყო ბევრი, გავიდა დრო და ეს ადამიანები უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში ლოკდაუნის გამოცხადების საფუძველი არ არის

საქართველოში ლოკდაუნის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს და ამას სტატისტიკაც ადასტურებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი 2020, 15:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის მძიმე პროვოკაციების მიუხედავად, საბოლოოდ, შევძელით ინციდენტებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა

რადიკალური ოპოზიციის მცირე პროვოკაციების მიუხედავად, საბოლოოდ, შევძელით მშვიდი და მშვიდოებიანი, ინციდენტებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უწრუნველყოფა, - ამის შესახებ ირაკი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

30 ოქტომბერი 2020, 15:02

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელეონა ჰოჯა გეიბრეას და დელეგაციის წევრებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

30 ოქტომბერი 2020, 15:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის ახალი ელჩი მიიღო

სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის ახალ ელჩს უმასპინძლა. ანდრიუს კალინდრასთან შეხვედრის ფოტოები პრეზიდენტის Twitter გვერდზე გავრცელდა. „ველი თქვენ მიერ წვლილის შეტანას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში“, - წერია ზურაბიშვილის ტექსტში.

ამირან გამყრელიძე

30 ოქტომბერი 2020, 14:59

COVID19

ამირან გამყრელიძე: ნოემბერსა და დეკემბერში კოვიდშემთხვევები, როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთანაც გაიზრდება

კორონავირუსის მხრივ გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა, დღეს ამ ბოლო ხნის განმავლობაში ანტირეკორდი, 546,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ნახევარი ევროპაშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:56

COVID19

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 ოქტომბერს აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება

„ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს კონსტიტუციური უფლება აღსრულებულიყო, მაგრამ ესენი არიან სუვერენული სახლემწიფოები, რომელ სუვერენულ ტერიტორიაზეც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სურვილი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

30 ოქტომბერი 2020, 14:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა „ქართულ ოცნებას“ კოალიცია არ დასჭირდეს და იმედი მაქვს, ოპოზიცია გონს 2024 წელს მაინც მოეგება

ადამიანები (ოპოზიცია), რომელბმაც იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად, დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ კოალიციას, ქვეყანაში ყველაზე მსხვილ, ყველაზე რეიტინგულ ძალასთან არ შევქმნითო, ეს სრული არათანმიმდევრულობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.