imedi /  14 თებერვალი 2020, 13:05 / სანდო წყარო

ზუგდიდის სასამართლომ მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული პატიმრობაში დატოვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბაკურ სორდია პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნატრული აკობიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და მიმალვის, დანაშაულის განმეორებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ბაკურ სორდია პატიმრობაში დატოვა. 

თავად ბაკურ სორდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. მას უფლებადამცველი არ ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილი ქალის მეუღლე ბაკურ სორდია 30 დეკემბერს დააკავეს.

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2020, 11:05

რეგიონი

სოფელ გვიშტიბში, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსებისთვის წყალარინების ქსელი მოეწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს 128 549 ლარი მოხმარდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

21 ოქტომბერი 2020, 10:57

სპორტი

გიორგი შერმადინმა 21 წუთში, 26 ქულა დააგროვა

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება დაიწყო, რომელშიც გიორგი შერმადინის „ტენერიფე იბეროსტარი“ ასპარეზობს. პირველ ტურში ტენერიფელებმა დანიის „ბაკენ ბიარს“ უმასპინძლეს და 98:73 გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებაში ქართველმა ცენტრმა დიდი როლი შეასრულა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:52

თემა

როგორ დავეხმაროთ ალკოჰოლდამოკიდებულს. ინსტრუქცია

თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის კონტროლი უჭირს ან სასმელი მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ოჯახზე, სამსახურსა თუ სწავლაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ეს უკვე, დიდი ალბათობით, პრობლემაა. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევას ეხება, თუ ალკოჰოლის მიღება პრობლემებს თქვენს ცხოვრებაშიც იწვევს. მაშინაც კი, თუ თქვენი ახლობელი ადამიანი ყოველდღე არ სვამს და სამსახურებრივ თუ სწავლის საქმეებს უმკლავდება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც ალკოჰოლდამოკიდებულების დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, პრობლემა არ უნდა უგულებელყოთ: ზღვარი სასმელის ჭარბი რაოდენობით მოხმარებასა და დამოკიდებულებას შორის მცირეა. ასეთი სირთულეების მქონე ადამიანს თავად პრობლემისა და მკურნალობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. როგორც წესი, ის ზოგჯერ და ნაწილობრივ მაინც აღიარებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და მკურნალობის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ ყოყმანობს. თუ ის თავის პრობლემას საერთოდ არ ცნობს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამას არასდროს აღიარებს. სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც აქვს შანსი, ამ პროცესზე გავლენა იქონიოს.

კორონავირუსი ბრაზილია

21 ოქტომბერი 2020, 10:48

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსი კიდევ 23 227 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 661 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რობოტიზაცია

21 ოქტომბერი 2020, 10:47

ტექნოლოგიები

კვლევა: 2025 წლისთვის სამუშაო ამოცანების ნახევარს მანქანები შეასრულებენ

კვლევა მსოფლიოს 300 უმსხვილესი კომპანიაში ჩატარდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ „რობოტების რევოლუცია“ მსოფლიოს მასშტაბით 97 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის, მაგრამ დაახლოებით ამავე რაოდენობის ადამიანი სამსახურს დაკარგავს, რაც უამრავი ადამიანის კეთილდღეობას რისკის ქვეშ დააყენებს.

21 ოქტომბერი 2020, 10:37

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 54,044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 54,044 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,651,108-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 717 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 115,914-ს აღწევს. ჯამში 6,795,103 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

21 ოქტომბერი 2020, 10:22

თავდაცვა

საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის შეფასება გაიარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს. შსს-ს ინფორმაციით, შეფასების პროცესი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DRAGON-ის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ნიგერია საპროტესტო

21 ოქტომბერი 2020, 10:20

მსოფლიო

BBC: ნიგერიაში საპროტესტო აქციის 20-მდე მონაწილე მოკლეს

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დემონსტრანტებს ცეცხლი ჯარისკაცებმა გაუხსნეს. შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 50 კი დაიჭრა. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ დაღუპულების შესახებ უტყუარი ინფორმაცია აქვთ.

21 ოქტომბერი 2020, 09:51

COVID19

შსს-ს თანამშრომლები COVID19-ის პრევენციისთვის აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე მონიტორინგს ახორციელებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, COVID19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

21 ოქტომბერი 2020, 09:43

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონი „მანჩესტერმა“ გამარჯვებით დაიწყო

საფეხბურთო კლუბმა „იუნაიტედმა“ პარკ დე პრენსზე ტურნირის შარშანდელი ფინალისტი პსჟ ბრუნო ფერნანდეშისა და მარკუს რაშფორდის გოლებით დაამარცხა, მასპინძლებმა კი ერთადერთი ბურთი ანტონი მარსიალის ავტოგოლის შედეგად გაიტანეს და შეხვედრა 1:2 დასრულდა.

21 ოქტომბერი 2020, 09:26

სამართალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

21 ოქტომბერი 2020, 09:17

რეგიონი

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე ​პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ.

21 ოქტომბერი 2020, 09:08

ტაბლოიდი

ჟან-კლოდ ვან დამმა ჩიხუახუას ლეკვი გადაარჩინა

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და რეჟისორმა ჟან-კლოდ ვან დამმა 3 თვის ჩიხუახუას ლეკვი, სახელად რაია სიკვდილისგან იხსნა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

21 ოქტომბერი 2020, 09:03

ტაბლოიდი

ბათუმის დელფინარიუმს კიდევ ერთი ბინადარი დაემატა

ახალშობილი დელფინი თავს კარგად გრძნობს და აუზში აქტიურად დაცურავს. ამჟამად დედა პატარა დელფინს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის.

ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპი

21 ოქტომბერი 2020, 08:52

მსოფლიო

ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 9%-ით უსწრებს

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დონალდ ტრამპი ჯოზეფ ბაიდენს რეიტინგში 9%-ით ჩამორჩება.გამოკითხვა The New York Times-ის დაკვეთით კვლევითმა ჯგუფმა „სიენა-კოლეჯმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს მხარს რესპოდენტთა 50% უჭერს, დონალდ ტრამპს კი ხმას 41% აძლევს. გამოკითხვა 15-18 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 987-მა რესპოდენტმა მიიღო.

21 ოქტომბერი 2020, 08:41

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ოქტომბერს საქართველოს ზოგ ქალაქში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქუთაისში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მიცრე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +18 გრადუსამდე მოსალოდნელია დღის ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში იწვიმებს +21 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

21 ოქტომბერი 2020, 08:33

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ​კორონავირუსი 133 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ოკუპირებულ რეგიონში სულ COVID-19-ით ინფიცირების 3 036 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, 31 გარდაიცვალა, 1 267 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მელანია ტრამპი

21 ოქტომბერი 2020, 08:17

მსოფლიო

მელანია ტრამპმა პენსილვანიაში ვიზიტი გადადო

ამერიკის პირველმა ლედიმ პენსილვანიაში წინასაარჩევნო ვიზიტი გადადო. ამის შესახებ მისი აპარატის ხელმძღვანელმა განაცხადა.