14 თებერვალი 2020, 14:08 / სანდო წყარო

იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა

იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50 – 60 სმ-ს მიაღწია.

მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დრომდე მოძრაობა არც ერთ საავტომობილო გზაზე არ არის შეჩერებული. ყველაზე რთულ, მუხურა-ტყიბულის მონაკვეთზე, გადაადგილება მხოლოდ დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის შეზღუდული.

იმერეთის მხარის სოფლების გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანებულია გარეგანათების ბოძები. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2020, 08:08

საზოგადოება

დღეს პარლამენტში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ძირითადად ეხება სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებსა და ასევე ცვლილებებს დასაქმებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ.

სელმა ჰაიეკი

22 სექტემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

54 წლის სელმა ჰაიეკი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი სელმა ჰაიეკი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმით გამოჩნდა და თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა. ფოტოზე 54 წლის ვარსკვლავი ღრმად ამოჭრილ საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ფოტოს 684 ათასი მოწონება აქვს. ფანები სწერენ ჰაიეკს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ქალია, რომელსაც ლამაზი სხეული აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 სექტემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეგახსენებთ, რომ ეს არის ომი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი მსოფლიოს გავლენების სფეროებად დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.

22 სექტემბერი 2020, 00:24

მსოფლიო

ნიუ-იორკში როკფელერების საგვარეულო სახლი $11,5 მილიონად იყიდება

აშშ-ში, ნიუ-იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქუჩაზე, მეხუთე ავენიუზე როკფელერების ოჯახის სახლი იყიდება. ამის შესახებ Bloomberg წერს. უძრავი ქონება $11,5 მილიონადაა შეფასებული. მეხუთე ავენიუზე მდებარე 812 სახლი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნელსონ როკფელერს ეკუთვნოდა, რომელსაც ეს თანამდებობა გასული საუკუნის 70-იან წლებში ეკავა. ნელსონი აშშ-ში პირველი მილიონერის ჯონ როკფელერის შვილიშვილია. ოჯახის ამ სახლში 60 წელი ცხოვრობდა.

22 სექტემბერი 2020, 00:02

მსოფლიო

ესპანეთში, სახლიდან გამოასახლეს კაცი, რომელიც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა

ესპანეთში, ცხოველების დამცველებმა სახლიდან გამოასახლეს კაცი, სადაც 110 კატასთან ერთად ცხოვრობდა. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის ცნობით, ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. კაცის სახლის ფართობი 100 კვ/მეტრია, მან სახლში კატების წყვილი მოიყვანა, რომელიც გამრავლდა. თავიდან ცხოველთა უფლებების დამცველები კატების რაოდენობას ვერ ითვლიდნენ. მათი გათვლებით, სახლში 90 კატა ცხოვრობდა.

კრიშტიანო რონალდუ

22 სექტემბერი 2020, 00:02

სპორტი

„სპორტინგის“ საფეხბურთო აკადემია კრიშტიანო რონალდუს სახელობის იქნება

ლისაბონის „სპორტინგმა“ თავის საფეხბურთო აკადემიას კრიშტიანო რონალდუს პატივსაცემად სახელი გადაარქვა. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ამიერიდნ ის სწორედ რონალდუს სახელობის იქნება.

მაია ბუწაშვილი

21 სექტემბერი 2020, 23:54

COVID19

მაია ბუწაშვილი: ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ საარჩევნო პროცესი უსაფრთხოდ ჩაივლის

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენიმემ ქვეყანამ არჩევნები ჩაატარა და ყველა ქვეყანა ერთხმად ამბობს, რომ ამომრჩევლის აქტივობა წელს არის ძალიან დაბალი, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 23:48

მსოფლიო

მაიკ პომპეო: აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას. ამის შესახებ მაიკ პომპეომ გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილი

21 სექტემბერი 2020, 23:30

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილი: მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები

„მოსახლეობის ჩართულობა საშუალებას გვაძლევს, სწორად განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები“, - ამის შესახებ გორსა და კასპში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტყვიავის, ქერეს, ქვეშისა და ქვემო არცევის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა. გიორგი ხოჯევანიშვილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და თავის მხრივ, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 23:03

მსოფლიო

მაიკ პომპეო: არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ აშშ ნავალნის საქმეზე სათანადო რეაგირებას არ მოახდენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და აშშ ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრე მოწერელია

21 სექტემბერი 2020, 22:45

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ლესიჭინეს, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღას მოსახლეობას შეხვდა.

დავით მათიკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციური ერთობა ჩავარდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ „ოპოზიციური ერთობა ჩავარდებოდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალებოდა. მისი თქმით, „11%-იანი რეიტინგის მქონე ნახევრად პოლიტიკურ-კრიმინალური ძალა ერთპარტიულად ვერ დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეს პოლიტიკით დაინტერესებულმა მოზარდმაც ძალიან კარგად იცის“.

21 სექტემბერი 2020, 22:33

ეკონომიკა

ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ ონლაინ შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რიზა თუნათურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2020, 22:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი წავიდა ვა-ბანკზე, მიდის საბოლოო პოლიტიკურ შეტევაზე და მის გარშემო მოკავშირეები არ სჭირდება

„მიხეილ სააკაშვილი დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ მისი ავტორიტეტი კვლავ ვიღავისთვის რაღაცას წარმოადგენს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად გამოიყენეს მთელი კოალიციური სპექტრი და ახლა სააკაშვილის აღარ აწყობს თავისი ამბიციებიდან გამომდინარე.

21 სექტემბერი 2020, 22:16

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს 68 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით გუმბერიძე

21 სექტემბერი 2020, 22:10

სამართალი

პროკურორი: მიხეილ რამიშვილის ტელეფონი მისი თანხმობით დაილუქა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ადვოკატის მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის შესახებ, პროკურორმა დავით გუმბერიძემ განმარტება გააკეთა. „საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. რაც დაკავშირებული იყო დავით ფურცხვანიძესთან, მასთან კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასა და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განუცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

21 სექტემბერი 2020, 22:01

COVID19

ინფექციონისტი: მდგომარეობა საყურადღებოა

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას კიდევ ერთხელ სთხოვს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიო ლიდერებს მიმართა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე და ასევე, კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში განათლებული მოქალაქეების როლზე.

21 სექტემბერი 2020, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 53 ადამიანი გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:40

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა

„საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია“, - ამის შესახებ გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი.